ინგლისის საგრაფო სომერსეტში მცხოვრები 22 წლის სებ სმიტი ძალიან იღბლიანი ახალგაზრდაა - მან ზაფხულში საუკეთესო სამსახური იშოვა.
სები მთელი ზაფხულის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ კურორტებზე, მათ შორის, თურქეთში, ეგვიპტესა და იამაიკაში იმოგზაურებს და საცურაო კომპლექსებში წყლის ატრაქციონებს შეამოწმებს. საერთო ჯამში სებს 22 000 გირვანქა სტერლინგს გადაუხდიან. საერთაშორისო წყლის ატრაქციონის შემოწმების ვაკანსიაზე მან 2 000 კონკურენტი დაჯაბნა.
"ძალიან ბედნიერი ვარ. მოუთმენლად ველი ახალი სამსახურის დაწყებას. წინ შთამბეჭდავი დღეები მელის. მთელ ზაფხული ეგზოტიკურ კურორტებზე გავატარებ", - ამბობს სები.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.