პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლადო ბედუკაძე სოზარ სუბარს - 100 000-იანი "ჯიპები" ბატონო მინისტრო დროებითია!
ლადო ბედუკაძე სოზარ სუბარს - 100 000-იანი "ჯიპები" ბატონო მინისტრო დროებითია!

ცი­ხის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი და პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბის სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბის ავ­ტო­რი, ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრის, სო­ზარ სუ­ბა­რის ინ­ტერ­ვი­უს, რო­მე­ლიც გუ­შინ ტე­ლე­კო­მა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში გა­ვი­და, "ფე­ის­ბუ­ქით" ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ბა­ტო­ნო მი­ნის­ტრო!

ყუ­რა­დღე­ბით მო­ვის­მი­ნე თქვე­ნი მ/წლის 24 აპ­რი­ლის ინ­ტერ­ვიუ. ვფიქ­რობ ან შეგ­ნე­ბუ­ლად ცრუ­ობთ და ავ­რცე­ლებთ ყალბ ინ­ფორ­მა­ცი­ას ან გა­ტყუ­ე­ბენ და სა­ბო­ტა­ჟია თქვენს მი­მართ, რა­საც ვერ ვი­ტყვი თქვენს ბი­ძაშ­ვილ­ზე გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის უფ­როსს - მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის შედ­გე­ნილ დას­კვნა­ზე. თუმ­ცა უფრო დე­ტა­ლუ­რად მივ­ყვეთ თქვენს ინ­ტერ­ვი­უს.

პირ­ვე­ლი: 2011 წლის სექ­ტემ­ბერ­ში და უფრო მე­ტიც, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ბაჩო ახა­ლა­ი­ას მმარ­თვე­ლო­ბის დროს და მის შემ­დე­გაც, არც ერთ და­ხუ­რუ­ლი ტი­პის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ე.წ. "მა­ყუ­რე­ბე­ლი"რო­მელ­საც შე­ეძ­ლო ცი­ხის მარ­თვა არ ყო­ლია და არც ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ ყო­ფი­ლა. ამას და­ა­დას­ტუ­რებს იმ პე­რი­ოდ­ში იქ გან­თავ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა პა­ტი­მა­რი. თქვენს მიერ ჩა­მოთ­ვლილ მსჯავ­რდე­ბულ­თა გვა­რე­ბი (ახა­ლა­ია, როგ­ვა­ვა, აია­ნი) პრაქ­ტი­კუ­ლად ვერ შეს­ძლებ­დნენ რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში ემარ­თათ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და არც იყო ამის სა­ჭი­რო­ე­ბა.

მე­ო­რე: მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე არა, ბა­ტო­ნო მი­ნის­ტრო, უმ­რავ­ლე­სო­ბა იმ თა­ნამ­შრო­მელ­ბის, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ ცე­მის, წა­მე­ბის და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტებ­ში კვლა­ვაც აგ­რძე­ლე­ბენ სამ­სა­ხურს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მთელ რიგი და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და ამას ნე­ბის­მი­ე­რი პა­ტი­მა­რი და­გი­სა­ხე­ლებთ. მეს­მის თქვე­ნი პო­ზი­ცია, რომ "მთვა­რი­დან ვერ ჩა­მო­იყ­ვანთ კად­რებს", მაგ­რამ ციხე ფა­ქი­ზი სტრუქ­ტუ­რაა და ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც გუ­შინ ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ ადა­მი­ა­ნებს და აყე­ნებ­დნენ მათ ფი­ზი­კურ და თუ სუ­ლი­ერ ტკი­ვილს, მათ­თან "კო­ჰა­ბი­ა­ტა­ცია".... ცუდ შე­დე­გებს გა­მო­ი­ღებს!!

მე­სა­მე: დას­კვნას პა­ტი­მარ­თა მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბის ფაქ­ტე­ბის ან უბ­რა­ლოდ სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი გა­დაც­დო­მე­ბის შე­სა­ხებ იკ­ვლევს თქვე­ნი ბი­ძაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც თა­ვად იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას წლე­ბის მან­ძილ­ზე სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში და თუნ­დაც მცი­რე პრო­ტეს­ტის გრძნო­ბაც არ გას­ჩე­ნია ამ რე­ჟი­მის მი­მართ, ბო­ლომ­დე ედგა გვერ­დით მას და ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნამ­დე რუს­თა­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი პრო­კუ­რო­რი­სა და მარ­ნე­უ­ლის პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და. თუმ­ცა თქვენ აცხა­დებთ, რომ მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი თქვე­ნი ნა­თე­სა­ვი არ არის და თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მისი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­ნიშ­ნეთ, თქვნი გა­და­სა­წყვე­ტია, რა თქმა უნდა, ვის ენ­დო­ბით და ვის ვერა!

მე­ო­თხე: რო­გორც თქვენ უწო­დებთ ცი­ხის ე.წ. "რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში" თა­ვის დრო­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის აპა­რა­ტუ­რა იყო და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი და უნდა მო­გე­კი­თხათ სად წა­ვი­და და რა ვი­თა­რე­ბა­ში "და­ი­კარ­გა" ეს აპა­რა­ტუ­რა თუ რე­ა­ლუ­რად არ დაგ­ხვდათ ად­გილ­ზე, ეს უნდა გა­მო­გე­ძი­ათ და არც ეხ­ლაა გვი­ან.

მე­ხუ­თე: სიც­რუ­ეა, არ მო­იხ­მარ­და "ათი ათა­სო­ბით" პა­ტი­მა­რი ნარ­კო­ტი­კულ პრე­პა­რა­ტებს რე­ჟი­მი­სას, არ იყო პა­ტიმ­რებ­ზე "ზრუნ­ვა" სა­ა­კაშ­ვი­ლის სტი­ლი! ექი­მი მა­მუ­კა მდი­ვა­ნი "ალი­კა­პით" მიყ­ვა­ნას არ ითხო­ვა­და პა­ტიმ­რე­ბი­სას, აგ­რე­სი­ის ფაქ­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით 2006 წლის 27 მარ­ტი­დან - 2012 წლის 19 სექ­ტემ­ბრამ­დე ხდე­ბო­და პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ და ეს იყო ცალ­მხრი­ვი პრო­ცე­სი, რა­მაც, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, 19 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ მი­მარ­თუ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა და ამის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა და შემ­დგომ აღ­მო­ფხვრა იყო სწო­რედ თქვე­ნი უპირ­ვე­ლე­სი მი­ზა­ნი და არა ექი­მებ­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბა და თა­ვის მარ­თლე­ბა.

არ და­გა­ვი­წყდეთ "ავ­გი­ას თავ­ლის" მე­თა­უ­რი ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ია სწო­რედ თქვე­ნი მო­ად­გი­ლე იყო სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლო­ბის დრო­ი­დან და არ მი­მაჩ­ნდა და არც ახლა მი­მაჩ­ნია მარ­თე­ბუ­ლად მმარ­თვე­ლო­ბის ის ფო­მე­ბი და მე­თო­დე­ბი, რაც ბა­ტონ­მა ახა­ლა­ი­ამ სის­ტე­მა­ში და­ნერ­გა და სწო­რედ ამას მოჰ­ყვა, მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ჩემი პრო­ტეს­ტი ჯერ გა­ზეთ "ასა­ვალ და­სა­ვა­ლის" ფურ­ცლე­ბი­დან შემ­დგომ ცნო­ბი­ლი კად­რე­ბის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბით, რი­თაც ფაქ­ტი­უ­რად გავ­წი­რე სა­კუ­თა­რი თავი და არც ახლა ვა­პი­რებ დუ­მილს და შე­გუ­ე­ბას სიც­რუ­ის ნა­კად­თან, რაც თქვენ­გან მო­დის. ნაც­ვლად იმი­სა, რომ "პა­ტიმ­რო­ბის კო­დექ­სის" უსუ­სუ­რო­ბა­ზე, მის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­ზე ისა­უბ­როთ და მის გა­მოს­წო­რე­ბა­ზე იზ­რუ­ნოთ უს­წორ­დე­ბით ადა­მი­ა­ნებს, სის­ტე­მის თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლებ­მაც პა­ტიმ­რებ­თან ერ­თად თა­ვის თავ­ზე გა­მოს­ცა­დეს რე­ჟი­მის სი­სას­ტი­კე (ვგუ­ლის­ხმობ პა­ტი­ო­სან, ნორ­მა­ლურ და წე­სი­ერ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ვერ ეყოთ გამ­ბე­და­ო­ბა შე­წი­ნა­ა­ღ­გმდე­გე­ბოდ­ნენ რე­ჟი­მის მან­კი­ერ გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბებს).

მე­ექ­ვსე: შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­მო­ნათ­ქვა­მი არ­სე­ბობს კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში" სი­ტყვა პი­რი­დან ამო­დის-ო" და თუ რა­ი­მეს ეტყვით ან და­პირ­დე­ბით ადა­მი­ანს, მი­თუ­მე­ტეს პა­ტი­მარს, რო­მელ­მაც თავი გას­წი­რა სი­ტყვის პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით ამ რე­ჟი­მის მხი­ლე­ბი­სათ­ვის შე­უს­რუ­ლეთ, თო­რემ 100 000-იანი "ჯი­პე­ბი" ბა­ტო­ნო მი­ნის­ტრო დრო­ე­ბი­თია!

მა­პა­ტი­ეთ, მე თვი­თონ ბრალ­დე­ბუ­ლი პა­ტი­მარ­თა ცემა, წა­მე­ბა­სა და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ში გავ­კად­ნი­ერ­დი და ასეთ "წვრილ­მა­ნებს" შე­ვე­ხე, თავს ვი­კა­ვებ­დი, არ მინ­დო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეფიქ­რა რა­ი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბის ჯავ­რი მა­წუ­ხებ­და და მღრნი­და და მხო­ლოდ ამი­ტომ "გებ­რძვით", და­ი­მი­ე­ჯრეთ არა­ნა­ი­რად არ გებ­რძვით, არ იკად­რებ­და თქვე­ნი უმაღ­ლე­სო­ბა ჩემ­თან თუნ­დაც დე­ბა­ტებ­ში დაჯ­დო­მას თო­რემ დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით უფრო დე­ტა­ლუ­რად გა­გარ­კვევ­დით საქ­მის ვი­თა­რე­ბა­ში.

იხი­ლეთ: "სო­ზარ სუ­ბა­რი - ახა­ლა­ი­ას დროს და მის შემ­დეგ ცი­ხე­ებ­ში მა­ყუ­რებ­ლე­ბი იყ­ვნენ"

ლადო ბედუკაძე სოზარ სუბარს - 100 000-იანი "ჯიპები" ბატონო მინისტრო დროებითია!

ლადო ბედუკაძე სოზარ სუბარს - 100 000-იანი "ჯიპები" ბატონო მინისტრო დროებითია!

ციხის ყოფილი თანამშრომელი და პატიმართა წამების სკანდალური კადრების ავტორი, ვლადიმერ ბედუკაძე სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის ინტერვიუს, რომელიც გუშინ ტელეკომანია "იმედის" ეთერში გავიდა, "ფეისბუქით" ეხმაურება.

"ბატონო მინისტრო!

ყურადღებით მოვისმინე თქვენი მ/წლის 24 აპრილის ინტერვიუ. ვფიქრობ ან შეგნებულად ცრუობთ და ავრცელებთ ყალბ ინფორმაციას ან გატყუებენ და საბოტაჟია თქვენს მიმართ, რასაც ვერ ვიტყვი თქვენს ბიძაშვილზე გენერალური ინსპექციის უფროსს - მირზა სუბელიანის შედგენილ დასკვნაზე. თუმცა უფრო დეტალურად მივყვეთ თქვენს ინტერვიუს.

პირველი: 2011 წლის სექტემბერში და უფრო მეტიც, სასჯელაღსრულების სისტემაში ბაჩო ახალაიას მმართველობის დროს და მის შემდეგაც, არც ერთ დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებას ე.წ. "მაყურებელი"რომელსაც შეეძლო ციხის მართვა არ ყოლია და არც ამის საჭიროება არ ყოფილა. ამას დაადასტურებს იმ პერიოდში იქ განთავსებული ყველა პატიმარი. თქვენს მიერ ჩამოთვლილ მსჯავრდებულთა გვარები (ახალაია, როგვავა, აიანი) პრაქტიკულად ვერ შესძლებდნენ რეჟიმის პირობებში ემართათ დაწესებულება და არც იყო ამის საჭიროება.

მეორე: მხოლოდ რამდენიმე არა, ბატონო მინისტრო, უმრავლესობა იმ თანამშრომელბის, რომლებიც მონაწილეობდნენ პატიმრების მიმართ ცემის, წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებში კვლავაც აგრძელებენ სამსახურს სასჯელაღსრულების მთელ რიგი დაწესებულებებში და ამას ნებისმიერი პატიმარი დაგისახელებთ. მესმის თქვენი პოზიცია, რომ "მთვარიდან ვერ ჩამოიყვანთ კადრებს", მაგრამ ციხე ფაქიზი სტრუქტურაა და ის ადამიანები, ვინც გუშინ ფიზიკურად უსწორდებოდნენ ადამიანებს და აყენებდნენ მათ ფიზიკურ და თუ სულიერ ტკივილს, მათთან "კოჰაბიატაცია".... ცუდ შედეგებს გამოიღებს!!

მესამე: დასკვნას პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობის ფაქტების ან უბრალოდ სამსახურეობრივი გადაცდომების შესახებ იკვლევს თქვენი ბიძაშვილი, რომელიც თავად იღებდა მონაწილეობას წლების მანძილზე სააკაშვილის რეჟიმის გაძლიერებაში და თუნდაც მცირე პროტესტის გრძნობაც არ გასჩენია ამ რეჟიმის მიმართ, ბოლომდე ედგა გვერდით მას და ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე რუსთავის რაიონული პროკურორისა და მარნეულის პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. თუმცა თქვენ აცხადებთ, რომ მირზა სუბელიანი თქვენი ნათესავი არ არის და თანამდებობაზე მისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე დანიშნეთ, თქვნი გადასაწყვეტია, რა თქმა უნდა, ვის ენდობით და ვის ვერა!

მეოთხე: როგორც თქვენ უწოდებთ ციხის ე.წ. "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" თავის დროზე თანამედროვე სტანდარტების აპარატურა იყო დამონტაჟებული და უნდა მოგეკითხათ სად წავიდა და რა ვითარებაში "დაიკარგა" ეს აპარატურა თუ რეალურად არ დაგხვდათ ადგილზე, ეს უნდა გამოგეძიათ და არც ეხლაა გვიან.

მეხუთე: სიცრუეა, არ მოიხმარდა "ათი ათასობით" პატიმარი ნარკოტიკულ პრეპარატებს რეჟიმისას, არ იყო პატიმრებზე "ზრუნვა" სააკაშვილის სტილი! ექიმი მამუკა მდივანი "ალიკაპით" მიყვანას არ ითხოვადა პატიმრებისას, აგრესიის ფაქტები განსაკუთრებით 2006 წლის 27 მარტიდან - 2012 წლის 19 სექტემბრამდე ხდებოდა პატიმრების მიმართ და ეს იყო ცალმხრივი პროცესი, რამაც, რასაკვირველია, 19 სექტემბრის შემდეგ მიმართულება შეიცვალა და ამის თავიდან აცილება და შემდგომ აღმოფხვრა იყო სწორედ თქვენი უპირველესი მიზანი და არა ექიმებზე გადაბრალება და თავის მართლება.

არ დაგავიწყდეთ "ავგიას თავლის" მეთაური ბაჩანა ახალაია სწორედ თქვენი მოადგილე იყო სახალხო დამცველობის დროიდან და არ მიმაჩნდა და არც ახლა მიმაჩნია მართებულად მმართველობის ის ფომები და მეთოდები, რაც ბატონმა ახალაიამ სისტემაში დანერგა და სწორედ ამას მოჰყვა, მარტივად რომ ვთქვათ, ჩემი პროტესტი ჯერ გაზეთ "ასავალ დასავალის" ფურცლებიდან შემდგომ ცნობილი კადრების გამოაშკარავებით, რითაც ფაქტიურად გავწირე საკუთარი თავი და არც ახლა ვაპირებ დუმილს და შეგუებას სიცრუის ნაკადთან, რაც თქვენგან მოდის. ნაცვლად იმისა, რომ "პატიმრობის კოდექსის" უსუსურობაზე, მის ნაკლოვანებებზე ისაუბროთ და მის გამოსწორებაზე იზრუნოთ უსწორდებით ადამიანებს, სისტემის თანამშრომლებს, რომლებმაც პატიმრებთან ერთად თავის თავზე გამოსცადეს რეჟიმის სისასტიკე (ვგულისხმობ პატიოსან, ნორმალურ და წესიერ ადამიანებს, რომლებსაც ვერ ეყოთ გამბედაობა შეწინააღგმდეგებოდნენ რეჟიმის მანკიერ გამოხატულებებს).

მეექვსე: შესანიშნავი გამონათქვამი არსებობს კრიმინალურ სამყაროში" სიტყვა პირიდან ამოდის-ო" და თუ რაიმეს ეტყვით ან დაპირდებით ადამიანს, მითუმეტეს პატიმარს, რომელმაც თავი გასწირა სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ამ რეჟიმის მხილებისათვის შეუსრულეთ, თორემ 100 000-იანი "ჯიპები" ბატონო მინისტრო დროებითია!

მაპატიეთ, მე თვითონ ბრალდებული პატიმართა ცემა, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში გავკადნიერდი და ასეთ "წვრილმანებს" შევეხე, თავს ვიკავებდი, არ მინდოდა საზოგადოებას ეფიქრა რაიმე თანამდებობის ჯავრი მაწუხებდა და მღრნიდა და მხოლოდ ამიტომ "გებრძვით", დაიმიეჯრეთ არანაირად არ გებრძვით, არ იკადრებდა თქვენი უმაღლესობა ჩემთან თუნდაც დებატებში დაჯდომას თორემ დიდი სიამოვნებით უფრო დეტალურად გაგარკვევდით საქმის ვითარებაში.

იხილეთ: "სოზარ სუბარი - ახალაიას დროს და მის შემდეგ ციხეებში მაყურებლები იყვნენ"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს