პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოზურგეთის გამგებელი უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ იბრძვის
ოზურგეთის გამგებელი უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ იბრძვის

ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს რიგ­გა­რე­შე სხდო­მა ხმა­უ­რით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სხდო­მას თავ­მჯდო­მა­რე ალე­კო მა­მეშ­ვი­ლი, მო­ად­გი­ლე ავ­თან­დილ მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი და გამ­გებ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი კოტე შა­რა­შე­ნი­ძე ეს­წრე­ბოდ­ნენ. სხდო­მა­ზე კოტე შა­რა­შე­ნი­ძემ ქა­ლა­ქის ცენ­ტრის მო­წეს­რი­გე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით საკ­მა­ოდ ხმა­მა­ღა­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა. მისი თქმით, ოზურ­გეთ­ში ბევ­რი უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და, რომ­ლის დე­მონ­ტა­ჟიც უნდა მოხ­დეს, ამას­თან, მან ად­გი­ლობ­რივ ბიზ­ნეს­მე­ნებს ერ­თგვა­რი გაფრ­თხი­ლე­ბაც მის­ცა.

"იცით, სა­ერ­თოდ ამ ქა­ლაქ­ში რა და რო­გორ გა­კეთ­და? როცა ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ჩა­მობ­რძან­დე­ბა თა­ვის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, მე უკვე და­წყე­ბუ­ლი მაქვს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, რომ შე­მო­ვა ოზურ­გეთ­ში და მას­თან ერ­თად გან­ვი­ხი­ლავთ ამ სა­კითხს. იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც არას­წო­რად აქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბე­ბი, მო­უ­წევთ დე­მონ­ტა­ჟი, თუმ­ცა მათ ჩვენ კომ­პენ­სა­ცი­ებს გა­და­ვუხ­დით. ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა მო­წეს­რიგ­დეს ქა­ლა­ქი, რო­მე­ლიც სი­მა­ხინ­ჯის ქა­ლა­ქად აქ­ცი­ეს, ამ სი­ტყვის სრუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბით. ერთი და ორი კა­ცის არ არის ეს ოზურ­გე­თი. არა­ვის არ აინ­ტე­რე­სებს გა­და­თხრი­ლი ქუ­ჩე­ბის ამ­ბა­ვი, მან­ქა­ნე­ბით ქუ­ჩა­ში ვერ გა­ივ­ლი", - აღ­ნიშ­ნა კოტე შა­რა­შე­ნი­ძემ.

სრუ­ლი ვერ­სია

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ოზურგეთის გამგებელი უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ იბრძვის

ოზურგეთის გამგებელი უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ იბრძვის

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. სხდომას თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი, მოადგილე ავთანდილ მექვაბიშვილი და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე ესწრებოდნენ. სხდომაზე კოტე შარაშენიძემ ქალაქის ცენტრის მოწესრიგებასთან დაკავშირებით საკმაოდ ხმამაღალი განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, ოზურგეთში ბევრი უკანონო მშენებლობა განხორციელდა, რომლის დემონტაჟიც უნდა მოხდეს, ამასთან, მან ადგილობრივ ბიზნესმენებს ერთგვარი გაფრთხილებაც მისცა.

"იცით, საერთოდ ამ ქალაქში რა და როგორ გაკეთდა? როცა ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩამობრძანდება თავის რეზიდენციაში, მე უკვე დაწყებული მაქვს მოლაპარაკებები, რომ შემოვა ოზურგეთში და მასთან ერთად განვიხილავთ ამ საკითხს. იმ ადამიანებს, ვისაც არასწორად აქვთ გაკეთებული უკანონო მშენებლობები, მოუწევთ დემონტაჟი, თუმცა მათ ჩვენ კომპენსაციებს გადავუხდით. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოწესრიგდეს ქალაქი, რომელიც სიმახინჯის ქალაქად აქციეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ერთი და ორი კაცის არ არის ეს ოზურგეთი. არავის არ აინტერესებს გადათხრილი ქუჩების ამბავი, მანქანებით ქუჩაში ვერ გაივლი", - აღნიშნა კოტე შარაშენიძემ.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა