პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ურჩევენ მეგი გოგიტიძე და ირინა ბაირამაშვილი ერთმანეთს
რას ურჩევენ მეგი გოგიტიძე და ირინა ბაირამაშვილი ერთმანეთს

ცოტა ხნის წინ ირი­ნა ბა­ი­რა­მაშ­ვილ­მა და მეგი გო­გი­ტი­ძემ დუ­ე­ტი ჩა­წე­რეს. რო­გორც თა­ვად გვი­თხრეს, დიდი ხა­ნია, მე­გობ­რო­ბენ და სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც მსმე­ნელ­მა მა­ლე­ვე შე­იყ­ვა­რა, ერ­თად ჩა­წე­რეს.

ცნო­ბი­სათ­ვის, მე­გის სა­კუ­თა­რი ბენ­დი ჰყავს; აქვს ხმის ჩამ­წე­რი სტუ­დი­აც. სი­ახ­ლე კი ის გახ­ლავთ, რომ გო­გო­ნე­ბი მალე მოს­კოვ­ში გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან, სა­დაც სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოს­ვლე­ბი აქვთ და­გეგ­მი­ლი.

ირი­ნა:

- ბავ­შვო­ბი­დან რო­ბერტ ბარ­ძი­მაშ­ვი­ლის სტუ­დი­ა­ში დავ­დი­ო­დი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­გა­რე­ჯო­ში ვცხოვ­რობ და დედა იქი­დან თბი­ლის­ში მა­ტა­რებ­და ხოლ­მე. გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში სიმ­ღე­რა შევ­წყვი­ტე, თუმ­ცა გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მუ­სი­კის მოს­მე­ნა ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ "ჯე­ოს­ტა­რი­დან" გა­მიც­ნო. ბო­ლოს, რო­გორც იცით, "ახალ ხმა­ში" ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი.

მეგი:

- დიდი ხა­ნია, ვმღე­რი. 16 წლი­დან ბენდთან ერ­თად ვმუ­შა­ობ. ჩვენ ახალ-ახალ სიმ­ღე­რებს ვქმნით, ეს პრო­ცე­სი კი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა.

- ბენდთან მუ­შა­ო­ბა ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის­თვის ფუ­ფუ­ნე­ბაა. შენ რო­გორ მო­ა­ხერ­ხე ბენ­დის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა?

- რა თქმა უნდა, ამ ყვე­ლა­ფერს თან სდევ­და გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. რო­გორც გი­თხა­რით, დიდი ხანი მო­ვან­დო­მე ბენ­დის სა­ბო­ლოო და­კომ­პლექ­ტე­ბას. ვიდ­რე ეს მოხ­დე­ბო­და, ჩვე­ნი ბენ­დი­დან ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი წა­ვიდ­ნენ, რად­გან მუ­სი­კა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით ერ­თმა­ნეთს ვერ ვე­წყო­ბო­დით. უფ­ლის წყა­ლო­ბით, ახლა ვი­პო­ვე ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც ახლა ნა­ყო­ფი­ე­რად ვმუ­შა­ობ. ჩემ გარ­და, ბენდში ოთხი წევ­რია. ჩვენ 10 მა­ისს მოს­კოვ­ში მივ­დი­ვართ. რე­ჟი­სორ­მა ჟე­ნია კუ­რინ­მა ჩვენს სიმ­ღე­რებს მო­უს­მი­ნა და შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, მისი ფილ­მის პრე­მი­ე­რა­ზე ვიმ­ღე­როთ. 20 მა­ისს კი ჩვე­ნი კონ­ცერ­ტია და­გეგ­მი­ლი. კი­ე­ვი­და­ნაც გვაქვს მოწ­ვე­ვა. უნ­დათ, რომ მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ში მი­ვი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. დიდი გეგ­მე­ბი მაქვს ჩემს ბენდთან ერ­თად. სხვა­თა შო­რის, ვიდ­რე მოს­კოვ­ში წა­ვალთ, 2 მა­ისს ქუ­თა­ის­ში, ღია ცის ქვეშ გვექ­ნე­ბა კონ­ცერ­ტი.

- ირი­ნა, "ახა­ლი ხმის" შემ­დეგ თუ მი­ი­ღე რა­ი­მე ხელ­საყ­რე­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!?

- ახლა ცუდი პე­რი­ო­დია იმ მხრივ, რომ კონ­ცერ­ტებს იშ­ვი­ა­თად მარ­თა­ვენ, მაგ­რამ როცა ვი­ღაც ღო­ნის­ძი­ე­ბას ატა­რებს, საქ­ველ­მოქ­მე­დოა თუ არა­საქ­ველ­მოქ­მე­დო, ყო­ველ­თვის მე­ძა­ხი­ან. მი­ხა­რია, რომ ხალ­ხს ვახ­სო­ვარ. სამ­წუ­ხა­როდ, ზარ­მა­ცი გახ­ლა­ვართ. მუ­დამ ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ვარ - არ ვიცი, რა მინ­და. ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბენ­დი მეც მყავ­და და ჩვენ ბა­რებ­ში ვმღე­რო­დით, მაგ­რამ ახლა მინ­და, მუ­სი­კა თა­ვად შევ­ქმნა. სხვა­თა შო­რის, მეგი წერს მუ­სი­კას, რაც ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან მა­გა­რია, ეს ღვთის­გან ბო­ძე­ბუ­ლი ნი­ჭია... გე­ტყვით იმა­საც, რომ სა­გა­რე­ჯო­ში სა­კუ­თა­რი მუ­სი­კა­ლუ­რი სტუ­დია მაქვს და მინ­და, ასე­თი­ვე სტუ­დია თბი­ლის­შიც მქონ­დეს. თუ ამ ჩა­ნა­ფიქ­რს გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ, ჩემს სტუ­დი­ა­ში აუ­ცი­ლებ­ლად, ვო­კა­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად მსურ­ვე­ლებს სას­ცე­ნო ხე­ლოვ­ნე­ბას, მე­ტყვე­ლე­ბის კულ­ტუ­რა­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ა­საც ვას­წავ­ლით.

მინ­და, მო­მა­ვა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა მთლი­ა­ნად მუ­სი­კას და­ვუ­კავ­ში­რო. ადრე სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ვმუ­შა­ობ­დი. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მივ­ხვდი, რომ იქ ჩემი ად­გი­ლი არ იყო და ამი­ტო­მაც, სამ­სა­ხურს ხში­რად ვაც­დენ­დი. ამის გამო გა­მიბ­რაზ­დნენ და და­მი­თხო­ვეს.

- ალ­ბათ, მშობ­ლე­ბი ხელს გი­წყო­ბენ მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რის აწყო­ბა­ში, არა?

- დე­დას უნ­დო­და, ისე­თი სამ­სა­ხუ­რი მქო­ნო­და, სა­დაც სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი მექ­ნე­ბო­და. თუმ­ცა, იმა­საც ხვდე­ბა, რომ სიმ­ღე­რის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შე­მიძ­ლია. ჰოდა, ახლა წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მი­წყობს ხელს.

მეგი:

- დე­და­ჩემს უნ­დო­და, იუ­რი­დი­ულ­ზე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. ასეც მოხ­და, მაგ­რამ პირ­ვე­ლი კურ­სი დავ­ხუ­რე თუ არა, სა­ბუ­თე­ბი გა­მო­ვი­ტა­ნე და თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე. მსა­ხი­ო­ბო­ბა ძა­ლი­ან მომ­წონს. მშობ­ლე­ბი ყვე­ლა­ფერ­ში ხელს მი­წყო­ბენ.

- რო­მე­ლი­მე სა­ტე­ლე­ვი­ზიო მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი არ გქო­ნია?

- "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მი­ა­ში" ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. გახ­სოვთ ალ­ბათ, შე­ნო­ბის ჩა­მონ­გრე­ვის გამო პრო­ექ­ტი რომ შე­წყდა. ეს დიდი ხნის წინ იყო და მას მერე სხვა რო­მე­ლი­მე პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი არ გამ­ჩე­ნია - ასე­თი შო­უ­ე­ბის ფორ­მა­ტი "ჩემი" არ არის. არც ტე­ლე­ვი­ზი­ით მო­პო­ვე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა მხიბ­ლავს; ამის გა­რე­შეც ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მიც­ნობს და მის­მენს. Night office-ში გვქონ­და კონ­ცერ­ტი და 2 000 კაცი მო­ვი­და.

ირი­ნა:

- მე­გის ვე­თან­ხმე­ბი: პო­პუ­ლა­რო­ბის მო­პო­ვე­ბა ამ გზით ჯობს, ვიდ­რე - ტე­ლე­ვი­ზი­ით. მგო­ნია, რომ ჩემი მსმე­ნე­ლი ცოტა არ იყოს, გა­ვა­ღი­ზი­ა­ნე. ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლი მე­უბ­ნე­ბო­და: პრო­ექ­ტი არ მი­ნა­ხავს, სა­დაც შენ არ იყა­ვიო. ეს სი­ზარ­მა­ცით მო­მი­ვი­და; თით­ქოს, ამ კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­მო­სა­ვალს ვპო­უ­ლობ­დი. თა­ნაც - სცე­ნა ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბო­და, მწყუ­რო­და. ახლა მინ­და, სტუ­დი­ა­ში ჩა­ვი­კე­ტო და ვი­მუ­შაო.

მეგი:

- ირი­ნას ყო­ველ­თვის ვე­უბ­ნე­ბო­დი, - ამ პრო­ექ­ტებს მო­ეშ­ვი-მეთ­ქი. ძა­ლი­ან კარ­გად მღე­რის, კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას კი გარ­კვე­ულ ჩარ­ჩო­ში უნდა ჩაჯ­დეს. ირი­ნაც და მეც სიმ­ღე­რის დროს თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვა­ნი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას.

- ერ­თმა­ნე­თი რო­დის გა­ი­ცა­ნით? რო­დის და­მე­გობ­რდით?

- და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი წე­ლია, ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობთ. გაც­ნო­ბის დღი­დან­ვე დავ­მე­გობ­რდით. ირი­ნა ჩემი დაა.

- სიმ­ღე­რის ტექ­სტზე რას გვე­ტყვით?

- ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის, გუჯა ბურ­დუ­ლი­სა და ჩემი ტექ­სტი არის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. ყო­ველ­თვის მინ­დო­და, ეს სიმ­ღე­რა მე და ირი­ნას გვემ­ღე­რა, რად­გან ვი­ცო­დი, მას აკორ­დე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­უხ­დე­ბო­და. სიმ­ღე­რა ჩვენს "აი სტუ­დი­ო­ში" ჩა­ი­წე­რა.

ირი­ნა:

- მე­გის­თან ჩა­წე­რი­ლი დუ­ე­ტი ყვე­ლას მოს­წონს. არ არ­სე­ბობს, ქა­ლაქ­ში გა­მო­ვი­დე და ერ­თმა მა­ინც არ მი­თხრას, რომ კარ­გი სიმ­ღე­რაა.

- მუ­სი­კა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა თქვენ­თვის შე­მო­სავ­ლის წყა­როს წარ­მო­ად­გენს?

მეგი:

- ნამ­დვი­ლად შე­მო­სავ­ლის წყა­როა, რად­გან კონ­ცერ­ტებ­ზე ხში­რად გვე­ძა­ხი­ან. ჩვე­ნი ბენ­დის გა­მოს­ვლას ხალ­ხი ყო­ველ­თვის ეს­წრე­ბა.

ირი­ნა:

- ის საქ­მე, რაც გსი­ა­მოვ­ნებს და რა­საც გუ­ლით აკე­თებ, შე­მო­სავ­ლის წყა­როდ მეტ-ნაკ­ლე­ბად, გა­მოდ­გე­ბა. რო­დე­საც მე­კი­თხე­ბი­ან, - რამ­დენს ვი­თხოვ იმის­თვის, რომ ამა თუ იმ სა­ღა­მო­ზე ვიმ­ღე­რო? - პა­სუ­ხის გა­ცე­მა მიძ­ნელ­დე­ბა და ამ კი­თხვის ავ­ტორს ვე­უბ­ნე­ბი: რისი სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვთ-მეთ­ქი?...

მეგი:

- ახლა მო­და­შია საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტე­ბი. ამას წი­ნათ ერთ ასეთ კონ­ცერ­ტზე მი­ვე­დი და ვი­კი­თხე, - ვის ვეხ­მა­რე­ბით-მეთ­ქი? თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი მომ­ღერ­ლებ­საც არ ჰქონ­დათ. ასე­თი რა­ღა­ცე­ბი, ხალ­ხის მო­ტყუ­ე­ბა ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

- სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

ირი­ნა:

- მეგი გას­ტრო­ლი­დან რომ დაბ­რუნ­დე­ბა, ახალ სიმ­ღე­რებს აუ­ცი­ლებ­ლად ჩავ­წერთ.

მეგი:

- მა­ნამ­დე კი ჩემი სიმ­ღე­რა გა­მო­ვა, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, რა­დიო "აფხა­ზე­თის ხმა­ზე" აჟ­ღერ­დე­ბა.

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები

რას ურჩევენ მეგი გოგიტიძე და ირინა ბაირამაშვილი ერთმანეთს

რას ურჩევენ მეგი გოგიტიძე და ირინა ბაირამაშვილი ერთმანეთს

ცოტა ხნის წინ ირინა ბაირამაშვილმა და მეგი გოგიტიძემ დუეტი ჩაწერეს. როგორც თავად გვითხრეს, დიდი ხანია, მეგობრობენ და სიმღერა, რომელიც მსმენელმა მალევე შეიყვარა, ერთად ჩაწერეს.

ცნობისათვის, მეგის საკუთარი ბენდი ჰყავს; აქვს ხმის ჩამწერი სტუდიაც. სიახლე კი ის გახლავთ, რომ გოგონები მალე მოსკოვში გაემგზავრებიან, სადაც საინტერესო გამოსვლები აქვთ დაგეგმილი.

ირინა:

- ბავშვობიდან რობერტ ბარძიმაშვილის სტუდიაში დავდიოდი. მოგეხსენებათ, საგარეჯოში ვცხოვრობ და დედა იქიდან თბილისში მატარებდა ხოლმე. გარდატეხის ასაკში სიმღერა შევწყვიტე, თუმცა გემოვნებიანი მუსიკის მოსმენა ყოველთვის ძალიან მიყვარდა. საზოგადოებამ "ჯეოსტარიდან" გამიცნო. ბოლოს, როგორც იცით, "ახალ ხმაში" ვმონაწილეობდი.

მეგი:

- დიდი ხანია, ვმღერი. 16 წლიდან ბენდთან ერთად ვმუშაობ. ჩვენ ახალ-ახალ სიმღერებს ვქმნით, ეს პროცესი კი ძალიან საინტერესოა.

- ბენდთან მუშაობა ქართველი მომღერლისთვის ფუფუნებაა. შენ როგორ მოახერხე ბენდის ჩამოყალიბება?

- რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს თან სდევდა გარკვეული პრობლემები. როგორც გითხარით, დიდი ხანი მოვანდომე ბენდის საბოლოო დაკომპლექტებას. ვიდრე ეს მოხდებოდა, ჩვენი ბენდიდან ძალიან ნიჭიერი ადამიანები წავიდნენ, რადგან მუსიკალური თვალსაზრისით ერთმანეთს ვერ ვეწყობოდით. უფლის წყალობით, ახლა ვიპოვე ის ადამიანები, რომლებთან ერთადაც ახლა ნაყოფიერად ვმუშაობ. ჩემ გარდა, ბენდში ოთხი წევრია. ჩვენ 10 მაისს მოსკოვში მივდივართ. რეჟისორმა ჟენია კურინმა ჩვენს სიმღერებს მოუსმინა და შემოგვთავაზა, მისი ფილმის პრემიერაზე ვიმღეროთ. 20 მაისს კი ჩვენი კონცერტია დაგეგმილი. კიევიდანაც გვაქვს მოწვევა. უნდათ, რომ მუსიკალურ ფესტივალში მივიღოთ მონაწილეობა. დიდი გეგმები მაქვს ჩემს ბენდთან ერთად. სხვათა შორის, ვიდრე მოსკოვში წავალთ, 2 მაისს ქუთაისში, ღია ცის ქვეშ გვექნება კონცერტი.

- ირინა, "ახალი ხმის" შემდეგ თუ მიიღე რაიმე ხელსაყრელი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!?

- ახლა ცუდი პერიოდია იმ მხრივ, რომ კონცერტებს იშვიათად მართავენ, მაგრამ როცა ვიღაც ღონისძიებას ატარებს, საქველმოქმედოა თუ არასაქველმოქმედო, ყოველთვის მეძახიან. მიხარია, რომ ხალხს ვახსოვარ. სამწუხაროდ, ზარმაცი გახლავართ. მუდამ ძიების პროცესში ვარ - არ ვიცი, რა მინდა. ორი წლის განმავლობაში ბენდი მეც მყავდა და ჩვენ ბარებში ვმღეროდით, მაგრამ ახლა მინდა, მუსიკა თავად შევქმნა. სხვათა შორის, მეგი წერს მუსიკას, რაც ვფიქრობ, ძალიან მაგარია, ეს ღვთისგან ბოძებული ნიჭია... გეტყვით იმასაც, რომ საგარეჯოში საკუთარი მუსიკალური სტუდია მაქვს და მინდა, ასეთივე სტუდია თბილისშიც მქონდეს. თუ ამ ჩანაფიქრს განვახორციელებ, ჩემს სტუდიაში აუცილებლად, ვოკალის პარალელურად მსურველებს სასცენო ხელოვნებას, მეტყველების კულტურასა და ქორეოგრაფიასაც ვასწავლით.

მინდა, მომავალი საქმიანობა მთლიანად მუსიკას დავუკავშირო. ადრე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ვმუშაობდი. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ იქ ჩემი ადგილი არ იყო და ამიტომაც, სამსახურს ხშირად ვაცდენდი. ამის გამო გამიბრაზდნენ და დამითხოვეს.

- ალბათ, მშობლები ხელს გიწყობენ მუსიკალური კარიერის აწყობაში, არა?

- დედას უნდოდა, ისეთი სამსახური მქონოდა, სადაც სტაბილური შემოსავალი მექნებოდა. თუმცა, იმასაც ხვდება, რომ სიმღერის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ჰოდა, ახლა წარმატების მიღწევაში შეძლებისდაგვარად მიწყობს ხელს.

მეგი:

- დედაჩემს უნდოდა, იურიდიულზე ჩამებარებინა. ასეც მოხდა, მაგრამ პირველი კურსი დავხურე თუ არა, საბუთები გამოვიტანე და თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. მსახიობობა ძალიან მომწონს. მშობლები ყველაფერში ხელს მიწყობენ.

- რომელიმე სატელევიზიო მუსიკალურ პროექტში მონაწილეობის სურვილი არ გქონია?

- "ვარსკვლავების აკადემიაში" ვმონაწილეობდი. გახსოვთ ალბათ, შენობის ჩამონგრევის გამო პროექტი რომ შეწყდა. ეს დიდი ხნის წინ იყო და მას მერე სხვა რომელიმე პროექტში მონაწილეობის სურვილი არ გამჩენია - ასეთი შოუების ფორმატი "ჩემი" არ არის. არც ტელევიზიით მოპოვებული პოპულარობა მხიბლავს; ამის გარეშეც ძალიან ბევრი ადამიანი მიცნობს და მისმენს. Night office-ში გვქონდა კონცერტი და 2 000 კაცი მოვიდა.

ირინა:

- მეგის ვეთანხმები: პოპულარობის მოპოვება ამ გზით ჯობს, ვიდრე - ტელევიზიით. მგონია, რომ ჩემი მსმენელი ცოტა არ იყოს, გავაღიზიანე. ოთარ ტატიშვილი მეუბნებოდა: პროექტი არ მინახავს, სადაც შენ არ იყავიო. ეს სიზარმაცით მომივიდა; თითქოს, ამ კონკურსებში მონაწილეობით გამოსავალს ვპოულობდი. თანაც - სცენა ძალიან მენატრებოდა, მწყუროდა. ახლა მინდა, სტუდიაში ჩავიკეტო და ვიმუშაო.

მეგი:

- ირინას ყოველთვის ვეუბნებოდი, - ამ პროექტებს მოეშვი-მეთქი. ძალიან კარგად მღერის, კონკურსებში მონაწილეობისას კი გარკვეულ ჩარჩოში უნდა ჩაჯდეს. ირინაც და მეც სიმღერის დროს თავისუფლებას ვანიჭებთ უპირატესობას.

- ერთმანეთი როდის გაიცანით? როდის დამეგობრდით?

- დაახლოებით ხუთი წელია, ერთმანეთს ვიცნობთ. გაცნობის დღიდანვე დავმეგობრდით. ირინა ჩემი დაა.

- სიმღერის ტექსტზე რას გვეტყვით?

- ტერენტი გრანელის, გუჯა ბურდულისა და ჩემი ტექსტი არის გაერთიანებული. ყოველთვის მინდოდა, ეს სიმღერა მე და ირინას გვემღერა, რადგან ვიცოდი, მას აკორდები ყველაზე მეტად მოუხდებოდა. სიმღერა ჩვენს "აი სტუდიოში" ჩაიწერა.

ირინა:

- მეგისთან ჩაწერილი დუეტი ყველას მოსწონს. არ არსებობს, ქალაქში გამოვიდე და ერთმა მაინც არ მითხრას, რომ კარგი სიმღერაა.

- მუსიკალური საქმიანობა თქვენთვის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს?

მეგი:

- ნამდვილად შემოსავლის წყაროა, რადგან კონცერტებზე ხშირად გვეძახიან. ჩვენი ბენდის გამოსვლას ხალხი ყოველთვის ესწრება.

ირინა:

- ის საქმე, რაც გსიამოვნებს და რასაც გულით აკეთებ, შემოსავლის წყაროდ მეტ-ნაკლებად, გამოდგება. როდესაც მეკითხებიან, - რამდენს ვითხოვ იმისთვის, რომ ამა თუ იმ საღამოზე ვიმღერო? - პასუხის გაცემა მიძნელდება და ამ კითხვის ავტორს ვეუბნები: რისი საშუალება გაქვთ-მეთქი?...

მეგი:

- ახლა მოდაშია საქველმოქმედო კონცერტები. ამას წინათ ერთ ასეთ კონცერტზე მივედი და ვიკითხე, - ვის ვეხმარებით-მეთქი? თქვენ წარმოიდგინეთ, ამ კითხვაზე პასუხი მომღერლებსაც არ ჰქონდათ. ასეთი რაღაცები, ხალხის მოტყუება ჩემთვის მიუღებელია.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

ირინა:

- მეგი გასტროლიდან რომ დაბრუნდება, ახალ სიმღერებს აუცილებლად ჩავწერთ.

მეგი:

- მანამდე კი ჩემი სიმღერა გამოვა, რომელიც სავარაუდოდ, რადიო "აფხაზეთის ხმაზე" აჟღერდება.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება