პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალაია ჟვანიას მკვლელობასთან სააკაშვილისა და მერაბიშვილის კავშირს ადასტურებს"
"ახალაია ჟვანიას მკვლელობასთან სააკაშვილისა და მერაბიშვილის კავშირს ადასტურებს"

კუდ-ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, დათა ახა­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბამ, რო­მელ­შიც მან ნაც­მოძ­რა­ო­ბის გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან ვანო მე­რა­ბიშ­ვილს მძი­მე ბრალ­დე­ბე­ბი წა­უ­ყე­ნა, დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია. სხვა გან­ცხა­დე­ბა დათა ახა­ლა­ი­ას ჯერ არ გა­უვრცე­ლე­ბია. ამ ეტაპ­ზე ახა­ლა­ი­ე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კონ­ტაქ­ტის­გან თავს იკა­ვე­ბენ. თუმ­ცა ინ­ტერ­ვი­უ­ზე და­ვი­თან­ხმეთ ახა­ლა­ი­ე­ბის ერთ-ერთი ახლო ნა­თე­სა­ვი (2005-2012 წლებ­ში პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი), ოღონდ იმ პი­რო­ბით, რომ მის ვი­ნა­ო­ბას არ და­ვა­სა­ხე­ლებ­დით.

- თქვე­ნი აზ­რით, რა კომ­პრო­მა­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს კუდ-ის ყო­ფილ უფ­როსს ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ?

- პირ­ველ რიგ­ში, გე­ტყვით იმას, რომ დათა ახა­ლა­ია, ბა­ჩოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, არ ენდო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­პი­რე­ბებს, რომ თა­ვი­სი ნე­ბით ჩა­ბა­რე­ბო­და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს და შემ­დეგ სა­სა­მარ­თლო­ში თვი­თონ მო­უგ­ვა­რებ­დნენ პრობ­ლე­მებს. ბაჩო მარ­თლაც ასე მო­იქ­ცა და რო­გორც ეხ­მა­რე­ბი­ან სა­ა­კაშ­ვი­ლი და მე­რა­ბიშ­ვი­ლი, კი ვხე­დავთ. დათა მა­მა­მისს, რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას ეუბ­ნე­ბო­და, ამა­თი ნდო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, შენ არ იცი, მიშა და ვანო რისი მკად­რე­ბე­ლი არი­ა­ნო. მაგ­რამ მი­შამ და სხვა გავ­ლე­ნი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა რო­ლან­დი და­ა­ჯე­რეს, რომ ისევ დაბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში.

გე­ტყვით იმა­საც, რომ რო­დე­საც და­თას წი­ნა­აღ­მდეგ აღიძ­რა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, მას შსს-დან მე­გობ­რებ­მა შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ მისი აყ­ვა­ნა იგეგ­მე­ბო­და. და­თამ თავი ეკ­ლე­სი­ას შე­ა­ფა­რა. ხო­ბის ეპარ­ქი­ის ერთ-ერთი სა­სუ­ლი­ე­რო პირი ახა­ლა­ი­ებ­თან მე­გობ­რობ­და და გა­ჭირ­ვე­ბის ჟამს დახ­მა­რე­ბის ხელი გა­უ­წო­და. კარ­გა ხანს დათა ახა­ლა­ია აბა­შა­ში, ამ სა­სუ­ლი­ე­რი პი­რის ახ­ლობ­ლის სახ­ლში იმა­ლე­ბო­და, თუმ­ცა მე­ზობ­ლებ­მა შე­ნიშ­ნეს, რომ სახ­ლის მე­ო­რე სარ­თულ­ზე ღა­მით შუქი მუდ­მი­ვად ენთო. რო­დე­საც მე­ზობ­ლებ­მა ოჯა­ხის უფ­როსს კი­თხვე­ბი და­უს­ვეს, და­თას შე­ე­შინ­და, მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის­თვის არ ეც­ნო­ბე­ბი­ნათ და ჯერ ჩხო­რო­წყუს რა­ი­ონ­ში გა­და­ვი­და, შემ­დეგ კი სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა. დათა ახა­ლა­ი­ას ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ბაჩო ახა­ლა­ი­ას ლიკ­ვი­და­ცი­ას გეგ­მავ­და ცი­ხე­ში (მა­საც ჰყავს მე­რა­ბიშ­ვი­ლის ახლო გა­რე­მოც­ვა­ში ინ­ფორ­მა­ტო­რე­ბი). სწო­რედ ეს იყო ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი იმი­სა, რომ დათა ახა­ლა­ი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვი­სი ცნო­ბი­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. ამის შემ­დეგ ბაჩო ახა­ლა­ი­ას სი­ცო­ცხლე უფრო მე­ტად იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი. ამას­თა­ნა­ვე, დათა ახა­ლა­ია სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მი­აწ­ვდის ისეთ ღი­რე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს კონ­კრე­ტუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ზე, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ახა­ლა­ი­ებს ბრალს შე­უმ­სუ­ბუ­ქებს. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტულ მა­სა­ლებს, რო­მე­ლიც აქვს დათა ახა­ლა­ი­ას, მე რო­გორც იუ­რის­ტი, არ ვიქ­ნე­ბი მარ­თა­ლი, მო­გა­წო­დოთ ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბას და­ა­ზა­რა­ლებს. ვი­ტყვი მხო­ლოდ ერთ-ერთ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც დათა და ბაჩო ახა­ლა­ი­ებ­მა ძა­ლი­ან ბევ­რი იცი­ან და აქვთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­ნი. ეს გახ­ლავთ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საქ­მე. ძა­ლი­ან მალე ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე გა­იხ­სნე­ბა და გა­მო­ძი­ე­ბას ექ­ნე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მას­თან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის კავ­ში­რის შე­სა­ხებ. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ურ­ცხვად აცხა­დებს, დათა ახა­ლა­ია სულ სამ­ჯერ თუ მი­ნა­ხავ­სო. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტად აირ­ჩია სა­მეგ­რე­ლომ, მას ამომ­რჩე­ველ­თა აბ­სო­ლუ­ტურ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ მის­ცა ხმა. ამ ყვე­ლა­ფერს ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევ­და რო­ლანდ ახა­ლა­ია და მისი მთე­ლი სა­ნა­თე­საო. ახლა კი გა­მო­დის პრე­ზი­დენ­ტი და აცხა­დებს, ახა­ლა­ი­ებს ახ­ლოს არ ვიც­ნო­ბო. რა თქმა უნდა, ძმე­ბი ახა­ლა­ი­ე­ბი უნდა და­ი­სა­ჯონ ყვე­ლა იმ და­ნა­შა­უ­ლის­თვის, რაც მათ ჩა­ი­დი­ნეს, მაგ­რამ ასე­ვე პა­სუ­ხი უნდა აგონ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მაც.

და­რე­ჯან ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ახალაია ჟვანიას მკვლელობასთან სააკაშვილისა და მერაბიშვილის კავშირს ადასტურებს"

"ახალაია ჟვანიას მკვლელობასთან სააკაშვილისა და მერაბიშვილის კავშირს ადასტურებს"

კუდ-ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას განცხადებამ, რომელშიც მან ნაცმოძრაობის გენერალურ მდივან ვანო მერაბიშვილს მძიმე ბრალდებები წაუყენა, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სხვა განცხადება დათა ახალაიას ჯერ არ გაუვრცელებია. ამ ეტაპზე ახალაიები ჟურნალისტებთან კონტაქტისგან თავს იკავებენ. თუმცა ინტერვიუზე დავითანხმეთ ახალაიების ერთ-ერთი ახლო ნათესავი (2005-2012 წლებში პროკურატურის თანამშრომელი), ოღონდ იმ პირობით, რომ მის ვინაობას არ დავასახელებდით.

- თქვენი აზრით, რა კომპრომატები შეიძლება ჰქონდეს კუდ-ის ყოფილ უფროსს ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ?

- პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ დათა ახალაია, ბაჩოსგან განსხვავებით, არ ენდო მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის დაპირებებს, რომ თავისი ნებით ჩაბარებოდა სამართალდამცველებს და შემდეგ სასამართლოში თვითონ მოუგვარებდნენ პრობლემებს. ბაჩო მართლაც ასე მოიქცა და როგორც ეხმარებიან სააკაშვილი და მერაბიშვილი, კი ვხედავთ. დათა მამამისს, როლანდ ახალაიას ეუბნებოდა, ამათი ნდობა არ შეიძლება, შენ არ იცი, მიშა და ვანო რისი მკადრებელი არიანო. მაგრამ მიშამ და სხვა გავლენიანმა ნაციონალებმა როლანდი დააჯერეს, რომ ისევ დაბრუნდებოდნენ ხელისუფლებაში.

გეტყვით იმასაც, რომ როდესაც დათას წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მას შსს-დან მეგობრებმა შეატყობინეს, რომ მისი აყვანა იგეგმებოდა. დათამ თავი ეკლესიას შეაფარა. ხობის ეპარქიის ერთ-ერთი სასულიერო პირი ახალაიებთან მეგობრობდა და გაჭირვების ჟამს დახმარების ხელი გაუწოდა. კარგა ხანს დათა ახალაია აბაშაში, ამ სასულიერი პირის ახლობლის სახლში იმალებოდა, თუმცა მეზობლებმა შენიშნეს, რომ სახლის მეორე სართულზე ღამით შუქი მუდმივად ენთო. როდესაც მეზობლებმა ოჯახის უფროსს კითხვები დაუსვეს, დათას შეეშინდა, მისი ადგილსამყოფელი სამართალდამცავებისთვის არ ეცნობებინათ და ჯერ ჩხოროწყუს რაიონში გადავიდა, შემდეგ კი საქართველო დატოვა. დათა ახალაიას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილი ბაჩო ახალაიას ლიკვიდაციას გეგმავდა ციხეში (მასაც ჰყავს მერაბიშვილის ახლო გარემოცვაში ინფორმატორები). სწორედ ეს იყო ძირითადი მიზეზი იმისა, რომ დათა ახალაიამ სოციალურ ქსელში თავისი ცნობილი განცხადება გაავრცელა. ამის შემდეგ ბაჩო ახალაიას სიცოცხლე უფრო მეტად იქნება დაცული. ამასთანავე, დათა ახალაია სამართალდამცველებს მიაწვდის ისეთ ღირებულ მტკიცებულებებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებზე, რომ ახალი ხელისუფლება, სავარაუდოდ, ახალაიებს ბრალს შეუმსუბუქებს. რაც შეეხება კონკრეტულ მასალებს, რომელიც აქვს დათა ახალაიას, მე როგორც იურისტი, არ ვიქნები მართალი, მოგაწოდოთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც გამოძიებას დააზარალებს. ვიტყვი მხოლოდ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის შესახებაც დათა და ბაჩო ახალაიებმა ძალიან ბევრი იციან და აქვთ მტკიცებულებანი. ეს გახლავთ ზურაბ ჟვანიას საქმე. ძალიან მალე ჟვანიას მკვლელობის საქმე გაიხსნება და გამოძიებას ექნება მტკიცებულება მასთან მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის კავშირის შესახებ. მიხეილ სააკაშვილი ურცხვად აცხადებს, დათა ახალაია სულ სამჯერ თუ მინახავსო. მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად აირჩია სამეგრელომ, მას ამომრჩეველთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მისცა ხმა. ამ ყველაფერს ორგანიზებას უწევდა როლანდ ახალაია და მისი მთელი სანათესაო. ახლა კი გამოდის პრეზიდენტი და აცხადებს, ახალაიებს ახლოს არ ვიცნობო. რა თქმა უნდა, ძმები ახალაიები უნდა დაისაჯონ ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც მათ ჩაიდინეს, მაგრამ ასევე პასუხი უნდა აგონ მიხეილ სააკაშვილმა და ვანო მერაბიშვილმაც.

დარეჯან ლიპარტელიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ