სამართალი
Faceამბები
მსოფლიო

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
პოლიტიკა
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილი თავისი მშვიდი განცხადებებით ცდილობს, სააკაშვილი მუდმივად გააგიჟოს"
"ივანიშვილი თავისი მშვიდი განცხადებებით ცდილობს, სააკაშვილი მუდმივად გააგიჟოს"

გა­სუ­ლი კვი­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მოვ­ლე­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სტრას­ბურ­გუ­ლი დე­ბი­უ­ტი იყო. პრე­მი­ერ­მა სა­ინ­ტე­რე­სო გზავ­ნი­ლე­ბი გა­უგ­ზავ­ნა ევ­რო­პას, რო­მელ­თა­გან ზო­გი­ერ­თი ეფექ­ტუ­რი იყო, ზოგი კი სა­კა­მა­თო. თუმ­ცა კუ­ლუ­ა­რებ­ში მოვ­ლე­ნე­ბი არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სოდ ვი­თარ­დე­ბო­და. ხომ გახ­სოვთ, ის ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი პო­ლო­ნე­თი­დან, რო­მელ­მაც ივა­ნიშ­ვილს ჰკი­თხა, პუ­ტი­ნი უფრო გიყ­ვართ თუ სა­ა­კაშ­ვი­ლიო? გეხ­სო­მე­ბათ პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბე­ბიც - ამ პო­ლო­ნელ დე­პუ­ტატს ასამ­ბლე­ის შემ­დეგ გან­სა­კუთ­რე­ბით და­ვუ­მე­გობ­რდიო. ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, ამ ფაქ­ტორ­მა მო­ახ­დი­ნა თუ არა გავ­ლე­ნა, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით პო­ლო­ნელ­მა აღი­ა­რა, კი­თხვა "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან" შე­ვა­თან­ხმეო (შე­საძ­ლოა, მო­ე­რი­და და­ე­წე­რა, მი­კარ­ნა­ხე­სო). მოკ­ლედ, ასეა თუ ისე, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პო­ლო­ნე­ლი დე­პუ­ტა­ტი იმ მოს­წავ­ლის როლ­ში გა­მო­ვი­და, გაკ­ვე­თი­ლის მო­ყო­ლი­სას რომ და­იბ­ნე­ვა და კლა­სე­ლე­ბი რა­ღაც სი­სუ­ლე­ლეს რომ უკარ­ნა­ხე­ბენ, რათა მერე სა­სა­ცი­ლოდ აიგ­დონ. და­დას­ტურ­და ისიც, რომ ნა­ძა­ლა­დევ­მა კო­ა­ბი­ტა­ცი­ამ, რომ­ლის დრო­საც შიდა ბრძო­ლა ერთი წუ­თი­თაც არ ცხრე­ბა, არც სა­ზღვრე­ბი იცის, არც სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და არც სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი. ეს ისევ და ისევ ჩვენს ქვე­ყა­ნას აზა­რა­ლებს. ექ­სპერტ არ­ჩილ გამ­ზარ­დი­ას­თან კვი­რის მთა­ვარ მოვ­ლე­ნებ­ზე სა­უ­ბა­რი სწო­რედ ივა­ნიშ­ვი­ლის სტრას­ბურ­გუ­ლი დე­ბი­უ­ტით და­ვი­წყეთ.

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მოს­ვლა ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ზე ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბის­თვის შთამ­ბეჭ­და­ვი იყო. იმათ­თვი­საც კი, რომ­ლებ­მაც მას­თან ოპო­ნი­რე­ბა სცა­დეს. სხვა­თა შო­რის, ამ ოპო­ნი­რე­ბას ხე­ლოვ­ნუ­რი ელ­ფე­რი დაჰ­კრავ­და.

- პო­ლო­ნელ დე­პუ­ტატ ზბიგ­ნევ გირ­ჟინ­სკის გუ­ლის­ხმობთ, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერს უთხრა, პუ­ტი­ნი უფრო გიყ­ვართ, ვიდ­რე სა­ა­კაშ­ვი­ლიო? მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ ეს კი­თხვა-გან­ცხა­დე­ბა ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვილ­სა და თი­ნა­თინ ბო­კუ­ჩა­ვას­თან შე­ა­თან­ხმა.

- გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია. მარ­თლაც, ამ დე­პუ­ტა­ტის გა­მოს­ვლა კონ­ტექ­სტი­დან იყო ამო­ვარ­დნი­ლი და უფრო ტოქ­შო­უს ელე­მენ­ტებს შე­ი­ცავ­და. თან იმ ტოქ­შო­უს ელე­მენ­ტებს, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში ნამ­დვი­ლად არ იდ­გმე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ გაჩ­ნდა მა­შინ­ვე ვა­რა­უ­დი, რომ ამ გა­მოს­ვლას­თან კავ­ში­რი ჰქონ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას". დე­პუ­ტა­ტი ისეთ სივ­რცე­ში, რო­გო­რიც ევ­რო­საბ­ჭოს ასამ­ბლე­აა, მსგავს შე­კი­თხვებს არ უნდა სვამ­დეს. ეს ია­ფ­ფა­სი­ა­ნი გა­მოს­ვლა იყო და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში სე­რი­ო­ზუ­ლად არც არა­ვინ აღიქ­ვამ­და. რა თქმა უნდა, შე­კი­თხვის მი­ზა­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის იმიჯ­ზე დარ­ტყმა იყო, თუმ­ცა პი­რი­ქით გა­მო­ვი­და - პრე­მი­ერ­მა მო­ი­გო, რად­გან ღირ­სე­უ­ლი და მშვი­დი პა­სუ­ხი გას­ცა.

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეს იმ გან­ცხა­დე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც ივა­ნიშ­ვილ­მა რუ­სეთ­თან დი­ა­ლო­გის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­სა და აფხა­ზე­თის გავ­ლით რკი­ნიგ­ზის გახ­სნა­ზე გა­ა­კე­თა. კერ­ძოდ, პრე­ზი­დენ­ტმა პრე­მი­ერს მო­უ­წო­და, ასეთ სა­კი­თხებს ნუ ეთა­მა­შე­ბიო.

- უპირ­ვე­ლე­სად ის უნდა ვთქვათ, რომ მოგ­ვწონს თუ არა, რე­ა­ლო­ბა ასე­თია - რუ­სეთ­მა მი­ი­ღო ყვე­ლა­ფე­რი, რისი მი­ღე­ბაც სურ­და და იმით, რომ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცია არ არის, სწო­რედ მოს­კო­ვი სარ­გებ­ლობს. რაც შე­ე­ხე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის ლი­ბე­რა­ლურ გან­ცხა­დე­ბებს რუ­სეთ­ზე, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ისე ის­ტე­რი­ულ-დესტრუქ­ცი­უ­ლად წარ­მო­ა­ჩენს რუ­სე­თის ფაქ­ტორს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი იძუ­ლე­ბუ­ლია, ეს თა­ვი­სი გან­ცხა­დე­ბე­ბით და­ა­ბა­ლან­სოს.

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სტრას­ბურ­გუ­ლი დე­ბი­უ­ტი­სას, ალ­ბათ, ერთ-ერთი მთა­ვა­რი მე­სი­ჯი ის იყო, რომ ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ კურსს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არა აქვს.

- ეს თემა "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" გა­და­აქ­ცი­ეს სა­ვაჭ­როდ და ამი­ტო­მაც ივა­ნიშ­ვი­ლი ამას ლა­მის ყო­ველ­დღი­უ­რად იმე­ო­რებს და ასე მო­იქ­ცა სტრას­ბურ­გშიც. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი რომ ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ზე ასე ფარ­თო ფორ­მა­ტით წარ­დგა, ამით ყვე­ლა­ფე­რი ით­ქვა. ათას­გვა­რი ფორ­მა არ­სე­ბობ­და იმის სა­დე­მონ­სტრა­ცი­ოდ, რომ და­სავ­ლე­თის­თვის გვეთ­ქვა, ჩვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი აღარ ხარ­თო. მა­გა­ლი­თად, ივა­ნიშ­ვილს შე­ეძ­ლო მცი­რე ხნით "შე­ერ­ბი­ნა" ასამ­ბლე­ა­ზე ან მცი­რე დე­ლე­გა­ცი­ით წა­სუ­ლი­ყო და ა.შ.

- პრე­მი­ე­რის კი­დევ ერთ სტრას­ბურ­გულ გან­ცხა­დე­ბა­ზე მინ­და გკი­თხოთ. კო­ა­ბი­ტა­ცია სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა­ში არ უნდა ავუ­რი­ო­თო. ალ­ბათ, ეს გზავ­ნი­ლი იყო იმ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის­თვის ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბას პო­ლი­ტი­კურ დევ­ნად ნათ­ლა­ვენ.

- ესეც ია­ფ­ფა­სი­ა­ნი თე­მაა, იმი­ტომ, რომ და­კა­ვე­ბე­ბის სიხ­ში­რე არ არის ისე­თი, რო­გო­რიც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" გა­მოჰ­ყავს. მე­ო­რე მხრივ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას ითხოვს. სხვა­თა შო­რის, რო­დე­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­და და ტე­ლე­და­ჭე­რე­ბი და­ი­წყო, რაც ნორ­მა­ლუ­რად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნის­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი იყო, ესეც თა­ვის დრო­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თა იყო. რა დიდი გან­ხილ­ვა სჭირ­დე­ბა იმას, რომ ბო­ლოს და ბო­ლოს, სა­სა­მარ­თლო სა­სა­მარ­თლოს უნდა და­ემ­სგავ­სოს და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი და­ცულ იქ­ნეს. სხვა­თა შო­რის, ამ ბოლო დროს ხში­რად ჩნდე­ბა ეჭვი, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" ისე ექ­ცე­ვა, რო­გორც თა­ვის დრო­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ექ­ცე­ოდ­ნენ ლე­ი­ბო­რის­ტებს. კერ­ძოდ, ახ­მა­უ­რე­ბენ ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ია­ფ­ფა­სი­ან თე­მებს იმ მიზ­ნით, რომ უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი თე­მე­ბი გა­და­ფა­რონ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"ივანიშვილი თავისი მშვიდი განცხადებებით ცდილობს, სააკაშვილი მუდმივად გააგიჟოს"

"ივანიშვილი თავისი მშვიდი განცხადებებით ცდილობს, სააკაშვილი მუდმივად გააგიჟოს"

გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ბიძინა ივანიშვილის სტრასბურგული დებიუტი იყო. პრემიერმა საინტერესო გზავნილები გაუგზავნა ევროპას, რომელთაგან ზოგიერთი ეფექტური იყო, ზოგი კი საკამათო. თუმცა კულუარებში მოვლენები არანაკლებ საინტერესოდ ვითარდებოდა. ხომ გახსოვთ, ის ევროპარლამენტარი პოლონეთიდან, რომელმაც ივანიშვილს ჰკითხა, პუტინი უფრო გიყვართ თუ სააკაშვილიო? გეხსომებათ პრემიერის განცხადებებიც - ამ პოლონელ დეპუტატს ასამბლეის შემდეგ განსაკუთრებით დავუმეგობრდიო. ძნელი სათქმელია, ამ ფაქტორმა მოახდინა თუ არა გავლენა, მაგრამ მოგვიანებით პოლონელმა აღიარა, კითხვა "ნაციონალებთან" შევათანხმეო (შესაძლოა, მოერიდა დაეწერა, მიკარნახესო). მოკლედ, ასეა თუ ისე, ზემოხსენებული პოლონელი დეპუტატი იმ მოსწავლის როლში გამოვიდა, გაკვეთილის მოყოლისას რომ დაიბნევა და კლასელები რაღაც სისულელეს რომ უკარნახებენ, რათა მერე სასაცილოდ აიგდონ. დადასტურდა ისიც, რომ ნაძალადევმა კოაბიტაციამ, რომლის დროსაც შიდა ბრძოლა ერთი წუთითაც არ ცხრება, არც საზღვრები იცის, არც საერთაშორისო ორგანიზაციები და არც საერთო ინტერესები. ეს ისევ და ისევ ჩვენს ქვეყანას აზარალებს. ექსპერტ არჩილ გამზარდიასთან კვირის მთავარ მოვლენებზე საუბარი სწორედ ივანიშვილის სტრასბურგული დებიუტით დავიწყეთ.

- ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ევროპელი ლიდერებისთვის შთამბეჭდავი იყო. იმათთვისაც კი, რომლებმაც მასთან ოპონირება სცადეს. სხვათა შორის, ამ ოპონირებას ხელოვნური ელფერი დაჰკრავდა.

- პოლონელ დეპუტატ ზბიგნევ გირჟინსკის გულისხმობთ, რომელმაც საქართველოს პრემიერს უთხრა, პუტინი უფრო გიყვართ, ვიდრე სააკაშვილიო? მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს კითხვა-განცხადება ჩიორა თაქთაქიშვილსა და თინათინ ბოკუჩავასთან შეათანხმა.

- გასაკვირი არაფერია. მართლაც, ამ დეპუტატის გამოსვლა კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი და უფრო ტოქშოუს ელემენტებს შეიცავდა. თან იმ ტოქშოუს ელემენტებს, რომლებიც ევროპულ სახელმწიფოებში ნამდვილად არ იდგმება. სწორედ ამიტომ გაჩნდა მაშინვე ვარაუდი, რომ ამ გამოსვლასთან კავშირი ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობას". დეპუტატი ისეთ სივრცეში, როგორიც ევროსაბჭოს ასამბლეაა, მსგავს შეკითხვებს არ უნდა სვამდეს. ეს იაფფასიანი გამოსვლა იყო და ევროპარლამენტში სერიოზულად არც არავინ აღიქვამდა. რა თქმა უნდა, შეკითხვის მიზანი ბიძინა ივანიშვილის იმიჯზე დარტყმა იყო, თუმცა პირიქით გამოვიდა - პრემიერმა მოიგო, რადგან ღირსეული და მშვიდი პასუხი გასცა.

- მიხეილ სააკაშვილმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ყურადღება გაამახვილეს იმ განცხადებებზე, რომლებიც ივანიშვილმა რუსეთთან დიალოგის აუცილებლობასა და აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნაზე გააკეთა. კერძოდ, პრეზიდენტმა პრემიერს მოუწოდა, ასეთ საკითხებს ნუ ეთამაშებიო.

- უპირველესად ის უნდა ვთქვათ, რომ მოგვწონს თუ არა, რეალობა ასეთია - რუსეთმა მიიღო ყველაფერი, რისი მიღებაც სურდა და იმით, რომ ორ ქვეყანას შორის კომუნიკაცია არ არის, სწორედ მოსკოვი სარგებლობს. რაც შეეხება ივანიშვილის ლიბერალურ განცხადებებს რუსეთზე, "ნაციონალური მოძრაობა" ისე ისტერიულ-დესტრუქციულად წარმოაჩენს რუსეთის ფაქტორს, რომ ივანიშვილი იძულებულია, ეს თავისი განცხადებებით დააბალანსოს.

- ბიძინა ივანიშვილის სტრასბურგული დებიუტისას, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი მესიჯი ის იყო, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს ალტერნატივა არა აქვს.

- ეს თემა "ნაციონალებმა" გადააქციეს სავაჭროდ და ამიტომაც ივანიშვილი ამას ლამის ყოველდღიურად იმეორებს და ასე მოიქცა სტრასბურგშიც. საქართველოს პრემიერ-მინისტრი რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ასე ფართო ფორმატით წარდგა, ამით ყველაფერი ითქვა. ათასგვარი ფორმა არსებობდა იმის სადემონსტრაციოდ, რომ დასავლეთისთვის გვეთქვა, ჩვენთვის პრიორიტეტული აღარ ხართო. მაგალითად, ივანიშვილს შეეძლო მცირე ხნით "შეერბინა" ასამბლეაზე ან მცირე დელეგაციით წასულიყო და ა.შ.

- პრემიერის კიდევ ერთ სტრასბურგულ განცხადებაზე მინდა გკითხოთ. კოაბიტაცია სამართლიანობის აღდგენაში არ უნდა ავურიოთო. ალბათ, ეს გზავნილი იყო იმ ევროპარლამენტარებისთვის, რომლებიც ჩვენი ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წაყენებას პოლიტიკურ დევნად ნათლავენ.

- ესეც იაფფასიანი თემაა, იმიტომ, რომ დაკავებების სიხშირე არ არის ისეთი, როგორიც "ნაციონალურ მოძრაობას" გამოჰყავს. მეორე მხრივ, საზოგადოება სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. სხვათა შორის, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა და ტელედაჭერები დაიწყო, რაც ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო, ესეც თავის დროზე საზოგადოების დაკვეთა იყო. რა დიდი განხილვა სჭირდება იმას, რომ ბოლოს და ბოლოს, სასამართლო სასამართლოს უნდა დაემსგავსოს და ადამიანის უფლებები დაცულ იქნეს. სხვათა შორის, ამ ბოლო დროს ხშირად ჩნდება ეჭვი, რომ "ქართული ოცნება" "ნაციონალებს" ისე ექცევა, როგორც თავის დროზე "ნაციონალები" ექცეოდნენ ლეიბორისტებს. კერძოდ, ახმაურებენ ზემოხსენებულ იაფფასიან თემებს იმ მიზნით, რომ უფრო სერიოზული თემები გადაფარონ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"ღარიბაშვილმა, რომელსაც თავმოყვარეობა არ გააჩნია, სიტყვა "სირცხვილს" რომ ახსენებს სარკეში ჩაიხედოს" - თინა ბოკუჩავა

"საერთაშორისო პარტნიორები ყოველდღე მიგვანიშნებენ სასამართლო სისტემაში გავლენის ჯგუფების არსებობაზე" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი?

რა წერია ღია წერილში, რომელსაც კარლ ჰარცელი და კენი დეგნანი 19-21 ივნისის აქციაზე დაზარალებულებს უგზავნიან