პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დავიცვათ თავი "ფეისბუქის" საკუთარი გვერდის გატეხისგან
როგორ დავიცვათ თავი "ფეისბუქის" საკუთარი გვერდის გატეხისგან

დიდი ხა­ნია, რაც ლაშა მე­ბო­ნია სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლია, ამი­ტომ კარ­გად იცის ყვე­ლა ის დე­ტა­ლი, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად "ფე­ის­ბუ­ქის" აქ­ტი­ურ მომ­ხმა­რებ­ლებს და­ა­ინ­ტე­რე­სებს. ბოლო დროს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში დიდი არე­უ­ლო­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა გან­ცხა­დე­ბებ­მა გა­მო­იწ­ვია. ჯერ დათა ახა­ლი­ას "აღ­სა­რე­ბა" წა­ვი­კი­თხეთ, შემ­დეგ კი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის, თუმ­ცა მოვ­ლე­ნე­ბი შემ­დგომ იმ­დე­ნად უც­ნა­უ­რად გან­ვი­თარ­და, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე დათა ახა­ლა­ია და ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი და­რე­გის­ტრირ­დნენ და ამ ყვე­ლა­ფერ­მა კო­მი­კუ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო.

- "ფე­ის­ბუ­ქი" სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ გახ­და. ამ ტი­პის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი ყვე­ლა­ზე კარ­გად მო­ერ­გო ქარ­თულ აუ­დი­ტო­რი­ას, მა­შინ რო­დე­საც რუ­სე­ბი უფრო "ტვი­ტერ­ზე" და "ვ კონ­ტაქ­ტე­ზე" აქ­ტი­უ­რო­ბენ. ქარ­თვე­ლე­ბის­თვის "ფე­ის­ბუ­ქი" სახ­ლად იქცა. მო­სახ­ლე­ო­ბის აქ­ტი­უ­რო­ბის შემ­დეგ უკვე პო­ლი­ტი­კის­თვის გახ­და მიმ­ზიდ­ვე­ლი, რად­გან სა­დაც მეტი ხალ­ხია, სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას მკა­ფი­ოდ აფიქ­სი­რე­ბენ. მე პი­რა­დად 5000 მე­გო­ბა­რი მყავს და ჩემი ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რო­ბის გამო, აქე­დან 80% თა­ვად და­მე­მა­ტა.

- "ფე­ის­ბუ­ქი" ძა­ლი­ან ბევრ პი­რად ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ი­ცავს. რამ­დე­ნად უსაფ­რთხოა ის მისი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის?

- ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა გა­ი­გონ, რო­დე­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რა­ღა­ცას და­წე­რენ, ეს უკვე სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­აა და თუ მისი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის სურ­ვი­ლი არ აქვთ, თავი უნდა შე­ი­კა­ვონ. ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, არა­მარ­ტო ჩვენ­თან, "ფე­ის­ბუ­ქი" და ფო­რუ­მე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის სა­ბა­დოა, მაგ­რამ მისი გა­და­მოწ­მე­ბის გა­რე­შე გავ­რცე­ლე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღაც ხუმ­რობ­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბას, "ფე­ის­ბუ­ქის" მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა აპ­ლი­კა­ცი­ე­ბია, რო­მელ­საც დე­ვე­ლო­პე­რე­ბი თა­ვი­ან­თი სა­ი­ტე­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად იყე­ნე­ბენ, მაგ­რამ ამან შექ­მნა მე­ო­რე პრობ­ლე­მა. აპ­ლი­კა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ, მომ­ხმა­რებ­ლის პი­რა­დი გვერ­დი გა­ტე­ხონ, ამი­ტომ, თუ აპ­ლი­კა­ცი­ას არ ენ­დო­ბი, არ უნდა მის­ცე თან­ხმო­ბა. "ფე­ის­ბუ­ქი" პრო­ფი­ლის მო­ნა­ცე­მებს არა­ვის აძ­ლევს, ნე­ბის­მი­ე­რი აპ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც ეკი­თხე­ბა მომ­ხმა­რე­ბელს, გავ­ხა­დო თუ არა შენი პრო­ფი­ლი სა­ჯა­რო, არის აფე­რის­ტო­ბა და არ უნდა და­ე­თან­ხმონ. არის აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სუფ­თაა, მაგ­რამ აფე­რის­ტო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია ფოტო, გინ­და, ნახო, მა­გა­ლი­თად, შიშ­ვე­ლი შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი, მიჰ­ყვე­ბი ლინკს, ბო­ლოს გა­მო­დის, რომ ექვს გვერდს იწო­ნებ და ბო­ლოს გა­და­დი­ხარ რო­მე­ლი­მე ინ­ტერ­ნეტ­გვერ­დზე, ამით ქარ­თუ­ლი გვერ­დე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას "ეხ­მა­რე­ბი". ასე ჩნდე­ბა 250 000-იანი გვერ­დე­ბი "ფე­ის­ბუქ­ზე". ეს უკვე იმ­ხე­ლა პა­რა­დოქ­სია, რომ 20-მდე გვერ­დი არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში 300 000 "ლა­ი­ქით". უმე­ტე­სად ეს არის 14-15 წლის ბავ­შვე­ბის გა­კე­თე­ბუ­ლი გა­სარ­თო­ბი გვერ­დე­ბი, "სექ­სუ­ა­ლუ­რი პო­მი­დო­რი", "ნუ იჯღა­ნე­ბი" და სხვა.

- ხში­რად გა­მი­გია "ფე­ის­ბუ­ქის" მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­გან, რომ მათ არა­სო­დეს მო­უ­წო­ნე­ბი­ათ ამა თუ იმ პო­ლი­ტი­კო­სის გვერ­დი, მაგ­რამ აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ "და­ლა­ი­ქე­ბუ­ლი" აქვთ.

- ამას აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით აკე­თე­ბენ, მაგ­რამ არის ერთი კა­ნო­ნი­ე­რი მე­თო­დიც, რო­მელ­საც პრო­ფი­ლი­დან გვერ­დზე მიგ­რა­ცია ჰქვია. მე შე­მიძ­ლია, ერთ დღეს გა­ვა­უქ­მო ჩემი პრო­ფი­ლი, გა­და­ვაქ­ციო გვერ­დად და ავ­ტო­მა­ტუ­რად ჩემი ყვე­ლა მე­გო­ბა­რი ჩემი გვერ­დის ფანი გახ­დე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით 5000 ფანი ისე მე­ყო­ლე­ბა, რომ შე­იძ­ლე­ბა, არც იცოდ­ნენ, რო­დის მო­ი­წო­ნეს ჩემი გვერ­დი.

- შე­გიძ­ლია, ყვე­ლა­ზე დიდი სკ­ა­ნ­დალი გა­იხ­სე­ნოთ, რო­მე­ლიც "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მოჰ­ყვა...

- ყვე­ლა­ზე დიდი სკან­და­ლი ცი­ხის კად­რე­ბი­დან არას­რულ­წლოვ­ნის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ვი­დე­ოს მოჰ­ყვა. მა­შინ და­ინ­გრა "ფე­ის­ბუ­ქი". ერთ სა­ათ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა მარ­ტი­ვი არ არის, მაგ­რამ ამ კად­რებ­მა ძა­ლი­ან მალე შეკ­რი­ბა ხალ­ხი. სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ყვე­ლა­ზე დიდი სკან­და­ლე­ბი­დან ამას გა­ვიხ­სე­ნებ­დი.

- ივა­ნიშ­ვილ­სა და სა­ა­კაშ­ვილს აქვთ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დე­ბი, რო­მე­ლი გვერ­დი უფრო ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლია?

- პო­ლი­ტი­კო­სის გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბებ­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს და­ცუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ტონი. სა­ჭი­რო არ არის, მუდ­მი­ვად პირ­და­პირ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში იყო მომ­ხმა­რე­ბელ­თან, რად­გან ეს დიდ დროს წა­არ­თმევს პირ­ველ პირს, ამი­ტომ სა­ინ­ტე­რე­სო გვერ­დი ვერც ერთს ვერ ექ­ნე­ბა. უცხო­ელ პო­ლი­ტი­კო­სებს უფრო ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი გვერ­დე­ბი აქვთ, მათ უფრო იცი­ან, სად გა­დის ზედა ზღვა­რი და სო­ცი­ა­ლურ ქსელს ზედ­მეტ ფუნ­ქცი­ას არ ანი­ჭე­ბენ. მა­გა­ლი­თად, ამით ბა­რაკ ობა­მამ ძა­ლი­ან დიდი მო­გე­ბა ნახა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­დე­ნად დი­ნა­მი­კუ­რად ვი­თარ­დე­ბა პრო­ცე­სე­ბი, რომ უბ­რა­ლო პო­ლი­ტი­კოს­საც მი­ნი­მუმ ათა­სი ფანი ჰყავს "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე. მაგ­რამ მე მი­ვიჩ­ნევ, რომ ყვე­ლა გვერდს აკ­ლია ურ­თი­ერ­თკავ­ში­რი. სა­სურ­ვე­ლია, თუ გვერ­დის გან­ვი­თა­რე­ბა სურთ, მეტი კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქონ­დეთ მომ­ხმა­რე­ბელ­თან.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია www.reitingi.ge-ზე

როგორ დავიცვათ თავი "ფეისბუქის" საკუთარი გვერდის გატეხისგან

როგორ დავიცვათ თავი "ფეისბუქის" საკუთარი გვერდის გატეხისგან

დიდი ხანია, რაც ლაშა მებონია სხვადასხვა სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია, ამიტომ კარგად იცის ყველა ის დეტალი, რომელიც განსაკუთრებულად "ფეისბუქის" აქტიურ მომხმარებლებს დააინტერესებს. ბოლო დროს ქართულ პოლიტიკაში დიდი არეულობა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა განცხადებებმა გამოიწვია. ჯერ დათა ახალიას "აღსარება" წავიკითხეთ, შემდეგ კი ზურაბ ადეიშვილის, თუმცა მოვლენები შემდგომ იმდენად უცნაურად განვითარდა, რომ სოციალურ ქსელში ერთდროულად რამდენიმე დათა ახალაია და ზურაბ ადეიშვილი დარეგისტრირდნენ და ამ ყველაფერმა კომიკური ხასიათი მიიღო.

-  "ფეისბუქი" საქართველოში პოპულარული აგვისტოს ომის შემდეგ გახდა. ამ ტიპის სოციალური ქსელი ყველაზე კარგად მოერგო ქართულ აუდიტორიას, მაშინ როდესაც რუსები უფრო "ტვიტერზე" და "ვ კონტაქტეზე" აქტიურობენ. ქართველებისთვის "ფეისბუქი" სახლად იქცა. მოსახლეობის აქტიურობის შემდეგ უკვე პოლიტიკისთვის გახდა მიმზიდველი, რადგან სადაც მეტი ხალხია, საკუთარ პოზიციას მკაფიოდ აფიქსირებენ. მე პირადად 5000 მეგობარი მყავს და ჩემი ჰიპერაქტიურობის გამო, აქედან 80% თავად დამემატა.

-  "ფეისბუქი" ძალიან ბევრ პირად ინ­ფორმაციას შეიცავს. რამდენად უსაფ­რთხოა ის მისი მომხმარებლებისთვის?

-  ადამიანებმა უნდა გაიგონ, როდესაც სოციალურ ქსელში რაღაცას დაწერენ, ეს უკვე საჯარო ინფორმაციაა და თუ მისი გამოქვეყნების სურვილი არ აქვთ, თავი უნდა შეიკავონ. ყველა ქვეყანაში, არამარტო ჩვენთან, "ფეისბუქი" და ფორუმები ჟურნალისტებისთვის საბადოა, მაგრამ მისი გადამოწმების გარეშე გავრცელებაც არ შეიძლება, რადგან შეიძლება, ვიღაც ხუმრობდეს. რაც შეეხება უსაფრთხოებას, "ფეისბუქის" მთავარი პრობლემა აპლიკაციებია, რომელსაც დეველოპერები თავიანთი საიტების გასავითარებლად იყენებენ, მაგრამ ამან შექმნა მეორე პრობლემა. აპლიკაციის გამოყენებით ადამიანები ცდილობენ, მომხმარებლის პირადი გვერდი გატეხონ, ამიტომ, თუ აპლიკაციას არ ენდობი, არ უნდა მისცე თანხმობა. "ფეისბუქი" პროფილის მონაცემებს არავის აძლევს, ნებისმიერი აპლიკაცია, რომელიც ეკითხება მომხმარებელს, გავხადო თუ არა შენი პროფილი საჯარო, არის აფერისტობა და არ უნდა დაეთანხმონ. არის აპლიკაციები, რომლებიც სუფთაა, მაგრამ აფერისტობას უკავშირდება. მაგალითად, გამოქვეყნებულია ფოტო, გინდა, ნახო, მაგალითად, შიშველი შორენა ბეგაშვილი, მიჰყვები ლინკს, ბოლოს გამოდის, რომ ექვს გვერდს იწონებ და ბოლოს გადადიხარ რომელიმე ინტერნეტგვერდზე, ამით ქართული გვერდების პოპულარიზაციას "ეხმარები". ასე ჩნდება 250 000-იანი გვერდები "ფეისბუქზე". ეს უკვე იმხელა პარადოქსია, რომ 20-მდე გვერდი არსებობს საქართველოში 300 000 "ლაიქით". უმეტესად ეს არის 14-15 წლის ბავშვების გაკეთებული გასართობი გვერდები, "სექსუალური პომიდორი", "ნუ იჯღანები" და სხვა.

-  ხშირად გამიგია "ფეისბუქის" მომხმარებლებისგან, რომ მათ არასოდეს მოუწონებიათ ამა თუ იმ პოლიტიკოსის გვერდი, მაგრამ აღმოაჩინეს, რომ "დალაიქებული" აქვთ.

-  ამას აპლიკაციების საშუალებით აკეთებენ, მაგრამ არის ერთი კანონიერი მეთოდიც, რომელსაც პროფილიდან გვერდზე მიგრაცია ჰქვია. მე შემიძლია, ერთ დღეს გავაუქმო ჩემი პროფილი, გადავაქციო გვერდად და ავტომატურად ჩემი ყველა მეგობარი ჩემი გვერდის ფანი გახდება. დაახლოებით 5000 ფანი ისე მეყოლება, რომ შეიძლება, არც იცოდნენ, როდის მოიწონეს ჩემი გვერდი.

-  შეგიძლია, ყველაზე დიდი სკ­ა­ნ­დალი გაიხსენოთ, რომელიც "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ ინფორმაციას მოჰყვა...

-  ყველაზე დიდი სკანდალი ციხის კადრებიდან არასრულწლოვნის გაუპატიურების ვიდეოს მოჰყვა. მაშინ დაინგრა "ფეისბუქი". ერთ საათში ადამიანების მობილიზება მარტივი არ არის, მაგრამ ამ კადრებმა ძალიან მალე შეკრიბა ხალხი. საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი სკანდალებიდან ამას გავიხსენებდი.

-  ივანიშვილსა და სააკაშვილს აქვთ ოფიციალური გვერდები, რომელი გვერდი უფრო ინფორმაციულია?

-  პოლიტიკოსის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებებში აუცილებლად უნდა იყოს დაცული ოფიციალური ტონი. საჭირო არ არის, მუდმივად პირდაპირ კომუნიკაციაში იყო მომხმარებელთან, რადგან ეს დიდ დროს წაართმევს პირველ პირს, ამიტომ საინტერესო გვერდი ვერც ერთს ვერ ექნება. უცხოელ პოლიტიკოსებს უფრო ინფორმაციული გვერდები აქვთ, მათ უფრო იციან, სად გადის ზედა ზღვარი და სოციალურ ქსელს ზედმეტ ფუნქციას არ ანიჭებენ. მაგალითად, ამით ბარაკ ობამამ ძალიან დიდი მოგება ნახა საპრეზიდენტო არჩევნების დროს. დღეს საქართველოში იმდენად დინამიკურად ვითარდება პროცესები, რომ უბრალო პოლიტიკოსსაც მინიმუმ ათასი ფანი ჰყავს "ფეისბუქის" გვერდზე. მაგრამ მე მივიჩნევ, რომ ყველა გვერდს აკლია ურთიერთკავშირი. სასურველია, თუ გვერდის განვითარება სურთ, მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ მომხმარებელთან.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია www.reitingi.ge-ზე

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"