პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
The National Interest - ვაშინგტონმა მკაცრად და საბოლოოდ უნდა თქვას არა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე
The National Interest - ვაშინგტონმა მკაცრად და საბოლოოდ უნდა თქვას არა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხი­ფა­თო სვლა ნატო-სკენ, - ამ სა­თა­უ­რი აქ­ვეყ­ნებს ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა The National Interest დუ­გ­ლას ბენ­დო­უს სტა­ტი­ას.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ­ჩევ­ნებ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ შე­იც­ვა­ლა. მი­უ­ხე­და­ვად და­სავ­ლე­თის რჩე­უ­ლის, პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ძულ­ვი­ლი­სა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი კვლა­ვაც აგ­რძე­ლებს რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ნატო-ს უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბის მო­პო­ვე­ბის ძი­ე­ბას, მსგავ­სად სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა.

"სა­ქარ­თვე­ლომ ხმა­უ­რი­ა­ნი და­ბა­დე­ბა გა­და­ი­ტა­ნა ორი ათე­უ­ლი წლის წინ, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის დროს. 2003 წელს, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შე­დე­გად სა­ა­კაშ­ვილ­მა ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის მთავ­რო­ბა და­ამ­ხო. და­სავ­ლეთ­ში გა­ნათ­ლე­ბა­მი­ღე­ბუ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლი აშშ-ისა და ევ­რო­პას დახ­მა­რე­ბის თვა­ლით შეს­ცქე­რო­და, თუმ­ცა მარ­ტო აღ­მოჩ­ნდა 2008 წელს, როცა რუ­სეთ­თან ომი და­ი­წყო და წა­ა­გო", - წერს დუ­გ­ლას ბენ­დოუ.

"ჯერ კი­დევ კონ­ფლიქ­ტამ­დე, თბი­ლი­სი აშშ-ისა და ნატო-ს გუ­ლის მო­გე­ბას ცდი­ლობ­და. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ხან­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ჯა­რე­ბი ჩა­ერ­თვნენ კო­სო­ვო­ში ნატო-ს მი­სი­ა­ში, სა­ქარ­თვე­ლო შე­უ­ერ­თდა ჩრდი­ლო-ატ­ლან­ტი­კუ­რი პარტნი­ო­რო­ბის საბ­ჭოს (მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი პარტნი­ო­რო­ბის საბ­ჭო) და სამ­შვი­დო­ბო პროგ­რა­მას. თუმ­ცა, ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სი იყო",-აღ­ნიშ­ნავს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი და მოჰ­ყავს ცი­ტა­ტა ნატო-ს ერთ-ერთი მოხ­სე­ნე­ბი­დან - "ნატო-სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაღ­რმავ­და, 1990-იან წლებ­ში და­წყე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დეგ".

რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბამ ნატო-სთან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რო­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის შეს­რუ­ლე­ბა და­ი­წყო და ავ­ღა­ნეთ­ში ISAF-ის მი­სი­ას შე­უ­ერ­თდა. მე­ტიც, სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­აძ­ლი­ე­რა პერ­სო­ნა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ამე­რი­კას­თან, ლო­ბის­ტად აიყ­ვა­ნა სე­ნა­ტო­რი ჯონ მა­კ­კე­ი­ნი და ჯა­რე­ბი გა­აგ­ზავ­ნა საბ­რძოლ­ვე­ლად ერაყ­ში. პრე­ზი­დენ­ტი ჯორჯ ბუში თბი­ლი­სის მი­სა­მარ­თით დი­დე­ბა­სა და ფულს არ იშუ­რებ­და და სა­ხელ­მწი­ფო ვი­ზი­ტი­თაც სტუმ­რობ­და.

ბუ­შის ად­მი­ნის­ტრა­ცია ძლი­ერ მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებ­და სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბას ნატო-ში. თუმ­ცა, - წერს დუ­გ­ლან ბენ­დოუ, - ალი­ან­სის წამ­ყვა­ნი ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბი ნაკ­ლე­ბად იყ­ვნენ გან­წყო­ბილ­ნი, წინ აღ­დგო­მოდ­ნენ ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ რუ­სეთს სა­სა­ზღვრო და­ვის­თვის, რაც სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ უკა­ნას­კნე­ლის­თვის, თუმ­ცა უმ­ნიშ­ვნე­ლო – ევ­რო­პის­თვის. 2008 წლის კონ­ფლიქტმა გა­ა­მარ­თლა მათი პო­ზი­ცია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბუ­შის ად­მი­ნის­ტრა­ცია აგ­რძე­ლებ­და ზე­წო­ლას სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში მი­ღე­ბა­ზე. ასე­ვე ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­აც, თუმ­ცა ნაკ­ლე­ბი ენ­თუ­ზი­აზ­მით.

"სა­ქარ­თვე­ლო, ბოს­ნია-ჰერ­ცო­გო­ვი­ნას­თან, მა­კე­დო­ნია და მონ­ტე­ნეგ­როს­თან ერ­თად, ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პირ­ვე­ლი პრე­ტენ­დენ­ტია. მი­უ­ხე­და­ვად, ნატო-ს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბი­სა, რომ ალი­ან­სში სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ნი უკან იხე­ვენ, ნატო-ს ზო­გი­ერ­თი წევ­რი მა­ინც ნე­გა­ტი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი რჩე­ბა, მათ შო­რის გერ­მა­ნია. თუმ­ცა, ნატო და სა­ქარ­თვე­ლო ისე აგ­რძე­ლე­ბენ მოქ­მე­დე­ბას, თით­ქოს პა­სუ­ხი "დიახ" გარ­და­უ­ვა­ლია", - აღ­ნიშ­ნავს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

"სა­ქარ­თვე­ლო ნატო-ს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პარტნი­ო­რია", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის ან­დერს ფოგ რას­მუ­სე­ნის სი­ტყვებს.

სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­მა მთავ­რო­ბამ კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სურ­ვი­ლი, გა­ა­ორ­მა­გა რა ქარ­თუ­ლი ჯა­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ავ­ღა­ნეთ­ში, ცოტა ხნის კი მა­ლი­ში, ევ­რო­კავ­ში­რის საწ­ვრთნელ მი­სი­ა­ში სა­კუ­თა­რი ჯა­რე­ბის ჩარ­თვის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა.

თბი­ლი­სის სურ­ვი­ლი – იყოს და­ცუ­ლი ძლე­ვა­მო­სი­ლი ქვეყ­ნე­ბის­გან, გა­სა­გე­ბია. თუმ­ცა, ეს ის მი­ზე­ზი არ არის, რაც აშშ-ს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას გაზ­რდის. ალი­ან­სის მი­ზა­ნი აშშ-ის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფაა. ცი­ვის ომის დროს, ვა­შინგტო­ნი ნატო-ს ევ­რა­ზი­ა­ზე საბ­ჭო­ე­თის დო­მი­ნი­რე­ბის აღ­კვე­თის­გან და­სა­ცა­ვად იყე­ნებ­და. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ აშშ-მა გა­ზარ­და სამ­ხედ­რო გა­რან­ტი­ე­ბი, რო­გორც სა­კუ­თა­რი უსაფრ­თხო­ე­ბის წი­ნას­წა­რი სა­შუ­ა­ლე­ბა.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ამ სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ალი­ან­სი ცივი ომის მო­ახ­ლო­ე­ბი­სას ოდ­ნავ გახ­ლე­ჩი­ლი იყო. სკლე­რო­ტი­კი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და მისი არა­სან­დო ვარ­შა­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მო­კავ­ში­რე­ე­ბი, ნაკ­ლებ სა­ვა­რა­უ­დო აგ­რე­სო­რებს ჰგავ­დნენ. და­სავ­ლეთ ევ­რო­პე­ლებს კი სა­კუ­თა­რი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის მე­ტის გა­კე­თე­ბა შე­ეძ­ლოთ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლამ თა­ვი­დან მო­ი­შო­რა ორი­ვე კონ­კუ­რენ­ტი და შე­მოჭ­რის საფრ­თხე. ნატო-ს არ­სე­ბო­ბის აზრი ფაქ­ტობ­რი­ვად ერთ ღა­მე­ში გაქ­რა.

სტა­ტი­ის თა­ნახ­მად, არც ერთი წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო არ და­უშ­ვებს ნატო-ს ვარ­შა­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გზით წას­ვლას. ნაც­ვლად ამი­სა, ალი­ან­სმა გა­და­წყვი­ტა რუ­სე­თის სა­ზღვრე­ბამ­დე გა­ფარ­თო­ე­ბა არა მხო­ლოდ ვარ­შა­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ყო­ფი­ლი წევ­რე­ბის შთან­თქმით, არა­მედ ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბით.

"ვა­შინგტონ­მა და­ას­რუ­ლა გა­რან­ტი­ე­ბის მი­ცე­მა იმ ქვეყ­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მოს­კო­ვის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში იყო ცივი ომის დროს და მა­ნამ­დეც", - აღ­ნიშ­ნავს დუ­გ­ლას ბენ­დოუ და გა­ნა­გე­ძობს - ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ომის რის­კი უმ­ნიშ­ვნე­ლო იყო. რუ­სე­თი მძი­მე, უსი­ა­მოვ­ნო შემ­სრუ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ის არ და­ი­წყებს ომს ყო­ფილ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან. მოს­კოვს ამის­თვის არც ნება ეყო­ფა და არც შე­საძ­ლებ­ლო­ბა ისე­ვე, რო­გორც რა­ი­მე მი­ზე­ზი. სა­ქარ­თვე­ლო გა­მო­ნაკ­ლი­სია. თბი­ლის­მა სა­კუ­თარ გზას გა­და­უხ­ვია, რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის ის­ტო­რი­ულ რე­გი­ონ­ში და­სავ­ლე­თის ავან­პოს­ტი რომ გამ­ხდა­რი­ყო. სა­ქარ­თვე­ლომ იმ სფე­რო­ში ჩა­ით­რია ამე­რი­კა, სა­დაც ვა­შინგტო­ნი არას­დროს ჩა­ერ­თვე­ბო­და. მოს­კო­ვის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დიც იყო და ექ­სტრე­მა­ლუ­რიც. გარ­და ამი­სა, სა­ა­კაშ­ვი­ლის ქმე­დე­ბა უგუ­ნუ­რო­ბა იყო, ნატო-ს ფორ­მა­ლუ­რი გა­რან­ტი­ე­ბის უქონ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც. მოს­კოვს შე­საძ­ლოა, ჰქონ­და კონ­ფლიქ­ტის და­წყე­ბის სურ­ვი­ლი და მზა­დაც იყო უპი­რა­ტე­სო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად, თუმ­ცა სრო­ლა თბი­ლის­მა და­ი­წყო, ასე­თი მთავ­რო­ბა კი სა­ი­მე­დო მო­კავ­ში­რე ვერ იქ­ნე­ბა.

"ნატო-მ აშშ-ის უსაფრ­თხო­ე­ბა უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს. სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბით ომს უფრო სა­ვა­რა­უ­დოს გახ­დი­და. თბი­ლის­სა და აფხა­ზეთს ან ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთს შო­რის შე­ტა­კე­ბას შე­საძ­ლოა, რუ­სე­თის ჩარ­თვა მოჰ­ყვეს, რაც თა­ვის მხრივ, ნატო-სა და რუ­სე­თის და­პი­რის­პი­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს. შე­დე­გი კი, შე­საძ­ლოა ომი იყოს, რის­თვი­საც თა­ვის არი­დე­ბა და­სავ­ლეთ­მა ცივი ომის დროს შეძ­ლო. ნატო-ს, რო­მელ­შიც დო­მი­ნან­ტი აშშ-ია, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ცხა­დი მი­ზე­ზი არ არ­სე­ბობს. ევ­რო­პე­ლებს ამე­რი­კე­ლებ­ზე მა­ღა­ლი მშპ და მეტი მო­სახ­ლე­ო­ბა ჰყავთ, რუ­სებ­ზე კი სამ­ჯერ მეტი მო­სახ­ლე­ო­ბა და ათ­ჯერ მა­ღა­ლი მშპ აქვთ. ევ­რო­პე­ლებ­მა თა­ვი­ანთ უსაფრ­თხო­ე­ბას თვი­თონ უნდა მი­ხე­დოს. თუ ალი­ანსს რა­ი­მე ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს, ეს ომის­თვის ხე­ლის შეშ­ლაა. სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა კონ­ფლიქტს კი­დევ უფრო შე­საძ­ლე­ბელს გახ­სნის. ამი­ტომ ვა­შინგტონ­მა მკაც­რად და სა­ბო­ლო­ოდ უნდა თქვას არა ნატო-შო სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The National Interest-ის მი­ხედ­ვით.

The National Interest - ვაშინგტონმა მკაცრად და საბოლოოდ უნდა თქვას არა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე

The National Interest - ვაშინგტონმა მკაცრად და საბოლოოდ უნდა თქვას არა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე

საქართველოს სახიფათო სვლა ნატო-სკენ, - ამ სათაური აქვეყნებს ამერიკული გამოცემა The National Interest დუგლას ბენდოუს სტატიას.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოში ხელისუფლება არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ შეიცვალა. მიუხედავად დასავლეთის რჩეულის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიძულვილისა, პრემიერ-მინისტრი კვლავაც აგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიების მოპოვების ძიებას, მსგავსად სააკაშვილისა.

"საქართველომ ხმაურიანი დაბადება გადაიტანა ორი ათეული წლის წინ, საბჭოთა კავშირის დაშლის დროს. 2003 წელს, "ვარდების რევოლუციის" შედეგად სააკაშვილმა ედუარდ შევარდნაძის მთავრობა დაამხო. დასავლეთში განათლებამიღებული სააკაშვილი აშშ-ისა და ევროპას დახმარების თვალით შესცქეროდა, თუმცა მარტო აღმოჩნდა 2008 წელს, როცა რუსეთთან ომი დაიწყო და წააგო", - წერს დუგლას ბენდოუ.

"ჯერ კიდევ კონფლიქტამდე, თბილისი აშშ-ისა და ნატო-ს გულის მოგებას ცდილობდა. დამოუკიდებლობიდან რამდენიმე ხანში, საქართველოს ჯარები ჩაერთვნენ კოსოვოში ნატო-ს მისიაში, საქართველო შეუერთდა ჩრდილო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს (მოგვიანებით, ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭო) და სამშვიდობო პროგრამას. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო",-აღნიშნავს სტატიის ავტორი და მოჰყავს ციტატა ნატო-ს ერთ-ერთი მოხსენებიდან - "ნატო-სა და საქართველოს შორის ურთიერთობა წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაღრმავდა, 1990-იან წლებში დაწყებული პირველი თანამშრომლობის შემდეგ".

როგორც სტატიაშია აღნიშნული, სააკაშვილის მთავრობამ ნატო-სთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის შესრულება დაიწყო და ავღანეთში ISAF-ის მისიას შეუერთდა. მეტიც, სააკაშვილმა გააძლიერა პერსონალური ურთიერთობა ამერიკასთან, ლობისტად აიყვანა სენატორი ჯონ მაკკეინი და ჯარები გააგზავნა საბრძოლველად ერაყში. პრეზიდენტი ჯორჯ ბუში თბილისის მისამართით დიდებასა და ფულს არ იშურებდა და სახელმწიფო ვიზიტითაც სტუმრობდა.

ბუშის ადმინისტრაცია ძლიერ მხარდაჭერას უცხადებდა საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში. თუმცა, - წერს დუგლან ბენდოუ, - ალიანსის წამყვანი ევროპელი ლიდერები ნაკლებად იყვნენ განწყობილნი, წინ აღდგომოდნენ ბირთვული იარაღით შეიარაღებულ რუსეთს სასაზღვრო დავისთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ უკანასკნელისთვის, თუმცა უმნიშვნელო – ევროპისთვის. 2008 წლის კონფლიქტმა გაამართლა მათი პოზიცია. მიუხედავად ამისა, ბუშის ადმინისტრაცია აგრძელებდა ზეწოლას საქართველოს ნატო-ში მიღებაზე. ასევე ობამას ადმინისტრაციაც, თუმცა ნაკლები ენთუზიაზმით.

"საქართველო, ბოსნია-ჰერცოგოვინასთან, მაკედონია და მონტენეგროსთან ერთად, ნატო-ში გაწევრიანების პირველი პრეტენდენტია. მიუხედავად, ნატო-ს წარმომადგენლების განცხადებისა, რომ ალიანსში საქართველოში გაწევრიანების მოწინააღმდეგენი უკან იხევენ, ნატო-ს ზოგიერთი წევრი მაინც ნეგატიურად განწყობილი რჩება, მათ შორის გერმანია. თუმცა, ნატო და საქართველო ისე აგრძელებენ მოქმედებას, თითქოს პასუხი "დიახ" გარდაუვალია", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

"საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია", - ციტირებს სტატიის ავტორი ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის სიტყვებს.

საქართველოს ახალმა მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატო-ში გაწევრიანების სურვილი, გააორმაგა რა ქართული ჯარების რაოდენობა ავღანეთში, ცოტა ხნის კი მალიში, ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში საკუთარი ჯარების ჩართვის სურვილი გამოთქვა.

თბილისის სურვილი – იყოს დაცული ძლევამოსილი ქვეყნებისგან, გასაგებია. თუმცა, ეს ის მიზეზი არ არის, რაც აშშ-ს ვალდებულებას გაზრდის. ალიანსის მიზანი აშშ-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ცივის ომის დროს, ვაშინგტონი ნატო-ს ევრაზიაზე საბჭოეთის დომინირების აღკვეთისგან დასაცავად იყენებდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-მა გაზარდა სამხედრო გარანტიები, როგორც საკუთარი უსაფრთხოების წინასწარი საშუალება.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ამ სტანდარტების მიხედვით, ალიანსი ცივი ომის მოახლოებისას ოდნავ გახლეჩილი იყო. სკლეროტიკი საბჭოთა კავშირი და მისი არასანდო ვარშავის ხელშეკრულების მოკავშირეები, ნაკლებ სავარაუდო აგრესორებს ჰგავდნენ. დასავლეთ ევროპელებს კი საკუთარი უსაფრთხოებისთვის მეტის გაკეთება შეეძლოთ. მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის დაშლამ თავიდან მოიშორა ორივე კონკურენტი და შემოჭრის საფრთხე. ნატო-ს არსებობის აზრი ფაქტობრივად ერთ ღამეში გაქრა.

სტატიის თანახმად, არც ერთი წევრი სახელმწიფო არ დაუშვებს ნატო-ს ვარშავის ხელშეკრულების გზით წასვლას. ნაცვლად ამისა, ალიანსმა გადაწყვიტა რუსეთის საზღვრებამდე გაფართოება არა მხოლოდ ვარშავის ხელშეკრულების ყოფილი წევრების შთანთქმით, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებით.

"ვაშინგტონმა დაასრულა გარანტიების მიცემა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მოსკოვის დაქვემდებარებაში იყო ცივი ომის დროს და მანამდეც", - აღნიშნავს დუგლას ბენდოუ და განაგეძობს - ხშირ შემთხვევაში ომის რისკი უმნიშვნელო იყო. რუსეთი მძიმე, უსიამოვნო შემსრულებელია, მაგრამ ის არ დაიწყებს ომს ყოფილ სახელმწიფოებთან. მოსკოვს ამისთვის არც ნება ეყოფა და არც შესაძლებლობა ისევე, როგორც რაიმე მიზეზი. საქართველო გამონაკლისია. თბილისმა საკუთარ გზას გადაუხვია, რუსეთის ინტერესების ისტორიულ რეგიონში დასავლეთის ავანპოსტი რომ გამხდარიყო. საქართველომ იმ სფეროში ჩაითრია ამერიკა, სადაც ვაშინგტონი არასდროს ჩაერთვებოდა. მოსკოვის უკმაყოფილება პროგნოზირებადიც იყო და ექსტრემალურიც. გარდა ამისა, სააკაშვილის ქმედება უგუნურობა იყო, ნატო-ს ფორმალური გარანტიების უქონლობის შემთხვევაშიც. მოსკოვს შესაძლოა, ჰქონდა კონფლიქტის დაწყების სურვილი და მზადაც იყო უპირატესობის მოსაპოვებლად, თუმცა სროლა თბილისმა დაიწყო, ასეთი მთავრობა კი საიმედო მოკავშირე ვერ იქნება.

"ნატო-მ აშშ-ის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. საქართველოს ალიანსში გაწევრიანებით ომს უფრო სავარაუდოს გახდიდა. თბილისსა და აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის შეტაკებას შესაძლოა, რუსეთის ჩართვა მოჰყვეს, რაც თავის მხრივ, ნატო-სა და რუსეთის დაპირისპირების წინაპირობა შეიძლება გახდეს. შედეგი კი, შესაძლოა ომი იყოს, რისთვისაც თავის არიდება დასავლეთმა ცივი ომის დროს შეძლო. ნატო-ს, რომელშიც დომინანტი აშშ-ია, შენარჩუნების ცხადი მიზეზი არ არსებობს. ევროპელებს ამერიკელებზე მაღალი მშპ და მეტი მოსახლეობა ჰყავთ, რუსებზე კი სამჯერ მეტი მოსახლეობა და ათჯერ მაღალი მშპ აქვთ. ევროპელებმა თავიანთ უსაფრთხოებას თვითონ უნდა მიხედოს. თუ ალიანსს რაიმე ღირებულება აქვს, ეს ომისთვის ხელის შეშლაა. საქართველოს ალიანსში გაწევრიანება კონფლიქტს კიდევ უფრო შესაძლებელს გახსნის. ამიტომ ვაშინგტონმა მკაცრად და საბოლოოდ უნდა თქვას არა ნატო-შო საქართველოს გაწევრიანებაზე", - წერს სტატიის ავტორი.

მომზადებულია The National Interest-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა