მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამაკაცს ქალიშვილის ცხედარი ჩანთით გადაჰქონდა
მამაკაცს ქალიშვილის ცხედარი ჩანთით გადაჰქონდა

ჩი­ნე­თის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს, რო­მელ­საც გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლიშ­ვი­ლის სხე­უ­ლი ჩან­თით გა­დაჰ­ქონ­და.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, 35 წლის იანგ ჩენ­გი მე­უღ­ლე ლინ სან­თან ერ­თად მორ­გში მი­ვი­და, რომ შვი­ლის სხე­უ­ლი წა­მო­ე­ღო. გო­გო­ნა მძი­მე ავად­მყო­ფო­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯა­ხი სი­ღა­რი­ბე­ში ცხოვ­რობ­და და ფული არ ჰქონ­და, რომ ქა­ლიშ­ვი­ლის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა და­ე­ფი­ნან­სე­ბი­ნა.

მა­მა­კაც­მა არა მხო­ლოდ სამ­გლო­ვი­ა­რო ცე­რე­მო­ნი­ა­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა, არა­მედ კუ­ბოს შე­ძე­ნა ვერ შეძ­ლო, ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა, გო­გო­ნას სხე­უ­ლი სახ­ლში სა­კუ­თა­რი ხე­ლით წა­ე­ღო. ჩი­ნელ­მა ცხე­და­რი ია­ფ­ფა­სი­ან ფე­რად ტო­მა­რა­ში ჩადო და ან­ხო­ის პრო­ვინ­ცი­ის ქა­ლაქ ჰე­ფე­ის სად­გურ­ზე გა­ე­მარ­თა, იმე­დი ჰქონ­და რომ შე­უმ­ჩნე­ვე­ლი დარ­ჩე­ბო­და.

მაგ­რამ ჩენ­გის გეგ­მა ჩა­ი­შა­ლა: მა­მა­კა­ცი "სა­ეჭ­ვო" ბარ­გით ავ­ტო­სად­გურ­ზე მყოფ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა შე­ნიშ­ნეს. მა­მამ ჩან­თა სპე­ცი­ა­ლურ სკა­ნერ­ში გა­ა­ტა­რა. სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა კომ­პი­უ­ტე­რის ეკ­რან­ზე ცხე­და­რი რომ და­ი­ნა­ხეს, თვა­ლებს არ უჯე­რებ­დნენ.

"პო­ლი­ცი­ა­ში უმალ­ვე დავ­რე­კეთ, მგზავ­რმა კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა­ზე უარი თქვა",- ყვე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა იანგ ჩენ­გი და­ა­პა­ტიმ­რეს და მა­ლე­ვე და­კი­თხეს. მა­მა­კაც­მა აღი­ა­რა, რომ უც­ნა­უ­რი საქ­ცი­ე­ლის მი­ზე­ზი სი­ღა­რი­ბეა.

"კა­ტა­ფალ­კის შე­ძე­ნა ძა­ლი­ან მინ­დო­და, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მაქვს, სი­ტუ­ა­ცი­ის მძე­ვა­ლი აღ­მოვ­ჩნდი",- გა­ნა­ცხა­და და­კა­ვე­ბულ­მა.

იგი ბრალ­დე­ბის წა­ყე­ნე­ბის გა­რე­შე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ტაქ­სის მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­და­ი­ხა­დეს, რო­მელ­მაც ოჯა­ხი მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში წა­იყ­ვა­ნა, სა­დაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით დაკ­რძალ­ვა გა­ი­მარ­თა.

ჩი­ნუ­რი კა­ნო­ნე­ბით, მო­ქა­ლა­ქე­ებს "სხე­უ­ლის ორ­გა­ნო­ე­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით გა­და­ტა­ნის უფ­ლე­ბა არ აქვთ".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია lifenews.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

მამაკაცს ქალიშვილის ცხედარი ჩანთით გადაჰქონდა

მამაკაცს ქალიშვილის ცხედარი ჩანთით გადაჰქონდა

ჩინეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა მამაკაცი დააკავეს, რომელსაც გარდაცვლილი ქალიშვილის სხეული ჩანთით გადაჰქონდა.

როგორც აღმოჩნდა, 35 წლის იანგ ჩენგი მეუღლე ლინ სანთან ერთად მორგში მივიდა, რომ შვილის სხეული წამოეღო. გოგონა მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობდა და ფული არ ჰქონდა, რომ ქალიშვილის ძვირადღირებული მკურნალობა დაეფინანსებინა.

მამაკაცმა არა მხოლოდ სამგლოვიარო ცერემონიალის ორგანიზება, არამედ კუბოს შეძენა ვერ შეძლო, ამიტომ გადაწყვიტა, გოგონას სხეული სახლში საკუთარი ხელით წაეღო. ჩინელმა ცხედარი იაფფასიან ფერად ტომარაში ჩადო და ანხოის პროვინციის ქალაქ ჰეფეის სადგურზე გაემართა, იმედი ჰქონდა რომ შეუმჩნეველი დარჩებოდა.

მაგრამ ჩენგის გეგმა ჩაიშალა: მამაკაცი "საეჭვო" ბარგით ავტოსადგურზე მყოფმა ადამიანებმა შენიშნეს. მამამ ჩანთა სპეციალურ სკანერში გაატარა. სამსახურის თანამშრომლებმა კომპიუტერის ეკრანზე ცხედარი რომ დაინახეს, თვალებს არ უჯერებდნენ.

"პოლიციაში უმალვე დავრეკეთ, მგზავრმა კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა",- ყვება უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი.

სამართალდამცავებმა იანგ ჩენგი დააპატიმრეს და მალევე დაკითხეს. მამაკაცმა აღიარა, რომ უცნაური საქციელის მიზეზი სიღარიბეა.

"კატაფალკის შეძენა ძალიან მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ ამის შესაძლებლობა არ მაქვს, სიტუაციის მძევალი აღმოვჩნდი",- განაცხადა დაკავებულმა.

იგი ბრალდების წაყენების გარეშე გაათავისუფლეს. მთავრობის წარმომადგენლებმა ტაქსის მომსახურება გადაიხადეს, რომელმაც ოჯახი მშობლიურ ქალაქში წაიყვანა, სადაც მოგვიანებით დაკრძალვა გაიმართა.

ჩინური კანონებით, მოქალაქეებს "სხეულის ორგანოების საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადატანის უფლება არ აქვთ".

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს