მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი: "ივანიშვილის გადაწყვეტილებამ ეს ქვეყანა არ შემარგო"
გიორგი მარგველაშვილი: "ივანიშვილის გადაწყვეტილებამ ეს ქვეყანა არ შემარგო"

"პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ჩემ­თვის იოლი არ არის. არ მინ­დო­და იმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბის აღე­ბა, რო­მელ­მაც მხო­ლოდ პრობ­ლე­მე­ბი მო­მი­ტა­ნა. 20 წელი ვნატ­რობ­დი ასე­თი ქვეყ­ნის უბ­რა­ლო მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას, მაგ­რამ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ, რომ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ეს ქვე­ყა­ნა არ შე­მარ­გო", - გვი­თხრა პირ­ველ­მა ვიცე-პრე­მი­ერ­მა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა, რო­მელ­თან სა­უ­ბა­რიც გა­მომ­ცემ­ლე­ბი­სა და წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბის პრო­ტეს­ტით და­ვი­წყეთ:

- არ მე­გო­ნა, თუ ოდეს­მე ჩემი სა­ხე­ლი წიგ­ნის უარ­ყო­ფას­თან იქ­ნე­ბო­და ასო­ცი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ წიგ­ნის სა­ხე­ლით სპე­კუ­ლა­ცი­ის აკ­რძალ­ვა ჩემი ბუ­ნებ­რი­ვი მო­ტი­ვა­ცია იყო. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ ფი­ნან­სუ­რად და­ა­ზა­რა­ლა გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­წლი­უ­რად 50 მლნ ლარს იდებ­დნენ ჯი­ბე­ში. ეს ფული მო­სახ­ლე­ო­ბის­გან იყო ექ­სპროპ­რი­რე­ბუ­ლი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­მომ­ცემ­ლებს კა­ნო­ნი­ე­რად ჰქონ­დათ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა, თი­თო­ე­უ­ლი ოჯა­ხი­დან 200-300 ლარი გა­მო­ე­ტა­ნათ, მო­რა­ლუ­რად ეს არას­წო­რი იყო. ეს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ვერ იქ­ნე­ბა კა­ნო­ნი­ე­რი. ჩვენ გვინ­და ადა­მი­ა­ნებს ყოფა შე­ვუმ­სუ­ბუ­ქოთ და ოჯა­ხე­ბი არ გავ­წყვი­ტოთ წელ­ში.

- თქვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის და­კარ­გვა­სა და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის ხელ­ყო­ფას­თან და­ა­კავ­ში­რეს.

- პი­რი­ქით იქ­ნე­ბა. სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი, ძი­რი­თა­დად, სა­ზღვარ­გა­რეთ იბეჭ­დე­ბო­და და ახლა აქ და­ი­ბეჭ­დე­ბა. 200-300 ლარი, რო­მე­ლიც ოჯა­ხებ­ში და­ი­ზო­გა ამ 50 მი­ლი­ო­ნის ექ­სპროპ­რი­ა­ცი­ის შე­დე­გად, მოხ­მარ­დე­ბა ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას და სა­ბავ­შვო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის­თვის წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნას. ჩვენ უზ­რუნ­ველ­ვყოფთ, რომ ის ნიჭი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლა ქარ­თველ­შია, უფრო გან­ვი­თარ­დეს. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეში­ნო­და ქარ­თვე­ლი კა­ცის, რად­გან თა­ვი­სი ნი­ჭი­ე­რე­ბით დაბ­რკო­ლე­ბას უქ­მნი­და. ამი­ტომ უნ­დო­დათ, და­ვეთ­რგუ­ნეთ! წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ნი­ჭი­ე­რე­ბა აში­ნებ­და, ჩვე­ნი კი ნი­ჭის არ გვე­ში­ნია.

ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის დაც­ვა გუ­ლის­ხმობს კონ­კრე­ტულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას მის მფლო­ბელ­სა და მიმ­თვი­სე­ბელს შო­რის. ასე­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე და­დე­ბუ­ლი იყო კონ­ტრაქ­ტი სა­მი­ნის­ტრო­სა და გა­მომ­ცემ­ლებს შო­რის და დღეს ეს კონ­ტრაქ­ტი მა­ვალ­დე­ბუ­ლებს, რომ 10% გა­და­ვუ­ხა­დო გა­მომ­ცემ­ლებს, რაც და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენს.

გა­მომ­ცემ­ლე­ბი ხელს არ გა­ან­ძრე­ვენ, ისე ჩა­ე­რი­ცხე­ბათ მი­ლი­ო­ნი. ამ 10%-ს მათ იმი­სათ­ვის ვუხ­დი, რომ წიგ­ნებს უფა­სოდ ვბეჭ­დავ. მი­ლი­ო­ნი რომ ეცო­ტა­ვე­ბათ, გა­სა­გე­ბია, რად­გან გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი 50 მლნ ჰქონ­დათ.

- რო­გორც პირ­ველ ვიცე-პრე­მი­ერს, სხვა თე­მებ­ზეც გკი­თხავთ. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლოა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლო­ი­ა­ლუ­რო­ბით და ამ­ბობს, ჩვენ დამ­ნა­შა­ვე­ებ­თან კო­ა­ბი­ტა­ცი­ის­თვის არ მიგ­ვი­ცია ხმაო.

- თუ ადა­მი­ა­ნი სის­ხლის სა­მარ­თლის დამ­ნა­შა­ვეა, სა­ნამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ვალს არ მო­იხ­დის, ძნე­ლია მას­თან ერ­თა­დერ­თი მიზ­ნის­კენ სწრაფ­ვა, მაგ­რამ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას მა­ტა­რე­ბელ­ზე ამხტა­რე­ბად და ჩა­მომხტა­რე­ბად ყოფ­და, ჩვენ არ ვყოფთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. 1-ლი ოქ­ტომ­ბრის მერე ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლო და­ი­წყო. ახალ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლამ ერ­თად უნდა გა­ვი­მარ­ჯვოთ, მაგ­რამ არა­ვის შე­ვუნ­დობთ ისეთ რა­მეს, რისი შენ­დო­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა. ისი­ნიც და ჩვენც ერ­თად გა­მო­ვის­ყი­დით ჩვენს და­ნა­შა­ულს. მთა­ვა­რი წყალ­გამ­ყო­ფია ის, რაც პრე­მი­ერ­მა თქვა - სი­მარ­თლე. იმ პი­რებ­მა, ვინც და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნეს თა­ვი­ან­თი სინ­დი­სი­სა და ქვეყ­ნის წი­ნა­შე, უნდა აღი­ა­რონ და­ნა­შა­უ­ლი და რად­გან ჩვენ ქრის­ტი­ა­ნი ერი ვართ, რო­გორც უძღებ შვი­ლებს, ყვე­ლა­ზე მე­ტად მათ მი­ვი­ღებთ. მე­ტიც, პა­ტივს მი­ვა­გებთ მათ, ვინც და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს და ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში დაბ­რუნ­დე­ბა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

გიორგი მარგველაშვილი: "ივანიშვილის გადაწყვეტილებამ ეს ქვეყანა არ შემარგო"

გიორგი მარგველაშვილი: "ივანიშვილის გადაწყვეტილებამ ეს ქვეყანა არ შემარგო"

"პრემიერ-მინისტრის დავალებების შესრულება ჩემთვის იოლი არ არის. არ მინდოდა იმ ვალდებულების აღება, რომელმაც მხოლოდ პრობლემები მომიტანა. 20 წელი ვნატრობდი ასეთი ქვეყნის უბრალო მოქალაქეობას, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებამ, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ვყოფილიყავი, ეს ქვეყანა არ შემარგო", - გვითხრა პირველმა ვიცე-პრემიერმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელთან საუბარიც გამომცემლებისა და წიგნის მაღაზიების პროტესტით დავიწყეთ:

- არ მეგონა, თუ ოდესმე ჩემი სახელი წიგნის უარყოფასთან იქნებოდა ასოცირებული, მაგრამ წიგნის სახელით სპეკულაციის აკრძალვა ჩემი ბუნებრივი მოტივაცია იყო. ამ გადაწყვეტილებამ ფინანსურად დააზარალა გამომცემლობები, რომლებიც ყოველწლიურად 50 მლნ ლარს იდებდნენ ჯიბეში. ეს ფული მოსახლეობისგან იყო ექსპროპრირებული.

მიუხედავად იმისა, რომ გამომცემლებს კანონიერად ჰქონდათ მინიჭებული უფლება, თითოეული ოჯახიდან 200-300 ლარი გამოეტანათ, მორალურად ეს არასწორი იყო. ეს ჩვენი ხელისუფლებისთვის ვერ იქნება კანონიერი. ჩვენ გვინდა ადამიანებს ყოფა შევუმსუბუქოთ და ოჯახები არ გავწყვიტოთ წელში.

- თქვენი გადაწყვეტილება სამუშაო ადგილების დაკარგვასა და ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფასთან დააკავშირეს.

- პირიქით იქნება. სახელმძღვანელოები, ძირითადად, საზღვარგარეთ იბეჭდებოდა და ახლა აქ დაიბეჭდება. 200-300 ლარი, რომელიც ოჯახებში დაიზოგა ამ 50 მილიონის ექსპროპრიაციის შედეგად, მოხმარდება ქართული წარმოების დაფინანსებას და საბავშვო ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შეძენას. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ის ნიჭი და განსაკუთრებულობა, რომელიც ყველა ქართველშია, უფრო განვითარდეს. წინა ხელისუფლებას ეშინოდა ქართველი კაცის, რადგან თავისი ნიჭიერებით დაბრკოლებას უქმნიდა. ამიტომ უნდოდათ, დავეთრგუნეთ! წინა ხელისუფლებას ნიჭიერება აშინებდა, ჩვენი კი ნიჭის არ გვეშინია.

ინტელექტუალური საკუთრების დაცვა გულისხმობს კონკრეტულ ვალდებულებას მის მფლობელსა და მიმთვისებელს შორის. ასეთი ვალდებულების თაობაზე დადებული იყო კონტრაქტი სამინისტროსა და გამომცემლებს შორის და დღეს ეს კონტრაქტი მავალდებულებს, რომ 10% გადავუხადო გამომცემლებს, რაც დაახლოებით მილიონ ლარს შეადგენს.

გამომცემლები ხელს არ გაანძრევენ, ისე ჩაერიცხებათ მილიონი. ამ 10%-ს მათ იმისათვის ვუხდი, რომ წიგნებს უფასოდ ვბეჭდავ. მილიონი რომ ეცოტავებათ, გასაგებია, რადგან გარანტირებული 50 მლნ ჰქონდათ.

- როგორც პირველ ვიცე-პრემიერს, სხვა თემებზეც გკითხავთ. საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილოა ხელისუფლების ლოიალურობით და ამბობს, ჩვენ დამნაშავეებთან კოაბიტაციისთვის არ მიგვიცია ხმაო.

- თუ ადამიანი სისხლის სამართლის დამნაშავეა, სანამ საზოგადოების წინაშე ვალს არ მოიხდის, ძნელია მასთან ერთადერთი მიზნისკენ სწრაფვა, მაგრამ სააკაშვილისაგან განსხვავებით, რომელიც საზოგადოებას მატარებელზე ამხტარებად და ჩამომხტარებად ყოფდა, ჩვენ არ ვყოფთ საზოგადოებას. 1-ლი ოქტომბრის მერე ახალი საქართველო დაიწყო. ახალ საქართველოში ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ, მაგრამ არავის შევუნდობთ ისეთ რამეს, რისი შენდობაც არ შეიძლება. ისინიც და ჩვენც ერთად გამოვისყიდით ჩვენს დანაშაულს. მთავარი წყალგამყოფია ის, რაც პრემიერმა თქვა - სიმართლე. იმ პირებმა, ვინც დანაშაული ჩაიდინეს თავიანთი სინდისისა და ქვეყნის წინაშე, უნდა აღიარონ დანაშაული და რადგან ჩვენ ქრისტიანი ერი ვართ, როგორც უძღებ შვილებს, ყველაზე მეტად მათ მივიღებთ. მეტიც, პატივს მივაგებთ მათ, ვინც დანაშაულს აღიარებს და ქვეყნის სამსახურში დაბრუნდება.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა