მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოსო თოლორაია საქართველოში მეუღლის გარეშე დაბრუნდა
სოსო თოლორაია საქართველოში მეუღლის გარეშე დაბრუნდა

გა­სულ კვი­რას მა­ესტრო­ზე "მაგ­თი­ფა­ნი" და­ი­წყო. წამ­ყვა­ნებ­მა, ქეთი ორ­ჯო­ნი­კი­ძემ და სოსო თო­ლო­რა­ი­ამ, ერ­თმა­ნე­თი ერთი თვეც არაა, რაც გა­იც­ნეს, მაგ­რამ ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ერ­თო აღ­მო­ა­ჩი­ნეს. პირ­ვე­ლი ეთე­რის წინ ორი­ვე ნერ­ვი­უ­ლობ­და, ქე­თის წამ­ყვა­ნო­ბა­ში გა­მოც­დი­ლი სო­სოს იმე­დი ჰქონ­და. ტე­ლე­დუ­ე­ტი სწო­რედ პირ­ვე­ლი ეთე­რის წინ ჩავ­წე­რეთ.

ქეთი:

- პირ­ვე­ლი ეთე­რის წინ ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ. ჩემი, რო­გორც წამ­ყვა­ნის დე­ბი­უ­ტი იქ­ნე­ბა და მინ­და, ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­როს. წამ­ყვა­ნო­ბას ისე გან­ვიც­დი, რომ სიმ­ღე­რის დროს შვე­ბით ამო­ვი­სუნ­თქავ. მე და სოსო ყვე­ლა კონ­ცერ­ტზე დუ­ეტს ვიმ­ღე­რებთ. მარ­თა­ლია, სო­სოს ვო­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი აქამ­დეც ყვე­ლამ ვი­ცო­დით, მაგ­რამ სოსო ახალ ამ­პლუ­ა­ში წარ­დგე­ბა თქვენ წი­ნა­შე და შო­კის მომ­გვრე­ლი იქ­ნე­ბა.

სოსო:

- (იცი­ნის) გინ­დო­და გეთ­ქვა, კოს­ტი­უ­მე­ბით ვიქ­ნე­ბი შო­კის მომ­გვრე­ლი?

ქეთი:

- არა, ვო­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით გა­ა­ო­ცებ ყვე­ლას.

- "მაგ­თი­ფა­ნის" წამ­ყვა­ნე­ბად თქვენ, ასა­კით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი რა­ტომ შე­გარ­ჩი­ეს?

სოსო:

- მგო­ნია, რომ ჩვე­ნი წამ­ყვა­ნო­ბის მთე­ლი ფო­კუ­სიც ესაა, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ასა­კი და სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, მე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ქე­თიმ "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მი­ა­ში" მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ მერე ამ პრო­ექ­ტის წამ­ყვა­ნე­ბად რომ დაგ­ვამ­ტკი­ცეს და ქე­თის შე­მოქ­მე­დე­ბას გა­ვე­ცა­ნი, მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან თა­ვი­სე­ბუ­რია და ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი მომ­ღერ­ლის­გან გან­სხვავ­დე­ბა. უზო­მოდ ნი­ჭი­ე­რია. ამას იმი­ტომ არ ვამ­ბობ, რომ ქეთი ახლა აქაა. მა­მუ­კა ღლონტს, რო­გორც წესი, ასე­თი რა­ღა­ცე­ბი არ ეშ­ლე­ბა. მა­მუ­კა ყო­ველ­თვის ირ­ჩევს იმას, რაც ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა. პრო­ექ­ტის წე­სე­ბის მი­ხედ­ვით, წამ­ყვა­ნებ­მა უნდა ვიმ­ღე­როთ და ვი­ცეკ­ვოთ, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში წამ­ყვა­ნებს ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ. ქე­თის თა­ვი­სუფ­ლე­ბა მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ძა­ლი­ან დიდი დო­ზით იგ­რძნო­ბა. პრო­ექ­ტიც ძა­ლი­ან თა­ვი­სუ­ფა­ლია. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამი­ტო­მაც შე­არ­ჩი­ეს წამ­ყვა­ნად ქეთი. მე კი, უბ­რა­ლოდ, და­ვი­წყე­ბუ­ლი სახე ვარ და ხომ იცით, ყვე­ლა­ფე­რი ახა­ლი კარ­გად და­ვი­წყე­ბუ­ლი ძვე­ლია. ქე­თის­თან დუ­ე­ტი ჩემ­თვი­საც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა. ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლი ვარ ხოლ­მე ჩემი თა­ვის მი­მართ და ზო­გა­დად დუ­ე­ტი არ მიყ­ვარს, რად­გან რთუ­ლია მას­ზე მუ­შა­ო­ბა. ჩვენ ეს სირ­თუ­ლე­ე­ბი გა­დავ­ლა­ხეთ. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, რომ ქე­თის დიდი ხა­ნია, ვიც­ნობ და ბევ­რი სა­ერ­თო გვაქვს.

ქეთი:

- "მაგ­თი­ფან­ში" ოჯა­ხუ­რი და თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა. პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის მხრი­დან დე­მა­გო­გი­უ­რი და ის­ტე­რი­კუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ არის. ასეთ დროს იო­ლია მუ­შა­ო­ბა. სო­სოს­ნა­ი­რი გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნის გვერ­დით დგო­მა ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- ქეთი, რო­გორ ფიქ­რობ, წამ­ყვა­ნო­ბი­სას ყვე­ლა­ზე რთუ­ლი რა არის?

- ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ტექ­სტის და­მახ­სოვ­რე­ბაა. ხან­და­ხან სიმ­ღე­რის ტექ­სტე­ბი მა­ვი­წყდე­ბა ხოლ­მე და წამ­ყვა­ნის ტექ­სტე­ბი ხომ გა­ცი­ლე­ბით მას­შტა­ბუ­რია, მაგ­რამ სო­სომ იმ­დე­ნად შე­მიყ­ვა­ნა წამ­ყვა­ნო­ბის მუ­ღამ­ში, რომ ვამ­ჩნევ, ნელ-ნელა მი­ი­ოლ­დე­ბა.

სოსო:

-ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს, რომ შეც­დო­მე­ბი არ გვქონ­დეს. ეს ძა­ლი­ან ცუ­დის ნი­შა­ნია, ყვე­ლა­ფერს წი­ნას­წარ ვერ გათ­ვლი და ეს ყვე­ლა პრო­ექტს თან ახ­ლავს. მთა­ვა­რია, ორი­ვე იმ­დე­ნად თა­ვი­სუ­ფა­ლი ვი­ყოთ, რომ მა­ყუ­რე­ბელს შეც­დო­მა თვალ­ში ცუ­დად არ მოხ­ვდეს.

- "მაგ­თი­ფან­ზე" ამ­ბო­ბენ, რომ ის შე­იძ­ლე­ბა ჰგავ­დეს "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მი­ას". ქეთი, ამ პრო­ექ­ტის ფი­ნა­ლის­ტი ხარ და ყვე­ლა­ზე კარ­გად შენ უნდა იცო­დე, ჰგავს თუ არა ეს ორი პრო­ექ­ტი ერ­თმა­ნეთს.

სოსო:

- სა­ნამ ქეთი უპა­სუ­ხებს, გე­ტყვით, ყვე­ლა ფილ­მი სიყ­ვა­რულ­ზე ჰგავს ერ­თმა­ნეთს, იმი­ტომ რომ თემა სიყ­ვა­რუ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი რა­ღა­ცით ჰგავს ერ­თმა­ნეთს, რად­გან ყველ­გან მღე­რი­ან.

ქეთი:

- ერ­თა­დერ­თი, რა­შიც ეს ორი პრო­ექ­ტი შე­იძ­ლე­ბა ჰგავ­დეს ერ­თმა­ნეთს, ისაა, რომ სახ­ლში ცხოვ­რო­ბენ. მაგ­რამ ეს ორი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია. "მაგ­თი­ფანს" ჰყავს ან­ტი­ჟი­უ­რი და რე­ზერ­ვის­ტე­ბი.

სოსო:

- რე­ა­ლუ­რი შოუ პირ­ვე­ლად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­კეთ­და და სხვა და­ნარ­ჩე­ნი მისი გა­დამ­ღე­რე­ბაა, ასე რომ, არა­ვის არ უნდა ჰქონ­დეს იმის გან­ცდა, რომ ასე­თი შოუს მომ­ზა­დე­ბი­სას ან პირ­ვე­ლე­ბი არი­ან, ან უკა­ნას­კნე­ლე­ბი. ვი­ღა­ცე­ბი ერ­თად რომ ცხოვ­რო­ბენ და ეს ყვე­ლა­ფე­რი ონ­ლა­ინ­რე­ჟიმ­ში შუქ­დე­ბა, ასე­თი შოუ ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ყო­ფი­ლა. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი პირ­ვე­ლი რე­ა­ლუ­რი შოუ, სა­დაც ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ, მა­მუ­კა ღლონტს ჰქონ­და - "ამ­ტა­ნი". "მაგ­თი­ფან­ში" ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მომ­წონს, რომ პრო­ექ­ტში წა­გე­ბუ­ლი არა­ვი­ნაა. შე­იქ­მნე­ბა ბენ­დი, რო­მე­ლიც ჩა­წერს ალ­ბომს და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში იმოგ­ზა­უ­რებს. შე­იძ­ლე­ბა, პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში გა­ვარ­დნი­ლი მო­ნა­წი­ლე აღ­მოჩ­ნდეს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის ბენდში.

ქეთი:

- მაქ­სი­მა­ლუ­რად ისე­თი გა­რე­მოა შექ­მნი­ლი, რომ ნი­ჭი­ე­რე­ბა არ და­ი­კარ­გოს!..

სოსო:

- აქამ­დე, ყვე­ლა მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი რომ მთავ­რდე­ბო­და, პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა მთავ­რდე­ბო­და. მათ შო­რის იყო ქეთი ორ­ჯო­ნი­კი­ძეც. უბ­რა­ლოდ, ეს ადა­მი­ა­ნი იმ­დე­ნად ნი­ჭი­ე­რი იყო, არ გა­ჩერ­და და სა­კუ­თარ თავ­ზე სულ მუ­შა­ობ­და. "მაგ­თი­ფა­ნის" ძი­რი­თა­დი ხიბ­ლი ისაა, რომ ყვე­ლა­ფე­რი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მა­შინ იწყე­ბა, რო­დე­საც პრო­ექ­ტი სრულ­დე­ბა.

ქეთი:

- ვფიქ­რობ, ვინც ამ პრო­ექ­ტში მოხ­ვდა, უკვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი რამ ელო­დე­ბათ.

სოსო:

- მო­ნა­წი­ლე­ე­ბის პე­და­გო­გე­ბი არი­ან ზაზა ხუ­ციშ­ვი­ლი, მა­ნა­ნა მორ­ჩი­ლა­ძე, ნინა ჩა­ჩა­ვა, გარ­და ამი­სა, მა­მუ­კა ღლონ­ტი ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­დი­უ­სე­რია. გვახ­სოვს ლექს-სე­ნის და სხვა და­ნარ­ჩე­ნი პრო­ექ­ტე­ბი. სპორ­ტის სა­სახ­ლი­სა და სტა­დი­ო­ნის გავ­სე­ბა სხვას არ შე­ეძ­ლო, რო­დე­საც ხალ­ხს ძა­ლი­ან უჭირ­და და პუ­რის ფული არ ჰქონ­და, ხალ­ხი მა­ინც მო­დი­ო­და მა­მუ­კას პრო­დი­უ­სე­რო­ბით მო­წყო­ბილ კონ­ცერ­ტებ­ზე, რად­გან მან იცის, რო­გორ მი­უდ­გეს საქ­მეს

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

სოსო თოლორაია საქართველოში მეუღლის გარეშე დაბრუნდა

სოსო თოლორაია საქართველოში მეუღლის გარეშე დაბრუნდა

გასულ კვირას მაესტროზე "მაგთიფანი" დაიწყო. წამყვანებმა, ქეთი ორჯონიკიძემ და სოსო თოლორაიამ, ერთმანეთი ერთი თვეც არაა, რაც გაიცნეს, მაგრამ ძალიან ბევრი საერთო აღმოაჩინეს. პირველი ეთერის წინ ორივე ნერვიულობდა, ქეთის წამყვანობაში გამოცდილი სოსოს იმედი ჰქონდა. ტელედუეტი სწორედ პირველი ეთერის წინ ჩავწერეთ.

ქეთი:

- პირველი ეთერის წინ ძალიან ვნერვიულობ. ჩემი, როგორც წამყვანის დებიუტი იქნება და მინდა, ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. წამყვანობას ისე განვიცდი, რომ სიმღერის დროს შვებით ამოვისუნთქავ. მე და სოსო ყველა კონცერტზე დუეტს ვიმღერებთ. მართალია, სოსოს ვოკალური მონაცემები აქამდეც ყველამ ვიცოდით, მაგრამ სოსო ახალ ამპლუაში წარდგება თქვენ წინაშე და შოკის მომგვრელი იქნება.

სოსო:

- (იცინის) გინდოდა გეთქვა, კოსტიუმებით ვიქნები შოკის მომგვრელი?

ქეთი:

- არა, ვოკალური მონაცემებით გააოცებ ყველას.

- "მაგთიფანის" წამყვანებად თქვენ, ასაკით განსხვავებული და სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები რატომ შეგარჩიეს?

სოსო:

- მგონია, რომ ჩვენი წამყვანობის მთელი ფოკუსიც ესაა, განსხვავებული ასაკი და სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრება. სამწუხაროდ, მე საქართველოში არ ვიყავი, როდესაც ქეთიმ "ვარსკვლავების აკადემიაში" მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მერე ამ პროექტის წამყვანებად რომ დაგვამტკიცეს და ქეთის შემოქმედებას გავეცანი, მივხვდი, რომ ძალიან თავისებურია და ყველა დანარჩენი მომღერლისგან განსხვავდება. უზომოდ ნიჭიერია. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ქეთი ახლა აქაა. მამუკა ღლონტს, როგორც წესი, ასეთი რაღაცები არ ეშლება. მამუკა ყოველთვის ირჩევს იმას, რაც ყველაზე საინტერესოა. პროექტის წესების მიხედვით, წამყვანებმა უნდა ვიმღეროთ და ვიცეკვოთ, რაც საქართველოში წამყვანებს ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. ქეთის თავისუფლება მის შემოქმედებაში ძალიან დიდი დოზით იგრძნობა. პროექტიც ძალიან თავისუფალია. სავარაუდოდ, ამიტომაც შეარჩიეს წამყვანად ქეთი. მე კი, უბრალოდ, დავიწყებული სახე ვარ და ხომ იცით, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. ქეთისთან დუეტი ჩემთვისაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ძალიან კრიტიკული ვარ ხოლმე ჩემი თავის მიმართ და ზოგადად დუეტი არ მიყვარს, რადგან რთულია მასზე მუშაობა. ჩვენ ეს სირთულეები გადავლახეთ. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ქეთის დიდი ხანია, ვიცნობ და ბევრი საერთო გვაქვს.

ქეთი:

- "მაგთიფანში" ოჯახური და თავისუფალი სიტუაციაა. პროექტის ხელმძღვანელების მხრიდან დემაგოგიური და ისტერიკული დამოკიდებულება არ არის. ასეთ დროს იოლია მუშაობა. სოსოსნაირი გამოცდილი ადამიანის გვერდით დგომა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- ქეთი, როგორ ფიქრობ, წამყვანობისას ყველაზე რთული რა არის?

- ჩემთვის ყველაზე რთული ტექსტის დამახსოვრებაა. ხანდახან სიმღერის ტექსტები მავიწყდება ხოლმე და წამყვანის ტექსტები ხომ გაცილებით მასშტაბურია, მაგრამ სოსომ იმდენად შემიყვანა წამყვანობის მუღამში, რომ ვამჩნევ, ნელ-ნელა მიიოლდება.

სოსო:

- ღმერთმა დაგვიფაროს, რომ შეცდომები არ გვქონდეს. ეს ძალიან ცუდის ნიშანია, ყველაფერს წინასწარ ვერ გათვლი და ეს ყველა პროექტს თან ახლავს. მთავარია, ორივე იმდენად თავისუფალი ვიყოთ, რომ მაყურებელს შეცდომა თვალში ცუდად არ მოხვდეს.

- "მაგთიფანზე" ამბობენ, რომ ის შეიძლება ჰგავდეს "ვარსკვლავების აკადემიას". ქეთი, ამ პროექტის ფინალისტი ხარ და ყველაზე კარგად შენ უნდა იცოდე, ჰგავს თუ არა ეს ორი პროექტი ერთმანეთს.

სოსო:

- სანამ ქეთი უპასუხებს, გეტყვით, ყველა ფილმი სიყვარულზე ჰგავს ერთმანეთს, იმიტომ რომ თემა სიყვარულია. შესაბამისად, ყველა მუსიკალური პროექტი რაღაცით ჰგავს ერთმანეთს, რადგან ყველგან მღერიან.

ქეთი:

- ერთადერთი, რაშიც ეს ორი პროექტი შეიძლება ჰგავდეს ერთმანეთს, ისაა, რომ სახლში ცხოვრობენ. მაგრამ ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული პროექტია. "მაგთიფანს" ჰყავს ანტიჟიური და რეზერვისტები.

სოსო:

- რეალური შოუ პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაკეთდა და სხვა დანარჩენი მისი გადამღერებაა, ასე რომ, არავის არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ასეთი შოუს მომზადებისას ან პირველები არიან, ან უკანასკნელები. ვიღაცები ერთად რომ ცხოვრობენ და ეს ყველაფერი ონლაინრეჟიმში შუქდება, ასეთი შოუ ძალიან ბევრ ქვეყანაში ყოფილა. საქართველოში კი პირველი რეალური შოუ, სადაც ერთად ცხოვრობდნენ, მამუკა ღლონტს ჰქონდა - "ამტანი". "მაგთიფანში" ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ პროექტში წაგებული არავინაა. შეიქმნება ბენდი, რომელიც ჩაწერს ალბომს და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურებს. შეიძლება, პირველივე ტურში გავარდნილი მონაწილე აღმოჩნდეს გამარჯვებულის ბენდში.

ქეთი:

- მაქსიმალურად ისეთი გარემოა შექმნილი, რომ ნიჭიერება არ დაიკარგოს!..

სოსო:

- აქამდე, ყველა მუსიკალური პროექტი რომ მთავრდებოდა, პროექტის მონაწილეების კარიერული წინსვლა მთავრდებოდა. მათ შორის იყო ქეთი ორჯონიკიძეც. უბრალოდ, ეს ადამიანი იმდენად ნიჭიერი იყო, არ გაჩერდა და საკუთარ თავზე სულ მუშაობდა. "მაგთიფანის" ძირითადი ხიბლი ისაა, რომ ყველაფერი, ფაქტობრივად, მაშინ იწყება, როდესაც პროექტი სრულდება.

ქეთი:

- ვფიქრობ, ვინც ამ პროექტში მოხვდა, უკვე გამარჯვებულია. ძალიან ბევრი კარგი რამ ელოდებათ.

სოსო:

- მონაწილეების პედაგოგები არიან ზაზა ხუციშვილი, მანანა მორჩილაძე, ნინა ჩაჩავა, გარდა ამისა, მამუკა ღლონტი ძალიან წარმატებული პროდიუსერია. გვახსოვს ლექს-სენის და სხვა დანარჩენი პროექტები. სპორტის სასახლისა და სტადიონის გავსება სხვას არ შეეძლო, როდესაც ხალხს ძალიან უჭირდა და პურის ფული არ ჰქონდა, ხალხი მაინც მოდიოდა მამუკას პროდიუსერობით მოწყობილ კონცერტებზე, რადგან მან იცის, როგორ მიუდგეს საქმეს

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება