პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოიძიებს თუ არა პროკურატურა დახვრეტილი მიტინგების საქმეს
გამოიძიებს თუ არა პროკურატურა დახვრეტილი მიტინგების საქმეს

შო­კის­მომ­გვრე­ლია 2011 წლის 26 მა­ი­სი, რუს­თა­ველ­ზე დაყ­რი­ლი შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი, და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბით და მა­ღა­ზი­ის თავ­ზე შე­მო­წყო­ბი­ლი გვა­მე­ბით. ამ საქ­მეს დღემ­დე იძი­ებს სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა.. თუმ­ცა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ნაკ­ლე­ბად ახ­სოვს 1992 წლის 26 მა­ი­სი, როცა არა­ნაკ­ლე­ბი სი­სას­ტი­კით და­არ­ბი­ეს მშვი­დო­ბი­ა­ნი მა­ნი­ფეს­ტა­ცია.. ამ ფაქ­ტის გამო, ისე­ვე რო­გორც იმ­ჟა­მინ­დე­ლი ოპო­ზი­ცი­ის - სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის (ამ­გვა­რი შე­ფა­სე­ბა მას პარ­ლა­მენ­ტმა მის­ცა) შე­დე­გად დამ­ხო­ბი­ლი ეროვ­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მომ­ხრე­ე­ბის არა­ერ­თი მი­ტინ­გის დარ­ბე­ვა-დახ­ვრე­ტის გამო პა­სუ­ხი დღემ­დე არა­ვის უგია. მიმ­დი­ნა­რე­ობს თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში 1992 წლის 26 მა­ი­სის, 1992 წლის 2 თე­ბერ­ვლი­სა და 1991-92 წლე­ბის მოვ­ლე­ნე­ბის თან­მდე­ვი სხვა ფაქ­ტე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა? - ამ კი­თხვით პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს ხა­თუ­ნა პა­ი­ჭა­ძეს მივ­მარ­თეთ, მან გვი­თხრა: "ინ­ფორ­მა­ცია პრო­კუ­რა­ტუ­რის სხვა­დას­ხვა რგო­ლი­დან გა­მო­ვი­თხო­ვეთ, მაგ­რამ პა­სუ­ხი ჯერ­ჯე­რო­ბით არ გვაქვს".

1992 წლის 26 მა­ის­სა და იმ წლე­ბის სხვა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა იმ­ჟა­მინ­დე­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთი აქ­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, საე­რთა­შო­რი­სო უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის "ემ­ნეს­ტი ინ­ტერ­ნე­ი­შე­ნე­ლი­სა" და IGFM-ის წევ­რი მაია კე­რე­სე­ლი­ძე.

- 1992 წლის 26 მა­ისს ეროვ­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მომ­ხრე­ებ­მა გა­დავ­წყვი­ტეთ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა, რად­გან, ჩვე­ნი აზ­რით, შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მელ­მაც კა­ნო­ნი­ე­რი პრე­ზი­დენ­ტი და პარ­ლა­მენ­ტი გან­დევ­ნა, ამ დღე­სას­წა­უ­ლის აღ­ნიშ­ვნის არც მო­რა­ლუ­რი და არც სა­მარ­თლებ­რი­ვი უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და, მით უმე­ტეს, რომ იმ­ხა­ნად სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტად ჩა­მო­სუ­ლი იყო აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი ჯე­იმს ბე­ი­კე­რი... სხვა­თა შო­რის, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ოფი­ცი­ა­ლურ ბან­კეტ­ზე ბე­ი­კერს ჯაბა იო­სე­ლი­ან­მა "მხედ­რი­ო­ნე­ლის" მე­და­ლი­ო­ნი გა­დას­ცა, სა­პა­ტიო მხედ­რი­ო­ნე­ლო­ბა მი­ა­ნი­ჭა. და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებს არ ჰქონ­დათ ობი­ექ­ტუ­რი, სრულ­ფა­სო­ვა­ნი წარ­მოდ­გე­ნა იმ მოვ­ლე­ნებ­ზე, რაც "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის" მერე ხდე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ვი­ცო­დით, რომ შე­ვარ­დნა­ძე და მისი მომ­ხრე­ე­ბი რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე აპი­რებ­დნენ ამ დღის ზარ-ზე­ი­მით აღ­ნიშ­ვნას..

26 მა­ისს, დი­ლი­დან­ვე, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ვიკ­რი­ბეთ. თუმ­ცა, მი­ლი­ცი­ე­ლე­ბი ყო­ველ­მხრივ შე­ე­ცად­ნენ ჩვენს გახ­ლე­ჩას, რომ მსვლე­ლო­ბა ერ­თი­ა­ნი არ ყო­ფი­ლი­ყო. მო­მი­ტინ­გე­თა ნა­წი­ლი ვე­რა­ზე იდგა. წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბის რამ­დე­ნი­მე აქ­ტი­ვისტს, მათ შო­რის ლია ბე­რუ­აშ­ვილს და მე გა­და­წყვე­ტი­ლი გვქონ­და, ჯე­იმს ბე­ი­კე­რის­თვის გა­დაგ­ვე­ცა იმ მი­ტინ­გებ­ზე და­ღუ­პულ და დაჭ­რილ მო­ქა­ლა­ქე­თა სი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში 1992 წლის 2 იან­ვრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ტარ­დე­ბო­და და რო­მელ­საც შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პერ­მა­ნენ­ტუ­ლად, სას­ტი­კად არ­ბევ­და.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გარ­შე­მო ასო­ბით მი­ლი­ცი­ე­ლი და ნიღ­ბი­ა­ნი სპეც­რაზ­მე­ლი იდგა, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მა­შიც იყო ჩაც­მუ­ლი. მი­ტინ­გის დარ­ბე­ვა ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან და­ი­წყო, ადა­მი­ა­ნებს უმო­წყა­ლოდ სცემ­დნენ ხელ­კე­ტე­ბით და იქვე მდგომ ავ­ტო­ბუ­სებ­ში ყრიდ­ნენ. 51-ე სკო­ლას­თან რამ­დე­ნი­მე მო­მი­ტინ­გე დაგ­ვი­ჭი­რეს, მაგ­რამ იმ არე­უ­ლო­ბა­ში მო­ვა­ხერ­ხე თა­ვის დახ­სნა და ქვე­მოთ, ვე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვე­შუ­რე, ვცდი­ლობ­დი რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნამ­დე მი­მეღ­წია. ახლა ვე­რა­ზე, გა­მომ­ცემ­ლო­ბის შე­ნო­ბას­თან და­ი­წყეს ხალ­ხის დარ­ბე­ვა, სწო­რედ მა­შინ გა­მო­ი­ყე­ნეს მა­ნი­ფეს­ტან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გერ­მა­ნუ­ლი ნა­გა­ზე­ბი, რო­მელ­თაც ხალ­ხმა შე­ვარ­დნა­ძის დიდი მე­გობ­რის - გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფილ მი­ნის­ტრ გენ­შე­რის თბი­ლის­ში ყბა­და­ღე­ბუ­ლი ვი­ზი­ტის შემ­დეგ "გენ­შე­რის ძაღ­ლე­ბი" შე­არ­ქვა. ნა­გა­ზე­ბის გარ­და, მი­ლი­ცი­აც გა­აფ­თრე­ბით გვებ­რძო­და, გვის­წორ­დე­ბო­და, ჩემი თვა­ლით ვნა­ხე მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში მი­წა­ზე დაყ­რი­ლი რამ­დე­ნი­მე და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი მო­მი­ტინ­გე, რამ­დენ­ჯერ­მე გა­ის­რო­ლეს კი­დეც, თუმ­ცა, არა ისე და­მიზ­ნე­ბით, რო­გორც იმა­ვე წლის 2 თე­ბერ­ვალს. მი­ლი­ცია ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, რომ რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნამ­დე არ მიგ­ვეღ­წია.. რე­დაქ­ცი­ის შე­ნო­ბას­თან ხალ­ხს არ­ბევ­დნენ, რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე კი დიდი ზე­ი­მი და ტაშ-ფან­დუ­რი იყო გა­ჩა­ღე­ბუ­ლი, თვითმფრი­ნა­ვე­ბი სალ­ტოს აკე­თებ­დნენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რამ­დენ­ჯერ­მე ხელ­კე­ტი მოგ­ვხვდა, ლია ბე­რუ­აშ­ვილ­თან ერ­თად, გა­დავ­წყვი­ტე, თავი "მოგ­ვე­წეს­რი­გე­ბი­ნა" და სირ­ბი­ლით ჩა­ვე­დით რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე, იქ შე­ვარ­დნა­ძის მომ­ხრე­ებს შე­ვე­რი­ეთ და ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მი­ვი­წევ­დით წინ, ასე მი­ვაღ­წი­ეთ პო­ლი­ცი­ის ბოლო კორ­დო­ნამ­დე, რომ­ლის იქით შე­ვარ­დნა­ძე და ბე­ი­კე­რი იდ­გნენ. მოხ­და ისე, რომ როცა კორ­დონ­თან ძალ­ზე ახ­ლოს მი­ვე­დით, ბე­ი­კერ­მა ჩვენ­კენ გა­მო­ი­ხე­და, შე­მოტ­რი­ალ­და, ჩვენც დრო ვი­ხელ­თეთ და ლია ბე­რუ­აშ­ვილ­მა მას ხელ­ში გა­დას­ცა მი­ტინ­გებ­ზე და­ღუ­პულ­თა სია.

- არა­ფე­რი გით­ქვამთ ბე­ი­კე­რის­თვის?

- არა, ვე­რაფ­რის თქმა მო­ვას­წა­რით, დაც­ვა მო­ვარ­და, ატყდა ჩოჩ­ქო­ლი, მაგ­რამ იქვე, მის თვალ­წინ ჩვენს აყ­ვა­ნას მო­ე­რიდ­ნენ. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ კი ში­ნის­კენ მი­მა­ვა­ლი, არა­ყიშ­ვი­ლის კუ­თხე­ში და­მა­კა­ვეს, ლია ბე­რუ­აშ­ვი­ლიც იმ დღეს­ვე აიყ­ვა­ნეს. ჯერ არა­ყიშ­ვილ­ზე, ვა­კის რა­ი­ო­ნის მი­ლი­ცი­ა­ში მიგ­ვიყ­ვა­ნეს, შემ­დეგ კი რა­ტომ­ღაც მთაწ­მინ­დის რა­ი­ო­ნის მი­ლი­ცი­ა­ში, რომ­ლის უფ­რო­სი ელ­გუ­ჯა ჯამ­ბუ­რია იყო. მე­სა­მე დღეს ჩემი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო. ამ დრო­ი­სათ­ვის უკვე რამ­დენ­ჯერ­მე ვი­ყა­ვი და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი. რო­გორც ჩანს, არ უნ­დო­დათ, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცებს პო­ლიტ­პა­ტიმ­რად ვე­ღი­ა­რე­ბი­ნე, ბე­ი­კე­რის ვი­ზიტს გა­უ­წი­ეს ან­გა­რი­ში და "ზე­მო­დან" ბრძა­ნე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­მოგ­ვიშ­ვეს. იმ წლებ­ში 14-ჯერ და­მა­პა­ტიმ­რეს სხვა­დას­ხვა ვა­დით, ასე­ვე იყ­ვნენ სხვე­ბიც. იმ დარ­ბე­ულ-დახ­ვრე­ტი­ლი მი­ტინ­გე­ბის უამ­რა­ვი მო­ნა­წი­ლე და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი დღემ­დე ცო­ცხა­ლია. პირ­ვე­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია ჯერ კი­დევ 1992 წლის 3 იან­ვარს გა­ი­მარ­თა დი­დუ­ბის მეტ­როს­თან დახ­ვრი­ტეს ახალ­გაზ­რდა მო­მი­ტინ­გე­ე­ბი - გი­ვი­კო რეხ­ვი­აშ­ვი­ლი, ლე­ვან თაქთა­ქიშ­ვი­ლი, ამას მოჰ­ყვა 7 იან­ვრის, 13 იან­ვრის, 19 და 26 იან­ვრის ხალ­ხმრა­ვა­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე სას­ტი­კად და­არ­ბი­ეს, იყო მსხვერ­პლი. ამა­ვე წლის 1-ელ და 2 თე­ბერ­ვალს თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თა. 1-ელ თე­ბერ­ვალს კან­ცე­ლა­რი­ას­თან მი­სულ ხალ­ხს მთავ­რო­ბა წყლის ჭავ­ლით გა­უ­მას­პინ­ძლდა, მა­შინ შე­არ­ქვეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ სი­გუ­ას "პა­ჟარ­ნი­კი", ხალ­ხის სიმ­რავ­ლით შე­ში­ნე­ბულ­მა ხუნ­ტის წევ­რებ­მა მე­ო­რე დღეს ვაგ­ზლის მო­ედ­ნი­დან თა­მარ მე­ფის გამ­ზირ­ზე მო­მა­ვალ ზღვა ხალ­ხს ჯერ ცირკთან, მერე კი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მო­ე­დან­ზე ნამ­დვი­ლი სა­საკ­ლაო მო­უ­წყვეს, სწო­რედ მა­შინ მოკ­ლეს 17 წლის მედ­რო­შე მა­მუ­კა ტე­რიშ­ვი­ლი, გუ­რამ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი, იმე­და ჭან­ტუ­რი­ძე და სხვე­ბი. ადა­მი­ა­ნებს და­მიზ­ნე­ბით ეს­როდ­ნენ. ის ტყვი­ე­ბი დღემ­დე შე­ნა­ხუ­ლი მაქვს.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია

გამოიძიებს თუ არა პროკურატურა დახვრეტილი მიტინგების საქმეს

გამოიძიებს თუ არა პროკურატურა დახვრეტილი მიტინგების საქმეს

შოკისმომგვრელია 2011 წლის 26 მაისი, რუსთაველზე დაყრილი შეურაცხყოფილი, დასისხლიანებული მოქალაქეებით და მაღაზიის თავზე შემოწყობილი გვამებით. ამ საქმეს დღემდე იძიებს საქართველოს მთავარი პროკურატურა.. თუმცა, საზოგადოებას ნაკლებად ახსოვს 1992 წლის 26 მაისი, როცა არანაკლები სისასტიკით დაარბიეს მშვიდობიანი მანიფესტაცია.. ამ ფაქტის გამო, ისევე როგორც იმჟამინდელი ოპოზიციის - სახელმწიფო გადატრიალების (ამგვარი შეფასება მას პარლამენტმა მისცა) შედეგად დამხობილი ეროვნული ხელისუფლების მომხრეების არაერთი მიტინგის დარბევა-დახვრეტის გამო პასუხი დღემდე არავის უგია. მიმდინარეობს თუ არა საქართველოს მთავარ პროკურატურაში 1992 წლის 26 მაისის, 1992 წლის 2 თებერვლისა და 1991-92 წლების მოვლენების თანმდევი სხვა ფაქტების გამოძიება? - ამ კითხვით პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ხათუნა პაიჭაძეს მივმართეთ, მან გვითხრა: "ინფორმაცია პროკურატურის სხვადასხვა რგოლიდან გამოვითხოვეთ, მაგრამ პასუხი ჯერჯერობით არ გვაქვს".

1992 წლის 26 მაისსა და იმ წლების სხვა საპროტესტო აქციებზე გვესაუბრება იმჟამინდელი წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი, საე­რთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების "ემნესტი ინტერნეიშენელისა" და IGFM-ის წევრი მაია კერესელიძე.

- 1992 წლის 26 მაისს ეროვნული ხელისუფლების მომხრეებმა გადავწყვიტეთ საპროტესტო აქცია ჩაგვეტარებინა, რადგან, ჩვენი აზრით, შევარდნაძის ხელისუფლებას, რომელმაც კანონიერი პრეზიდენტი და პარლამენტი განდევნა, ამ დღესასწაულის აღნიშვნის არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ ჰქონდა, მით უმეტეს, რომ იმხანად საქართველოში ვიზიტად ჩამოსული იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი... სხვათა შორის, მოგვიანებით ოფიციალურ ბანკეტზე ბეიკერს ჯაბა იოსელიანმა "მხედრიონელის" მედალიონი გადასცა, საპატიო მხედრიონელობა მიანიჭა. დასავლეთის ქვეყნებს არ ჰქონდათ ობიექტური, სრულფასოვანი წარმოდგენა იმ მოვლენებზე, რაც "დემოკრატიული რევოლუციის" მერე ხდებოდა საქართველოში. ვიცოდით, რომ შევარდნაძე და მისი მომხრეები რესპუბლიკის მოედანზე აპირებდნენ ამ დღის ზარ-ზეიმით აღნიშვნას..

26 მაისს, დილიდანვე, აქციის მონაწილეები უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე შევიკრიბეთ. თუმცა, მილიციელები ყოველმხრივ შეეცადნენ ჩვენს გახლეჩას, რომ მსვლელობა ერთიანი არ ყოფილიყო. მომიტინგეთა ნაწილი ვერაზე იდგა. წინააღმდეგობის მოძრაობის რამდენიმე აქტივისტს, მათ შორის ლია ბერუაშვილს და მე გადაწყვეტილი გვქონდა, ჯეიმს ბეიკერისთვის გადაგვეცა იმ მიტინგებზე დაღუპულ და დაჭრილ მოქალაქეთა სიები, რომლებიც თბილისში 1992 წლის 2 იანვრიდან მოყოლებული ტარდებოდა და რომელსაც შევარდნაძის ხელისუფლება პერმანენტულად, სასტიკად არბევდა.

საპროტესტო აქციის მონაწილეების გარშემო ასობით მილიციელი და ნიღბიანი სპეცრაზმელი იდგა, ზოგიერთი მათგანი სამოქალაქო ფორმაშიც იყო ჩაცმული. მიტინგის დარბევა ფილარმონიასთან დაიწყო, ადამიანებს უმოწყალოდ სცემდნენ ხელკეტებით და იქვე მდგომ ავტობუსებში ყრიდნენ. 51-ე სკოლასთან რამდენიმე მომიტინგე დაგვიჭირეს, მაგრამ იმ არეულობაში მოვახერხე თავის დახსნა და ქვემოთ, ვერის მიმართულებით გავეშურე, ვცდილობდი რესპუბლიკის მოედნამდე მიმეღწია. ახლა ვერაზე, გამომცემლობის შენობასთან დაიწყეს ხალხის დარბევა, სწორედ მაშინ გამოიყენეს მანიფესტანტების წინააღმდეგ გერმანული ნაგაზები, რომელთაც ხალხმა შევარდნაძის დიდი მეგობრის - გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ გენშერის თბილისში ყბადაღებული ვიზიტის შემდეგ "გენშერის ძაღლები" შეარქვა. ნაგაზების გარდა, მილიციაც გააფთრებით გვებრძოდა, გვისწორდებოდა, ჩემი თვალით ვნახე მიწისქვეშა გადასასვლელში მიწაზე დაყრილი რამდენიმე დასისხლიანებული მომიტინგე, რამდენჯერმე გაისროლეს კიდეც, თუმცა, არა ისე დამიზნებით, როგორც იმავე წლის 2 თებერვალს. მილიცია ყველაფერს აკეთებდა, რომ რესპუბლიკის მოედნამდე არ მიგვეღწია.. რედაქციის შენობასთან ხალხს არბევდნენ, რესპუბლიკის მოედანზე კი დიდი ზეიმი და ტაშ-ფანდური იყო გაჩაღებული, თვითმფრინავები სალტოს აკეთებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ხელკეტი მოგვხვდა, ლია ბერუაშვილთან ერთად, გადავწყვიტე, თავი "მოგვეწესრიგებინა" და სირბილით ჩავედით რესპუბლიკის მოედანზე, იქ შევარდნაძის მომხრეებს შევერიეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდით წინ, ასე მივაღწიეთ პოლიციის ბოლო კორდონამდე, რომლის იქით შევარდნაძე და ბეიკერი იდგნენ. მოხდა ისე, რომ როცა კორდონთან ძალზე ახლოს მივედით, ბეიკერმა ჩვენკენ გამოიხედა, შემოტრიალდა, ჩვენც დრო ვიხელთეთ და ლია ბერუაშვილმა მას ხელში გადასცა მიტინგებზე დაღუპულთა სია.

- არაფერი გითქვამთ ბეიკერისთვის?

- არა, ვერაფრის თქმა მოვასწარით, დაცვა მოვარდა, ატყდა ჩოჩქოლი, მაგრამ იქვე, მის თვალწინ ჩვენს აყვანას მოერიდნენ. რამდენიმე საათის შემდეგ კი შინისკენ მიმავალი, არაყიშვილის კუთხეში დამაკავეს, ლია ბერუაშვილიც იმ დღესვე აიყვანეს. ჯერ არაყიშვილზე, ვაკის რაიონის მილიციაში მიგვიყვანეს, შემდეგ კი რატომღაც მთაწმინდის რაიონის მილიციაში, რომლის უფროსი ელგუჯა ჯამბურია იყო. მესამე დღეს ჩემი სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო. ამ დროისათვის უკვე რამდენჯერმე ვიყავი დაპატიმრებული. როგორც ჩანს, არ უნდოდათ, საერთაშორისო ორგანიზაცებს პოლიტპატიმრად ვეღიარებინე, ბეიკერის ვიზიტს გაუწიეს ანგარიში და "ზემოდან" ბრძანების შემდეგ რამდენიმე დღეში გამოგვიშვეს. იმ წლებში 14-ჯერ დამაპატიმრეს სხვადასხვა ვადით, ასევე იყვნენ სხვებიც. იმ დარბეულ-დახვრეტილი მიტინგების უამრავი მონაწილე და დაზარალებული დღემდე ცოცხალია. პირველი საპროტესტო აქცია ჯერ კიდევ 1992 წლის 3 იანვარს გაიმართა დიდუბის მეტროსთან დახვრიტეს ახალგაზრდა მომიტინგეები - გივიკო რეხვიაშვილი, ლევან თაქთაქიშვილი, ამას მოჰყვა 7 იანვრის, 13 იანვრის, 19 და 26 იანვრის ხალხმრავალი საპროტესტო აქციები, რომლებიც ასევე სასტიკად დაარბიეს, იყო მსხვერპლი. ამავე წლის 1-ელ და 2 თებერვალს თბილისის ქუჩებში გრანდიოზული მანიფესტაციები გაიმართა. 1-ელ თებერვალს კანცელარიასთან მისულ ხალხს მთავრობა წყლის ჭავლით გაუმასპინძლდა, მაშინ შეარქვეს პრემიერ-მინისტრ სიგუას "პაჟარნიკი", ხალხის სიმრავლით შეშინებულმა ხუნტის წევრებმა მეორე დღეს ვაგზლის მოედნიდან თამარ მეფის გამზირზე მომავალ ზღვა ხალხს ჯერ ცირკთან, მერე კი მარჯანიშვილის მოედანზე ნამდვილი სასაკლაო მოუწყვეს, სწორედ მაშინ მოკლეს 17 წლის მედროშე მამუკა ტერიშვილი, გურამ ლიპარტელიანი, იმედა ჭანტურიძე და სხვები. ადამიანებს დამიზნებით ესროდნენ. ის ტყვიები დღემდე შენახული მაქვს.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა