პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანი ტყებუჩავა: "ერთადერთი ქალი ვარ, ვისაც მოსწონს, რომ ნინას ქმარი ღალატობს"
ანი ტყებუჩავა: "ერთადერთი ქალი ვარ, ვისაც მოსწონს, რომ ნინას ქმარი ღალატობს"

ამ­ჯე­რად, "დე­ტექ­ტო­რის" რეს­პონ­დენ­ტად სე­რი­ა­ლის - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" მსა­ხი­ო­ბი, ანი ტყე­ბუ­ჩა­ვა შე­ვარ­ჩი­ეთ, რომ­ლის გმი­რის - ნი­ნას ოჯა­ხის გა­დარ­ჩე­ნა­ზე "აჯან­ყე­ბუ­ლი" ქარ­თვე­ლი დი­ა­სახ­ლი­სე­ბი ზრუ­ნა­ვენ: სა­ვა­რა­უ­დოდ, და­სან­გრე­ვად გან­წი­რუ­ლი ოჯა­ხის დაც­ვას სე­რი­ა­ლის სცე­ნა­რის შეც­ვლის მო­თხოვ­ნით ცდი­ლო­ბენ...

- ანი, უჩ­ვე­უ­ლო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი იბ­ნე­ვი თუ გა­რე­მოს­თან ადაპ­ტი­რე­ბას მა­ლე­ვე ახერ­ხებ?

- სა­ერ­თოდ, არას­დროს ვიბ­ნე­ვი. ვიდ­რე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­ვერ­კვე­ვი, ვფიქ­რობ და ვცდი­ლობ, ემო­ცი­ე­ბი შე­ვი­კა­ვო. ასე რომ, "ფა­რუ­ლი კა­მე­რის" მა­ხე­ში ჩემი გაბ­მა მომ­გე­ბი­ა­ნი არ იქ­ნე­ბო­და.

- ვთქვათ, ერთ დი­ლას იღ­ვი­ძებ და დე­და­მი­წა­ზე მარ­ტოდ­მარ­ტო ხარ...

- თავ­და­პირ­ვე­ლად, პა­ნი­კა­ში ჩავ­ვარ­დე­ბი. ცო­ტა­თი რომ დავ­წყნარ­დე­ბი, ახ­ლო­მახ­ლო ყვე­ლა­ფერს და­ვათ­ვა­ლი­ე­რებ და დავ­ფიქ­რდე­ბი, - ხალ­ხი სად მოვ­ძებ­ნო? მერე კი იმე­დია, გა­მეღ­ვი­ძე­ბა.

- პრე­სი­დან ან ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან შენ შე­სა­ხებ რა­ი­მე მო­უ­ლოდ­ნე­ლი ან უჩ­ვე­უ­ლო ინ­ფორ­მა­ცია თუ შე­გი­ტყვია?

- ისე­თი - არა, სი­მარ­თლეს რომ არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს. მო­მა­ვალ­ში ამის "იმე­დი" მაქვს, რად­გან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი გამ­წა­რე­ბუ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ: ისე­თი რა­ღა­ცე­ბი წა­მი­კი­თხავს, კი­თხვა­საც და პა­სუხ­საც თა­ვად რომ წე­რენ. მა­გა­ლი­თად: ესა თუ ის მსა­ხი­ო­ბი უმა­კი­ა­ჟოდ რა­ტომ არის? კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ცოტა პო­მა­და წა­ეს­ვაო და ა.შ. დი­ა­ლო­გი სა­კუ­თარ თავ­თან აქვთ (იცი­ნის). მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბი ჩემ­თვის სა­სა­ცი­ლოა.

- ვთქვათ, სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ანი ტყე­ბუ­ჩა­ვამ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და ეკა ხვე­დე­ლი­ძის ოჯა­ხურ თა­ნა­ცხოვ­რე­ბას ბზა­რი გა­უ­ჩი­ნა...

- ძა­ლი­ან ბევ­რს ვი­ცი­ნებ, სხვა რა უნდა ვქნა? პი­რა­დად არც ერთს არ ვიც­ნობ.

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" შენი გმი­რის - ნი­ნას ოჯა­ხის გა­დარ­ჩე­ნის­თვის მებ­რძოლ დი­ა­სახ­ლი­სებ­ზე რას ფიქ­რობ?

- ძა­ლი­ან საყ­ვარ­ლე­ბი არი­ან. ამ ამ­ბავ­ზე მე­ცი­ნე­ბა. მგო­ნი, ერ­თა­დერ­თი ქალი ვარ, ვი­საც მოს­წონს, რომ ნი­ნას ქმა­რი ღა­ლა­ტობს: ჩემი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა ახლა უფრო მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და... დი­ა­სახ­ლი­სებს თა­ნად­გო­მის­თვის დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი.

- დი­ა­სახ­ლი­სებ­მა მა­სობ­რივ აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რომ გთხო­ვონ, უარს ეტყვი?

- (იცი­ნის) ნი­ნას და­ურ­ე­კონ და მას სთხო­ვონ, მე - არა.

- მე­ლან­ქო­ლი­უ­რი ფიქ­რე­ბი თუ გე­ძა­ლე­ბა ხოლ­მე?

- მაგ ასა­კი­დან გა­მო­ვე­დი. ადა­მი­ა­ნი ცოტა დაბ­ნე­უ­ლი და "არე­უ­ლი" თი­ნე­ი­ჯე­რო­ბი­სას, გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში არის ხოლ­მე.

- ვთქვათ, სიკ­ვდილ­მის­ჯი­ლი ხარ. სი­ცო­ცხლის ბოლო წუ­თებ­ში რას იტყო­დი ან ვის ნახ­ვას ისურ­ვებ­დი?

- ალ­ბათ, მო­ძღვრის ნახ­ვას ვი­სურ­ვებ­დი...

- ვთქვათ, ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვი­სას, გიგი უგუ­ლა­ვას მე­უღ­ლე თა­ვი­სი ავ­ტო­მო­ბი­ლით უკ­ნი­დან მსუ­ბუ­ქად და­გე­ჯა­ხა, შემ­დეგ საჭე სწრა­ფად და­ატ­რი­ა­ლა, შუა თითი გიჩ­ვე­ნა და წა­ვი­და...

- ეს ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის საქ­ცი­ე­ლი არ არის. ასე რომ, სე­რი­ო­ზუ­ლი რე­აქ­ცია არ მექ­ნე­ბა. ალ­ბათ, ძა­ლი­ან ბევ­რს ვი­ცი­ნებ!

- ადა­მი­ა­ნე­ბის თავ­ხე­დო­ბა შენ­ში აგ­რე­სი­ას არ იწ­ვევს?

- პი­რა­დად მე, ისე არ ვიქ­ცე­ვი, რომ ჩემ მი­მართ ვინ­მეს თავ­ხე­დო­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი იყოს, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი საქ­ცი­ე­ლი კი მა­ო­ცებს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლა გი­ჟის საქ­ცი­ელ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი რე­აქ­ცია მქონ­დეს?..

- ანი, უჩინ­მა­ჩი­ნი რომ იყო, რას მო­ი­მოქ­მე­დებ­დი?

- რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის სახ­ლში მი­ვი­დო­დი და გა­ვარ­კვევ­დი, სი­ნამ­დვი­ლე­ში რას ლა­პა­რა­კო­ბენ: მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის "შიდა სამ­ზა­რე­უ­ლო" ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს. შე­ვი­ტყობ­დი, პო­ლი­ტი­კის მიღ­მა რო­გო­რე­ბი არი­ან. მი­მაჩ­ნია, რომ პო­ლი­ტი­კა რთუ­ლი საქ­მეა და ამ სფე­რო­ში გა­რე­ვას საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს ნამ­დვი­ლად არ ვუ­სურ­ვებ.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ანი ტყებუჩავა: "ერთადერთი ქალი ვარ, ვისაც მოსწონს, რომ ნინას ქმარი ღალატობს"

ანი ტყებუჩავა: "ერთადერთი ქალი ვარ, ვისაც მოსწონს, რომ ნინას ქმარი ღალატობს"

ამჯერად, "დეტექტორის" რესპონდენტად სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალები" მსახიობი, ანი ტყებუჩავა შევარჩიეთ, რომლის გმირის - ნინას ოჯახის გადარჩენაზე "აჯანყებული" ქართველი დიასახლისები ზრუნავენ: სავარაუდოდ, დასანგრევად განწირული ოჯახის დაცვას სერიალის სცენარის შეცვლის მოთხოვნით ცდილობენ...

- ანი, უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩენილი იბნევი თუ გარემოსთან ადაპტირებას მალევე ახერხებ?

- საერთოდ, არასდროს ვიბნევი. ვიდრე სიტუაციაში გავერკვევი, ვფიქრობ და ვცდილობ, ემოციები შევიკავო. ასე რომ, "ფარული კამერის" მახეში ჩემი გაბმა მომგებიანი არ იქნებოდა.

- ვთქვათ, ერთ დილას იღვიძებ და დედამიწაზე მარტოდმარტო ხარ...

- თავდაპირველად, პანიკაში ჩავვარდები. ცოტათი რომ დავწყნარდები, ახლომახლო ყველაფერს დავათვალიერებ და დავფიქრდები, - ხალხი სად მოვძებნო? მერე კი იმედია, გამეღვიძება.

- პრესიდან ან ტელევიზიიდან შენ შესახებ რაიმე მოულოდნელი ან უჩვეულო ინფორმაცია თუ შეგიტყვია?

- ისეთი - არა, სიმართლეს რომ არ შეესაბამებოდეს. მომავალში ამის "იმედი" მაქვს, რადგან ჟურნალისტები გამწარებულები მუშაობენ: ისეთი რაღაცები წამიკითხავს, კითხვასაც და პასუხსაც თავად რომ წერენ. მაგალითად: ესა თუ ის მსახიობი უმაკიაჟოდ რატომ არის? კარგი იქნებოდა, ცოტა პომადა წაესვაო და ა.შ. დიალოგი საკუთარ თავთან აქვთ (იცინის). მსგავსი რაღაცები ჩემთვის სასაცილოა.

- ვთქვათ, საინფორმაციო გამოშვებაში აცხადებენ, რომ ანი ტყებუჩავამ ბიძინა ივანიშვილისა და ეკა ხვედელიძის ოჯახურ თანაცხოვრებას ბზარი გაუჩინა...

- ძალიან ბევრს ვიცინებ, სხვა რა უნდა ვქნა? პირადად არც ერთს არ ვიცნობ.

- "ჩემი ცოლის დაქალებში" შენი გმირის - ნინას ოჯახის გადარჩენისთვის მებრძოლ დიასახლისებზე რას ფიქრობ?

- ძალიან საყვარლები არიან. ამ ამბავზე მეცინება. მგონი, ერთადერთი ქალი ვარ, ვისაც მოსწონს, რომ ნინას ქმარი ღალატობს: ჩემი როლის შესრულება ახლა უფრო მეტად საინტერესო გახდა... დიასახლისებს თანადგომისთვის დიდ მადლობას ვუხდი.

- დიასახლისებმა მასობრივ აქციაში მონაწილეობა რომ გთხოვონ, უარს ეტყვი?

- (იცინის) ნინას დაურეკონ და მას სთხოვონ, მე - არა.

- მელანქოლიური ფიქრები თუ გეძალება ხოლმე?

- მაგ ასაკიდან გამოვედი. ადამიანი ცოტა დაბნეული და "არეული" თინეიჯერობისას, გარდატეხის ასაკში არის ხოლმე.

- ვთქვათ, სიკვდილმისჯილი ხარ. სიცოცხლის ბოლო წუთებში რას იტყოდი ან ვის ნახვას ისურვებდი?

- ალბათ, მოძღვრის ნახვას ვისურვებდი...

- ვთქვათ, ავტომობილის მართვისას, გიგი უგულავას მეუღლე თავისი ავტომობილით უკნიდან მსუბუქად დაგეჯახა, შემდეგ საჭე სწრაფად დაატრიალა, შუა თითი გიჩვენა და წავიდა...

- ეს ჯანმრთელი ადამიანის საქციელი არ არის. ასე რომ, სერიოზული რეაქცია არ მექნება. ალბათ, ძალიან ბევრს ვიცინებ!

- ადამიანების თავხედობა შენში აგრესიას არ იწვევს?

- პირადად მე, ისე არ ვიქცევი, რომ ჩემ მიმართ ვინმეს თავხედობა ადეკვატური იყოს, არაადეკვატური საქციელი კი მაოცებს. როგორ შეიძლება, ყველა გიჟის საქციელზე სერიოზული რეაქცია მქონდეს?..

- ანი, უჩინმაჩინი რომ იყო, რას მოიმოქმედებდი?

- რამდენიმე ადამიანის სახლში მივიდოდი და გავარკვევდი, სინამდვილეში რას ლაპარაკობენ: მაღალ თანამდებობაზე დანიშნული პოლიტიკოსების "შიდა სამზარეულო" ძალიან მაინტერესებს. შევიტყობდი, პოლიტიკის მიღმა როგორები არიან. მიმაჩნია, რომ პოლიტიკა რთული საქმეა და ამ სფეროში გარევას საყვარელ ადამიანებს ნამდვილად არ ვუსურვებ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება