საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრაგიკული ამბავი, რომელიც 47 წლის წინ თვითმფრინავის ბორტზე მოხდა
ტრაგიკული ამბავი, რომელიც 47 წლის წინ თვითმფრინავის ბორტზე მოხდა

დი­ლით ადრე ადგა. თავი მო­ი­წეს­რი­გა და ბარ­გის ჩა­ლა­გე­ბას შე­უდ­გა. ბა­თუმს უნდა დამ­შვი­დო­ბე­ბო­და და მშობ­ლი­ურ სო­ხუმ­ში გამ­გზავ­რე­ბუ­ლი­ყო. შვილს წი­თე­ლი კაბა, პალ­ტო, კოლ­ჰო­ტი და ფეხ­საც­მე­ლი ჩა­აც­ვა. ბაბ­თაც წი­თე­ლი და­აბ­ნია თმა­ზე და იქვე, ეზო­ში მდგარ ბი­ძას გას­ძა­ხა, - წა­ვე­დით, დროა უკვე! რა იცო­და ლია მა­მარ­დაშ­ვილ­მა, რომ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ის და მისი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი, ლო­ლი­ტა მი­ლო­რა­ვა სა­ში­ნე­ლი ამ­ბის თვითმხილ­ვე­ლე­ბი თუ გახ­დე­ბოდ­ნენ...

წლე­ბის შემ­დეგ ქალ­ბა­ტო­ნი ლია ცდი­ლობს, გა­იხ­სე­ნოს, თუ რა მოხ­და ბა­თუ­მი­დან სო­ხუმ­ში მი­მა­ვა­ლი თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე, შე­მოდ­გო­მის ერთ, თით­ქოს­და ჩვე­უ­ლებ­რივ დღეს:

- 1970 წლის 10 ოქ­ტომ­ბე­რი იდგა. მე, ჩემი მე­უღ­ლე და მისი მე­გობ­რე­ბი, ჩვენს შვილ­თან - ლო­ლი­ტას­თან ერ­თად, ბა­თუმ­ში ჩა­ვე­დით. ბი­ჭებს სა­ვაჭ­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ბა­რე­ბა გა­ნეზ­რა­ხათ. ბი­ძა­ჩემ­თან დავ­ბი­ნავ­დით. ჩა­ბა­რე­ბი­დან მე­ო­რე დღეს­ვე, სო­ხუმ­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად მო­ვემ­ზა­დეთ, მაგ­რამ სას­ტიკ უარ­ზე დავ­დე­ქი. მე­უღ­ლე­სა და მის მე­გობ­რებ­თან, ერთი მან­ქა­ნით მგზავ­რო­ბას მერ­ჩივ­ნა, ცალ­კე, თვითმფრი­ნა­ვით გავფრე­ნი­ლი­ყა­ვი, რად­გან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ გზად რამ­დე­ნი რეს­ტო­რა­ნიც შეხ­ვდე­ბო­დათ, ყველ­გან გა­ა­ჩე­რებ­დნენ. ეს კი, მე და ბავ­შვს, დის­კომ­ფორ­ტს შეგ­ვიქ­მნი­და. მე­ო­რე დღეს, დი­ლით, 12 სა­ათ­ზე, მე და ჩემი შვი­ლი, ბი­ძა­ჩემ­მა, ბა­თუ­მის აე­რო­პორ­ტში წაგ­ვიყ­ვა­ნა. იმ დროს ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი იქ ად­მი­ნის­ტრა­ტო­რად მუ­შა­ობ­და და ბი­ლე­თე­ბის სა­კი­თხიც უმალ მოგ­ვიგ­ვა­რა. დღე ღრუბ­ლი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა და ფრე­ნა დრო­ე­ბით გა­და­ი­დო. 15 წუთ­ში კი გა­მო­ა­ცხა­დეს, სო­ხუ­მის­კენ მი­მა­ვა­ლი მგზავ­რე­ბი თვითმფრი­ნავ­ში ჩა­სას­ხდო­მად მო­ემ­ზა­დე­თო. ყვე­ლა­ნი ტრა­პის­კენ და­ვი­ძა­რით, მაგ­რამ ისევ შეგ­ვა­ყოვ­ნეს. იმ დროს ჩემი ყუ­რა­დღე­ბა შუ­ახ­ნის მა­მა­კაც­მა და მის­მა თან­მხლებ­მა, ასე 13-14 წლის ბიჭ­მა მი­იქ­ცია, რომ­ლე­ბიც ტრაპ­ზე პირ­ვე­ლე­ბი ავიდ­ნენ და პი­ლო­ტის კა­ბი­ნის უკან, წინა ად­გი­ლე­ბი და­ი­კა­ვეს.

- ესე იგი, ეჭვი ტრაპ­ზე ას­ვლამ­დე გა­გიჩ­ნდათ?

- იმ დროს არა­ნა­ი­რი ეჭვი არ გამ­ჩე­ნია. მა­შინ ტე­რო­რის­ტულ აქ­ტებს კი­ნო­ში თუ ნა­ხავ­დი და ისიც, იშ­ვი­ა­თად. უბ­რა­ლოდ, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბამ და ფა­ცი­ფუც­მა გა­მა­ო­ცა. პირ­ვე­ლე­ბი ავიდ­ნენ. პირ­ველ სკამ­ზე დას­ხდნენ. თან, ქარ­თვე­ლე­ბი არ იყ­ვნენ, არც აფხა­ზე­ბი, არც რუ­სე­ბი... ეჭვი უკვე ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის შემ­დეგ გა­მიჩ­ნდა. ტე­რაქ­ტი რა­ტომ­ღაც, წი­ნას­წარ კარ­გად და­გეგ­მი­ლი მო­მეჩ­ვე­ნა. თუნ­დაც ის ფაქ­ტი, რომ მათ თვითმფრი­ნავ­ში ია­რა­ღი აი­ტა­ნეს, დიდ ეჭვს იწ­ვევ­და. მო­კავ­ში­რე­ე­ბი ხომ არ ჰყავ­დათ აე­რო­პორ­ტში ან თვითმფრი­ნავ­ში? ან მარ­ტო სო­ხუ­მის თვითმფრი­ნა­ვი რა­ტომ და­უშ­ვეს გა­საფ­რე­ნად? აფ­რე­ნი­დან 5 წუთ­ში, კაც­მა ბორტგამ­ცი­ლე­ბე­ლი მო­იხ­მო. ალ­ბათ ცუ­დად გახ­და და ცე­ლო­ფა­ნის პარკს ითხოვს-მეთ­ქი, - გა­ვი­ფიქ­რე. ხან­მოკ­ლე სა­უბ­რის შემ­დეგ, ბორტგამ­ცი­ლე­ბელს სა­ხე­ზე შეშ­ფო­თე­ბა შე­ვა­ტყვე, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი თავი და­ვარ­წმუ­ნე, რომ ეს ჩემი ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფი იყო. მან მგზავ­რებს კან­ფე­ტე­ბი და­უ­რი­გა და პი­ლო­ტის კა­ბი­ნა­ში შე­ვი­და. ამის და­ნახ­ვა­ზე, მა­მა­კა­ცი ფეხ­ზე წა­მოხ­ტა და უკან გაჰ­ყვა. ცოტა ხან­ში, გას­რო­ლის ხმა გა­ის­მა. რო­გორც მერე გა­ვი­გე, ბორტგამ­ცი­ლე­ბელს, ხო­მალ­დის ეკი­პა­ჟი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ გა­უფრ­თხი­ლე­ბია. პირ­ველ­მა ტყვი­ამ იმ­სხვერ­პლა ის. აფო­რი­აქ­და ხალ­ხი, ვი­ღაც პი­ლო­ტის კა­ბი­ნა­ში შეს­ვლას შე­ე­ცა­და. იმ დროს იმ კა­ცის შვი­ლი წა­მოხ­ტა. მას ხელ­ში ორი ყუმ­ბა­რა ეკა­ვა და ხალ­ხს, პა­ნი­კის შემ­თხვე­ვა­ში მათი აფეთ­ქე­ბით და­ე­მუქ­რა. ჩემს შვილს შე­ე­შინ­და და კან­ფე­ტი ყელ­ში გა­ე­ჩხი­რა. დღემ­დე ვერ ამიხ­სნია, რა ძა­ლამ გა­ნა­პი­რო­ბა, ბავ­შვს ჩემი მღელ­ვა­რე­ბა არ და­ვა­ნახ­ვე და მის და­წყნა­რე­ბას შე­ვუ­დე­ქი. ზუს­ტად არ მახ­სოვს რამ­დენ­ჯერ, მაგ­რამ კი­დევ გა­ის­რო­ლეს. ეს­რო­ლეს რა­დისტს, ინ­ფორ­მა­ცია რომ არ გა­და­ე­ცა ცენ­ტრის­თვის. არ გა­უ­მარ­თლა პი­ლოტ გი­ორ­გი ჭახ­რა­კი­ას. ტყვია ხერ­ხე­მალ­ში მოხ­ვდა და სა­მუ­და­მოდ მი­ე­ჯაჭ­ვა ინ­ვა­ლი­დის ეტლს. მე­ო­რე პი­ლო­ტი, რომ­ლის სა­ხე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ არ მახ­სოვს, სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს. მის­კენ გას­რო­ლი­ლი ტყვია, სა­ვარ­ძლის სა­ზურ­გის რკი­ნის დე­ტალს მოხ­ვდა. და­იჭრ­ნენ ბორ­ტმე­ქა­ნი­კო­სი და რა­დის­ტი. ამ­ბო­ბენ, მა­მა­კა­ცი დაჭ­რი­ლებს ფე­ხი­თაც უს­წორ­დე­ბო­დაო. თა­ვი­დან ისი­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მძარ­ცვე­ლე­ბი მე­გო­ნა. ამი­ტო­მაც ყვე­ლა სამ­კა­უ­ლი მო­ვიხ­სე­ნი და ფეხ­საც­მელ­ში ჩავ­დე. ტე­რო­რის­ტმა მამა-შვილ­მა, გა­დარ­ჩე­ნილ პი­ლოტს თვითმფრი­ნა­ვის თურ­ქეთ­ში დას­მა უბ­რძა­ნა. ჩვენ დაშ­ვე­ბულ ზოლ­ზე დაბ­ლა მივფრი­ნავ­დით, ფან­ჯრი­დან გა­ვი­ხე­დე და და­ვი­ნა­ხე, რამ­დე­ნად ახ­ლოს ვი­ყა­ვით მი­წას­თან, შე­მე­შინ­და. მერე ამიხ­სნეს, ასე იმი­ტომ ვიქ­ცე­ო­დით, ბა­ზას რომ არ და­ვე­ფიქ­სი­რე­ბი­ნეთ, თო­რემ საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუ­ფალ­ნი მა­შინ­ვე ჩა­მოგ­ვაგ­დებ­დნე­ნო, სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცია რომ არ გა­და­სუ­ლი­ყო "რკი­ნის ფარ­დის" მიღ­მა. რო­გორც იქნა, ტრაბ­ზონ­ში ჩავფრინ­დით. უნდა გე­ნა­ხათ, იქ რა ხდე­ბო­და. პა­ნი­კა­ში მყო­ფი ხალ­ხი, ტრა­პის მიდ­გმას არც ელო­დე­ბო­და, პირ­და­პირ ღია კა­რი­დან ხტე­ბო­და.

- რა ბედი ეწი­ათ ტე­რო­რის­ტებს?

- ტრა­პის მიდ­გმის­თა­ნა­ვე, პირ­ვე­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ბორტგამ­ცი­ლე­ბე­ლი ჩა­მო­ას­ვე­ნეს. მას უკან მამა-შვი­ლი მიჰ­ყვა. ახ­ლაც თვალ­წინ მიდ­გას ტე­რო­რის­ტი მა­მა­კა­ცის უზარ­მა­ზა­რი, ოქ­როს­დის­კო­ი­ა­ნი ჯაჭ­ვი, რო­მე­ლიც გა­და­ღე­ღილ გულ­მკერ­დზე უბ­ზი­ნავ­და. რო­გორც გა­ვი­გე, მე­ო­რე პი­ლოტს, სოს სიგ­ნა­ლის გა­და­ცე­მა მო­უს­წრია და ტე­რო­რის­ტე­ბი ტრა­პი­დან ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე აიყ­ვა­ნა პო­ლი­ცი­ამ.

- თქვენ სად წა­გიყ­ვა­ნეს?

- სას­ტუმ­რო­ში დაგ­ვა­ბი­ნა­ვეს. მე და ლო­ლი­ტა უკ­რა­ი­ნელ ქალ­თან ერ­თად ერთ ოთახ­ში მოვ­ხვდით, რო­მელ­საც კა­ტია ერ­ქვა. მე­ო­რე დი­ლით, მო­ლას ხმამ გა­მაღ­ვი­ძა. ფან­ჯრი­დან გა­ვი­ხე­დე და გა­ვოც­დი. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი შეკ­რე­ბი­ლი­ყო სას­ტუმ­როს წინ, რათა ჩვენ, რკი­ნის ფარ­და­გა­და­ლა­ხუ­ლე­ბი ვე­ნა­ხეთ. ჩვენ­ზე მთე­ლი ქა­ლა­ქი ლა­პა­რა­კობ­და. გვი­ღებ­დნენ ფო­ტო­ებს და თით­ქმის ყვე­ლა გა­ზეთ­ში ჩვენ­ზე წერ­დნენ. რად­გან ჩემი შვი­ლი თვითმფრი­ნავ­ში ერ­თა­დერ­თი ბავ­შვი იყო, ყვე­ლა მას ეფე­რე­ბო­და. მახ­სოვს, ჩვენს პა­ტივ­სა­ცე­მად გა­მა­რულ სა­დილ­ზე ის, თურქ გე­ნე­რალ­სა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის წარ­მო­მად­გე­ნელს შო­რის იჯდა. შუ­ა­დღით თვითმფრი­ნა­ვის მგზავ­რებ­მა, დაჭ­რი­ლი ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბი­სათ­ვის სის­ხლი გა­ვი­ღეთ. მახ­სოვს, იქ ერთ თურქ ექთანს უთ­ქვამს, თქვე­ნი სის­ხლი ჩვენც გვი­წი­ლა­დე­თო, რა­ზეც ერთ ბა­თუ­მელ აფხაზს მკაც­რი პა­სუ­ხი გა­უ­ცია, ჩვენ, საბ­ჭო­თა ხალ­ხს, სათ­ქვე­ნო სის­ხლი არა გვაქ­ვსო. ჩა­მოს­ვლის წინ სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნემ, სა­ხე­ლად ჰიკ­მეტ­მა ლო­ლი­ტას ზურ­მუხ­ტის­თვლი­ა­ნი ძვირ­ფა­სი ბე­ჭე­დი აჩუ­ქა.

- საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებს, ალ­ბათ სე­რი­ო­ზუ­ლი და­კი­თხვა მო­გი­წყვეს...

- ბა­თუმ­ში დაგ­ვკი­თხეს. იმის გამო, რომ ბავ­შვი მახ­ლდა, პირ­ვე­ლი შე­მიყ­ვა­ნეს. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ფორ­მა­ლუ­რი და­კი­თხვა იყო. მყავ­და თუ არა ადრე ნა­ნა­ხი ტე­რო­რის­ტე­ბი და უამ­რა­ვი ასე­თი კი­თხვა და­მის­ვეს.

- რო­გორც რკი­ნის ფარ­და­გა­და­ლა­ხუ­ლებს, არ გქო­ნი­ათ იმის შეგ­რძნე­ბა, რომ მუდ­მი­ვი თვალ­თვა­ლის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­დით?

- პი­რი­ქით, მთე­ლი აფხა­ზე­თის რა­ი­კო­მი დაგ­ვა­ტა­რებ­და სი­ა­მა­ყით, რო­გორც გა­დარ­ჩე­ნი­ლებს და დიდ პა­ტივ­ში ვყავ­დით.

ამო­ნა­რი­დი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცი­დან:

"ხა­ვერ­დო­ვა­ნი სე­ზო­ნის" დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე, 1970 წლის 15 ოქ­ტომ­ბერს, ბა­თუ­მი­დან, თვითმფრი­ნა­ვი, AH-24 გა­მოფ­რინ­და და გეზი სო­ხუ­მის­კენ აიღო. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, მას­ში 46 მგზავ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და, მათ შო­რის: 17 ქალი და 1 ბავ­შვი. აფ­რე­ნი­დან ხუ­თი­ო­დე წუთ­ში, 800 მეტრ სი­მაღ­ლე­ზე, წინა სა­ვარ­ძელ­ში მჯდომ­მა მა­მა­კაც­მა, ბორტგამ­ცი­ლე­ბე­ლი თა­ვის­თან მი­იხ­მო და ფურ­ცე­ლი გა­დას­ცა. მა­მა­კა­ცი, 45 წლის, ლატ­ვი­ე­ლი ებ­რა­ე­ლი, პრა­ნას ბრა­ზინ­სკა­სი იყო, რო­მელ­საც 15 წლის შვი­ლი - ალ­გირ­და­სი ახ­ლდა. ისი­ნი ამ გზით, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის­გან თა­ვის დახ­სნა­სა და რო­მე­ლი­მე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის თავ­შე­საფ­რის თხოვ­ნას ცდი­ლობ­დნენ. ბორტგამ­ცი­ლე­ბელ­მა და­ი­ნა­ხა რა, მა­მა­კა­ცის ტან­ზე მი­მაგ­რე­ბუ­ლი ყუმ­ბა­რე­ბი, უმალ პი­ლო­ტებს აც­ნო­ბა, - შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა­აო. ატყდა სრო­ლა, რა­საც მსხვერ­პლი მოჰ­ყვა. მამა-შვილ­მა თვითმფრი­ნა­ვის ერ­თა­დერთ გა­დარ­ჩე­ნილ პი­ლოტს, სუ­ლი­კო შა­ვი­ძეს კურ­სის შეც­ვლა და თვითმფრი­ნა­ვის თურ­ქეთ­ში დას­მა სთხო­ვა. გა­დარ­ჩე­ნი­ლი პი­ლო­ტი პრა­ნა­სის გა­დარ­წმუ­ნე­ბა­სა და თვითმფრი­ნა­ვის, ქო­ბუ­ლე­თის სას­წავ­ლო აე­როდ­რომ­ზე დას­მას შე­ე­ცა­და, მაგ­რამ ტე­რო­რის­ტი მას თვითმფრი­ნა­ვის აფეთ­ქე­ბით და­ე­მუქ­რა (შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ ბრა­ზინ­სკა­სი თვითმფრი­ნავს ვერ აა­ფეთ­ქებ­და, რად­გა­ნაც ტან­ზე, სას­წავ­ლო ყუმ­ბა­რე­ბი ჰქონ­და მი­მაგ­რე­ბუ­ლი). საბ­ჭო­თა მგზავ­რებ­სა და თვითმფრი­ნა­ვის ეკი­პა­ჟის გა­დარ­ჩე­ნილ წევ­რებს, თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქვე­ყა­ნა­ში დარ­ჩე­ნა შეს­თა­ვა­ზა, რა­ზეც ყვე­ლა მგზავ­რმა უარი გა­ნა­ცხა­და. საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა თურ­ქეთს, ტე­რო­რის­ტე­ბის გად­მო­ცე­მა მოს­თხო­ვა, მაგ­რამ უარი მი­ი­ღო. თურ­ქეთ­მა, 45 წლის პრა­ნას ბრა­ზინ­სკასს 8 წლით, ხოლო მის შვილს, 2 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. 1974 წელს, თურ­ქეთ­ში სა­ყო­ველ­თაო ამ­ნის­ტია გა­მო­ცხად­და და ბრა­ზა­უს­კასს პა­ტიმ­რო­ბა ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბით შე­უც­ვა­ლეს. სტამ­ბოლ­ში, ფე­შე­ნე­ბე­ლურ ვი­ლა­ზე და­ა­სახ­ლეს. შემ­დგომ­ში ერთ-ერ­თმა "კა­გე­ბეშ­ნიკ­მა" აღი­ა­რა, მამა-შვილს ამე­რი­კის­თვის რომ არ ეთხო­ვა თავ­შე­სა­ფა­რი და დრო­ზე არ გა­ეს­წროთ, თურ­ქუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი მათ ფი­ზი­კურ ლიკ­ვი­და­ცი­ას გეგ­მავ­დნე­ნო.

1983 წელს მამა-შვილ­მა ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო და მამა - ალ­ბერტ-ვი­კტორ, ხოლო შვი­ლი - ფრენკ უა­ი­ტე­ბად იქ­ცნენ. ისი­ნი, კა­ლი­ფორ­ნი­ის შტატ­ში, სან­ტა-მო­ნი­კა­ში და­სახ­ლდნენ და მღე­ბა­ვე­ბად და­ი­წყეს მუ­შა­ო­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით წიგ­ნიც გა­მოს­ცეს, სა­დაც თა­ვი­ან­თი საქ­ცი­ე­ლი, სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი, მან­კი­ე­რი წყო­ბი­ლე­ბი­დან, თა­ვის დახ­სნის სურ­ვი­ლით გა­ა­მარ­თლეს. თუმ­ცა მათი "ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბა" სუ­ლაც არ აღ­მოჩ­ნდა "სა­ოც­ნე­ბო". მამა-შვი­ლი ხში­რად ჩხუ­ბობ­და და ერთ-ერთი მო­რი­გი ჩხუ­ბის დროს, ფრენკ ალე­გირ­დას­მა 77 წლის მამა მოკ­ლა.

თით­ქოს­და ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ტე­რო­რის­ტუ­ლი ამ­ბა­ვია, მაგ­რამ არის მას­ში უამ­რა­ვი და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი რამ. ტრაბ­ზონ­ში და­კი­თხვი­სას, პრა­ნას ბრა­ზა­უს­კას­მა, თავი დამ­ნაშ­ვედ არ ცნო ბორტგამ­ცი­ლებ­ლის, ნა­დეჟ­და კურ­ჩენ­კოს გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში. მისი მტკი­ცე­ბით, თვითმფრი­ნავ­ში ორი, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მა­ში გა­დაც­მუ­ლი საბ­ჭო­თა მო­ხე­ლე იჯდა, რო­მელ­თა მიერ ნას­როლ­მა ბრმა ტყვი­ამ იმ­სხვერ­პლა ბორტგამ­ცი­ლე­ბე­ლი. ეჭვს ბა­დებს ის ფაქ­ტიც, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი 18 გას­რო­ლის ნაც­ვლად, თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, 24 გას­რო­ლა მოხ­დაო. რა­საც მხო­ლოდ მამა-შვი­ლი გა­დაჭ­რი­ლი, სა­ნა­დი­რო თო­ფე­ბით ვერ მო­ახ­დენ­დნენ, მა­შინ მათ ია­რა­ღი 12-ჯერ მა­ინც უნდა გა­და­ე­ტე­ნათ. იმა­საც ამ­ბო­ბენ, ნა­დია ბორტგამ­ცი­ლებ­ლად კი არა, ბუ­ღალ­ტრად მუ­შა­ობ­და სო­ხუ­მის ავი­ა­ხა­ზებ­ში და მისი ამ ამ­პლუ­ა­ში ხილ­ვა, ცოტა უც­ნა­უ­რი­აო. უამ­რა­ვი ვერ­სი­აა. ფაქ­ტი ერ­თია: ნა­დია კურ­ჩენ­კო მა­შინ 19 წლის იყო და 3 თვე­ში უნდა ექორ­წი­ნა. გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან მცი­რე ხან­ში, ის სო­ცი­ა­ლიზ­მის გმი­რად შე­რა­ცხეს და სო­ხუმ­ში, მაგ­ნო­ლი­ე­ბის სურ­ნელ­ში ჩაფ­ლულ პარკში და­ა­საფ­ლა­ვეს (პარკს შემ­დგომ­ში მისი სა­ხე­ლი ეწო­და). ჩემი აზ­რით, ის მამა-შვილ ბრა­ზა­უს­კა­სე­ბის კი არა, იმ დიდი და და­მან­გრე­ვე­ლი მან­ქა­ნის მსხვერ­პლი გახ­და, რო­მელ­საც "სო­ცი­ა­ლიზ­მი" ერ­ქვა.

ქეთი ნი­კო­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
5

რატომ იყვნენ ბრა­ზინ­სკა­სები ტერორისტები და „ჯინსების თაობის“ ბიჭები გმირები? 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ტრაგიკული ამბავი, რომელიც 47 წლის წინ თვითმფრინავის ბორტზე მოხდა

ტრაგიკული ამბავი, რომელიც 47 წლის წინ თვითმფრინავის ბორტზე მოხდა

დილით ადრე ადგა. თავი მოიწესრიგა და ბარგის ჩალაგებას შეუდგა. ბათუმს უნდა დამშვიდობებოდა და მშობლიურ სოხუმში გამგზავრებულიყო. შვილს წითელი კაბა, პალტო, კოლჰოტი და ფეხსაცმელი ჩააცვა. ბაბთაც წითელი დააბნია თმაზე და იქვე, ეზოში მდგარ ბიძას გასძახა, - წავედით, დროა უკვე! რა იცოდა ლია მამარდაშვილმა, რომ რამდენიმე საათში ის და მისი მცირეწლოვანი შვილი, ლოლიტა მილორავა საშინელი ამბის თვითმხილველები თუ გახდებოდნენ...

წლების შემდეგ ქალბატონი ლია ცდილობს, გაიხსენოს, თუ რა მოხდა ბათუმიდან სოხუმში მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე, შემოდგომის ერთ, თითქოსდა ჩვეულებრივ დღეს:

- 1970 წლის 10 ოქტომბერი იდგა. მე, ჩემი მეუღლე და მისი მეგობრები, ჩვენს შვილთან - ლოლიტასთან ერთად, ბათუმში ჩავედით. ბიჭებს სავაჭრო სასწავლებელში ჩაბარება განეზრახათ. ბიძაჩემთან დავბინავდით. ჩაბარებიდან მეორე დღესვე, სოხუმში დასაბრუნებლად მოვემზადეთ, მაგრამ სასტიკ უარზე დავდექი. მეუღლესა და მის მეგობრებთან, ერთი მანქანით მგზავრობას მერჩივნა, ცალკე, თვითმფრინავით გავფრენილიყავი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ გზად რამდენი რესტორანიც შეხვდებოდათ, ყველგან გააჩერებდნენ. ეს კი, მე და ბავშვს, დისკომფორტს შეგვიქმნიდა. მეორე დღეს, დილით, 12 საათზე, მე და ჩემი შვილი, ბიძაჩემმა, ბათუმის აეროპორტში წაგვიყვანა. იმ დროს ჩემი ბიძაშვილი იქ ადმინისტრატორად მუშაობდა და ბილეთების საკითხიც უმალ მოგვიგვარა. დღე ღრუბლიანი აღმოჩნდა და ფრენა დროებით გადაიდო. 15 წუთში კი გამოაცხადეს, სოხუმისკენ მიმავალი მგზავრები თვითმფრინავში ჩასასხდომად მოემზადეთო. ყველანი ტრაპისკენ დავიძარით, მაგრამ ისევ შეგვაყოვნეს. იმ დროს ჩემი ყურადღება შუახნის მამაკაცმა და მისმა თანმხლებმა, ასე 13-14 წლის ბიჭმა მიიქცია, რომლებიც ტრაპზე პირველები ავიდნენ და პილოტის კაბინის უკან, წინა ადგილები დაიკავეს.

- ესე იგი, ეჭვი ტრაპზე ასვლამდე გაგიჩნდათ?

- იმ დროს არანაირი ეჭვი არ გამჩენია. მაშინ ტერორისტულ აქტებს კინოში თუ ნახავდი და ისიც, იშვიათად. უბრალოდ, იმ ადამიანების აქტიურობამ და ფაციფუცმა გამაოცა. პირველები ავიდნენ. პირველ სკამზე დასხდნენ. თან, ქართველები არ იყვნენ, არც აფხაზები, არც რუსები... ეჭვი უკვე ტერორისტული აქტის შემდეგ გამიჩნდა. ტერაქტი რატომღაც, წინასწარ კარგად დაგეგმილი მომეჩვენა. თუნდაც ის ფაქტი, რომ მათ თვითმფრინავში იარაღი აიტანეს, დიდ ეჭვს იწვევდა. მოკავშირეები ხომ არ ჰყავდათ აეროპორტში ან თვითმფრინავში? ან მარტო სოხუმის თვითმფრინავი რატომ დაუშვეს გასაფრენად? აფრენიდან 5 წუთში, კაცმა ბორტგამცილებელი მოიხმო. ალბათ ცუდად გახდა და ცელოფანის პარკს ითხოვს-მეთქი, - გავიფიქრე. ხანმოკლე საუბრის შემდეგ, ბორტგამცილებელს სახეზე შეშფოთება შევატყვე, მაგრამ საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო. მან მგზავრებს კანფეტები დაურიგა და პილოტის კაბინაში შევიდა. ამის დანახვაზე, მამაკაცი ფეხზე წამოხტა და უკან გაჰყვა. ცოტა ხანში, გასროლის ხმა გაისმა. როგორც მერე გავიგე, ბორტგამცილებელს, ხომალდის ეკიპაჟი შეიარაღებული თავდასხმის შესახებ გაუფრთხილებია. პირველმა ტყვიამ იმსხვერპლა ის. აფორიაქდა ხალხი, ვიღაც პილოტის კაბინაში შესვლას შეეცადა. იმ დროს იმ კაცის შვილი წამოხტა. მას ხელში ორი ყუმბარა ეკავა და ხალხს, პანიკის შემთხვევაში მათი აფეთქებით დაემუქრა. ჩემს შვილს შეეშინდა და კანფეტი ყელში გაეჩხირა. დღემდე ვერ ამიხსნია, რა ძალამ განაპირობა, ბავშვს ჩემი მღელვარება არ დავანახვე და მის დაწყნარებას შევუდექი. ზუსტად არ მახსოვს რამდენჯერ, მაგრამ კიდევ გაისროლეს. ესროლეს რადისტს, ინფორმაცია რომ არ გადაეცა ცენტრისთვის. არ გაუმართლა პილოტ გიორგი ჭახრაკიას. ტყვია ხერხემალში მოხვდა და სამუდამოდ მიეჯაჭვა ინვალიდის ეტლს. მეორე პილოტი, რომლის სახელიც სამწუხაროდ არ მახსოვს, სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. მისკენ გასროლილი ტყვია, სავარძლის საზურგის რკინის დეტალს მოხვდა. დაიჭრნენ ბორტმექანიკოსი და რადისტი. ამბობენ, მამაკაცი დაჭრილებს ფეხითაც უსწორდებოდაო. თავიდან ისინი ჩვეულებრივი მძარცველები მეგონა. ამიტომაც ყველა სამკაული მოვიხსენი და ფეხსაცმელში ჩავდე. ტერორისტმა მამა-შვილმა, გადარჩენილ პილოტს თვითმფრინავის თურქეთში დასმა უბრძანა. ჩვენ დაშვებულ ზოლზე დაბლა მივფრინავდით, ფანჯრიდან გავიხედე და დავინახე, რამდენად ახლოს ვიყავით მიწასთან, შემეშინდა. მერე ამიხსნეს, ასე იმიტომ ვიქცეოდით, ბაზას რომ არ დავეფიქსირებინეთ, თორემ საბჭოთა ხელისუფალნი მაშინვე ჩამოგვაგდებდნენო, საიდუმლო ინფორმაცია რომ არ გადასულიყო "რკინის ფარდის" მიღმა. როგორც იქნა, ტრაბზონში ჩავფრინდით. უნდა გენახათ, იქ რა ხდებოდა. პანიკაში მყოფი ხალხი, ტრაპის მიდგმას არც ელოდებოდა, პირდაპირ ღია კარიდან ხტებოდა.

- რა ბედი ეწიათ ტერორისტებს?

- ტრაპის მიდგმისთანავე, პირველი გარდაცვლილი ბორტგამცილებელი ჩამოასვენეს. მას უკან მამა-შვილი მიჰყვა. ახლაც თვალწინ მიდგას ტერორისტი მამაკაცის უზარმაზარი, ოქროსდისკოიანი ჯაჭვი, რომელიც გადაღეღილ გულმკერდზე უბზინავდა. როგორც გავიგე, მეორე პილოტს, სოს სიგნალის გადაცემა მოუსწრია და ტერორისტები ტრაპიდან ჩამოსვლისთანავე აიყვანა პოლიციამ.

- თქვენ სად წაგიყვანეს?

- სასტუმროში დაგვაბინავეს. მე და ლოლიტა უკრაინელ ქალთან ერთად ერთ ოთახში მოვხვდით, რომელსაც კატია ერქვა. მეორე დილით, მოლას ხმამ გამაღვიძა. ფანჯრიდან გავიხედე და გავოცდი. უამრავი ადამიანი შეკრებილიყო სასტუმროს წინ, რათა ჩვენ, რკინის ფარდაგადალახულები ვენახეთ. ჩვენზე მთელი ქალაქი ლაპარაკობდა. გვიღებდნენ ფოტოებს და თითქმის ყველა გაზეთში ჩვენზე წერდნენ. რადგან ჩემი შვილი თვითმფრინავში ერთადერთი ბავშვი იყო, ყველა მას ეფერებოდა. მახსოვს, ჩვენს პატივსაცემად გამარულ სადილზე ის, თურქ გენერალსა და საბჭოთა კავშირის წარმომადგენელს შორის იჯდა. შუადღით თვითმფრინავის მგზავრებმა, დაჭრილი ეკიპაჟის წევრებისათვის სისხლი გავიღეთ. მახსოვს, იქ ერთ თურქ ექთანს უთქვამს, თქვენი სისხლი ჩვენც გვიწილადეთო, რაზეც ერთ ბათუმელ აფხაზს მკაცრი პასუხი გაუცია, ჩვენ, საბჭოთა ხალხს, სათქვენო სისხლი არა გვაქვსო. ჩამოსვლის წინ სასტუმროს მეპატრონემ, სახელად ჰიკმეტმა ლოლიტას ზურმუხტისთვლიანი ძვირფასი ბეჭედი აჩუქა.

- საბჭოთა კავშირში დაბრუნებულებს, ალბათ სერიოზული დაკითხვა მოგიწყვეს...

- ბათუმში დაგვკითხეს. იმის გამო, რომ ბავშვი მახლდა, პირველი შემიყვანეს. ჩვეულებრივი, ფორმალური დაკითხვა იყო. მყავდა თუ არა ადრე ნანახი ტერორისტები და უამრავი ასეთი კითხვა დამისვეს.

- როგორც რკინის ფარდაგადალახულებს, არ გქონიათ იმის შეგრძნება, რომ მუდმივი თვალთვალის ქვეშ იმყოფებოდით?

- პირიქით, მთელი აფხაზეთის რაიკომი დაგვატარებდა სიამაყით, როგორც გადარჩენილებს და დიდ პატივში ვყავდით.

ამონარიდი ინტერნეტსივრციდან:

"ხავერდოვანი სეზონის" დასრულებისთანავე, 1970 წლის 15 ოქტომბერს, ბათუმიდან, თვითმფრინავი, AH-24 გამოფრინდა და გეზი სოხუმისკენ აიღო. ოფიციალური მონაცემებით, მასში 46 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის: 17 ქალი და 1 ბავშვი. აფრენიდან ხუთიოდე წუთში, 800 მეტრ სიმაღლეზე, წინა სავარძელში მჯდომმა მამაკაცმა, ბორტგამცილებელი თავისთან მიიხმო და ფურცელი გადასცა. მამაკაცი, 45 წლის, ლატვიელი ებრაელი, პრანას ბრაზინსკასი იყო, რომელსაც 15 წლის შვილი - ალგირდასი ახლდა. ისინი ამ გზით, საბჭოთა კავშირისგან თავის დახსნასა და რომელიმე დემოკრატიული სახელმწიფოსთვის თავშესაფრის თხოვნას ცდილობდნენ. ბორტგამცილებელმა დაინახა რა, მამაკაცის ტანზე მიმაგრებული ყუმბარები, უმალ პილოტებს აცნობა, - შეიარაღებული თავდასხმააო. ატყდა სროლა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. მამა-შვილმა თვითმფრინავის ერთადერთ გადარჩენილ პილოტს, სულიკო შავიძეს კურსის შეცვლა და თვითმფრინავის თურქეთში დასმა სთხოვა. გადარჩენილი პილოტი პრანასის გადარწმუნებასა და თვითმფრინავის, ქობულეთის სასწავლო აეროდრომზე დასმას შეეცადა, მაგრამ ტერორისტი მას თვითმფრინავის აფეთქებით დაემუქრა (შემდეგ გაირკვა, რომ ბრაზინსკასი თვითმფრინავს ვერ ააფეთქებდა, რადგანაც ტანზე, სასწავლო ყუმბარები ჰქონდა მიმაგრებული). საბჭოთა მგზავრებსა და თვითმფრინავის ეკიპაჟის გადარჩენილ წევრებს, თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში დარჩენა შესთავაზა, რაზეც ყველა მგზავრმა უარი განაცხადა. საბჭოთა კავშირმა თურქეთს, ტერორისტების გადმოცემა მოსთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. თურქეთმა, 45 წლის პრანას ბრაზინსკასს 8 წლით, ხოლო მის შვილს, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 1974 წელს, თურქეთში საყოველთაო ამნისტია გამოცხადდა და ბრაზაუსკასს პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს. სტამბოლში, ფეშენებელურ ვილაზე დაასახლეს. შემდგომში ერთ-ერთმა "კაგებეშნიკმა" აღიარა, მამა-შვილს ამერიკისთვის რომ არ ეთხოვა თავშესაფარი და დროზე არ გაესწროთ, თურქული სპეცსამსახურები მათ ფიზიკურ ლიკვიდაციას გეგმავდნენო.

1983 წელს მამა-შვილმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღო და მამა - ალბერტ-ვიკტორ, ხოლო შვილი - ფრენკ უაიტებად იქცნენ. ისინი, კალიფორნიის შტატში, სანტა-მონიკაში დასახლდნენ და მღებავებად დაიწყეს მუშაობა. მოგვიანებით წიგნიც გამოსცეს, სადაც თავიანთი საქციელი, სოციალისტური, მანკიერი წყობილებიდან, თავის დახსნის სურვილით გაამართლეს. თუმცა მათი "ამერიკული ოცნება" სულაც არ აღმოჩნდა "საოცნებო". მამა-შვილი ხშირად ჩხუბობდა და ერთ-ერთი მორიგი ჩხუბის დროს, ფრენკ ალეგირდასმა 77 წლის მამა მოკლა.

თითქოსდა ერთი ჩვეულებრივი, ტერორისტული ამბავია, მაგრამ არის მასში უამრავი დაუზუსტებელი რამ. ტრაბზონში დაკითხვისას, პრანას ბრაზაუსკასმა, თავი დამნაშვედ არ ცნო ბორტგამცილებლის, ნადეჟდა კურჩენკოს გარდაცვალებაში. მისი მტკიცებით, თვითმფრინავში ორი, შეიარაღებული და სამოქალაქო ფორმაში გადაცმული საბჭოთა მოხელე იჯდა, რომელთა მიერ ნასროლმა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა ბორტგამცილებელი. ეჭვს ბადებს ის ფაქტიც, რომ ოფიციალურად დადასტურებული 18 გასროლის ნაცვლად, თვითმხილველები ამბობენ, 24 გასროლა მოხდაო. რასაც მხოლოდ მამა-შვილი გადაჭრილი, სანადირო თოფებით ვერ მოახდენდნენ, მაშინ მათ იარაღი 12-ჯერ მაინც უნდა გადაეტენათ. იმასაც ამბობენ, ნადია ბორტგამცილებლად კი არა, ბუღალტრად მუშაობდა სოხუმის ავიახაზებში და მისი ამ ამპლუაში ხილვა, ცოტა უცნაურიაო. უამრავი ვერსიაა. ფაქტი ერთია: ნადია კურჩენკო მაშინ 19 წლის იყო და 3 თვეში უნდა ექორწინა. გარდაცვალებიდან მცირე ხანში, ის სოციალიზმის გმირად შერაცხეს და სოხუმში, მაგნოლიების სურნელში ჩაფლულ პარკში დაასაფლავეს (პარკს შემდგომში მისი სახელი ეწოდა). ჩემი აზრით, ის მამა-შვილ ბრაზაუსკასების კი არა, იმ დიდი და დამანგრეველი მანქანის მსხვერპლი გახდა, რომელსაც "სოციალიზმი" ერქვა.

ქეთი ნიკოლავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)