საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანი ნადარეიშვილი - "ბაჩოს ისე უყვარს წიწაკა, ვერ დავიჯერებ, ვინმესთვის გაემეტებინა"
ანი ნადარეიშვილი - "ბაჩოს ისე უყვარს წიწაკა, ვერ დავიჯერებ, ვინმესთვის გაემეტებინა"

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ბაჩო ახა­ლა­ი­ას მე­უღ­ლე ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი ახა­ლა­ი­ას სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლი ზვი­ად აბე­სა­ძის და­კი­თხვას "ფე­ის­ბუ­ქით" ეხ­მა­უ­რე­ბა.

"პრო­კუ­რა­ტუ­რის მოწ­მე/და­ზა­რა­ლე­ბულ­მა, 2-ჯერ ნა­სა­მარ­თლევ­მა სუ­ტი­ნი­ორ­მა, ზვი­ად აბე­სა­ძემ სა­სა­მარ­თლო­ზე და­კი­თხვი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ მას ბაჩო ახა­ლა­ი­ამ წი­წა­კა ეს­რო­ლა, არა­და ბა­ჩოს ისე უყ­ვარს წი­წა­კა, ვერ და­ვი­ჯე­რებ, რომ ვინ­მეს­თვის გა­ე­მე­ტე­ბი­ნა :))))", - წერს ნა­და­რე­იშ­ვი­ლი.

ბაჩო ახა­ლა­ი­ას სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბილ­მა ზვი­ად აბე­სა­ძემ ბაჩო ახა­ლა­ი­ას, გიგი კა­ლან­და­ძის, გაგა მკურ­ნა­ლი­ძის მი­მართ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბის ერთ-ერთი ეპი­ზო­დი გა­იხ­სე­ნა.

ზვი­ად აბე­სა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ მას 2011 წლის 13 სექ­ტემ­ბერს თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს. ზვი­ად აბე­სა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ მან ბაჩო ახა­ლა­ია გა­იც­ნო გოგა ონი­ა­ნის­გან, რის შემ­დე­გაც ურ­თი­ერ­თო­ბა ნა­თე­სა­ურ კავ­შირ­ში გა­და­ი­ზარ­და. კერ­ძოდ, აბე­სა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბაჩო ახა­ლა­ია მისი შვი­ლის ნათ­ლი­აა.

რო­გორც აბე­სა­ძე ყვე­ბა, და­ნა­თე­სა­ვე­ბის შემ­დეგ და­ახ­ლო­ე­ბით 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ნელ-ნელა შე­წყვი­ტეს.

"ამის მი­ზე­ზი სა­ვა­რა­უ­დოდ გახ­და ის, რომ მე ოპო­ზი­ცი­ის­კენ გა­და­ვი­ხა­რე. 2011 წლის 13 სექ­ტემ­ბერს კი ჩემს ტე­ლე­ფონ­ზე შე­მო­ვი­და ზარი. რო­დე­საც ვი­კი­თხე ვინ მი­რე­კავ­და, მი­ვი­ღე პა­სუ­ხი, მა­მა­შე­ნი ვარ და დე­და­შე­ნის ... მოვ­დი­ვა­რო. ამის შემ­დეგ მე მე­სი­ჯად მივ­წე­რე მას და გი­ნე­ბით­ვე ვუ­პა­სუ­ხე, თუმ­ცა ჩემ­თვის უც­ნო­ბი იყო ვის ვწერ­დი. ამის შემ­დეგ გა­მოვ­რთე ტე­ლე­ფო­ნი, და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ათ­ში ჩემს კარ­ზე გა­ის­მა ბრა­ხუ­ნი, მი­ვე­დი და კარი გა­ვა­ღე, სა­დაც დამ­ხვდა გრი­გოლ ბა­კუ­რა­ძე და მი­თხრა, რომ ბაჩო ახა­ლა­ია რეს­ტო­რან­ში მი­ბა­რებ­და. ბა­კუ­რა­ძეს­თან ერ­თად მი­ვე­დი რეს­ტო­რან "მას­პინ­ძე­ლო­ში". რეს­ტო­რან­ში დაც­ვამ შე­მა­ცი­ლა, მა­გი­დას­თან დავ­ხსე­დით მე და ბა­კუ­რა­ძე. იქ იყ­ვნენ ჩემ­თვის უც­ნო­ბი სა­ხე­ე­ბი. ბა­ჩომ მი­თხრა ვიც­ნობ­დი თუ არა გიგი კა­ლან­და­ძეს, რო­მე­ლიც ომის გმი­რია. მე ვუ­თხა­რი, რომ არ ვი­ცო­დი მის შე­სა­ხებ, მან მი­თხრა, რომ ჩემს გვერ­დით რომ კა­ცია, ის არის ვი­საც მე ტე­ლე­ფო­ნით ვა­გი­ნე და ახლა გვერ­დით მი­ზის. სწო­რედ ამის შემ­დეგ და­ი­წყო ინ­ცი­დენ­ტი", - გა­ნა­ცხა­და ზვი­ად აბე­სა­ძემ.

მისი თქმით, გიგი კა­ლან­და­ძემ მას თავ­ში სა­ლა­თი­დან ამო­ღე­ბუ­ლი კოვ­ზი ჩა­არ­ტყა, შემ­დეგ კი პე­რი­ო­დუ­ლად სცემ­და.

"პე­რი­ო­დუ­ლად მცემ­დნენ, ერთ-ერთ მო­მენ­ტში ბაჩო ახა­ლა­ი­ამ დაც­ვას გა­მო­არ­თვა ია­რა­ღი და იგი თავ­ში ჩა­მარ­ტყა. დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­დი­ო­და ჩემი ცემა", - გა­ნა­ცხა­და აბე­სა­ძემ. მისი თქმით, ცოტა ხან­ში ად­გილ­ზე მი­ვი­და და­ვით ჭა­კუა და გაგა მკურ­ნა­ლი­ძე.

"ბა­ჩომ მკი­თხა, ხომ არ მქონ­და სურ­ვი­ლი ჩემი "იქს-6" მე­ჩუ­ქე­ბი­ნა ჭა­კუ­ას­თვის, ანუ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის­თვის. მე დავ­რე­კე სახ­ლში და მე­უღ­ლეს ვუ­თხა­რი, რომ მე­გო­ბა­რი მი­ვი­დო­და და გა­სა­ღე­ბი გა­მო­ე­ტა­ნე­ბი­ნა. გაგა მკურ­ნა­ლი­ძე წა­ვი­და და გა­სა­ღე­ბი მო­ი­ტა­ნა 15 წუთ­ში", - გა­ნა­ცხა­და ზვი­ად აბე­სა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, რო­დე­საც მის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა გრძელ­დე­ბო­და, გრი­გოლ ბა­კუ­რა­ძემ ერთ მო­მენ­ტში იგი და­იც­ვა, თუმ­ცა ბაჩო ახა­ლა­ი­ამ ბა­კუ­რა­ძე სცე­მა და გა­რეთ გა­მო­უშ­ვა.

"და­ჟი­ნე­ბით მთხოვ­დნენ და­მე­ჩო­ქა და გიგი კა­ლან­და­ძის­თვის ბო­დი­ში მო­მე­ხა­და, პა­რა­ლე­ლუ­რად მცემ­დნენ, შემ­დეგ ბაჩო ახა­ლა­ი­ამ გიგი კა­ლან­და­ძეს მო­უ­წო­და გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო. კა­ლან­და­ძემ არ და­უ­ჯე­რა, რა­ზეც მცი­რე შე­კა­მა­თე­ბა მო­უ­ვი­დათ ახა­ლა­ი­ას და გიგი კა­ლან­და­ძეს. შემ­დეგ გიგი კა­ლან­და­ძემ გას­ცა ბრძა­ნე­ბა, რომ წა­ვეყ­ვა­ნე და და­ვემ­წყვდიე", - გა­ნა­ცხა­და ზვი­ად აბე­სა­ძემ.

მისი თქმით, კა­ლან­და­ძემ ეს და­ვა­ლე­ბა გაგა მკურ­ნა­ლი­ძეს მის­ცა, რის შემ­დე­გაც იგი რეს­ტორ­ნი­დან გა­რეთ გა­იყ­ვა­ნეს, სხვი­სი მა­ი­სუ­რი ჩა­აც­ვეს, სა­მარ­შუ­ტო ტაქ­სის ფორ­მის ავ­ტო­მო­ბილ­ში ჩას­ვეს, შემ­დეგ ვერ­ცხლის­ფერ "მერ­სე­დეს­ში" გა­დას­ვეს და წა­იყ­ვა­ნეს.

"თვა­ლე­ბი და­სი­ე­ბუ­ლი მქონ­და, გზად ვე­უბ­ნე­ბო­დი მან­ქა­ნა­ში მყოფ ბი­ჭებს, რომ ჩემ­თვის წყა­ლი მო­ე­წო­დე­ბი­ნათ. მათ წყა­ლი მო­მა­წო­დეს, თვა­ლე­ბი ამო­ვი­ბა­ნე და გა­ვარ­კვიე რომ გლ­და­ნის­კენ მივ­ყავ­დი, შემ­დეგ მუ­ხი­ა­ნის­კენ გა­და­უხ­ვი­ეს. ერთ-ერთ კორ­პუს­თან, სა­დარ­ბა­ზოს­თან ახ­ლოს გა­ა­ჩე­რეს მან­ქა­ნა. შე­მიყ­ვა­ნეს პირ­ველ სარ­თულ­ზე, ჩემ­თან ერ­თად დარ­ჩა ორი სპეც­რაზ­მე­ლი, ისი­ნი ვინც მან­ქა­ნა­ში გვერ­დით მეს­ხდნენ. ტე­ლე­ფო­ნი ჩა­მო­მარ­თვეს. იქ ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში ვი­ღაც უც­ნო­ბი რე­კავ­და და ინ­ფორ­მა­ცი­ას კი­თხუ­ლობ­და. მე­ო­რე დღეს მო­ვი­და გაგა მკურ­ნა­ლი­ძე, მა­ლა­მო­ე­ბი მო­მი­ტა­ნა, რომ სა­ხე­ზე წა­მეს­ვა და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მო­მერ­ჩი­ნა. ამან მაგ­რძნო­ბი­ნა, რომ ჩემს მოკ­ვლას არ აპი­რებ­დნენ. გაგა მკურ­ნა­ლი­ძის მოს­ვლი­დან ორ სა­ათ­ში გა­ის­მა ზარი, შემ­დეგ წა­მიყ­ვა­ნეს ზუს­ტად იმ ად­გი­ლას, სა­ი­და­ნაც მუ­ხი­ან­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს. მი­თხრეს, რომ გა­გიშ­ვათ რას იტყვიო, ვუ­თხა­რი რომ ვი­ტყვი რომ ავა­რი­ა­ში მოვ­ყე­ვი. და­მიბ­რუ­ნეს ჩემი მან­ქა­ნა და სახ­ლში წა­ვე­დი", - გა­ნა­ცხა­და ზვი­ად აბე­სა­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო: "არ ვი­ტი­რო, აბა? ასე და­უ­ფა­სეს დამ­სა­ხუ­რე­ბა?!" - ბაჩო ახა­ლა­ი­ას ყო­ფი­ლი თა­ნა­შემ­წე

ანი ნადარეიშვილი - "ბაჩოს ისე უყვარს წიწაკა, ვერ დავიჯერებ, ვინმესთვის გაემეტებინა"

ანი ნადარეიშვილი - "ბაჩოს ისე უყვარს წიწაკა, ვერ დავიჯერებ, ვინმესთვის გაემეტებინა"

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ახალაიას სასამართლო პროცესზე დაზარალებულად ცნობილი ზვიად აბესაძის დაკითხვას "ფეისბუქით" ეხმაურება.

"პროკურატურის მოწმე/დაზარალებულმა, 2-ჯერ ნასამართლევმა სუტინიორმა, ზვიად აბესაძემ სასამართლოზე დაკითხვისას განაცხადა, რომ მას ბაჩო ახალაიამ წიწაკა ესროლა, არადა ბაჩოს ისე უყვარს წიწაკა, ვერ დავიჯერებ, რომ ვინმესთვის გაემეტებინა :))))", - წერს ნადარეიშვილი.

ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე დაზარალებულად ცნობილმა ზვიად აბესაძემ ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძის, გაგა მკურნალიძის მიმართ წაყენებული ბრალდების ერთ-ერთი ეპიზოდი გაიხსენა.

ზვიად აბესაძემ აღნიშნა, რომ მას 2011 წლის 13 სექტემბერს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. ზვიად აბესაძემ აღნიშნა, რომ მან ბაჩო ახალაია გაიცნო გოგა ონიანისგან, რის შემდეგაც ურთიერთობა ნათესაურ კავშირში გადაიზარდა. კერძოდ, აბესაძის განცხადებით, ბაჩო ახალაია მისი შვილის ნათლიაა.

როგორც აბესაძე ყვება, დანათესავების შემდეგ დაახლოებით 4 წლის განმავლობაში, მათი ურთიერთობა ნელ-ნელა შეწყვიტეს.

"ამის მიზეზი სავარაუდოდ გახდა ის, რომ მე ოპოზიციისკენ გადავიხარე. 2011 წლის 13 სექტემბერს კი ჩემს ტელეფონზე შემოვიდა ზარი. როდესაც ვიკითხე ვინ მირეკავდა, მივიღე პასუხი, მამაშენი ვარ და დედაშენის ... მოვდივარო. ამის შემდეგ მე მესიჯად მივწერე მას და გინებითვე ვუპასუხე, თუმცა ჩემთვის უცნობი იყო ვის ვწერდი. ამის შემდეგ გამოვრთე ტელეფონი, დაახლოებით ნახევარი საათში ჩემს კარზე გაისმა ბრახუნი, მივედი და კარი გავაღე, სადაც დამხვდა გრიგოლ ბაკურაძე და მითხრა, რომ ბაჩო ახალაია რესტორანში მიბარებდა. ბაკურაძესთან ერთად მივედი რესტორან "მასპინძელოში". რესტორანში დაცვამ შემაცილა, მაგიდასთან დავხსედით მე და ბაკურაძე. იქ იყვნენ ჩემთვის უცნობი სახეები. ბაჩომ მითხრა ვიცნობდი თუ არა გიგი კალანდაძეს, რომელიც ომის გმირია. მე ვუთხარი, რომ არ ვიცოდი მის შესახებ, მან მითხრა, რომ ჩემს გვერდით რომ კაცია, ის არის ვისაც მე ტელეფონით ვაგინე და ახლა გვერდით მიზის. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ინციდენტი", - განაცხადა ზვიად აბესაძემ.

მისი თქმით, გიგი კალანდაძემ მას თავში სალათიდან ამოღებული კოვზი ჩაარტყა, შემდეგ კი პერიოდულად სცემდა.

"პერიოდულად მცემდნენ, ერთ-ერთ მომენტში ბაჩო ახალაიამ დაცვას გამოართვა იარაღი და იგი თავში ჩამარტყა. დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა ჩემი ცემა", - განაცხადა აბესაძემ. მისი თქმით, ცოტა ხანში ადგილზე მივიდა დავით ჭაკუა და გაგა მკურნალიძე.

"ბაჩომ მკითხა, ხომ არ მქონდა სურვილი ჩემი "იქს-6" მეჩუქებინა ჭაკუასთვის, ანუ სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის. მე დავრეკე სახლში და მეუღლეს ვუთხარი, რომ მეგობარი მივიდოდა და გასაღები გამოეტანებინა. გაგა მკურნალიძე წავიდა და გასაღები მოიტანა 15 წუთში", - განაცხადა ზვიად აბესაძემ.

მისივე თქმით, როდესაც მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა გრძელდებოდა, გრიგოლ ბაკურაძემ ერთ მომენტში იგი დაიცვა, თუმცა ბაჩო ახალაიამ ბაკურაძე სცემა და გარეთ გამოუშვა.

"დაჟინებით მთხოვდნენ დამეჩოქა და გიგი კალანდაძისთვის ბოდიში მომეხადა, პარალელურად მცემდნენ, შემდეგ ბაჩო ახალაიამ გიგი კალანდაძეს მოუწოდა გაჩერებულიყო. კალანდაძემ არ დაუჯერა, რაზეც მცირე შეკამათება მოუვიდათ ახალაიას და გიგი კალანდაძეს. შემდეგ გიგი კალანდაძემ გასცა ბრძანება, რომ წავეყვანე და დავემწყვდიე", - განაცხადა ზვიად აბესაძემ.

მისი თქმით, კალანდაძემ ეს დავალება გაგა მკურნალიძეს მისცა, რის შემდეგაც იგი რესტორნიდან გარეთ გაიყვანეს, სხვისი მაისური ჩააცვეს, სამარშუტო ტაქსის ფორმის ავტომობილში ჩასვეს, შემდეგ ვერცხლისფერ "მერსედესში" გადასვეს და წაიყვანეს.

"თვალები დასიებული მქონდა, გზად ვეუბნებოდი მანქანაში მყოფ ბიჭებს, რომ ჩემთვის წყალი მოეწოდებინათ. მათ წყალი მომაწოდეს, თვალები ამოვიბანე და გავარკვიე რომ გლდანისკენ მივყავდი, შემდეგ მუხიანისკენ გადაუხვიეს. ერთ-ერთ კორპუსთან, სადარბაზოსთან ახლოს გააჩერეს მანქანა. შემიყვანეს პირველ სართულზე, ჩემთან ერთად დარჩა ორი სპეცრაზმელი, ისინი ვინც მანქანაში გვერდით მესხდნენ. ტელეფონი ჩამომართვეს. იქ ყოფნის პერიოდში ვიღაც უცნობი რეკავდა და ინფორმაციას კითხულობდა. მეორე დღეს მოვიდა გაგა მკურნალიძე, მალამოები მომიტანა, რომ სახეზე წამესვა და დაზიანებები მომერჩინა. ამან მაგრძნობინა, რომ ჩემს მოკვლას არ აპირებდნენ. გაგა მკურნალიძის მოსვლიდან ორ საათში გაისმა ზარი, შემდეგ წამიყვანეს ზუსტად იმ ადგილას, საიდანაც მუხიანში გადამიყვანეს. მითხრეს, რომ გაგიშვათ რას იტყვიო, ვუთხარი რომ ვიტყვი რომ ავარიაში მოვყევი. დამიბრუნეს ჩემი მანქანა და სახლში წავედი", - განაცხადა ზვიად აბესაძემ.

იხილეთ ვიდეო: "არ ვიტირო, აბა? ასე დაუფასეს დამსახურება?!" - ბაჩო ახალაიას ყოფილი თანაშემწე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს