სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოზარ სუბარი - ახალაიას დროს და მის შემდეგ ციხეებში მაყურებლები იყვნენ
სოზარ სუბარი - ახალაიას დროს და მის შემდეგ ციხეებში მაყურებლები იყვნენ

ბაჩო ახა­ლა­ი­ას დროს და მის შემ­დეგ ცი­ხე­ებ­ში მა­ყუ­რებ­ლე­ბი იყ­ვნენ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა სო­ზარ სუ­ბარ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, გა­მოვ­ლე­ნი­ლია ფაქ­ტე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს ე.წ. მა­ყუ­რებ­ლე­ბი მარ­თავ­დნენ, რომ­ლე­ბიც ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ.

"აქ მი­დევს 2012 წლის 14 ნო­ემ­ბერს ხელ­მო­წე­რი­ლი დას­კვნა, რის შე­დე­გა­დაც 5 თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლდა ქსნის მე-15 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან. გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ სწო­რედ მა­ყუ­რებ­ლებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გამო. აქ პირ­და­პირ ხელს ადე­ბენ, რომ ეს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყ­ვნენ მა­ყუ­რებ­ლებ­თან. ეს მა­ყუ­რებ­ლე­ბი აგ­რო­ვებ­დნენ ე.წ. "ობშ­ჩი­აკს", რო­მე­ლიც შედ­გე­ბო­და სი­გა­რე­ტე­ბის­გან, სა­სა­უბ­რო ბა­რა­თე­ბის­გან და სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტე­ბის­გან. ამას უნა­წი­ლებ­დნენ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას. ად­მი­ნის­ტრა­ცია მა­ყუ­რებ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ამ­ყა­რებ­და წეს­რიგს და რაც ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა - თვი­თონ ეს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლეთ, თა­ვის ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბებ­ში არ უარ­ყოფ­დნენ, რომ ცი­ხე­ში იყ­ვნენ მა­ყუ­რებ­ლე­ბი. ერთ-ერთი მათ­გა­ნი წერს, რომ 2011 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­და­ვი­და ქსან­ში. ის წერს: "2011 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, რო­დე­საც მე გა­და­ვე­დი ქსან­ში, დამ­ხვდა შემ­დე­გი სი­ტუ­ა­ცია. ზო­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მა­ყუ­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აკონ­ტრო­ლებ­დნენ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას. ესე­ნი იყ­ვნენ გუ­რამ ახა­ლა­ია, ვი­ტა­ლი რო­გა­ვა, ზაზა აია­ნი­დი, მეტ­სა­ხე­ლად "წრი­პა". ეს თა­ნამ­შრო­მე­ლი ადას­ტუ­რებს, რომ იყ­ვნენ მა­ყუ­რებ­ლე­ბი, მაგ­რამ უარ­ყოფს თა­ვის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას მათ­თან. ეს იყო სი­ტუ­ა­ცია, რაც ხდე­ბო­და ბა­ჩოს დროს და ბა­ჩოს შემ­დეგ", - გა­ნა­ცხა­და სუ­ბარ­მა.

მი­სი­ვე თქმით, რუს­თა­ვის მე-16 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მა­ყუ­რებ­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­დე­გად, მისი და­ნიშ­ვნი­დან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ არე­უ­ლო­ბის იმი­ტა­ცია მოხ­და.

"რო­დე­საც მე და­ვი­ნიშ­ნე მი­ნის­ტრად, 2-3 დღე­ში გა­მოვ­ცვა­ლე ყვე­ლა ცი­ხის დი­რექ­ტო­რი. ზუს­ტად ორ დღე­ში, რუს­თა­ვის მე-16 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­ი­წყო მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბის იმი­ტა­ცია. არე­უ­ლო­ბა იყო გა­რეთ, მაგ­რამ შიგ­ნით იყო იმი­ტა­ცია. იქ 6 მა­ყუ­რე­ბე­ლი იყო და­ნიშ­ნუ­ლი და ჩვენს მიერ და­ნიშ­ნულ­მა დი­რექ­ტორ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ მა­ყუ­რებ­ლე­ბი ვე­ღარ იქ­ნე­ბან და ად­მი­ნის­ტრა­ცია მარ­თავს ცი­ხეს. ამას მოჰ­ყვა სა­ო­ცა­რი პრო­ტეს­ტი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რომ­ლებ­მაც და­ი­ჯე­რეს მა­ყუ­რებ­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ეს დი­რექ­ტო­რი შე­ვი­და და უთხრა, რომ ბაჩო ახა­ლა­ია მო­ნა­გო­ნი იქ­ნე­ბაო", - აღ­ნიშ­ნა სუ­ბარ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

სოზარ სუბარი - ახალაიას დროს და მის შემდეგ ციხეებში მაყურებლები იყვნენ

სოზარ სუბარი - ახალაიას დროს და მის შემდეგ ციხეებში მაყურებლები იყვნენ

ბაჩო ახალაიას დროს და მის შემდეგ ციხეებში მაყურებლები იყვნენ, - ამის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია "იმედთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, გამოვლენილია ფაქტები, რომელთა მიხედვითაც, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ე.წ. მაყურებლები მართავდნენ, რომლებიც ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდნენ.

"აქ მიდევს 2012 წლის 14 ნოემბერს ხელმოწერილი დასკვნა, რის შედეგადაც 5 თანამშრომელი გათავისუფლდა ქსნის მე-15 დაწესებულებიდან. გათავისუფლდნენ სწორედ მაყურებლებთან თანამშრომლობის გამო. აქ პირდაპირ ხელს ადებენ, რომ ეს თანამშრომლები მჭიდრო ურთიერთობაში იყვნენ მაყურებლებთან. ეს მაყურებლები აგროვებდნენ ე.წ. "ობშჩიაკს", რომელიც შედგებოდა სიგარეტებისგან, სასაუბრო ბარათებისგან და სხვადასხვა პროდუქტებისგან. ამას უნაწილებდნენ ადმინისტრაციას. ადმინისტრაცია მაყურებლების მეშვეობით ამყარებდა წესრიგს და რაც ყველაზე საინტერესოა - თვითონ ეს თანამშრომლები, რომლებიც გავათავისუფლეთ, თავის ახსნა-განმარტებებში არ უარყოფდნენ, რომ ციხეში იყვნენ მაყურებლები. ერთ-ერთი მათგანი წერს, რომ 2011 წლის სექტემბერში გადავიდა ქსანში. ის წერს: "2011 წლის სექტემბერში, როდესაც მე გადავედი ქსანში, დამხვდა შემდეგი სიტუაცია. ზონაში იმყოფებოდნენ მაყურებლები, რომლებიც აკონტროლებდნენ დაწესებულებას. ესენი იყვნენ გურამ ახალაია, ვიტალი როგავა, ზაზა აიანიდი, მეტსახელად "წრიპა". ეს თანამშრომელი ადასტურებს, რომ იყვნენ მაყურებლები, მაგრამ უარყოფს თავის თანამშრომლობას მათთან. ეს იყო სიტუაცია, რაც ხდებოდა ბაჩოს დროს და ბაჩოს შემდეგ", - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, რუსთავის მე-16 დაწესებულებაში, მაყურებლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის შედეგად, მისი დანიშვნიდან რამდენიმე დღის შემდეგ არეულობის იმიტაცია მოხდა.

"როდესაც მე დავინიშნე მინისტრად, 2-3 დღეში გამოვცვალე ყველა ციხის დირექტორი. ზუსტად ორ დღეში, რუსთავის მე-16 დაწესებულებაში დაიწყო მასობრივი არეულობის იმიტაცია. არეულობა იყო გარეთ, მაგრამ შიგნით იყო იმიტაცია. იქ 6 მაყურებელი იყო დანიშნული და ჩვენს მიერ დანიშნულმა დირექტორმა გამოაცხადა, რომ მაყურებლები ვეღარ იქნებან და ადმინისტრაცია მართავს ციხეს. ამას მოჰყვა საოცარი პროტესტი სამოქალაქო საზოგადოებაში, რომლებმაც დაიჯერეს მაყურებლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ეს დირექტორი შევიდა და უთხრა, რომ ბაჩო ახალაია მონაგონი იქნებაო", - აღნიშნა სუბარმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ