პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირმა შარიქაძის გამოფენამ სანკტ-პეტერბურგში დიდი მოწონება დაიმსახურა
ირმა შარიქაძის გამოფენამ სანკტ-პეტერბურგში დიდი მოწონება დაიმსახურა

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი­სა და ხე­ლო­ვა­ნის, ირმა შა­რი­ქა­ძის პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა "წე­რი­ლე­ბი" სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ "ერატ­რა­ში" მიმ­დი­ნა­რე­ობს და დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი არ აკ­ლდე­ბა.

რო­გორც "ამ­ბე­ბი.გე"-სთან სა­უბ­რი­სას ირმა შა­რი­ქა­ძემ გა­ნა­ცხა­და, სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში მისი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა 4 აპ­რილს გა­იხ­სნა, გა­მო­ფე­ნა თა­ვად მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტორ­მა მი­ხა­ილ ოვ­ჩი­ნი­კოვ­მა გახ­სნა. გა­მო­ფე­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რი ჰოლ­დინ­გი NG GALAXY-ია. იდე­ის ავ­ტო­რი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ელე­ნა სე­მენ­ცო­ვაა.

- სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში შენი ნა­მუ­შევ­რე­ბის მი­მართ დიდი ინ­ტე­რე­სია, რა წა­რუდ­გი­ნე რუ­სე­თის მე­ო­რე დე­და­ქა­ლა­ქის ხე­ლოვ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს?

- პრო­ექ­ტი "წე­რი­ლე­ბი" მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ცნო­ბილ მექ­სი­კელ მხატ­ვარს ფრი­და კა­ლოს ეძღვნე­ბა, გა­მო­ფე­ნი­ლია 18 ფო­ტო­ნა­მუ­შე­ვა­რი, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მის­ტი­ფი­კა­ცია, რო­მე­ლიც მწე­რალ­მა მაკა გო­გუ­ა­ძემ სპე­ცი­ა­ლუ­რად პრო­ექ­ტის­თვის შექ­მნა, ვი­დეო არტი "ფრი­დას სიზ­მრე­ბი" და ინ­სტა­ლა­ცია "ფრი­და და მა­რი­ცა". პრო­ექ­ტში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია სოფო გონ­გლი­აშ­ვი­ლის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ტიხ­რუ­ლი მი­ნან­ქრის სა­ავ­ტო­რო კო­ლექ­ცია. ფრი­დას და მა­რი­ცას რო­ლე­ბი ფო­ტო­სე­სი­ის­თვის კრის­ტი ყიფ­ში­ძემ შე­ას­რუ­ლა.

- რო­გორ შე­იქ­მნა ვი­დე­ო­არ­ტი და რას წარ­მო­ად­გენს ინ­სტა­ლა­ცია, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად პე­ტერ­ბურ­გის გა­მო­ფე­ნის­თვის მომ­ზად­და?

- ფრი­დას ბი­ოგ­რა­ფი­ამ და შე­მოქ­მე­დე­ბამ დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე, ეს გახ­ლავთ ქა­ლის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ემო­ცი­უ­რი პორ­ტერ­ტი, რო­მე­ლიც ტკი­ვილ­ზე, ტრა­გე­და­ზე მაღ­ლა დგე­ბა. ვი­დეო არ­ტში მოქ­მე­დე­ბე­ბი ცე­ცხლო­ვა­ნი რე­ვო­ლუ­ცი­ის და სო­ცი­ა­ლუ­რი კა­ლე­ი­დოს­კო­პის ფონ­ზე ვი­თარ­დე­ბა. სიზ­მრებ­ში დე­დის სახე ცო­ცხლდე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვად გან­ვა­სა­ხი­ე­რე, რე­ჟი­სო­რიც თა­ვად გახ­ლდით და პი­რა­დად გა­ვახ­მო­ვა­ნე "ქარ­თუ­ლი ფილ­მის" თა­ნად­გო­მით. ხოლო ინ­სტა­ლა­ცი­ში "ფრი­და და მა­რი­ცა" წარ­მო­ვად­გი­ნე ფრი­დას ორი კაბა, რო­მე­ლიც ფრი­დას პი­რა­დი გარ­დე­რო­ბის მი­ხედ­ვით არის შექ­მნი­ლი.

- ფო­ტო­ე­ბი დად­გმუ­ლია, ანუ მო­დე­ლი გარ­კვე­ულ როლს ას­რუ­ლებ­და ფო­ტო­სე­სი­ის დროს.

- დიახ, ფო­ტო­ე­ბი თე­მა­ტუ­რად და­იდ­გა და ფრი­დას და მა­რი­ცას როლი მშვე­ნივ­რად გა­ა­ცო­ცხლა კრის­ტი ყიფ­ში­ძემ. პრო­ექ­ტი 2008-2009 წლებ­ში, თბი­ლის­სა და კო­ჯრის მი­და­მო­ებ­ში გა­და­ვი­ღეთ.

- გა­ვი­გეთ, რომ კი­დევ აპი­რე­ბენ ექ­სპო­ზი­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბას.

- გა­მო­ფე­ნა რუ­სე­თის წამ­ყვან­მა სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხებ­მა და პრე­სამ აქ­ტი­უ­რად გა­ა­შუ­ქა, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში კარ­გი რე­ცენ­ზი­ე­ბი და­ი­წე­რა, ვფიქ­რობ მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა, რად­გან დღეს გა­ირ­კვა, რომ მუ­ზე­უ­მი თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ფე­ნას რამ­დე­ნი­მე კვი­რით აგ­რძე­ლებს.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

იხი­ლეთ ვი­დეო

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

ირმა შარიქაძის გამოფენამ სანკტ-პეტერბურგში დიდი მოწონება დაიმსახურა

ირმა შარიქაძის გამოფენამ სანკტ-პეტერბურგში დიდი მოწონება დაიმსახურა

ცნობილი ქართველი ფოტოგრაფისა და ხელოვანის, ირმა შარიქაძის პერსონალური გამოფენა "წერილები" სანკტ-პეტერბურგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმ "ერატრაში" მიმდინარეობს და დამთვალიერებელი არ აკლდება.

როგორც "ამბები.გე"-სთან საუბრისას ირმა შარიქაძემ განაცხადა, სანკტ-პეტერბურგში მისი პერსონალური გამოფენა 4 აპრილს გაიხსნა, გამოფენა თავად მუზეუმის დირექტორმა მიხაილ ოვჩინიკოვმა გახსნა. გამოფენის გენერალური სპონსორი ჰოლდინგი NG GALAXY-ია. იდეის ავტორი და ორგანიზატორი ელენა სემენცოვაა.

- სანკტ-პეტერბურგში შენი ნამუშევრების მიმართ დიდი ინტერესია, რა წარუდგინე რუსეთის მეორე დედაქალაქის ხელოვნების მოყვარულებს?

-  პროექტი "წერილები" მეოცე საუკუნის ცნობილ მექსიკელ მხატვარს ფრიდა კალოს ეძღვნება, გამოფენილია 18 ფოტონამუშევარი, ლიტერატურული მისტიფიკაცია, რომელიც მწერალმა მაკა გოგუაძემ სპეციალურად პროექტისთვის შექმნა, ვიდეო არტი "ფრიდას სიზმრები" და ინსტალაცია "ფრიდა და მარიცა". პროექტში გამოყენებულია სოფო გონგლიაშვილის არაჩვეულებრივი ტიხრული მინანქრის საავტორო კოლექცია. ფრიდას და მარიცას როლები ფოტოსესიისთვის კრისტი ყიფშიძემ შეასრულა.

- როგორ შეიქმნა ვიდეოარტი და რას წარმოადგენს ინსტალაცია, რომელიც სპეციალურად პეტერბურგის გამოფენისთვის მომზადდა?

- ფრიდას ბიოგრაფიამ და შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, ეს გახლავთ ქალის ფსიქოლოგიური და ემოციური პორტერტი, რომელიც ტკივილზე, ტრაგედაზე მაღლა დგება. ვიდეო არტში მოქმედებები ცეცხლოვანი რევოლუციის და სოციალური კალეიდოსკოპის ფონზე ვითარდება. სიზმრებში დედის სახე ცოცხლდება, რომელიც თავად განვასახიერე, რეჟისორიც თავად გახლდით და პირადად გავახმოვანე "ქართული ფილმის" თანადგომით. ხოლო ინსტალაციში "ფრიდა და მარიცა" წარმოვადგინე ფრიდას ორი კაბა, რომელიც ფრიდას პირადი გარდერობის მიხედვით არის შექმნილი.

- ფოტოები დადგმულია, ანუ მოდელი გარკვეულ როლს ასრულებდა ფოტოსესიის დროს.

- დიახ, ფოტოები თემატურად დაიდგა და ფრიდას და მარიცას როლი მშვენივრად გააცოცხლა კრისტი ყიფშიძემ. პროექტი 2008-2009 წლებში, თბილისსა და კოჯრის მიდამოებში გადავიღეთ.

- გავიგეთ, რომ კიდევ აპირებენ ექსპოზიციის გაგრძელებას.

- გამოფენა რუსეთის წამყვანმა სატელევიზიო არხებმა და პრესამ აქტიურად გააშუქა, ინტერნეტსივრცეში კარგი რეცენზიები დაიწერა, ვფიქრობ მოწონება დაიმსახურა, რადგან დღეს გაირკვა, რომ მუზეუმი თავისი ინიციატივით გამოფენას რამდენიმე კვირით აგრძელებს.

გიორგი ბერიძე

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება