მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მკითხველის რჩევით
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაზა ხუციშვილი - "რადგან ასაკზე არ მიფიქრია, იმაზე მიუთითებს, რომ გულწრფელი იყო ჩემი სიყვარული და არის კიდეც"
ზაზა ხუციშვილი - "რადგან ასაკზე არ მიფიქრია, იმაზე მიუთითებს, რომ გულწრფელი იყო ჩემი სიყვარული და არის კიდეც"

ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და. მისი ფეს­ვე­ბი თე­ლა­ვი­დან მო­დის. დღემ­დე ამა­ყობს თა­ვი­სი ოჯა­ხით, მშობ­ლე­ბით. ამ­ბობს, რომ ბევ­რი რამ სწო­რედ მათ­გან ის­წავ­ლა. ბევ­რმა ალ­ბათ არ იცის, რომ "ვა­კის პარ­კის" სო­ლის­ტი ზაზა ხუ­ციშ­ვი­ლი მუ­სი­კით 20 წლის ასაკ­ში და­ინ­ტე­რეს­და. სწო­რედ ამ ასაკ­ში დე­დის შუ­ა­მავ­ლო­ბით მა­მას საკ­მა­ოდ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი, ოთხი­ა­თას­მა­ნე­თი­ა­ნი გი­ტა­რა აყიდ­ვი­ნა და დღემ­დაე ამ გი­ტა­რა­ზე უკ­რავს. საკ­მა­ოდ გვი­ან, 39 წლის ასაკ­ში და­ო­ჯახ­და. უფრო გვი­ან მის­თვის მა­ნამ­დე უცხო პრო­ფე­სი­ა­ში, ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში სცა­და ბედი. ჯერ რა­დი­ო­ში, მერე ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში. ახლა ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" ახა­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექტ "მაგ­თი ფა­ნის" დი­რექ­ტო­რი გახ­ლავთ. ამ­ბობს, რომ ისევ საყ­ვა­რელ საქ­მეს და­უბ­რუნ­და და ამას სი­ა­მოვ­ნე­ბით აკე­თებს. დღეს მუ­სი­კოსს ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- გა­მი­მარ­თლა, რომ კარგ ტრა­დი­ცი­ულ ქარ­თულ ოჯახ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. მე­ა­მა­ყე­ბა ჩემი მშობ­ლე­ბი, ორი­ვე თე­ლავ­შია და­ბა­დე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, დე­და­ჩე­მის დე­დის, ლი­ზი­კო მა­ყაშ­ვი­ლის გვა­რია მხო­ლოდ ტი­პუ­რი კა­ხუ­რი. დე­დის მამა, ალექ­სან­დრე მი­ლო­რა­ვა, მეგ­რუ­ლი გვა­რის თე­ლა­ვე­ლი კაცი გახ­ლდათ. მა­მის მამა შალ­ვა ხუ­ციშ­ვი­ლი გახ­ლავთ, არც ეს არის კა­ხუ­რი გვა­რი. მა­მის დედა, თა­მარ მა­ხა­რა­ძე, გუ­რუ­ლი იყო. ინ­ჟი­ნე­რი გახ­ლდათ მამა, მე­ლი­ო­რა­ტო­რი, მთა­ვა­რი წყალ­საქმშე­ნის მმარ­თვე­ლის მო­ად­გი­ლე იყო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. დე­დამ უცხო ენა­თა ინ­სტი­ტუ­ტი და­ამ­თავ­რა წი­თელ დიპ­ლომ­ზე. ამა­ვე ინ­სტი­ტუ­ტში ას­წავ­ლის დღეს. მე­დეა მი­ლო­რა­ვა ძა­ლი­ან ბევრ სტუ­დენტს უყ­ვარს, რაც თა­ვის­თა­ვად მე­ა­მა­ყე­ბა.

- მშობ­ლე­ბის მხრი­დან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­რი­გე­ბა გახ­სენ­დე­ბა?

- დღემ­დე მა­რი­გებს დე­და­ჩე­მი. მისი და­რი­გე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად გრა­მა­ტი­კას უკავ­შირ­დე­ბა, თუკი რო­მე­ლი­მე სი­ტყვას ხში­რად ვი­მე­ო­რებ ინ­ტერ­ვი­უს დროს, შე­ნიშ­ვნას მაძ­ლევს ხოლ­მე. მშობ­ლებ­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, მაგ­რამ მამა გა­ცი­ლე­ბით მკაც­რი იყო, მისი შიში, რიდი და სიყ­ვა­რუ­ლი ერ­თად მქონ­და. დღეს მამა ძა­ლი­ან მაკ­ლია, სამ­წუ­ხა­როდ, ადრე დაგვტო­ვა. როცა მუ­სი­კამ გა­მი­ტა­ცა, ძა­ლი­ან მინ­დო­და გი­ტა­რა, ოცი წლის ვი­ყა­ვი მა­შინ. გა­ვი­გე, რომ მე­ზღვა­ურს, რო­მე­ლიც გემ­ზე მუ­შა­ობ­და, ჩა­მო­ტა­ნი­ლი ჰქონ­და ძა­ლი­ან მა­გა­რი გი­ტა­რა. მა­მა­ჩემს ვერ გა­ვუ­ბე­დე და დე­დას ვუ­თხა­რი. მან ჩა­მი­წყო საქ­მე მა­მას­თან. 4 ათა­სი მა­ნე­თი გა­და­ვი­ხა­დეთ გი­ტა­რა­ში, ეს იყო მან­ქა­ნის ფასი. მა­მამ ცოტა შე­მარ­ცხვი­ნა, მი­თხა­რი მა­ინც, რაში ვიხ­დით ამ­ხე­ლა ფულ­სო. მა­შინ გად­მო­ვი­ღე ჯიმი ჰენ­დრიქ­სის დის­კე­ბი, ერიკ კლაპ­ტო­ნის, "პინკ ფლო­ი­დის" ფო­ტო­ე­ბი. ყვე­ლა ჩემი საყ­ვა­რე­ლი გი­ტა­რის­ტი ამ გი­ტა­რა­ზე უკ­რავს. ეს არის ლეო ფენ­დე­რის სტრა­ტო­კას­ტე­რი, სუფ­თა ამე­რი­კუ­ლი გა­მოშ­ვე­ბა. სხვა­თა შო­რის, ფენ­დე­რი დღეს ცო­ცხა­ლი აღარ არის, ამი­ტომ ჩემს გი­ტა­რას სე­რი­ო­ზუ­ლი ფასი აქვს, დღემ­დე ამ გი­ტა­რა­ზე ვუკ­რავ, 28 წელი გა­ვი­და მას მერე.

- 48 წლის ხარ? ვე­რც წარ­მო­ვიდ­გენ­დი... 20 წლის ასაკ­ში გა­მი­ტა­ცა მუ­სი­კა­მო მი­თხა­რი, მა­ნამ­დე რით იყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი?

- მა­ნამ­დე ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დავ­დი­ო­დი მუ­სი­კა­ლურ შვიდ­წლედ­ში, მშობ­ლე­ბის თხოვ­ნით. ბავ­შვმა მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა უნდა მი­ი­ღო­სო, იყო ასე­თი სტან­დარ­ტუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პი. ეს იყო ჩემ­თვის წა­მე­ბა, თუმ­ცა სმე­ნა აღ­მო­მაჩ­ნდა. გუ­შინ­დე­ლი დღე­სა­ვით მახ­სოვს, ფორ­ტე­პი­ა­ნოს­თან ზურ­გით რომ და­მა­ყე­ნა პე­და­გოგ­მა, ნო­ტებს იღებ­და და გა­მე­ო­რე­ბას მთხოვ­და. ჩემი ოჯა­ხის მე­გო­ბა­რი იყო მზია ჩა­ლა­ძე, რო­მე­ლიც ნი­ჭი­ერ­თა ათწლედ­ში ას­წავ­ლი­და ფორ­ტე­პი­ა­ნოს გან­ხრით. დე­დამ სთხო­ვა, იქ­ნებ და­ეხ­მა­რო, გა­მო­საგ­დე­ბად აქვს საქ­მეო. მისი მიდ­გო­მა სხვა­ნა­ი­რი აღ­მოჩ­ნდა. ჩვე­ნი გაკ­ვე­თი­ლე­ბი ვან კლი­ბერ­ნი­სა და რიხ­ტე­რის შეს­რუ­ლე­ბით მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის მოს­მე­ნით იწყე­ბო­და. შემ­დეგ მომ­ცეს ღი­რე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად, ჩა­ი­კოვ­სკის "წე­ლი­წა­დის დრო­ე­ბი". ეს უკვე მუ­სი­კა იყო იმ საბ­ჭო­თა კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მელ­თა ნა­მუ­შევ­რე­ბიც მათი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის გამო იყო შე­სუ­ლი პროგ­რა­მა­ში. მოკ­ლედ, მზია დე­ი­დამ მო­ა­ხერ­ხა ის, რომ შვიდ­წლე­დის გა­მო­საშ­ვებ სა­ღა­მო­ზე პე­და­გო­გებს ქვე­და ყბა ჩა­მო­უ­ვარ­დათ. ხუ­თი­ა­ნი და­მი­წე­რეს, დედა გვერ­დით გა­იყ­ვა­ნეს და უთხრეს, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა სწავ­ლა მუ­სი­კა­ლურ ათწლედ­ში. ამა­ზე უკვე უარი ვთქვი.

- პრო­ფე­სია რო­გორ აირ­ჩიე?

- მა­მა­ჩე­მის გზას გავ­ყე­ვი, პო­ლი­ტექ­ნი­კურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ვა­ბა­რე ჰიდ­რო­ტექ­ნი­კუ­რი ნა­გე­ბო­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით. რომ და­ვამ­თავ­რე, გა­ნა­წი­ლე­ბით მოვ­ხვდი ჰიდ­როპ­რო­ექ­ტის ინ­სტი­ტუ­ტში, შემ­დეგ სტან­დარ­ტე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ვი­მუ­შა­ვე, კაჭ­რე­თის რკი­ნა-ბე­ტო­ნის ქარ­ხა­ნა­ში რე­ვი­ზია ჩა­ვა­ტა­რე (იღი­მე­ბა), ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია www.reitingi.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
მკითხველის რჩევით

ზაზა ხუციშვილი - "რადგან ასაკზე არ მიფიქრია, იმაზე მიუთითებს, რომ გულწრფელი იყო ჩემი სიყვარული და არის კიდეც"

ზაზა ხუციშვილი - "რადგან ასაკზე არ მიფიქრია, იმაზე მიუთითებს, რომ გულწრფელი იყო ჩემი სიყვარული და არის კიდეც"

ქართულ ტრადიციულ ოჯახში გაიზარდა. მისი ფესვები თელავიდან მოდის. დღემდე ამაყობს თავისი ოჯახით, მშობლებით. ამბობს, რომ ბევრი რამ სწორედ მათგან ისწავლა. ბევრმა ალბათ არ იცის, რომ "ვაკის პარკის" სოლისტი ზაზა ხუციშვილი მუსიკით 20 წლის ასაკში დაინტერესდა. სწორედ ამ ასაკში დედის შუამავლობით მამას საკმაოდ ძვირად ღირებული, ოთხიათასმანეთიანი გიტარა აყიდვინა და დღემდაე ამ გიტარაზე უკრავს. საკმაოდ გვიან, 39 წლის ასაკში დაოჯახდა. უფრო გვიან მისთვის მანამდე უცხო პროფესიაში, ჟურნალისტიკაში სცადა ბედი. ჯერ რადიოში, მერე ტელევიზიაში. ახლა ტელეკომპანია "მაესტროს" ახალი მუსიკალური პროექტ "მაგთი ფანის" დირექტორი გახლავთ. ამბობს, რომ ისევ საყვარელ საქმეს დაუბრუნდა და ამას სიამოვნებით აკეთებს. დღეს მუსიკოსს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

-  გამიმართლა, რომ კარგ ტრადიციულ ქართულ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. მეამაყება ჩემი მშობლები, ორივე თელავშია დაბადებული. მიუხედავად ამისა, დედაჩემის დედის, ლიზიკო მაყაშვილის გვარია მხოლოდ ტიპური კახური. დედის მამა, ალექსანდრე მილორავა, მეგრული გვარის თელაველი კაცი გახლდათ. მამის მამა შალვა ხუციშვილი გახლავთ, არც ეს არის კახური გვარი. მამის დედა, თამარ მახარაძე, გურული იყო. ინჟინერი გახლდათ მამა, მელიორატორი, მთავარი წყალსაქმშენის მმართველის მოადგილე იყო წლების განმავლობაში. დედამ უცხო ენათა ინსტიტუტი დაამთავრა წითელ დიპლომზე. ამავე ინსტიტუტში ასწავლის დღეს. მედეა მილორავა ძალიან ბევრ სტუდენტს უყვარს, რაც თავისთავად მეამაყება.

-  მშობლების მხრიდან განსაკუთრებული დარიგება გახსენდება?

-  დღემდე მარიგებს დედაჩემი. მისი დარიგებები ძირითადად გრამატიკას უკავშირდება, თუკი რომელიმე სიტყვას ხშირად ვიმეორებ ინტერვიუს დროს, შენიშვნას მაძლევს ხოლმე. მშობლებთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა, მაგრამ მამა გაცილებით მკაცრი იყო, მისი შიში, რიდი და სიყვარული ერთად მქონდა. დღეს მამა ძალიან მაკლია, სამწუხაროდ, ადრე დაგვტოვა. როცა მუსიკამ გამიტაცა, ძალიან მინდოდა გიტარა, ოცი წლის ვიყავი მაშინ. გავიგე, რომ მეზღვაურს, რომელიც გემზე მუშაობდა, ჩამოტანილი ჰქონდა ძალიან მაგარი გიტარა. მამაჩემს ვერ გავუბედე და დედას ვუთხარი. მან ჩამიწყო საქმე მამასთან. 4 ათასი მანეთი გადავიხადეთ გიტარაში, ეს იყო მანქანის ფასი. მამამ ცოტა შემარცხვინა, მითხარი მაინც, რაში ვიხდით ამხელა ფულსო. მაშინ გადმოვიღე ჯიმი ჰენდრიქსის დისკები, ერიკ კლაპტონის, "პინკ ფლოიდის" ფოტოები. ყველა ჩემი საყვარელი გიტარისტი ამ გიტარაზე უკრავს. ეს არის ლეო ფენდერის სტრატოკასტერი, სუფთა ამერიკული გამოშვება. სხვათა შორის, ფენდერი დღეს ცოცხალი აღარ არის, ამიტომ ჩემს გიტარას სერიოზული ფასი აქვს, დღემდე ამ გიტარაზე ვუკრავ, 28 წელი გავიდა მას მერე.

-  48 წლის ხარ? ვე­რც წარმოვიდგენდი... 20 წლის ასაკში გამიტაცა მუსიკამო მითხარი, მანამდე რით იყავი დაკავებული?

-  მანამდე ფორტეპიანოზე დავდიოდი მუსიკალურ შვიდწლედში, მშობლების თხოვნით. ბავშვმა მუსიკალური განათლება უნდა მიიღოსო, იყო ასეთი სტანდარტული სტერეოტიპი. ეს იყო ჩემთვის წამება, თუმცა სმენა აღმომაჩნდა. გუშინდელი დღესავით მახსოვს, ფორტეპიანოსთან ზურგით რომ დამაყენა პედაგოგმა, ნოტებს იღებდა და გამეორებას მთხოვდა. ჩემი ოჯახის მეგობარი იყო მზია ჩალაძე, რომელიც ნიჭიერთა ათწლედში ასწავლიდა ფორტეპიანოს განხრით. დედამ სთხოვა, იქნებ დაეხმარო, გამოსაგდებად აქვს საქმეო. მისი მიდგომა სხვანაირი აღმოჩნდა. ჩვენი გაკვეთილები ვან კლიბერნისა და რიხტერის შესრულებით მუსიკალური ნაწარმოებების მოსმენით იწყებოდა. შემდეგ მომცეს ღირებული ნაწარმოებები, მაგალითად, ჩაიკოვსკის "წელიწადის დროები". ეს უკვე მუსიკა იყო იმ საბჭოთა კომპოზიტორების ნაწარმოებებისგან განსხვავებით, რომელთა ნამუშევრებიც მათი პოლიტიკური აქტივობის გამო იყო შესული პროგრამაში. მოკლედ, მზია დეიდამ მოახერხა ის, რომ შვიდწლედის გამოსაშვებ საღამოზე პედაგოგებს ქვედა ყბა ჩამოუვარდათ. ხუთიანი დამიწერეს, დედა გვერდით გაიყვანეს და უთხრეს, რომ აუცილებლად უნდა გამეგრძელებინა სწავლა მუსიკალურ ათწლედში. ამაზე უკვე უარი ვთქვი.

-  პროფესია როგორ აირჩიე?

-  მამაჩემის გზას გავყევი, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩავაბარე ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობის სპეციალობით. რომ დავამთავრე, განაწილებით მოვხვდი ჰიდროპროექტის ინსტიტუტში, შემდეგ სტანდარტების განყოფილებაში ვიმუშავე, კაჭრეთის რკინა-ბეტონის ქარხანაში რევიზია ჩავატარე (იღიმება), ძალიან საინტერესო იყო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია www.reitingi.ge-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება