პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინა სუბლატი - "საქართველოს ვარსკვლავში" წელს განსაკუთრებით ძლიერი კონკურსანტები არიან
ნინა სუბლატი - "საქართველოს ვარსკვლავში" წელს განსაკუთრებით ძლიერი კონკურსანტები არიან

მშვე­ნი­ე­რი ნინა სუბ­ლა­ტი ლა­მა­ზი ხმის ტემ­ბრი­თა და ხა­რის­ხი­ა­ნად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რით პრო­ექ­ტში - "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" გა­მოჩ­ნდა. მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ახლა და­ი­წყო, თუმ­ცა ნინა უკვე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია. მი­იჩ­ნევს, რომ ადა­მი­ა­ნი რო­გორც გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ცხოვ­რე­ბის ისე­თი­ვე სტი­ლი აქვს. ხში­რად ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, - გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტი­ლის მქო­ნე გო­გო­ნა მა­გა­ლითს ვის­გან იღებს? ამა­ზე ნი­ნას უც­ვლე­ლი პა­სუ­ხი აქვს: "ეს ჩემი ხა­სი­ა­თია".

თმის ფერი და ვარ­ცხნი­ლო­ბა

- თმის ფერს თით­ქმის ყო­ველ­თვე ვიც­ვლი. მა­გა­ლი­თად, ამ თვე­ში მე­სა­მედ შე­ვი­ღე­ბე. ბუ­ნებ­რი­ვად ქერა თმა მაქვს. პირ­ვე­ლად თმა და­ახ­ლო­ე­ბით, 13 წლი­სამ გა­ვი­ღი­ა­ვე, შემ­დეგ - წით­ლად, ვარ­დის­ფრად, შა­ვად, ქე­რად, მომ­წვა­ნოდ შე­ვი­ღე­ბე (იცი­ნის)... ზო­გა­დად, ძა­ლი­ან ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თი მაქვს - ჩემ­გან ყვე­ლა­ფე­რი მო­სა­ლოდ­ნე­ლია. ბუ­ნებ­რი­ვად ხვე­უ­ლი თმა მაქვს, რა­საც ვერ ვე­გუ­ე­ბი, ამი­ტომ ხში­რად ვის­წო­რებ. ხან­და­ხან, თმას ხე­ლოვ­ნუ­რად ვიგ­რძე­ლებ.

შარ­შან ზა­ფხულ­ში, ბა­თუმ­ში ყოფ­ნი­სას თმა ცალ მხა­რეს ავი­პარ­სე. თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბულს ლა­მის გული გა­მის­კდა, რად­გან აქ ასეთ ვარ­ცხნი­ლო­ბას ძა­ლი­ან ბევ­რი ატა­რებ­და...

თმის გა­სა­ჯან­სა­ღებ­ლად ყვე­ლა­ნა­ირ სა­შუ­ა­ლე­ბას ვი­ყე­ნებ, მათ შო­რის - ხალ­ხურ რე­ცეპ­ტებს. ერ­თმა­ნეთ­ში არე­უ­ლი კვერ­ცხის გული, ცოტა რძე და 1 კოვ­ზი ზე­ი­თუ­ნის ზეთი თმის­თვის ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა. ეს ნა­ზა­ვი თმა­ზე ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით უნდა გა­ი­ჩე­რო, შემ­დეგ ჩა­მო­ი­ბა­ნო.

მა­კი­ა­ჟი და სა­ხის კა­ნის მოვ­ლა

- ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად, თვა­ლე­ბი მომ­წონს და მა­კი­ა­ჟის კე­თე­ბი­სას მათ გა­მოკ­ვე­თას ვცდი­ლობ. ყო­ველ­დღი­უ­რად, თვალ­ზე ტუშ­სა და ლა­ი­ნერს ვის­ვამ, ხან­და­ხან - თვა­ლის შავ ფან­ქარ­საც. წი­ნათ, სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ში კონ­ტრაქ­ტე­ბი მქონ­და. იქ ვი­ზა­ჟის ხე­ლოვ­ნე­ბა პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე არ მის­წავ­ლია, მაგ­რამ ვიცი, ყო­ველ­დღი­უ­რად კარ­გი მა­კი­ა­ჟი რო­გორ გა­ვი­კე­თო.

სა­ხის კანს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არ ვუვ­ლი, მხო­ლოდ და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბელ კრემს ვი­ყე­ნებ.

პირ­სინ­გი და ტატუ

- პირ­სინ­გი ჭიპ­ზე მქონ­და, მაგ­რამ შე­ხორ­ცდა. 3-ჯერ გა­ვიხვრი­ტე და ვერც ერთხელ ვერ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნე. მე­ო­თხე­დაც ვა­პი­რებ...

გუ­შინ ვით­ვლი­დი და მგო­ნი, 7 ტატუ მაქვს. პირ­ვე­ლი ტატუ - ჯვრის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ, 13 წლი­სამ გა­ვი­კე­თე. ამ დროს ბავ­შვი ზუს­ტად იმ ეტაპ­ზეა, როცა უნდა გა­და­წყვი­ტოს, რისი სწამს და რისი - არა. შე­სა­ბა­მი­სად, მე რი­სიც მწამ­და, ის მინ­დო­და, უკეთ გა­მო­მე­ხა­ტა. ჰოდა, ალ­ბათ მკლავ­ზე ჯვა­რი ამი­ტო­მაც და­ვი­ხა­ტე. ჩემს პირ­ველ ტა­ტუს ოჯახ­ში აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა, მაგ­რამ მერე დედა ამ ფაქტს რო­გორ­ღაც შე­ე­გუა. შემ­დეგ მე­ო­რე ტა­ტუც გა­ვი­კე­თე, მე­სა­მეც და ა.შ.

ვარ­ჯი­ში და დი­ე­ტა

- ადრე ინ­ტენ­სი­უ­რად ვვარ­ჯი­შობ­დი, ახლა კი ამას დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მის გამო ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ. თუმ­ცა ვცდი­ლობ, სა­ღა­მო­ო­ბით მა­ინც ვირ­ბი­ნო და ჩემს სხე­ულს ყუ­რა­დღე­ბა მი­ვაქ­ციო.

დი­ე­ტა არა­სო­დეს და­მი­ცავს. და­ახ­ლო­ე­ბით 13 წლი­დან 45 კი­ლოგ­რამს ვი­წო­ნი - წო­ნა­ში არც და­მიკ­ლია და არც მო­მი­მა­ტია.

სა­მო­სი

- გარ­შე­მო მყო­ფებს სულ უკ­ვირთ: ყო­ველ­თვის რა­ღაც ახალს რომ ვყი­დუ­ლობ, მაგ­რამ შო­პინ­გი არ მიყ­ვარს - მე­ზა­რე­ბა. ბრენ­დებს უპი­რა­ტე­სო­ბას არ ვა­ნი­ჭებ. მთა­ვა­რია, სა­მო­სი ხა­რის­ხი­ა­ნი იყოს და მო­მიხ­დეს. ნაზი გა­რეგ­ნო­ბა მაქვს და ჭრელ ტან­საც­მელს რომ ვიც­ვამ, უფრო ნაზი ვჩან­ვარ, რაც "ჩემი" ნამ­დვი­ლად არ არის. ამი­ტომ ყვე­ლა­ფე­რი შავი მქონ­და: შარ­ვა­ლი, კაბა, მა­ი­სუ­რი... ახლა შავი თმა მაქვს და ვცდი­ლობ, გარ­დე­რო­ბი მა­ინც "გა­ვი­ფე­რა­დო".

წვე­ტი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი მომ­წონს. უპი­რა­ტე­სო­ბას მა­ღალ ქუსლს ვა­ნი­ჭებ. ალ­ბათ, ესეც ჩემი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტი­ლის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია.

აქ­სე­სუ­ა­რე­ბი და სამ­კა­უ­ლი

- ჩემ­თვის აქ­სე­სუ­ა­რე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მი­მაჩ­ნია, რომ ისი­ნი ადა­მი­ა­ნის პი­როვ­ნე­ბას "ხაზს უს­ვამს". რამ­დე­ნი­მე აქ­სე­სუ­ა­რი, მა­გა­ლი­თად - ჩემი 4 ბე­ჭე­დი ყო­ველ­დღე მი­კე­თია. სა­ყუ­რე დი­დად არ მიყ­ვარს. ყელ­სა­ბა­მე­ბი მომ­წონს. რამ­დე­ნი­მე სხვა­დას­ხვა ფე­რის ჯაჭ­ვი მაქვს და ხში­რად ვი­კე­თებ. ზოგ­ჯერ სა­მა­ჯურ­საც ვა­ტა­რებ.

საქ­მე

- ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე სიმ­ღე­რა გახ­ლავთ. ახლა მთლი­ა­ნად პრო­ექ­ტზე - "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" ვარ "გა­დარ­თუ­ლი", რად­გან მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად დიდ­ხანს ვემ­ზა­დე­ბო­დი. ძა­ლი­ან მინ­დო­და, ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო "პრო­ექ­ტი" ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და რა­ღაც ისე­თი გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რაც ჯერ არ უნა­ხავთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტი ვარ, პრო­ექ­ტის­თვის თავს არ ვზო­გავ. შან­სი მო­მე­ცა, ყო­ველკ­ვი­რა კონ­ცერ­ტი მქონ­დეს. ვცდი­ლობ, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, იმე­დი სა­კუ­თარ თავს გა­ვუ­მარ­თლო, შემ­დეგ კი იმ გუნდს, რო­მე­ლიც ჩემ­თან ერ­თად მუ­შა­ობს.

ბევ­რი ბავ­შვის მსგავ­სად, მუ­სი­კა­ლუ­რი შვიდ­წლე­დი და­ვამ­თავ­რე, მაგ­რამ დაკ­ვრა არც ერთ ინ­სტრუ­მენტზე არ ვიცი. ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე 7 წელი დავ­დი­ო­დი და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნო­ტე­ბის ცნო­ბაც არ ვი­ცო­დი, 10-ფურ­ცლი­ან ნა­წარ­მო­ებს ვუკ­რავ­დი (იცი­ნის). დიპ­ლო­მი ავი­ღე, მაგ­რამ რად მინ­და, კაც­მა არ იცის.

ყო­ველ­თვის მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ სიმ­ღე­რის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო რე­პერ­ტუ­არს ვარ­ჩევ, თა­ნა­მედ­რო­ვე რა­ღა­ცებს "ვა­ქა­ვე­რებ". "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის­თვის" 1 თა­ნა­მედ­რო­ვე და 1 ძვე­ლი "სკო­ლა" "გა­ვი­ტა­ნე". ამან გა­ა­მარ­თლა... პრო­ექ­ტის­თვის სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ვემ­ზა­დე­ბო­დი - ვო­კა­ლის პე­და­გოგ­თან არა­სო­დეს მივ­ლია.

ადრე ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში არა­სო­დეს მიმ­ღე­რია, მაგ­რამ კლუ­ბებ­ში პა­ტა­რა "ივენ­თე­ბი" მქონ­და. 3 წლი­დან ავმღერ­დი. მას შემ­დეგ არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ. თა­მა­მი ნათ­ქვა­მი გა­მო­მი­ვა, მაგ­რამ მა­ინც ვი­ტყვი: ბავ­შვო­ბი­დან ჩემი სტი­ლი მაქვს. მშობ­ლე­ბი მე­ლო­მა­ნე­ბი არი­ან. ამ­ბობ­დნენ, - ამ ბავ­შვს ვო­კა­ლის პე­და­გოგ­თან მის­ვლა "გა­ა­ფუ­ჭებ­სო". ვფიქ­რობ, მარ­თლე­ბი იყ­ვნენ. პე­და­გოგ­თან რომ მი­ვეყ­ვა­ნე, დღეს ისე­თი არ ვიქ­ნე­ბო­დი, რო­გო­რიც ჟი­უ­რის წევ­რებ­სა და მა­ყუ­რებ­ლებს მო­ვე­წო­ნე, რის გა­მოც პრო­ექ­ტში დამ­ტო­ვეს.

ყვე­ლა მუ­სი­კა­ლურ მი­მარ­თუ­ლე­ბას ვუს­მენ, უფრო მე­ტად - ალ­ტერ­ნა­ტი­ვას. ჩემი საყ­ვა­რე­ლი მომ­ღე­რა­ლი ბი­ორ­კი გახ­ლავთ. მას­ზე ვგიჟ­დე­ბი, "ჭკუა მე­კე­ტე­ბა"! თა­ნა­მედ­რო­ვე სიმ­ღე­რებ­საც ვუს­მენ და ძველ­საც...

"სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტე­ბი არი­ან. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ მათ­თან მოვ­ხვდი. ერ­თმა­ნე­თის მი­მართ მე­გობ­რუ­ლად გან­წყო­ბი­ლე­ბი ვართ. გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი ყვე­ლას გვაქვს. ვეც­დე­ბი, ჩემი "პლუ­სი" - სი­თა­მა­მე და კარ­გი გე­მოვ­ნე­ბა მა­ყუ­რებ­ლამ­დე სწო­რად "მი­ვი­ტა­ნო".

ოჯა­ხი

- ოჯახ­ში სამ­ნი ვართ: მე, დედა და ბე­ბია. დედ-მამა და­შო­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ ოჯა­ხე­ბით ვმე­გობ­რობთ: მა­მის მხრი­დან და-ძმა მყავს. მოკ­ლედ, შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლად ვცხოვ­რობთ, ერ­თად ხში­რად ვსე­ირ­ნობთ...

დე­დას­თან იდე­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. ცდი­ლობს, არა­ფე­რი ამიკ­რძა­ლოს.

ბე­ბია გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ქა­ლია და მა­გა­რი ხა­სი­ა­თიც აქვს. მას­თან არა­სო­დეს მო­ი­წყენთ. ყვე­ლა­ნა­ი­რად და­დე­ბი­თი პი­როვ­ნე­ბა გახ­ლავთ. სულ მინ­დო­და, ხა­სი­ა­თით ბე­ბი­ას დავ­მსგავ­სე­ბო­დი. მგო­ნი, გა­მი­მარ­თლა და ვგა­ვარ. ამით ვა­მა­ყობ.

პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მაქვს: მე­გო­ბა­რი ბიჭი მყავს, რო­მე­ლიც ჩემ­თვის იდე­ა­ლურ პი­როვ­ნე­ბად მი­მაჩ­ნია გა­რეგ­ნო­ბი­თაც, ხა­სი­ა­თი­თაც... ისიც ხე­ლო­ვა­ნი გახ­ლავთ: სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში, არ­ქი­ტექ­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს. ერ­თმა­ნეთს კარ­გად ვუ­გებთ. 1 წე­ლია, რაც ერ­თად ვართ. იმე­დია, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა კი­დევ დიდ­ხანს გაგ­რძელ­დე­ბა.

დას­ვე­ნე­ბა და გარ­თო­ბა

- წიგ­ნე­ბის კი­თხვა და ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა მიყ­ვარს. ბერ­ტო­ლუ­ჩის ფილ­მე­ბი მომ­წონს. ჩემი საყ­ვა­რე­ლი მწე­რა­ლი კორ­ტა­სა­რი გახ­ლავთ. კლუ­ბუ­რი გარ­თო­ბა მიყ­ვარს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ღა­მის კლუ­ბებ­ში "ვმოღ­ვა­წე­ობ": პა­რას­კევს ში­ნი­დან რომ გავ­დი­ვარ, მგო­ნი, კვი­რამ­დე აღარ შე­მოვ­დი­ვარ (იცი­ნის)... ჩემ­თვის "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც ერ­თგვა­რი გარ­თო­ბა და დას­ვე­ნე­ბაა, რად­გან საყ­ვა­რელ საქ­მეს ვა­კე­თებ.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნინა სუბლატი - "საქართველოს ვარსკვლავში" წელს განსაკუთრებით ძლიერი კონკურსანტები არიან

ნინა სუბლატი - "საქართველოს ვარსკვლავში" წელს განსაკუთრებით ძლიერი კონკურსანტები არიან

მშვენიერი ნინა სუბლატი ლამაზი ხმის ტემბრითა და ხარისხიანად შესრულებული სიმღერით პროექტში - "საქართველოს ვარსკვლავი" გამოჩნდა. მუსიკალური კონკურსის ძირითადი ნაწილი ახლა დაიწყო, თუმცა ნინა უკვე ძალიან პოპულარულია. მიიჩნევს, რომ ადამიანი როგორც გამოიყურება, ცხოვრების ისეთივე სტილი აქვს. ხშირად ინტერესდებიან, - განსაკუთრებული სტილის მქონე გოგონა მაგალითს ვისგან იღებს? ამაზე ნინას უცვლელი პასუხი აქვს: "ეს ჩემი ხასიათია".

თმის ფერი და ვარცხნილობა

- თმის ფერს თითქმის ყოველთვე ვიცვლი. მაგალითად, ამ თვეში მესამედ შევიღებე. ბუნებრივად ქერა თმა მაქვს. პირველად თმა დაახლოებით, 13 წლისამ გავიღიავე, შემდეგ - წითლად, ვარდისფრად, შავად, ქერად, მომწვანოდ შევიღებე (იცინის)... ზოგადად, ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს - ჩემგან ყველაფერი მოსალოდნელია. ბუნებრივად ხვეული თმა მაქვს, რასაც ვერ ვეგუები, ამიტომ ხშირად ვისწორებ. ხანდახან, თმას ხელოვნურად ვიგრძელებ.

შარშან ზაფხულში, ბათუმში ყოფნისას თმა ცალ მხარეს ავიპარსე. თბილისში დაბრუნებულს ლამის გული გამისკდა, რადგან აქ ასეთ ვარცხნილობას ძალიან ბევრი ატარებდა...

თმის გასაჯანსაღებლად ყველანაირ საშუალებას ვიყენებ, მათ შორის - ხალხურ რეცეპტებს. ერთმანეთში არეული კვერცხის გული, ცოტა რძე და 1 კოვზი ზეითუნის ზეთი თმისთვის ძალიან სასარგებლოა. ეს ნაზავი თმაზე ნახევარი საათით უნდა გაიჩერო, შემდეგ ჩამოიბანო.

მაკიაჟი და სახის კანის მოვლა

- ჩემში ყველაზე მეტად, თვალები მომწონს და მაკიაჟის კეთებისას მათ გამოკვეთას ვცდილობ. ყოველდღიურად, თვალზე ტუშსა და ლაინერს ვისვამ, ხანდახან - თვალის შავ ფანქარსაც. წინათ, სამოდელო სააგენტოში კონტრაქტები მქონდა. იქ ვიზაჟის ხელოვნება პროფესიულ დონეზე არ მისწავლია, მაგრამ ვიცი, ყოველდღიურად კარგი მაკიაჟი როგორ გავიკეთო.

სახის კანს განსაკუთრებულად არ ვუვლი, მხოლოდ დამატენიანებელ კრემს ვიყენებ.

პირსინგი და ტატუ

- პირსინგი ჭიპზე მქონდა, მაგრამ შეხორცდა. 3-ჯერ გავიხვრიტე და ვერც ერთხელ ვერ შევინარჩუნე. მეოთხედაც ვაპირებ...

გუშინ ვითვლიდი და მგონი, 7 ტატუ მაქვს. პირველი ტატუ - ჯვრის გამოსახულება სავარაუდოდ, 13 წლისამ გავიკეთე. ამ დროს ბავშვი ზუსტად იმ ეტაპზეა, როცა უნდა გადაწყვიტოს, რისი სწამს და რისი - არა. შესაბამისად, მე რისიც მწამდა, ის მინდოდა, უკეთ გამომეხატა. ჰოდა, ალბათ მკლავზე ჯვარი ამიტომაც დავიხატე. ჩემს პირველ ტატუს ოჯახში აჟიოტაჟი მოჰყვა, მაგრამ მერე დედა ამ ფაქტს როგორღაც შეეგუა. შემდეგ მეორე ტატუც გავიკეთე, მესამეც და ა.შ.

ვარჯიში და დიეტა

- ადრე ინტენსიურად ვვარჯიშობდი, ახლა კი ამას დატვირთული დღის რეჟიმის გამო ვეღარ ვახერხებ. თუმცა ვცდილობ, საღამოობით მაინც ვირბინო და ჩემს სხეულს ყურადღება მივაქციო.

დიეტა არასოდეს დამიცავს. დაახლოებით 13 წლიდან 45 კილოგრამს ვიწონი - წონაში არც დამიკლია და არც მომიმატია.

სამოსი

- გარშემო მყოფებს სულ უკვირთ: ყოველთვის რაღაც ახალს რომ ვყიდულობ, მაგრამ შოპინგი არ მიყვარს - მეზარება. ბრენდებს უპირატესობას არ ვანიჭებ. მთავარია, სამოსი ხარისხიანი იყოს და მომიხდეს. ნაზი გარეგნობა მაქვს და ჭრელ ტანსაცმელს რომ ვიცვამ, უფრო ნაზი ვჩანვარ, რაც "ჩემი" ნამდვილად არ არის. ამიტომ ყველაფერი შავი მქონდა: შარვალი, კაბა, მაისური... ახლა შავი თმა მაქვს და ვცდილობ, გარდერობი მაინც "გავიფერადო".

წვეტიანი ფეხსაცმელი მომწონს. უპირატესობას მაღალ ქუსლს ვანიჭებ. ალბათ, ესეც ჩემი განსაკუთრებული სტილის შემადგენელი ნაწილია.

აქსესუარები და სამკაული

- ჩემთვის აქსესუარები მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ ისინი ადამიანის პიროვნებას "ხაზს უსვამს". რამდენიმე აქსესუარი, მაგალითად - ჩემი 4 ბეჭედი ყოველდღე მიკეთია. საყურე დიდად არ მიყვარს. ყელსაბამები მომწონს. რამდენიმე სხვადასხვა ფერის ჯაჭვი მაქვს და ხშირად ვიკეთებ. ზოგჯერ სამაჯურსაც ვატარებ.

საქმე

- ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი საქმე სიმღერა გახლავთ. ახლა მთლიანად პროექტზე - "საქართველოს ვარსკვლავი" ვარ "გადართული", რადგან მასში მონაწილეობის მისაღებად დიდხანს ვემზადებოდი. ძალიან მინდოდა, ქართველი მაყურებლებისთვის საინტერესო "პროექტი" ვყოფილიყავი და რაღაც ისეთი გამეკეთებინა, რაც ჯერ არ უნახავთ. მიუხედავად იმისა, რომ აბიტურიენტი ვარ, პროექტისთვის თავს არ ვზოგავ. შანსი მომეცა, ყოველკვირა კონცერტი მქონდეს. ვცდილობ, უპირველეს ყოვლისა, იმედი საკუთარ თავს გავუმართლო, შემდეგ კი იმ გუნდს, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობს.

ბევრი ბავშვის მსგავსად, მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე, მაგრამ დაკვრა არც ერთ ინსტრუმენტზე არ ვიცი. ფორტეპიანოზე 7 წელი დავდიოდი და მიუხედავად იმისა, რომ ნოტების ცნობაც არ ვიცოდი, 10-ფურცლიან ნაწარმოებს ვუკრავდი (იცინის). დიპლომი ავიღე, მაგრამ რად მინდა, კაცმა არ იცის.

ყოველთვის მეუბნებიან, რომ სიმღერისთვის საინტერესო რეპერტუარს ვარჩევ, თანამედროვე რაღაცებს "ვაქავერებ". "საქართველოს ვარსკვლავისთვის" 1 თანამედროვე და 1 ძველი "სკოლა" "გავიტანე". ამან გაამართლა... პროექტისთვის სახლის პირობებში ვემზადებოდი - ვოკალის პედაგოგთან არასოდეს მივლია.

ადრე ფილარმონიაში არასოდეს მიმღერია, მაგრამ კლუბებში პატარა "ივენთები" მქონდა. 3 წლიდან ავმღერდი. მას შემდეგ არ გავჩერებულვარ. თამამი ნათქვამი გამომივა, მაგრამ მაინც ვიტყვი: ბავშვობიდან ჩემი სტილი მაქვს. მშობლები მელომანები არიან. ამბობდნენ, - ამ ბავშვს ვოკალის პედაგოგთან მისვლა "გააფუჭებსო". ვფიქრობ, მართლები იყვნენ. პედაგოგთან რომ მივეყვანე, დღეს ისეთი არ ვიქნებოდი, როგორიც ჟიურის წევრებსა და მაყურებლებს მოვეწონე, რის გამოც პროექტში დამტოვეს.

ყველა მუსიკალურ მიმართულებას ვუსმენ, უფრო მეტად - ალტერნატივას. ჩემი საყვარელი მომღერალი ბიორკი გახლავთ. მასზე ვგიჟდები, "ჭკუა მეკეტება"! თანამედროვე სიმღერებსაც ვუსმენ და ძველსაც...

"საქართველოს ვარსკვლავში" წელს განსაკუთრებულად ძლიერი კონკურსანტები არიან. ძალიან მიხარია, რომ მათთან მოვხვდი. ერთმანეთის მიმართ მეგობრულად განწყობილები ვართ. გამარჯვების შანსი ყველას გვაქვს. ვეცდები, ჩემი "პლუსი" - სითამამე და კარგი გემოვნება მაყურებლამდე სწორად "მივიტანო".

ოჯახი

- ოჯახში სამნი ვართ: მე, დედა და ბებია. დედ-მამა დაშორებულები არიან, მაგრამ ოჯახებით ვმეგობრობთ: მამის მხრიდან და-ძმა მყავს. მოკლედ, შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ, ერთად ხშირად ვსეირნობთ...

დედასთან იდეალური ურთიერთობა მაქვს. ცდილობს, არაფერი ამიკრძალოს.

ბებია განათლებული ქალია და მაგარი ხასიათიც აქვს. მასთან არასოდეს მოიწყენთ. ყველანაირად დადებითი პიროვნება გახლავთ. სულ მინდოდა, ხასიათით ბებიას დავმსგავსებოდი. მგონი, გამიმართლა და ვგავარ. ამით ვამაყობ.

პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მაქვს: მეგობარი ბიჭი მყავს, რომელიც ჩემთვის იდეალურ პიროვნებად მიმაჩნია გარეგნობითაც, ხასიათითაც... ისიც ხელოვანი გახლავთ: სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობს. ერთმანეთს კარგად ვუგებთ. 1 წელია, რაც ერთად ვართ. იმედია, ჩვენი ურთიერთობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

დასვენება და გართობა

- წიგნების კითხვა და ფილმების ყურება მიყვარს. ბერტოლუჩის ფილმები მომწონს. ჩემი საყვარელი მწერალი კორტასარი გახლავთ. კლუბური გართობა მიყვარს. შეიძლება ითქვას, რომ ღამის კლუბებში "ვმოღვაწეობ": პარასკევს შინიდან რომ გავდივარ, მგონი, კვირამდე აღარ შემოვდივარ (იცინის)... ჩემთვის "საქართველოს ვარსკვლავში" მონაწილეობაც ერთგვარი გართობა და დასვენებაა, რადგან საყვარელ საქმეს ვაკეთებ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება