ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მოშიმშილე ირინა მღვდელაძემ თვითმკვლელობა სცადა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს. ქალბატონმა კამერების წინ სხეულზე ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, თუმცა ამის საშუალება საპატრულო პოლიციამ არ მისცა. მისი მოთხოვნაა გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხის მიღება.
ირინე მღვდელაძე რამდენიმე ადამიანთან ერთად ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრის წინ 28-ე დღეა, რაც შიმშილობს. როგორც ქალბატონი აცხადებს, 28-ე დღეა, რაც შიმშილობენ, ხოლო მესამე დღეა, წყალიც აღარ დაულევიათ.
"ჩვენი მთავრობა ყურადღებას არ გვაქცევს. გაგვივლის, გამოგვივლის, ზედაც არ გვიყურებს", - განაცხადა მღვდელაძემ.
აქციის მონაწილეებთან იმყოფებოდა "ლეიბორისტული პარტიის" წევრი, ლეილა გაფრინდაშვილი. როგორც მან აღნიშნა, ეს ხალხი უყურადღებოდ არის მიტოვებული. მან აქციის მონაწილეებს სთხოვა, შიმშილობა შეწყვიტონ.