მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გააკვირვა ტაქსის მძღოლმა ქალმა არჩილ არველაძე
როგორ გააკვირვა ტაქსის მძღოლმა ქალმა არჩილ არველაძე

ალ­ბათ, შე­გი­ნიშ­ნავთ თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ტაქ­სის მძღო­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი. მარი დო­რე­უ­ლი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქა­ლია, ვინც ამ კა­ცურ საქ­მეს ხელი მოჰ­კი­და და უკვე 7 წე­ლია, მგზავ­რებს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

მყავს შვი­ლი, რო­მელ­საც მარ­ტო ვზრდი, ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტე, ამ კა­ცუ­რი საქ­მის­თვის მო­მე­კი­და ხელი: ფუ­ლიც მექ­ნე­ბო­და და დროც დამ­რჩე­ბო­და ჩემი შვი­ლის­თვის. ჩემი ახ­ლო­ბე­ლი მუ­შა­ობ­და ერთ-ერთ ტაქ­სო­პარკში და იქ მი­ვე­დი. დი­რექ­ტორს ეგო­ნა, ვა­ტყუ­ებ­დი, მე­უბ­ნე­ბო­და, სად გაქვს და­მაგ­რე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი კა­მე­რა, მი­თხა­რიო. ერთი კვი­რა რომ ვი­ა­რე, დარ­წმუნ­და, არ ვა­ტყუ­ებ­დი და მომ­ცა მან­ქა­ნაც და გა­სა­ღე­ბიც. მას შემ­დეგ 7 წელი გა­ვი­და. ჩას­ხდო­მი­სას ჯერ უკ­ვირთ, მერე და­ძა­ბუ­ლე­ბი არი­ან. როცა დარ­წმუნ­დე­ბი­ან, რომ კარ­გად ვა­ტა­რებ - მშვიდ­დე­ბი­ან, უკვე აინ­ტე­რე­სებთ ჩემი ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ხან­და­ხან ყა­ვა­ზეც მპა­ტი­ჟე­ბენ, რა­ზეც თა­ვა­ზი­ან უარს ვამ­ბობ.

- ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს თუ უმგზავ­რი­ათ თქვენ­თან?

- კი. მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლი წა­ვიყ­ვა­ნე ერთხელ, ნა­ნუ­ლი სა­რა­ჯიშ­ვილ­მაც იმ­გზავ­რა, სო­ლო­ლაკ­ში მი­ვიყ­ვა­ნე. ერთხელ მე­გობ­რებ­თან ერ­თად ჩა­მიჯ­და მან­ქა­ნა­ში ფეხ­ბურ­თე­ლი არ­ჩილ არ­ვე­ლა­ძე, ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­და, ქალი რომ და­ი­ნა­ხა სა­ჭეს­თან. მი­თხრა, უცხო­ეთ­ში ხში­რად შემ­ხვედ­რია ქალი-მძღო­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი პირ­ვე­ლად ვხე­და­ვო. ერთხელ, ღა­მით, მა­მა­კა­ცი ჩა­მიჯ­და, ნუ­ცუ­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე წა­ვიყ­ვა­ნე, რა­ტომ­ღაც ყვე­ლას პა­ტა­რა ვგო­ნი­ვარ, თუმ­ცა 34 წლის ვარ. მკი­თხა - შვი­ლო, მარ­თვას სწავ­ლო­ბო? ვუ­პა­სუ­ხე - ხვალ ექ­სკურ­სი­ა­ზე მივ­დი­ვარ, მამა შინ ნას­ვა­მი დაბ­რუნ­და, ფული არ მომ­ცა, ამი­ტომ გა­სა­ღე­ბი მოვ­პა­რე და ვცდი­ლობ, ტაქ­სა­ო­ბით შე­ვაგ­რო­ვო ეს თან­ხა - მეთ­ქი. 50-ლა­რი­ა­ნი და­მი­დო კაც­მა სა­ვარ­ძელ­ზე, აიღე და სახ­ლში წა­დიო. ვინც წარ­მა­ტე­ბას სა­კუ­თა­რი შრო­მის ფა­სად აღ­წევს, მას არა­ფე­რი უკ­ვირს. არც მე მე­გო­ნა ბავ­შვო­ბა­ში, რომ ამ საქ­მეს მოვ­კი­დებ­დი ხელს, მაგ­რამ ხვალ რა მოხ­დე­ბა, არა­ვინ იცის...

პრო­ფე­სი­ით ბი­ო­ლო­გი ვარ, თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. შე­მიძ­ლია სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ით სამ­სა­ხუ­რის პოვ­ნა, მაგ­რამ 200-300 ლარი მექ­ნე­ბა ხელ­ფა­სი, ეს თან­ხა ოჯახს კი არა, ერთ ადა­მი­ანს არ ეყო­ფა.

- მან­ქა­ნის ნა­წი­ლებ­ში კარ­გად ერ­კვე­ვით?

- 13 წლი­დან ვმარ­თავ მან­ქა­ნას და ნა­წი­ლებ­შიც კარ­გად ვერ­კვე­ვი. უმ­ნიშ­ვნე­ლო და­ზი­ა­ნე­ბას მე თვი­თონ ვუმკლავ­დე­ბი. ერთხელ მგზავ­რთან სა­ნაძ­ლეო დავ­დე: 5 წუთ­ში უნდა გა­მო­მეც­ვა­ლა სა­ბუ­რა­ვი. მე კი 3 წუთ­ში შევ­ძე­ლი ამის გა­კე­თე­ბა და 100 დო­ლა­რი მო­ვი­გე. კა­ნონ­მორ­ჩი­ლი მძღო­ლი ვარ, არ ვარ­ღვევ მოძ­რა­ო­ბის წე­სებს. ხომ შე­იძ­ლე­ბა სხვა­მაც და­არ­ღვი­ოს ამ დროს და ზედ­მე­ტი თა­ვის ტკი­ვი­ლი რად მინ­და? ერთხელ აე­რო­პორ­ტში მიმ­ყავ­და მგზავ­რი, გა­მა­ჩე­რა პატ­რულ­მა და მიმ­ტკი­ცებ­და, წი­თელ­ზე გა­ი­ა­რეო. 50 ლა­რით და­მა­ჯა­რი­მა. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვაც მქონ­და, ერთხელ მთვრა­ლი მძღო­ლი და­მე­ჯა­ხა, ორი­ვე მან­ქა­ნა ჯარ­თში ჩა­ვა­ბა­რეთ.

ესა­უბ­რა თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

როგორ გააკვირვა ტაქსის მძღოლმა ქალმა არჩილ არველაძე

როგორ გააკვირვა ტაქსის მძღოლმა ქალმა არჩილ არველაძე

ალბათ, შეგინიშნავთ თბილისის ქუჩებში ტაქსის მძღოლი ქალბატონები. მარი დორეული ერთ-ერთი პირველი ქალია, ვინც ამ კაცურ საქმეს ხელი მოჰკიდა და უკვე 7 წელია, მგზავრებს ემსახურება.

მყავს შვილი, რომელსაც მარტო ვზრდი, ამიტომაც გადავწყვიტე, ამ კაცური საქმისთვის მომეკიდა ხელი: ფულიც მექნებოდა და დროც დამრჩებოდა ჩემი შვილისთვის. ჩემი ახლობელი მუშაობდა ერთ-ერთ ტაქსოპარკში და იქ მივედი. დირექტორს ეგონა, ვატყუებდი, მეუბნებოდა, სად გაქვს დამაგრებული ფარული კამერა, მითხარიო. ერთი კვირა რომ ვიარე, დარწმუნდა, არ ვატყუებდი და მომცა მანქანაც და გასაღებიც. მას შემდეგ 7 წელი გავიდა. ჩასხდომისას ჯერ უკვირთ, მერე დაძაბულები არიან. როცა დარწმუნდებიან, რომ კარგად ვატარებ - მშვიდდებიან, უკვე აინტერესებთ ჩემი ოჯახური მდგომარეობა, ხანდახან ყავაზეც მპატიჟებენ, რაზეც თავაზიან უარს ვამბობ.

- ცნობილ ადამიანებს თუ უმგზავრიათ თქვენთან?

- კი. მანანა ბერიკაშვილი წავიყვანე ერთხელ, ნანული სარაჯიშვილმაც იმგზავრა, სოლოლაკში მივიყვანე. ერთხელ მეგობრებთან ერთად ჩამიჯდა მანქანაში ფეხბურთელი არჩილ არველაძე, ძალიან გაუკვირდა, ქალი რომ დაინახა საჭესთან. მითხრა, უცხოეთში ხშირად შემხვედრია ქალი-მძღოლი, საქართველოში კი პირველად ვხედავო. ერთხელ, ღამით, მამაკაცი ჩამიჯდა, ნუცუბიძის ქუჩაზე წავიყვანე, რატომღაც ყველას პატარა ვგონივარ, თუმცა 34 წლის ვარ. მკითხა - შვილო, მართვას სწავლობო? ვუპასუხე - ხვალ ექსკურსიაზე მივდივარ, მამა შინ ნასვამი დაბრუნდა, ფული არ მომცა, ამიტომ გასაღები მოვპარე და ვცდილობ, ტაქსაობით შევაგროვო ეს თანხა - მეთქი. 50-ლარიანი დამიდო კაცმა სავარძელზე, აიღე და სახლში წადიო. ვინც წარმატებას საკუთარი შრომის ფასად აღწევს, მას არაფერი უკვირს. არც მე მეგონა ბავშვობაში, რომ ამ საქმეს მოვკიდებდი ხელს, მაგრამ ხვალ რა მოხდება, არავინ იცის...

პროფესიით ბიოლოგი ვარ, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული. შემიძლია საკუთარი პროფესიით სამსახურის პოვნა, მაგრამ 200-300 ლარი მექნება ხელფასი, ეს თანხა ოჯახს კი არა, ერთ ადამიანს არ ეყოფა.

- მანქანის ნაწილებში კარგად ერკვევით?

- 13 წლიდან ვმართავ მანქანას და ნაწილებშიც კარგად ვერკვევი. უმნიშვნელო დაზიანებას მე თვითონ ვუმკლავდები. ერთხელ მგზავრთან სანაძლეო დავდე: 5 წუთში უნდა გამომეცვალა საბურავი. მე კი 3 წუთში შევძელი ამის გაკეთება და 100 დოლარი მოვიგე. კანონმორჩილი მძღოლი ვარ, არ ვარღვევ მოძრაობის წესებს. ხომ შეიძლება სხვამაც დაარღვიოს ამ დროს და ზედმეტი თავის ტკივილი რად მინდა? ერთხელ აეროპორტში მიმყავდა მგზავრი, გამაჩერა პატრულმა და მიმტკიცებდა, წითელზე გაიარეო. 50 ლარით დამაჯარიმა. ავტოსაგზაო შემთხვევაც მქონდა, ერთხელ მთვრალი მძღოლი დამეჯახა, ორივე მანქანა ჯართში ჩავაბარეთ.

ესაუბრა თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"