მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირინა შეიკი: "5 წელიწადში მინდა, ოჯახი, შვილები და სახლი მქონდეს"
ირინა შეიკი: "5 წელიწადში მინდა, ოჯახი, შვილები და სახლი მქონდეს"

მად­რი­დის "რე­ა­ლის" ფეხ­ბურ­თე­ლის, კრიშ­ტი­ა­ნო რო­ნალ­დოს სა­ცო­ლე ირი­ნა შე­იკ­მა ჟურ­ნალ Hello-ს გუ­ლახ­დი­ლი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა და ისა­უბ­რა, თუ რო­გო­რი უნდა იყოს მისი აზ­რით ოჯახ­ში ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. შე­იკ­მა სა­კუ­თა­რი სი­ლა­მა­ზის სა­ი­დუმ­ლოც გა­ამ­ხი­ლა. მკი­თხვე­ლის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რომ მო­დე­ლი დი­ლა­ო­ბით ჰამ­ბურ­გე­რებს მი­ირ­თმევს.

"ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, რო­გორ ვჭამ ჰამ­ბურ­გე­რებს?! მო­დე­ლე­ბი ხომ მხო­ლოდ ვაშ­ლე­ბით იკ­ვე­ბე­ბი­ან! შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ეს ტყუ­ი­ლია. გე­ნე­ბის წყა­ლო­ბით სიმ­სუქ­ნის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა არ მაქვს, ამი­ტომ ზოგ­ჯერ თავს უფ­ლე­ბას ვაძ­ლევ, რა­ი­მე მსუ­ყე ვჭა­მო. თუმ­ცა მი­ზე­ზი მხო­ლოდ ეს არ არის. დი­ლით ად­გი­მის­თა­ნა­ვე სარ­ბე­ნად პარკში მივ­დი­ვარ, გარ­და ამი­სა, და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ კრი­ვით, ტან­ვარ­ჯი­შით და ზო­გა­დად აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ. ნიუ-იორკში მი­ღე­ბუ­ლია, რომ ყვე­ლა სპრორ­ტი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. ასე რომ, "ფასტ-ფუდი" მიყ­ვარს, თუმ­ცა ბა­ლანსს არას­დროს ვი­ვი­წყებ. თუ კვი­რას პილ­მე­ნებს ან ჰამ­ბურ­გე­რებს ვჭამ, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ და­ნარ­ჩე­ნი ექ­ვსი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის სი­ლა­მა­ზე­ზე ვზრუ­ნავ", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნალს ირი­ნა შე­იკ­მა.

მო­დე­ლის თქმით, ყო­ველ­თვის სურ­და, რომ რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლის ნა­წი­ლი ყო­ფი­ლი­ყო. მან სურ­ვი­ლი აის­რუ­ლა: რუ­სე­თის პა­ტა­რა ქა­ლა­ქის მკვიდ­რი მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი გახ­და და მისი ფო­ტო­ე­ბი მო­დის წამ­ყვა­ნი ჟურ­ნა­ლე­ბის გვერ­დებს ამ­შვე­ნებს, მრა­ვა­ლი სა­რეკ­ლა­მო კონ­ტრაქ­ტი აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი და პლა­ნე­ტის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის სა­ცო­ლეა. მარ­თა­ლია, საყ­ვა­რელ მა­მა­კაც­თან იმ­დენ დროს ვერ ატა­რებს, რამ­დე­ნიც სურს, თუმ­ცა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ყო­ველ­თვის ცდი­ლობს კომ­პრო­მის­ზე წა­ვი­დეს. მისი თქმით, იძუ­ლე­ბუ­ლია კა­რი­ე­რას იმ დრო­ის ნა­წი­ლი შეს­წი­როს, რომ­ლის გა­ტა­რე­ბაც საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის გვერ­დით შე­უძ­ლია.

"ძნე­ლია, ერ­თდრო­უ­ლად წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა გქონ­დეს, მაგ­რამ მჯე­რა, რომ თუ რა­ი­მე მთე­ლი გუ­ლით გსურს, ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია, - ამ­ბობს ირი­ნა. - რო­დე­საც გვერ­დით გყავს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გავ­სებს და ვის­თა­ნაც თავს კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ, ისე­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა გინ­დე­ბა, რაც, ერთი შე­ხედ­ვით, და­უ­ჯე­რე­ბე­ლია. ამას­თან, არ მი­ვიჩ­ნევ, რომ ქალ­მა მუ­შა­ო­ბას თავი უნდა და­ა­ნე­ბოს, რო­გორც კი მის ცხოვ­რე­ბა­ში მა­მა­კა­ცი გა­მოჩ­ნდე­ბა, პი­რი­ქით, ყვე­ლა­ფე­რი და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი უნდა იყოს. თუ ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ბრწყი­ნავთ, თქვე­ნი კა­რი­ე­რაა, მა­შინ მისი მი­ტო­ვე­ბა, ან ვინ­მეს­თვის მსხვერ­პლად შე­წირ­ვა და­ნა­შა­უ­ლია".

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მო­დე­ლი ცდი­ლობს შორ­სმი­მა­ვა­ლი გეგ­მე­ბი არ და­სა­ხოს. მისი თქმით, ცხოვ­რე­ბა ლა­ტა­რე­აა და არა­ვინ იცის, რა მოხ­დე­ბა.

"ფუჭი იმე­დე­ბით არას­დროს მი­ცხოვ­რია, უბ­რა­ლოდ ვცდი­ლობ­დი გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბა მაძ­ლევ­და. ამან გა­ა­მარ­თლა. მო­მა­ვალ­შიც ასე გა­ვაგ­რძე­ლებ ცხოვ­რე­ბას. ვი­სურ­ვებ­დი, ხუთი წლის შემ­დეგ მყავ­დეს ოჯა­ხი, შვი­ლე­ბი, სახ­ლი... ვნა­ხოთ, აქე­დან რა გა­მო­ვა", - აღ­ნიშ­ნა მო­დელ­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Hello-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ირინა შეიკი: "5 წელიწადში მინდა, ოჯახი, შვილები და სახლი მქონდეს"

ირინა შეიკი: "5 წელიწადში მინდა, ოჯახი, შვილები და სახლი მქონდეს"

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის, კრიშტიანო რონალდოს საცოლე ირინა შეიკმა ჟურნალ Hello-ს გულახდილი ინტერვიუ მისცა და ისაუბრა, თუ როგორი უნდა იყოს მისი აზრით ოჯახში ურთიერთობები. შეიკმა საკუთარი სილამაზის საიდუმლოც გაამხილა. მკითხველისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მოდელი დილაობით ჰამბურგერებს მიირთმევს.

"ხშირად მეკითხებიან, როგორ ვჭამ ჰამბურგერებს?! მოდელები ხომ მხოლოდ ვაშლებით იკვებებიან! შემიძლია გითხრათ, რომ ეს ტყუილია. გენების წყალობით სიმსუქნისკენ მიდრეკილება არ მაქვს, ამიტომ ზოგჯერ თავს უფლებას ვაძლევ, რაიმე მსუყე ვჭამო. თუმცა მიზეზი მხოლოდ ეს არ არის. დილით ადგიმისთანავე სარბენად პარკში მივდივარ, გარდა ამისა, დაკავებული ვარ კრივით, ტანვარჯიშით და ზოგადად აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ. ნიუ-იორკში მიღებულია, რომ ყველა სპრორტითაა დაკავებული. ასე რომ, "ფასტ-ფუდი" მიყვარს, თუმცა ბალანსს არასდროს ვივიწყებ. თუ კვირას პილმენებს ან ჰამბურგერებს ვჭამ, მხოლოდ იმიტომ, რომ დანარჩენი ექვსი დღის განმავლობაში საკუთარი სხეულის სილამაზეზე ვზრუნავ", - განუცხადა ჟურნალს ირინა შეიკმა.

მოდელის თქმით, ყოველთვის სურდა, რომ რაიმე განსაკუთრებულის ნაწილი ყოფილიყო. მან სურვილი აისრულა: რუსეთის პატარა ქალაქის მკვიდრი მსოფლიოში ცნობილი მოდელი გახდა და მისი ფოტოები მოდის წამყვანი ჟურნალების გვერდებს ამშვენებს, მრავალი სარეკლამო კონტრაქტი აქვს გაფორმებული და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელის საცოლეა. მართალია, საყვარელ მამაკაცთან იმდენ დროს ვერ ატარებს, რამდენიც სურს, თუმცა ურთიერთობაში ყოველთვის ცდილობს კომპრომისზე წავიდეს. მისი თქმით, იძულებულია კარიერას იმ დროის ნაწილი შესწიროს, რომლის გატარებაც საყვარელი მამაკაცის გვერდით შეუძლია.

"ძნელია, ერთდროულად წარმატებული კარიერა და პირადი ცხოვრება გქონდეს, მაგრამ მჯერა, რომ თუ რაიმე მთელი გულით გსურს, ყველაფერი შესაძლებელია, - ამბობს ირინა. - როდესაც გვერდით გყავს ადამიანი, რომელიც გავსებს და ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობ, ისეთი ნაბიჯების გადადგმა გინდება, რაც, ერთი შეხედვით, დაუჯერებელია. ამასთან, არ მივიჩნევ, რომ ქალმა მუშაობას თავი უნდა დაანებოს, როგორც კი მის ცხოვრებაში მამაკაცი გამოჩნდება, პირიქით, ყველაფერი დაბალანსებული უნდა იყოს. თუ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბრწყინავთ, თქვენი კარიერაა, მაშინ მისი მიტოვება, ან ვინმესთვის მსხვერპლად შეწირვა დანაშაულია".

მიუხედავად ამისა, მოდელი ცდილობს შორსმიმავალი გეგმები არ დასახოს. მისი თქმით, ცხოვრება ლატარეაა და არავინ იცის, რა მოხდება.

"ფუჭი იმედებით არასდროს მიცხოვრია, უბრალოდ ვცდილობდი გამომეყენებინა ყველა შესაძლებლობა, რომელსაც ცხოვრება მაძლევდა. ამან გაამართლა. მომავალშიც ასე გავაგრძელებ ცხოვრებას. ვისურვებდი, ხუთი წლის შემდეგ მყავდეს ოჯახი, შვილები, სახლი... ვნახოთ, აქედან რა გამოვა", - აღნიშნა მოდელმა.

მომზადებულია Hello-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება