მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოლეგ იაძე ალასანიას პარტიიდან "ქართული ოცნებაში" გადადის
ოლეგ იაძე ალასანიას პარტიიდან "ქართული ოცნებაში" გადადის

კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ოლეგ ია­ძემ პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ცენ­ტრა­ლურ ოფისს, გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მო­თხოვ­ნით, პარ­ტია "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ მი­მარ­თა. პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში ია­ძის წე­რი­ლო­ბი­თი გა­ნა­ცხა­დი თვე­ნა­ხევ­რის წინ შე­ვი­და.

ოლეგ იაძე "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" და­ტო­ვე­ბის მი­ზე­ზად პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლის, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას დე­ი­დაშ­ვილ­თან, გი­ორ­გი ბეს­ტა­ვაშ­ვილ­თან მომ­ხდარ უთან­ხმო­ე­ბას ასა­ხე­ლებს. ია­ძის გან­ცხა­დე­ბით, მას­სა და ბეს­ტა­ვაშ­ვილს შო­რის არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბა პარ­ტი­ის ამ­ჟა­მინ­დელ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა პი­რებ­მა მო­აგ­ვა­რეს, რის გა­მოც იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და პარ­ტია სა­ბო­ლო­ოდ მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

სრუ­ლი ვერ­სია

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ოლეგ იაძე ალასანიას პარტიიდან "ქართული ოცნებაში" გადადის

ოლეგ იაძე ალასანიას პარტიიდან "ქართული ოცნებაში" გადადის

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ოლეგ იაძემ პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისს, გაწევრიანების მოთხოვნით, პარტია "თავისუფალი დემოკრატების" დატოვების შემდეგ მიმართა. პარტიის ცენტრალურ ოფისში იაძის წერილობითი განაცხადი თვენახევრის წინ შევიდა.

ოლეგ იაძე "თავისუფალი დემოკრატების" დატოვების მიზეზად პარტიის დამფუძნებლის, ირაკლი ალასანიას დეიდაშვილთან, გიორგი ბესტავაშვილთან მომხდარ უთანხმოებას ასახელებს. იაძის განცხადებით, მასსა და ბესტავაშვილს შორის არსებული უთანხმოება პარტიის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა პირებმა მოაგვარეს, რის გამოც იძულებული გახდა პარტია საბოლოოდ მიეტოვებინა.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"