ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს პრეზიდენტი აირჩიონ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რუსეთის მოქალაქეებმაც, რათა საქართველოს პრეზიდენტი რუსეთისთვისაც მისაღები იყოს. ჩერგოლეიშვილი გია ხუხაშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელშიც ექსპერტი "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევაზე საუბრობს. "ტაბულას" რედაქტორი "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე ამ თემას რამდენიმე პოსტს უძღვნის:
"ვეხმიანები საქართველოს უპორტფელო პრემიერ მინისტრის, ბ-ნი გია ხუხაშვილის მოსაზრებას და შემოვდივარ ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტი აირჩიონ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რუსეთის მოქალაქეებმაც, რათა უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი რუსეთისთვისაც მისაღები იყოს"...
"მომინდა ხელში გიტარა დავაჭერინო და "ასეთია ქურდი კაცის ბედი" ვამღერო :)"
"ასეთი მე ვალერი ვიცი, ხაბურძანია :)
''მომავალი პრეზიდენტი, რა უფლებებითაც არ უნდა იქნეს ის წარმოდგენილი, აუცილებლად მისაღები უნდა იყოს როგორც აფხაზებისთვის, ისე ოსებისთვის და, რა თქმა უნდა, რუსეთისთვისაც'' (с) ხუ"
":)) ხუხას ავტორიტეტული ბაზარი :)
ხუხაშვილი: მომავალი პრეზიდენტი, რა უფლებებითაც არ უნდა იქნეს ის წარმოდგენილი, აუცილებლად მისაღები უნდა იყოს როგორც აფხაზებისთვის, ისე ოსებისთვის და, რა თქმა უნდა, რუსეთისთვისაც. სხვანაირად ამ უკიდურესად გართულებული ურთიერთობების დარეგულირება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება
Helen Khoshtaria რა პროდასავლური განცხადებაა, გამჭვალული სუვერენიტეტის შეგრძნებით. პირდაპირ რუსეთის კანდიდატი რომ დავაყენოთ არ ჯობია?", - წერს ჩერგოლეიშვილი.
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოსთვის მიცემულ ინტერვიუში, ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი მოსკოვისთვის და სოხუმისთვის უნდა იყოს მისაღები.
"კანდიდატის შერჩევის დროს კოალიციას ბევრი რამის გათვალისწინება მოუწევს, მათ შორის იმისაც, რომ არ დასახელდეს ისეთი პიროვნება, რომელიც ცალსახად გამაღიზიანებელი იქნება ამ მხარეებისთვის. რაც შეეხება იმ სუბიექტებს, რომლებსაც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, სოხუმსა და მოსკოვში არ დაუჯდებიან, არ მინდა ძალიან შორს წასვლა და ანალიზის გაკეთება, მაგრამ იმავე თუნდაც პროამერიკულზე რომ ვილაპარაკოთ, ირაკლი ალასანია, რამდენადაც მესმის, უკვე არც ფიქრობს პრეზიდენტობაზე და არც განიხილავს საკუთარ თავს კანდიდატად, ვინაიდან მან თქვა, რომ მომდევნო ორი წელი არმიასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტით იქნება დაკავებული. აქვე მის სასარგებლოდაც უნდა ვთქვა, რომ ალასანია, თავისი აშკარად გამოკვეთილი პროდასავლური ბეგრაუნდის მიუხედავად, აფხაზებისთვის ყოველთვის მისაღები პერსონა იყო მოლაპარაკებების დროს. ასე რომ, ცალსახად რამის თქმა ძნელია, ერთ რამეში კი გეთანხმებით: მომავალი პრეზიდენტი, რა უფლებებითაც არ უნდა იქნეს ის წარმოდგენილი, აუცილებლად მისაღები უნდა იყოს როგორც აფხაზებისთვის, ისე ოსებისთვის და, რა თქმა უნდა, რუსეთისთვისაც. სხვანაირად ამ უკიდურესად გართულებული ურთიერთობების დარეგულირება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება", - აღნიშნა ხუხაშვილმა.