კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭიაკოკონობას საბურავების დაწვის შემთხვევაში ჯარიმა 400-დან 600 ლარამდეა
ჭიაკოკონობას საბურავების დაწვის შემთხვევაში ჯარიმა 400-დან 600 ლარამდეა

გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ე.წ. ჭი­ა­კო­კო­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და ახალ­გაზ­რდებს აფრ­თხი­ლებს, რომ მე­ო­რა­დი სა­ბუ­რა­ვე­ბის დაწ­ვის შემ­თხვე­ვა­ში ისი­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან.

რო­გორც უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა გა­რე­მოს და­ბუნ­ძუ­რე­ბას იწ­ვევს.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში, ტრა­დი­ცი­უ­ლად, აღ­დგო­მის წინა ოთხშა­ბათს აღი­ნიშ­ნე­ბა ე.წ. ჭი­ა­კო­კო­ნო­ბა. ქა­ლა­ქის სხვა­დას­ხვა უბ­ნებ­ში ინ­თე­ბა კო­ცო­ნე­ბი და საწ­ვავ მა­სა­ლად უმე­ტე­სად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მე­ო­რა­დი სა­ბუ­რა­ვე­ბი, ფოთ­ლე­ბი, სხვა­დას­ხვა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნე­ბი.

ქა­ლა­ქებ­ში ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა წარ­მო­ად­გენს ერთ-ერთ ძი­რი­თად ურ­ბა­ნულ გა­რე­მოს­დაც­ვით პრობ­ლე­მას. მო­სახ­ლე­ო­ბა ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, თუ რამ­დე­ნად სა­ზი­ა­ნოა ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის მცე­ნა­რე­უ­ლი და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნე­ბის ღია წე­სით წვა. და­მა­ბინ­ძუ­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­მო­იქ­მნე­ბა წვის ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ცე­სის დროს, უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დე­ბენ ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და ეკო­სის­ტე­მებ­ზე.

გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხი­ფა­თოა რე­ზი­ნის სა­ბუ­რა­ვი, რო­მე­ლიც უამ­რავ სა­შიშ ქი­მი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბას შე­ი­ცავს და მისი წვის შე­დე­გად გა­მო­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა მთე­ლი რიგი მა­ღალ­ტოქ­სი­კუ­რი და­მა­ბინ­ძუ­რებ­ლე­ბი. არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, 1 ტონა რე­ზი­ნის სა­ბუ­რა­ვის ღია წე­სით დაწ­ვი­სას ატ­მოს­ფე­რო­ში გა­მო­ი­ყო­ფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვა­დას­ხვა ტოქ­სი­კუ­რი აირი.

მცე­ნა­რე­უ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის, მათ შო­რის ფოთ­ლე­ბის წვა აბინ­ძუ­რებს რო­გორც ჰა­ერს, ისე ნი­ა­დაგს. 1 ტონა მცე­ნა­რე­უ­ლი ნარ­ჩე­ნის ბოლი გა­მო­ყოფს 9 კგ მიკ­რო­ნა­წი­ლაკს. ისი­ნი ჰა­ე­რის ორ­თქლთან ურ­თი­ერთქმე­დე­ბენ და წარ­მოქ­მნი­ან ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის სა­შიშ ეგ­რეთ წო­დე­ბულ "სმოგს"; ნი­ა­და­გის ზედა ფე­ნა­ში კი მძი­მე მე­ტა­ლე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა 1,5-2 ჯერ იზ­რდე­ბა.

ხში­რად კო­ცონ­ში ხვდე­ბა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნე­ბიც. პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პა­კე­ტის, პლას­ტი­კუ­რი ბოთ­ლის და მსგავ­სი ნარ­ჩე­ნე­ბის წვის დროს წარ­მო­იქ­მნე­ბა მთე­ლი რიგი ტოქ­სი­ნე­ბი, ხოლო ქლორ­თან ურ­თი­ერთქმე­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ატ­მოს­ფე­რო­ში გა­მო­ი­ყო­ფა დი­ოქ­სი­ნე­ბი. ყო­ვე­ლი­ვე ეს იწ­ვევს იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის დათ­რგუნ­ვას, ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის დარ­ღვე­ვას, ღვიძ­ლის და­ზი­ა­ნე­ბას. აგ­რეთ­ვე, კავ­შირ­შია ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბებ­თან.

ჭი­ა­კო­კო­ნო­ბა უმე­ტე­სად მო­ზარ­დე­ბის გა­სარ­თო­ბია. ისი­ნი აგ­რო­ვე­ბენ საწ­ვავ მა­სა­ლას და შემ­დეგ დიდ დროს ატა­რე­ბენ ცე­ცხლთან, რაც მათი ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია. ბავ­შვე­ბი, ფილ­ტვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აგე­ბუ­ლე­ბი­სა და უფრო ხში­რი სუნ­თქვის გამო, ღე­ბუ­ლო­ბენ მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის 6-ჯერ მეტ დო­ზას, ვიდ­რე ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი.

გვინ­და, ხაზი გა­ვუს­ვათ, რომ მე­ო­რა­დი სა­ბუ­რა­ვე­ბის ღია წე­სით დაწ­ვა წარ­მო­ად­გენს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვას და ჯა­რიმ­დე­ბა 400-დან 600 ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბით.

მო­ვუ­წო­დებთ მო­ქა­ლა­ქე­ებს, გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი, ნუ მი­ა­ყე­ნე­ბენ ზი­ანს გა­რე­მოს და შე­უქ­მნი­ან საფრ­თხეს სა­კუ­თარ და სხვის ჯან­მრთე­ლო­ბას", - ნათ­ქვა­მია გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ჭიაკოკონობას საბურავების დაწვის შემთხვევაში ჯარიმა 400-დან 600 ლარამდეა

ჭიაკოკონობას საბურავების დაწვის შემთხვევაში ჯარიმა 400-დან 600 ლარამდეა

გარემოს დაცვის სამინისტრო ე.წ. ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ახალგაზრდებს აფრთხილებს, რომ მეორადი საბურავების დაწვის შემთხვევაში ისინი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდებიან.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ქმედება გარემოს დაბუნძურებას იწვევს.

"საქართველოში, ტრადიციულად, აღდგომის წინა ოთხშაბათს აღინიშნება ე.წ. ჭიაკოკონობა. ქალაქის სხვადასხვა უბნებში ინთება კოცონები და საწვავ მასალად უმეტესად გამოიყენება მეორადი საბურავები, ფოთლები, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად ურბანულ გარემოსდაცვით პრობლემას. მოსახლეობა ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად საზიანოა ჯანმრთელობისათვის მცენარეული და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით წვა. დამაბინძურებლები, რომლებიც წარმოიქმნება წვის ნებისმიერი პროცესის დროს, უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკოსისტემებზე.

განსაკუთრებით სახიფათოა რეზინის საბურავი, რომელიც უამრავ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს და მისი წვის შედეგად გამოთავისუფლდება მთელი რიგი მაღალტოქსიკური დამაბინძურებლები. არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი.

მცენარეული ნარჩენების, მათ შორის ფოთლების წვა აბინძურებს როგორც ჰაერს, ისე ნიადაგს. 1 ტონა მცენარეული ნარჩენის ბოლი გამოყოფს 9 კგ მიკრონაწილაკს. ისინი ჰაერის ორთქლთან ურთიერთქმედებენ და წარმოქმნიან ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ ეგრეთ წოდებულ "სმოგს"; ნიადაგის ზედა ფენაში კი მძიმე მეტალების შემცველობა 1,5-2 ჯერ იზრდება.

ხშირად კოცონში ხვდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებიც. პოლიეთილენის პაკეტის, პლასტიკური ბოთლის და მსგავსი ნარჩენების წვის დროს წარმოიქმნება მთელი რიგი ტოქსინები, ხოლო ქლორთან ურთიერთქმედების შემთხვევაში ატმოსფეროში გამოიყოფა დიოქსინები. ყოველივე ეს იწვევს იმუნური სისტემის დათრგუნვას, ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევას, ღვიძლის დაზიანებას. აგრეთვე, კავშირშია ონკოლოგიურ დაავადებებთან.

ჭიაკოკონობა უმეტესად მოზარდების გასართობია. ისინი აგროვებენ საწვავ მასალას და შემდეგ დიდ დროს ატარებენ ცეცხლთან, რაც მათი ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიშია. ბავშვები, ფილტვის განსაკუთრებული აგებულებისა და უფრო ხშირი სუნთქვის გამო, ღებულობენ მავნე ნივთიერებების 6-ჯერ მეტ დოზას, ვიდრე ზრდასრული ადამიანები.

გვინდა, ხაზი გავუსვათ, რომ მეორადი საბურავების ღია წესით დაწვა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და ჯარიმდება 400-დან 600 ლარამდე ოდენობით.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ ყოველივე ზემოაღნიშნული, ნუ მიაყენებენ ზიანს გარემოს და შეუქმნიან საფრთხეს საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას", - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"