სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს გააცნობიეროს, "რა შარში ხვევს ქვეყანას"
მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს გააცნობიეროს, "რა შარში ხვევს ქვეყანას"

პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბით შეშ­ფო­თე­ბუ­ლია.

სა­ა­კაშ­ვი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნისტრს მო­უ­წო­დებს გა­აც­ნო­ბი­ე­როს, "რა შარ­ში ხვევს ქვე­ყა­ნას".

რო­გორც აშშ-ში ვი­ზი­ტით მყოფ­მა სა­ა­კაშ­ვილ­მა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ გა­და­ცე­მა "პო­ზი­ცი­ა­ში" გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო შე­საძ­ლოა, ოკუ­პა­ცი­ის წი­ნა­შე სრუ­ლი­ად უა­რა­ღო და და­სავ­ლე­თის მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე აღ­მოჩ­ნდეს.

"არ შე­მიძ­ლია არ გა­მო­ვეხ­მა­უ­რო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს, სა­დაც მან გა­მოთ­ქვა ვა­რა­უ­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლო ამ­ზა­დებ­და ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ელ ტე­რო­რის­ტებს სხვა­დას­ხვა ოპე­რა­ცი­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. ეს ზუს­ტად ჯდე­ბა იმ პრო­პა­გან­და­ში, რო­მელ­საც მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­ბი ეწე­ოდ­ნენ ჩვე­ნი და­სუს­ტე­ბის და სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­ში ჩაგ­დე­ბის მიზ­ნით. იცით, რომ ბოს­ტო­ნის ტე­რაქ­ტის შემ­დეგ, რო­მელ­შიც ორი ჩე­ჩე­ნი იყო გა­რე­უ­ლი, ეს თემა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­და, ამ პი­რო­ბებ­ში კი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია. არ ვიცი სა­ერ­თოდ თუ აც­ნო­ბი­ე­რებს ის, რომ შარ­ში ხვევს ჩვენს ქვე­ყა­ნას და არა მე. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამე­რი­კა­ში ამას არა­ვინ სე­რი­ო­ზუ­ლად არ მი­ი­ღებს, მაგ­რამ აქაც სხვა­დას­ხვა ძა­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ. თუ ვინ­მეს უნდა, რომ იპო­ვოს ყვე­ლა­ზე მოკ­ლე გზა იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლე­თის მხარ­და­ჭე­რა და­ა­კარ­გი­ნოს და სრუ­ლი­ად უა­რა­ღოდ და­ტო­ვოს ოკუ­პა­ცი­ის წი­ნა­შე, მა­შინ მას ასეთ რა­ღა­ცე­ებ­ში და­სავ­ლე­თის დარ­წმუ­ნე­ბა მო­უ­წევს. სა­ნამ მე ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ვარ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ამას, ალ­ბათ, ვერ მო­ახ­რე­ხებს, მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბა ამ თე­მე­ბით თა­მა­ში. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ეს ან არ ეს­მის, ან არ სურს რომ გა­ი­გოს", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის კონ­ტექ­სტში, პრე­ზი­დენ­ტმა მთავ­რო­ბის წევ­რებს მი­მარ­თა და მო­უ­წო­და, რად­გან სა­კი­თხი სა­ქარ­თვე­ლოს ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნას ეხე­ბა "ასეთ უკი­დუ­რე­სად სა­შიშ გან­ცხა­დე­ბებს" ღიად გა­ე­მიჯ­ნონ.

"მე მინ­და ვუ­თხრა ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის წევ­რებს და იქ არის ხალ­ხი, რო­მელ­საც ეს არ შე­იძ­ლე­ბა არ ეს­მო­დეს - თქვენ მა­ინც ამო­ი­ღეთ ხმა, მი­უ­თი­თეთ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს და თუ არ გი­ჯე­რებთ, ეს სა­ჯა­როდ თქვით. საქ­მე ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნის და მო­მავ­ლის სა­კითხს. ჩვენ გვმარ­თებს სრუ­ლი დის­ტან­ცი­რე­ბა და გა­მი­ჯვნა ასე­თი უკი­დუ­რე­სად სა­ში­ში გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან", - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

ამას­თან, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო არას­დროს მო­ნა­წი­ლე­ობ­და ტე­რო­რის­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში.

"ჩვენ გა­ვა­კე­თეთ ყვე­ლა­ფე­რი იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო ყო­ფი­ლი­ყო უსაფრ­თხო, პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი წევ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის", - დას­ძი­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა, რომ­ლის შე­ფა­სე­ბი­თაც, პრე­მი­ე­რის მიერ გუ­შინ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა "სი­მარ­თლის მარ­ცვალ­საც კი არ შე­ი­ცავ­და".

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტე­რო­რის­ტე­ბი მომ­ზა­დე­ბას მარ­თლაც გა­დი­ოდ­ნენ და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ან­გა­რიშ­ში ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ამ კუ­თხით გა­მოთ­ქმუ­ლი მო­საზ­რე­ბა სი­მარ­თლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"შე­საძ­ლოა თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ძი­ე­ბა იმ დას­კვნამ­დე მი­ვი­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტე­რო­რის­ტე­ბის მიერ გარ­კვე­უ­ლი მომ­ზა­დე­ბა და­დას­ტურ­დეს? - აღ­ნიშ­ნულ შე­კი­თხვა­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­და­ცე­მა "პო­ზი­ცი­ა­ში" გუ­შინ აღ­ნიშ­ნა, რომ "ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია".

"ომ­ბუდსმე­ნის გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი შე­მიძ­ლია მი­ვი­ღო ძა­ლი­ან რე­ა­ლუ­რად, მაგ­რამ არა დას­ტუ­რად. და­ვე­ლო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბას. მე ძა­ლი­ან დიდი ეჭ­ვე­ბი მაქვს, რომ ეს ხდე­ბო­და რე­ა­ლუ­რად, თუმ­ცა, გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა და და­ვე­ლო­დოთ, შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი შო­კის­მომ­გვრე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აც გა­ვი­გოთ", - აღ­ნიშ­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს გააცნობიეროს, "რა შარში ხვევს ქვეყანას"

მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს გააცნობიეროს, "რა შარში ხვევს ქვეყანას"

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩრდილოკავკასიელი ტერორისტების მომზადების შესაძლებლობის თაობაზე ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებით შეშფოთებულია.

სააკაშვილი პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს გააცნობიეროს, "რა შარში ხვევს ქვეყანას".

როგორც აშშ-ში ვიზიტით მყოფმა სააკაშვილმა ივანიშვილის მიერ გადაცემა "პოზიციაში" გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, საქართველო შესაძლოა, ოკუპაციის წინაშე სრულიად უარაღო და დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე აღმოჩნდეს.

"არ შემიძლია არ გამოვეხმაურო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც მან გამოთქვა ვარაუდი, რომ საქართველო ამზადებდა ჩრდილოკავკასიელ ტერორისტებს სხვადასხვა ოპერაციების განსახორციელებლად. ეს ზუსტად ჯდება იმ პროპაგანდაში, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში რუსები ეწეოდნენ ჩვენი დასუსტების და საქართველოს ხელში ჩაგდების მიზნით. იცით, რომ ბოსტონის ტერაქტის შემდეგ, რომელშიც ორი ჩეჩენი იყო გარეული, ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანი გახდა, ამ პირობებში კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება აბსოლუტურად მიუღებელია. არ ვიცი საერთოდ თუ აცნობიერებს ის, რომ შარში ხვევს ჩვენს ქვეყანას და არა მე. დარწმუნებული ვარ, ამერიკაში ამას არავინ სერიოზულად არ მიიღებს, მაგრამ აქაც სხვადასხვა ძალები მუშაობენ. თუ ვინმეს უნდა, რომ იპოვოს ყველაზე მოკლე გზა იმისთვის, რომ საქართველოს დასავლეთის მხარდაჭერა დააკარგინოს და სრულიად უარაღოდ დატოვოს ოკუპაციის წინაშე, მაშინ მას ასეთ რაღაცეებში დასავლეთის დარწმუნება მოუწევს. სანამ მე ამ თანამდებობაზე ვარ, პრემიერ-მინისტრი ამას, ალბათ, ვერ მოახრეხებს, მაგრამ არ შეიძლება ამ თემებით თამაში. ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეს ან არ ესმის, ან არ სურს რომ გაიგოს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

აღნიშნულის კონტექსტში, პრეზიდენტმა მთავრობის წევრებს მიმართა და მოუწოდა, რადგან საკითხი საქართველოს ყოფნა-არყოფნას ეხება "ასეთ უკიდურესად საშიშ განცხადებებს" ღიად გაემიჯნონ.

"მე მინდა ვუთხრა ივანიშვილის მთავრობის წევრებს და იქ არის ხალხი, რომელსაც ეს არ შეიძლება არ ესმოდეს - თქვენ მაინც ამოიღეთ ხმა, მიუთითეთ პრემიერ-მინისტრს და თუ არ გიჯერებთ, ეს საჯაროდ თქვით. საქმე ეხება საქართველოს ყოფნა-არყოფნის და მომავლის საკითხს. ჩვენ გვმართებს სრული დისტანცირება და გამიჯვნა ასეთი უკიდურესად საშიში განცხადებებისგან", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის თქმით, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ საქართველო არასდროს მონაწილეობდა ტერორისტების მომზადებაში.

"ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველო ყოფილიყო უსაფრთხო, პასუხისმგებლიანი წევრი საერთაშორისო თანამეგობრობის", - დასძინა სააკაშვილმა, რომლის შეფასებითაც, პრემიერის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებების უმეტესობა "სიმართლის მარცვალსაც კი არ შეიცავდა".

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველოში ტერორისტები მომზადებას მართლაც გადიოდნენ და სახალხო დამცველის ანგარიშში ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ამ კუთხით გამოთქმული მოსაზრება სიმართლეს შეესაბამება.

"შესაძლოა თუ არა საქართველოში გამოძიება იმ დასკვნამდე მივიდეს, რომ საქართველოში ტერორისტების მიერ გარკვეული მომზადება დადასტურდეს? - აღნიშნულ შეკითხვაზე ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა "პოზიციაში" გუშინ აღნიშნა, რომ "ეს შესაძლებელია".

"ომბუდსმენის გამონათქვამები შემიძლია მივიღო ძალიან რეალურად, მაგრამ არა დასტურად. დაველოდოთ გამოძიებას. მე ძალიან დიდი ეჭვები მაქვს, რომ ეს ხდებოდა რეალურად, თუმცა, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და დაველოდოთ, შეიძლება ბევრი შოკისმომგვრელი ინფორმაციაც გავიგოთ", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა