მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უპრეცედენტო და ანომალიური "ბიზნეს-გინესის" რეკორდი საქართველოში!
უპრეცედენტო და ანომალიური "ბიზნეს-გინესის" რეკორდი საქართველოში!

ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი სა­მარ­თლის აღ­დგე­ნის მო­ლო­დინ­შია და წარ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას ელის. მათ რი­ცხვში ბევ­რია ისე­თი, რომ­ლებ­მაც თა­ვის დრო­ზე სა­ხელ­მწი­ფოს სიმ­ბო­ლურ ფა­სად, 1 ლა­რად, თა­ვი­ან­თი ქო­ნე­ბა აჩუ­ქეს(!), რად­გან რო­გორც ამ­ბო­ბენ, სას­ტიკ ზე­წო­ლას ვერ გა­უძ­ლეს.

სა­ყუ­რა­დღე­ბოა ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" მიერ შეს­წავ­ლი­ლი ოთხი წლის მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვით ყო­ველ­წლი­უ­რად სულ უფრო მეტი მო­ქა­ლა­ქე "ჩუქ­ნი­და" სა­ხელ­მწი­ფოს რო­გორც მოძ­რავ, ასე­ვე უძ­რავ ქო­ნე­ბას, სა­მე­წარ­მეო წი­ლებს. 2004-2005 წლებ­ში სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ერთ ლა­რად ნა­ჩუ­ქა­რი ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 4 მი­ლი­ონ 449.292 ლარი და 218.500 აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა, 2006 წელს - 9.990.898 ლარი, 5.616.800 დო­ლა­რი და 10.100 ევრო, ხოლო 2007 წელს 123.396.887 ლარ­სა და 167 780 აშშ დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა. სულ 2004-2007 წლებ­ში სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ნა­ჩუ­ქა­რი ქო­ნე­ბის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 137 მი­ლი­ონ 837 ათა­სი ლარი, 6 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და 10.100 ევრო შე­ად­გი­ნა. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 2 მი­ლი­არ­დი ლა­რის ქო­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფომ ხალ­ხის­გან "სა­ჩუქ­რად მი­ი­ღო".

ეკა გი­გა­უ­რი, "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი: - ამ მა­სა­ლებ­ში იკ­ვე­თე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბიც, მა­გა­ლი­თად, დე­პუ­ტატ კო­ხო­ძი­სა და კან­დიდ კვი­ცი­ა­ნის. ჩვენ ასე­ვე ვმუ­შა­ობ­დით სიმ­ბო­ლურ ფა­სად სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ე. წ. ინ­ვეს­ტო­რის­თვის გა­და­ცე­მულ ქო­ნე­ბა­ზეც. ინ­ვეს­ტო­რი იღებ­და ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, მაგ­რამ, რო­გორც გა­ირ­კვა, ამის მო­ნი­ტო­რინგს სა­ხელ­მწი­ფო არ ატა­რებ­და. ქო­ნე­ბა მიჰ­ყი­დო ინ­ვეს­ტორს და შემ­დეგ არ გა­ა­კონ­ტრო­ლო, ნიშ­ნავს სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გაფ­ლან­გვას და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას. ბევ­რი ობი­ექ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა არც კი და­წყე­ბუ­ლა და ამ ფაქ­ტებ­ზე ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს რე­ა­გი­რე­ბა არც მო­უხ­დე­ნია.

- კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბის მოყ­ვა­ნა შე­გიძ­ლი­ათ?

- სა­ინ­ტე­რე­სოა, კუ­რორტ სა­ირ­მის შემ­თხვე­ვა. 8 კაც­მა, რო­მელ­თაც მი­წე­ბი მა­ნამ­დე და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი არ ჰქო­ნია, რად­გან ამის სა­შუ­ა­ლე­ბა სოფ­ლებ­ში ბევ­რს არა აქვს, ერთ დი­ლას გა­იღ­ვი­ძა, გა­ი­ფორ­მა თა­ვი­სი მი­წე­ბი და მე­ო­რე დღეს­ვე ყვე­ლამ სა­ხელ­მწი­ფოს აჩუ­ქა. მათ შო­რის არი­ან ისე­თე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­ა­ნად გა­დას­ცეს სა­ხელ­მწი­ფოს ქო­ნე­ბა. ლო­გი­კას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, კაც­მა ერ­თა­დერ­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი და მიწა აჩუ­ქოს სა­ხელ­მწი­ფოს იმი­ტომ, რომ იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პლექ­სი აშენ­დეს. აქ დე­პუ­ტატ კო­ხო­ძი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი იკ­ვე­თე­ბა.

სა­ყუ­რა­დღე­ბოა "აირ­ზე­ნას" შემ­თხვე­ვაც - მან სა­ხელ­მწი­ფოს და­ახ­ლო­ე­ბით 4 მი­ლი­ო­ნად ღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბი უსას­ყიდ­ლოდ გა­დას­ცა. შპს "კორ­პო­რა­ცია "ივე­რია პლუს­მა" კი თბი­ლის­ში, გორ­გას­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე 2.000.000 ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი შეს­წი­რა სა­ხელ­მწი­ფოს; ია­რა­ღის მა­ღა­ზია შპს "სნა­ი­პერ­მა" 182.500 აშშ დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი 500 ცალი პის­ტო­ლე­ტი "იე­რი­ქო" აჩუ­ქა; შპს "ოლიმპმა" უსას­ყიდ­ლოდ გა­დას­ცა 217.000 ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი 8 მი­წის ნაკ­ვე­თი, მათ­ზე მდგა­რი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი­ა­ნად. იკ­ვე­თე­ბა სხვა სა­კი­თხიც, - შე­იძ­ლე­ბა ქო­ნე­ბის თავ­და­პირ­ვე­ლი შე­ფა­სე­ბა არას­წო­რად იყოს გა­კე­თე­ბუ­ლი, თუნ­დაც "ოლიმ­პის" მა­გა­ლით­ზე. ეს მი­წის ნაკ­ვე­თი აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზეა და მი­თი­თე­ბუ­ლი ფასი ნამ­დვი­ლად შე­უ­სა­ბა­მოა. ზე­მო­ჩა­მოთ­ვლი­ლი ქო­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ბა­ლანსზე გა­და­დი­ო­და და შემ­დეგ ისი­ნი ყიდ­დნენ.

- შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ ხალ­ხმა ე. წ. ნა­ჩუ­ქა­რი ქო­ნე­ბა უკან და­იბ­რუ­ნოს?

- არი­ან კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მყიდ­ვე­ლე­ბიც, მათ სა­ხელ­მწი­ფოს­გან შე­ის­ყი­დეს ქო­ნე­ბა და მათ წა­არ­თვა და ყო­ფილ მე­პატ­რო­ნეს და­უბ­რუ­ნო, არ არის სწო­რი. ამი­ტომ სა­ხელ­მწი­ფოს მო­უ­წევს ამ სა­კი­თხზე დიდი მუ­შა­ო­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ლო­ი­ა­ლუ­რი იყო იმ ბიზ­ნე­სე­ბის მი­მართ, რო­მე­ლიც თა­ვი­სი გავ­ლე­ნის ქვეშ ჰყავ­და. ანაკ­ლი­ა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო რამ მოხ­და - მო­ქა­ლა­ქეს მი­წის ნაკ­ვე­თი სა­ჯა­რო რე­ესტრში ჰქონ­და და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და ერთ დღეს აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ეს მო­ნა­ცე­მე­ბი გაქ­რა რე­ესტრი­დან. კარ­გია, რომ შინ ინა­ხავ­და ძველ ამო­ნა­წერს, რი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ მიწა მისი სა­კუთ­რე­ბა იყო. იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პორ­ტი უნდა აშე­ნე­ბუ­ლი­ყო და ეს ქო­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფომ ინ­ვეს­ტორს მე­პატ­რო­ნის უნე­ბარ­თვოდ გა­დას­ცა. ამი­ტომ ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ჯა­რო რე­ესტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხიც უნდა დად­გეს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

უპრეცედენტო და ანომალიური "ბიზნეს-გინესის" რეკორდი საქართველოში!

უპრეცედენტო და ანომალიური "ბიზნეს-გინესის" რეკორდი საქართველოში!

ათასობით ადამიანი სამართლის აღდგენის მოლოდინშია და წართმეული ქონების დაბრუნებას ელის. მათ რიცხვში ბევრია ისეთი, რომლებმაც თავის დროზე სახელმწიფოს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, თავიანთი ქონება აჩუქეს(!), რადგან როგორც ამბობენ, სასტიკ ზეწოლას ვერ გაუძლეს.

საყურადღებოა ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ შესწავლილი ოთხი წლის მონაცემები, რომელთა მიხედვით ყოველწლიურად სულ უფრო მეტი მოქალაქე "ჩუქნიდა" სახელმწიფოს როგორც მოძრავ, ასევე უძრავ ქონებას, სამეწარმეო წილებს. 2004-2005 წლებში სახელმწიფოსთვის ერთ ლარად ნაჩუქარი ქონების ღირებულებამ 4 მილიონ 449.292 ლარი და 218.500 აშშ დოლარი შეადგინა, 2006 წელს - 9.990.898 ლარი, 5.616.800 დოლარი და 10.100 ევრო, ხოლო 2007 წელს 123.396.887 ლარსა და 167 780 აშშ დოლარს გადააჭარბა. სულ 2004-2007 წლებში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების საერთო ღირებულებამ 137 მილიონ 837 ათასი ლარი, 6 მილიონი დოლარი და 10.100 ევრო შეადგინა. არაოფიციალური ინფორმაციით, 9 წლის განმავლობაში 2 მილიარდი ლარის ქონება სახელმწიფომ ხალხისგან "საჩუქრად მიიღო".

ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი: - ამ მასალებში იკვეთება კონკრეტული პარლამენტარების ინტერესებიც, მაგალითად, დეპუტატ კოხოძისა და კანდიდ კვიციანის. ჩვენ ასევე ვმუშაობდით სიმბოლურ ფასად სახელმწიფოს მიერ ე. წ. ინვესტორისთვის გადაცემულ ქონებაზეც. ინვესტორი იღებდა ვალდებულებას, მაგრამ, როგორც გაირკვა, ამის მონიტორინგს სახელმწიფო არ ატარებდა. ქონება მიჰყიდო ინვესტორს და შემდეგ არ გააკონტროლო, ნიშნავს სახელმწიფო ქონების გაფლანგვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას. ბევრი ობიექტის მშენებლობა არც კი დაწყებულა და ამ ფაქტებზე ეკონომიკის სამინისტროს რეაგირება არც მოუხდენია.

- კონკრეტული ფაქტების მოყვანა შეგიძლიათ?

- საინტერესოა, კურორტ საირმის შემთხვევა. 8 კაცმა, რომელთაც მიწები მანამდე დარეგისტრირებული არ ჰქონია, რადგან ამის საშუალება სოფლებში ბევრს არა აქვს, ერთ დილას გაიღვიძა, გაიფორმა თავისი მიწები და მეორე დღესვე ყველამ სახელმწიფოს აჩუქა. მათ შორის არიან ისეთები, რომლებმაც საცხოვრებელი სახლიანად გადასცეს სახელმწიფოს ქონება. ლოგიკას არ ექვემდებარება, კაცმა ერთადერთი საცხოვრებელი სახლი და მიწა აჩუქოს სახელმწიფოს იმიტომ, რომ იმ ტერიტორიაზე ტურისტული კომპლექსი აშენდეს. აქ დეპუტატ კოხოძისა და ადგილობრივი პროკურატურის თანამშრომლების ინტერესები იკვეთება.

საყურადღებოა "აირზენას" შემთხვევაც - მან სახელმწიფოს დაახლოებით 4 მილიონად ღირებული მანქანები უსასყიდლოდ გადასცა. შპს "კორპორაცია "ივერია პლუსმა" კი თბილისში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე 2.000.000 ლარად ღირებული არასაცხოვრებელი ფართი შესწირა სახელმწიფოს; იარაღის მაღაზია შპს "სნაიპერმა" 182.500 აშშ დოლარად ღირებული 500 ცალი პისტოლეტი "იერიქო" აჩუქა; შპს "ოლიმპმა" უსასყიდლოდ გადასცა 217.000 ლარად შეფასებული 8 მიწის ნაკვეთი, მათზე მდგარი შენობა-ნაგებობებიანად. იკვეთება სხვა საკითხიც, - შეიძლება ქონების თავდაპირველი შეფასება არასწორად იყოს გაკეთებული, თუნდაც "ოლიმპის" მაგალითზე. ეს მიწის ნაკვეთი აღმაშენებლის გამზირზეა და მითითებული ფასი ნამდვილად შეუსაბამოა. ზემოჩამოთვლილი ქონება სახელმწიფოს ბალანსზე გადადიოდა და შემდეგ ისინი ყიდდნენ.

- შესაძლებელია ამ ხალხმა ე. წ. ნაჩუქარი ქონება უკან დაიბრუნოს?

- არიან კეთილსინდისიერი მყიდველებიც, მათ სახელმწიფოსგან შეისყიდეს ქონება და მათ წაართვა და ყოფილ მეპატრონეს დაუბრუნო, არ არის სწორი. ამიტომ სახელმწიფოს მოუწევს ამ საკითხზე დიდი მუშაობა. ხელისუფლება ლოიალური იყო იმ ბიზნესების მიმართ, რომელიც თავისი გავლენის ქვეშ ჰყავდა. ანაკლიაში უპრეცედენტო რამ მოხდა - მოქალაქეს მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში ჰქონდა დარეგისტრირებული და ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ ეს მონაცემები გაქრა რეესტრიდან. კარგია, რომ შინ ინახავდა ძველ ამონაწერს, რითაც დასტურდება, რომ მიწა მისი საკუთრება იყო. იმ ტერიტორიაზე პორტი უნდა აშენებულიყო და ეს ქონება სახელმწიფომ ინვესტორს მეპატრონის უნებართვოდ გადასცა. ამიტომ ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ