ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

 ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა. ლაშა შავდათუაშვილმა საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 66 კგ წონით კატეგორიაში მოუტანა. ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ფინალურ შეხვედრაში რუსეთის სახელით მოასპარეზე კამალ ხან-მაგომედოვს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა.

მანამდე შავდათუაშვილმა ნახევარფინალური ორთაბრძოლა ნიჯათ შიხალიზადასთან გამართა. შავდათუაშვილმა მეოთხედფინალში წუთნახევარში დაამარცხა უნგრელი ბენსე ზამბორისი, იქამდე კი ბელგიელ იესპერ ლეფევერეს და რუმინელ მირჩა რემუს ლაზეას სძლია.

პირველი ოქრო ამირან პაპინაშვილმა 60 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა.

იხილეთ ვიდეო: ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ ევროპის ჩემპიონიც გახდა

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"