Faceამბები
პოლიტიკა
საზოგადოება

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიანა ღურწკაიამ რუსულ შოუში თბილისში გატარებულ მძიმე ბავშვობაზე ისაუბრა
დიანა ღურწკაიამ რუსულ შოუში თბილისში გატარებულ მძიმე ბავშვობაზე ისაუბრა

რუ­სუ­ლი ესტრა­დის ვარ­სკვლავ­მა, დი­ა­ნა ღურწკა­ი­ამ რუსი მა­ყუ­რებ­ლის­თვის ბავ­შვო­ბის ის მძი­მე დღე­ე­ბი გა­იხ­სე­ნა, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში მდე­ბა­რე უსი­ნათ­ლო ბავ­შვთა სკო­ლა-ინ­ტერ­ნატ­ში გა­ა­ტა­რა. დე­დას­თან და­შო­რე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი უსი­ნათ­ლო პა­ტა­რა გო­გო­ნას გან­ცდე­ბი ტე­ლე­არხ НТВ-ს ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი შოუს, Ты не поверишь! თე­მად იქცა.

დი­ა­ნა ღურწკა­ია ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ერ­თად თა­ვად ეწ­ვია ავ­ლა­ბარ­ში მდე­ბა­რე უსი­ნათ­ლო ბავ­შვთა სკო­ლა-ინ­ტერ­ნატს და კა­მე­რის წინ თვალ­ცრემ­ლი­ან­მა გა­იხ­სე­ნა ის 11 წელი, რო­მე­ლიც მშობ­ლე­ბის­გან შორს, სკო­ლის კედ­ლებ­ში გა­ა­ტა­რა.

"ღამ-ღა­მო­ბით მე­სიზ­მრე­ბო­და დედა, გაღ­ვი­ძე­ბის­თა­ნა­ვე კი ხმა­მაღ­ლა ვტი­რო­დი, მოვ­თქვამ­დი, რომ ეს მხო­ლოდ სიზ­მა­რი იყო. კა­რა­და­ში შე­ნა­ხულ ჩე­მო­დანს ოდ­ნავ ვხდი­დი თავს, რომ სახ­ლის სურ­ნე­ლი შე­მეყ­ნო­სა. მერე სწრა­ფად ვხუ­რავ­დი, რათა ეს სუნი ჩე­მოდ­ნი­დან მთლი­ა­ნად არ გამ­ქრა­ლი­ყო. ამ კედ­ლებ­ში თავ­მოყ­რი­ლია ყვე­ლა­ფე­რი - ცრემ­ლე­ბიც, სი­ხა­რუ­ლიც, ბედ­ნი­ე­რე­ბაც და მო­ნატ­რე­ბაც", - აცხა­დებს მომ­ღე­რა­ლი ვი­დე­ო­სი­უ­ჟეტ­ში.

НТВ-ს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა შო­უს­თვის დი­ა­ნას მამა გუდუ ღურწკა­ი­აც ჩა­წე­რეს.

"ეს სკო­ლა რომ არა, დი­ა­ნას გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბი­სა და სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მი­ე­ცე­მო­და. რად­გან ასე ვი­ტან­ჯე­ბო­დით მთე­ლი ოჯა­ხი, ერთხელ წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ სახ­ლში და გა­დავ­წყვი­ტეთ სწავ­ლა შე­ე­წყვი­ტა, მაგ­რამ მას­წავ­ლებ­ლებ­მა ჩა­მო­ა­კი­თხეს და მალე უკან და­ვაბ­რუ­ნეთ", - იხ­სე­ნებს გუდუ ღურწკა­ია.

ინ­ტერ­ნატ­ში მი­სულ­მა მომ­ღე­რალ­მა ნაც­ნო­ბი შე­ნო­ბა ერთხელ კი­დევ და­ათ­ვა­ლი­ე­რა და კა­მე­რის წინ ბევ­რი რამ გა­იხ­სე­ნა. ისიც, თუ რო­გორ არ­წმუ­ნებ­და მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რომ მუ­სი­კა­ლურ სფე­რო­ში ვე­რა­ფერს მი­აღ­წევ­და.

ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, მშობ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას დი­ა­ნა გა­მარ­თლე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევს, ვი­ნა­ი­დან რომ არა სკო­ლა-ინ­ტერ­ნა­ტი, არა­ვინ იცის, მოხ­ვდე­ბო­და თუ არა დიდ სცე­ნა­ზე.

იხი­ლეთ ვი­დეო: "მარ­თლა ვერ პა­ტი­ობს დი­ა­ნა ღურწკა­ია მშობ­ლებს ინ­ტერ­ნატ­ში მი­ბა­რე­ბას?"

მომ­ზა­დე­ბუ­ლია ntv.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დიანა ღურწკაიამ რუსულ შოუში თბილისში გატარებულ მძიმე ბავშვობაზე ისაუბრა

დიანა ღურწკაიამ რუსულ შოუში თბილისში გატარებულ მძიმე ბავშვობაზე ისაუბრა

რუსული ესტრადის ვარსკვლავმა, დიანა ღურწკაიამ რუსი მაყურებლისთვის ბავშვობის ის მძიმე დღეები გაიხსენა, რომელიც თბილისში მდებარე უსინათლო ბავშვთა სკოლა-ინტერნატში გაატარა. დედასთან დაშორებით გამოწვეული უსინათლო პატარა გოგონას განცდები ტელეარხ НТВ-ს ყოველკვირეული შოუს, Ты не поверишь! თემად იქცა.

დიანა ღურწკაია ჟურნალისტებთან ერთად თავად ეწვია ავლაბარში მდებარე უსინათლო ბავშვთა სკოლა-ინტერნატს და კამერის წინ თვალცრემლიანმა გაიხსენა ის 11 წელი, რომელიც მშობლებისგან შორს, სკოლის კედლებში გაატარა.

"ღამ-ღამობით მესიზმრებოდა დედა, გაღვიძებისთანავე კი ხმამაღლა ვტიროდი, მოვთქვამდი, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო. კარადაში შენახულ ჩემოდანს ოდნავ ვხდიდი თავს, რომ სახლის სურნელი შემეყნოსა. მერე სწრაფად ვხურავდი, რათა ეს სუნი ჩემოდნიდან მთლიანად არ გამქრალიყო. ამ კედლებში თავმოყრილია ყველაფერი - ცრემლებიც, სიხარულიც, ბედნიერებაც და მონატრებაც", - აცხადებს მომღერალი ვიდეოსიუჟეტში.

НТВ-ს ჟურნალისტებმა შოუსთვის დიანას მამა გუდუ ღურწკაიაც ჩაწერეს.

"ეს სკოლა რომ არა, დიანას განათლების მიღებისა და სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლებლობა არ მიეცემოდა. რადგან ასე ვიტანჯებოდით მთელი ოჯახი, ერთხელ წამოვიყვანეთ სახლში და გადავწყვიტეთ სწავლა შეეწყვიტა, მაგრამ მასწავლებლებმა ჩამოაკითხეს და მალე უკან დავაბრუნეთ", - იხსენებს გუდუ ღურწკაია.

ინტერნატში მისულმა მომღერალმა ნაცნობი შენობა ერთხელ კიდევ დაათვალიერა და კამერის წინ ბევრი რამ გაიხსენა. ისიც, თუ როგორ არწმუნებდა მუსიკის მასწავლებელი, რომ მუსიკალურ სფეროში ვერაფერს მიაღწევდა.

ყველაფრის მიუხედავად, მშობლების გადაწყვეტილებას დიანა გამართლებულად მიიჩნევს, ვინაიდან რომ არა სკოლა-ინტერნატი, არავინ იცის, მოხვდებოდა თუ არა დიდ სცენაზე.

იხილეთ ვიდეო: "მართლა ვერ პატიობს დიანა ღურწკაია მშობლებს ინტერნატში მიბარებას?"

მომზადებულია ntv.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება