საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ემუქრება მცხეთას მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღება?
რატომ ემუქრება მცხეთას მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღება?

მცხე­თა­ში, ჯვრის მო­ნას­ტრის ქვეშ, მტკვრი­სა და არაგ­ვის შე­სარ­თავ­თან გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრის, პლა­ჟის მო­წყო­ბის იდეა პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს ეკუთ­ვნის: "აქ შე­იძ­ლე­ბა ნა­ვე­ბი და იახ­ტე­ბი ვა­ტა­როთ და მტკვარ­ში შე­ვუშ­ვათ აუზი თა­ვი­სი პლი­ა­ჟით"... ახ­ლა­ხან იუ­ნეს­კომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი­დევ ერთხელ გა­აფრ­თხი­ლა, რომ ის­ტო­რი­უ­ლი მცხე­თის უნი­კა­ლურ კულ­ტუ­რულ-არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ძეგ­ლებს - ჯვარს, სვე­ტი­ცხო­ველს, არ­მაზს, სამ­თავ­რო­სა და სხვებს იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლ­თა ნუს­ხი­დან ამო­ღე­ბა ემუქ­რე­ბა. კონ­კრე­ტუ­ლად რო­გო­რია იუ­ნეს­კოს მო­თხოვ­ნე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი? - ამ სა­კი­თხზე ორ­გა­ნი­ზა­ცია "იკო­მოს-სა­ქარ­თვე­ლოს" (ძეგ­ლე­ბი­სა და ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი ად­გი­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო საბ­ჭოს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი კო­მი­ტე­ტი) გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ნატო ცინ­ცა­ბა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- მცხე­თის ის­ტო­რი­ულ ნა­წილ­ში შექ­მნილ რთულ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით "იუ­ნეს­კოს" წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი მო­თხოვ­ნა ჰქონ­და და აქვს - დღემ­დე არ არ­სე­ბობს მცხე­თის ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბის მარ­თვის გეგ­მა, არც ძეგლის კონ­სერ­ვა­ცი­ის გეგ­მა, ყვე­ლა ძეგლ­თა­დაც­ვი­თი პრინ­ცი­პის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. იუ­ნეს­კო სის­ტე­მა­ტუ­რად გვი­ყე­ნებს მო­თხოვ­ნებს, რო­მე­ლიც არ სრულ­დე­ბა. ჯერ კი­დევ 2000 წელს მათ აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ მცხე­თის და­ცუ­ლი ზო­ნე­ბის იმ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა აღარ პა­სუ­ხობ­და იმ პა­რა­მეტ­რებს, რი­თაც ეს ძეგ­ლე­ბი 1994 წელს შე­ვი­და მსოფ­ლიო ის­ტო­რი­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლ­თა ნუს­ხა­ში, - და­წყე­ბუ­ლი გა­მა­ლე­ბუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო ტე­რი­ტო­რია თან­და­თან მცირ­დე­ბო­და, ამას­თან, ტაძ­რე­ბის გარ­შე­მო მი­წის უკონ­ტრო­ლო გას­ხვი­სე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

- ანუ და­ცუ­ლი ზონა ახა­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის გამო მცირ­დე­ბო­და?

- სა­ხელ­მწი­ფო ვალ­დე­ბუ­ლია, და­ცუ­ლი ზო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მშე­ნებ­ლო­ბა­ზე გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცია, შე­ზღუდ­ვა და­ა­წე­სოს, ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მო­ი­ყო­ფა ლან­დშაფ­ტის დაც­ვის ზო­ნაც, სა­დაც მშე­ნებ­ლო­ბა სა­ერ­თოდ აკ­რძა­ლუ­ლია. ამ ყვე­ლაფ­რის გამო მცხე­თის ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბის გარ­შე­მო შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა იუ­ნეს­კომ სა­გან­გა­შოდ მი­იჩ­ნია და 2006 წელს ქარ­თულ მხა­რეს ძალ­ზე მკა­ფიო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მის­ცა - უნდა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი­ყო გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მა, მი­წის რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სე­ბი და მკვეთ­რად უნდა გან­სა­ზღვრუ­ლი­ყო ბუ­ფე­რუ­ლი ზონა. თუმ­ცა, ამის შემ­დეგ, 2009 წელს ჩა­მო­სულ­მა იუ­ნეს­კოს მი­სი­ამ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მისი არც ერთი რე­კო­მენ­და­ცია არ შეს­რულ­და, მათ ნა­ხეს ძეგ­ლე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­წყე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი - მძაფ­რი რე­აქ­ცია ჰქონ­დათ სვე­ტი­ცხოვ­ლის შე­სას­ვლელ­თან სა­ინფ­ორ­მა­ციო ცე­ნტრის შე­ნო­ბა­ზე, ხოლო მტკვრი­სა და არაგ­ვის შე­სარ­თავ­თან და­გეგ­მი­ლი და მშე­ნე­ბა­რე სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლი იყო ბოლო წვე­თი, რის შემ­დე­გაც მცხე­თის ძეგ­ლე­ბი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლ­თა ნუს­ხი­დან "საფრ­თხის ქვეშ მყო­ფი ძეგ­ლე­ბის" სა­გან­გე­ბო სი­ა­ში გა­და­ი­ტა­ნეს. სვე­ტი­ცხოვ­ლის პირ­და­პირ მშე­ნე­ბა­რე სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრზე შა­ვით თეთრზე და­წე­რეს, რომ ეს ნა­გე­ბო­ბა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ძეგლ­თა დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ვენ­ცი­ის პრინ­ცი­პებს. ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მი­ცე­მუ­ლი აქვს მკა­ფიო მი­თი­თე­ბა, რომ მშე­ნებ­ლო­ბე­ბი შე­ა­ჩე­როს, შე­ი­მუ­შა­ოს მცხე­თის გან­ვი­თა­რე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არც სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით შე­იძ­ლე­ბა ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მშე­ნებ­ლო­ბა, მაგ­რამ 2012 წლის სექ­ტემ­ბერ­ში სას­წრა­ფოდ მი­ი­ღეს მთავ­რო­ბის ახა­ლი დად­გე­ნი­ლე­ბა, რომ­ლი­თაც ტე­რი­ტო­რი­ას მტკვრი­სა და არაგ­ვის შე­სარ­თავ­თან ლან­დშაფ­ტის დაც­ვის ზო­ნის სტა­ტუ­სი მო­უხ­სნეს, რი­თაც გზა მი­ე­ცა უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბებს; ასე რომ, თუ პრო­ცე­სი არ შე­ჩერ­და, იუ­ნეს­კო მცხე­თის ძეგ­ლე­ბის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნუს­ხი­დან ამო­ღე­ბას აპი­რებს; მთა­ვა­რია, არ გაჩ­ნდეს ჩა­ნა­წე­რე­ბი, რომ ის შე­საძ­ლოა ამო­ი­ღონ მემ­კვიდ­რე­ო­ბის სი­ი­დან. ბაგ­რატ­ზე ამ­გვა­რი ჩა­ნა­წე­რი იუ­ნეს­კომ 2009 წელს გა­ა­კე­თა, ნუს­ხი­დან ამო­ღე­ბის პრო­ცე­დუ­რა კი წელს და­ი­წყო.

P.S. ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რის­თვის რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან სამ­სა­ხუ­რის უფ­როს მაგ­და პო­პი­აშ­ვილს მივ­მარ­თეთ, მან გვი­თხრა: "ჩვენ მივ­მარ­თეთ "იკო­მოსს" და მისი დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე მცხე­თის ხი­დი­სა და გამ­წმენ­დი ნა­გე­ბო­ბის პრო­ექ­ტი (ის, რაც ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტროს კომ­პე­ტენ­ცი­აა) შე­ვა­ჩე­რეთ ისე, რომ სა­მუ­შა­ო­ე­ბი არც და­წყე­ბუ­ლა.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

რატომ ემუქრება მცხეთას მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღება?

რატომ ემუქრება მცხეთას მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღება?

მცხეთაში, ჯვრის მონასტრის ქვეშ, მტკვრისა და არაგვის შესართავთან გასართობი ცენტრის, პლაჟის მოწყობის იდეა პრეზიდენტ სააკაშვილს ეკუთვნის: "აქ შეიძლება ნავები და იახტები ვატაროთ და მტკვარში შევუშვათ აუზი თავისი პლიაჟით"... ახლახან იუნესკომ საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ ისტორიული მცხეთის უნიკალურ კულტურულ-არქიტექტურულ ძეგლებს - ჯვარს, სვეტიცხოველს, არმაზს, სამთავროსა და სხვებს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოღება ემუქრება. კონკრეტულად როგორია იუნესკოს მოთხოვნები და რეკომენდაციები? - ამ საკითხზე ორგანიზაცია "იკომოს-საქართველოს" (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტი) გენერალური მდივანი ნატო ცინცაბაძე გვესაუბრება.

- მცხეთის ისტორიულ ნაწილში შექმნილ რთულ მდგომარეობასთან დაკავშირებით "იუნესკოს" წლების განმავლობაში არაერთი მოთხოვნა ჰქონდა და აქვს - დღემდე არ არსებობს მცხეთის ისტორიული ძეგლების მართვის გეგმა, არც ძეგლის კონსერვაციის გეგმა, ყველა ძეგლთადაცვითი პრინციპის გათვალისწინებით. იუნესკო სისტემატურად გვიყენებს მოთხოვნებს, რომელიც არ სრულდება. ჯერ კიდევ 2000 წელს მათ აღმოაჩინეს, რომ მცხეთის დაცული ზონების იმჟამინდელი მდგომარეობა აღარ პასუხობდა იმ პარამეტრებს, რითაც ეს ძეგლები 1994 წელს შევიდა მსოფლიო ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში, - დაწყებული გამალებული სამშენებლო სამუშაოების გამო ტერიტორია თანდათან მცირდებოდა, ამასთან, ტაძრების გარშემო მიწის უკონტროლო გასხვისება მიმდინარეობდა.

- ანუ დაცული ზონა ახალი მშენებლობების გამო მცირდებოდა?

- სახელმწიფო ვალდებულია, დაცული ზონის ტერიტორიაზე მშენებლობაზე გარკვეული რეგულაცია, შეზღუდვა დააწესოს, ამ ტერიტორიაზე გამოიყოფა ლანდშაფტის დაცვის ზონაც, სადაც მშენებლობა საერთოდ აკრძალულია. ამ ყველაფრის გამო მცხეთის ისტორიული ძეგლების გარშემო შექმნილი მდგომარეობა იუნესკომ საგანგაშოდ მიიჩნია და 2006 წელს ქართულ მხარეს ძალზე მკაფიო რეკომენდაციები მისცა - უნდა შემუშავებულიყო გენერალური გეგმა, მიწის რეგულირების წესები და მკვეთრად უნდა განსაზღვრულიყო ბუფერული ზონა. თუმცა, ამის შემდეგ, 2009 წელს ჩამოსულმა იუნესკოს მისიამ აღმოაჩინა, რომ მისი არც ერთი რეკომენდაცია არ შესრულდა, მათ ნახეს ძეგლების მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებული მშენებლობები - მძაფრი რეაქცია ჰქონდათ სვეტიცხოვლის შესასვლელთან საინფ­ორმაციო ცე­ნტრის შენობაზე, ხოლო მტკვრისა და არაგვის შესართავთან დაგეგმილი და მშენებარე სახელმწიფო დაწესებულებები, მათ შორის, იუსტიციის სახლი იყო ბოლო წვეთი, რის შემდეგაც მცხეთის ძეგლები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან "საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების" საგანგებო სიაში გადაიტანეს. სვეტიცხოვლის პირდაპირ მშენებარე საინფორმაციო ცენტრზე შავით თეთრზე დაწერეს, რომ ეს ნაგებობა არ შეესაბამება ძეგლთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის პრინციპებს. ამჟამად საქართველოს მთავრობას მიცემული აქვს მკაფიო მითითება, რომ მშენებლობები შეაჩეროს, შეიმუშაოს მცხეთის განვითარების გენერალური გეგმა. აღსანიშნავია, რომ არც საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება ამ ტერიტორიაზე მშენებლობა, მაგრამ 2012 წლის სექტემბერში სასწრაფოდ მიიღეს მთავრობის ახალი დადგენილება, რომლითაც ტერიტორიას მტკვრისა და არაგვის შესართავთან ლანდშაფტის დაცვის ზონის სტატუსი მოუხსნეს, რითაც გზა მიეცა უკანონო მშენებლობებს; ასე რომ, თუ პროცესი არ შეჩერდა, იუნესკო მცხეთის ძეგლების კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღებას აპირებს; მთავარია, არ გაჩნდეს ჩანაწერები, რომ ის შესაძლოა ამოიღონ მემკვიდრეობის სიიდან. ბაგრატზე ამგვარი ჩანაწერი იუნესკომ 2009 წელს გააკეთა, ნუსხიდან ამოღების პროცედურა კი წელს დაიწყო.

P.S. ამ საკითხზე კომენტარისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან სამსახურის უფროს მაგდა პოპიაშვილს მივმართეთ, მან გვითხრა: "ჩვენ მივმართეთ "იკომოსს" და მისი დასკვნის საფუძველზე მცხეთის ხიდისა და გამწმენდი ნაგებობის პროექტი (ის, რაც ჩვენი სამინისტროს კომპეტენციაა) შევაჩერეთ ისე, რომ სამუშაოები არც დაწყებულა.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"