ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში საცხოვრებელმა სახლებმა ნგრევა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოფლის შუაგულში სარკინიგზო გვირაბის გათხრითი სამუშაოები დაიწყო. დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ სარკინიგზო გვირაბს კომპანია "ჩინეთის რკინიგზა 23 ბიურო" საქართველოს რკინიგზის დაკვეთით ასრულებს. გვირაბის გაყვანის გამო სოფელ ქვიშხეთში უკვე 50-ზე მეტი სახლის დაზიანებაზე საუბრობენ.
ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს იმასაც, რომ კოშკის უბნის თავზე 60 ტონიანი წყალსაცავია, რომელსაც დანგრევის საფრთხე, ხოლო სოფელს წალეკვა ემუქრება.
სრული ვერსია