პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე - პოლიტიკური პარტიები იმდენად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომ დაავიწყდათ საქართველო
ილია მეორე - პოლიტიკური პარტიები იმდენად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომ დაავიწყდათ საქართველო

სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და­საშ­ვე­ბია, მაგ­რამ ჩვენ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ჩვენს უკან ჩვე­ნი ერი, ჩვე­ნი სამ­შობ­ლოა, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა , უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა, ილია მე­ო­რემ ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის ახალ­გაზ­რდულ ცენ­ტრში, ახალ­გაზ­რდუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

უწ­მინ­დეს­მა ახალ­გაზ­რდე­ბი და­ლო­ცა და მათ ქა­და­გე­ბით მი­მარ­თა.

"ნამ­დვი­ლად ის­ტო­რი­უ­ლი დღეა, რომ ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ და­არ­სდა პარ­ლა­მენ­ტი", - აღ­ნიშ­ნა პატ­რი­არ­ქმა და მი­მარ­თა ახალ­გაზ­რდებს, რომ ეს მათ­თვის არა მარ­ტო დიდი პა­ტი­ვი, არა­მედ დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც არის ღვთი­სა და ერის წი­ნა­შე.

"ჩვენ უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ღვთის წყა­ლო­ბა­ზე, ღვთის ნე­ბა­ზე. ამი­ტომ ჩვე­ნი ენერ­გია უნდა და­ვუ­ახ­ლო­ვოთ ღვთის მადლს, ენერ­გი­ას, უნდა მოხ­დეს სი­ნერ­გია. თუ ჩვე­ნი ენერ­გია ღვთის ენერ­გი­ას და­შორ­დე­ბა, ჩვენ სი­კე­თეს კი არა, ბო­რო­ტე­ბას მო­ვუ­ტანთ ჩვენს ქვე­ყა­ნას, ამი­ტომ ჩვენ ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ. ერთი დიდი მეც­ნი­ე­რი ამ­ბობს, ჩვენ აღარ გვყავს ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი, მხო­ლოდ კრი­ტი­კო­სე­ბი დარ­ჩნენ. ად­ვი­ლია კრი­ტი­კა, მით უმე­ტეს სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის. მე მინ­და გი­თხრათ, რომ ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა თქვენს მოღ­ვა­წე­ო­ბას, თუ თქვენ გექ­ნე­ბათ კავ­ში­რი უფ­როს თა­ო­ბას­თან", - აღ­ნიშ­ნა უწ­მინ­დეს­მა.

პატ­რი­არ­ქმა ბრძა­ნა, რომ ჩვენ დღეს ძა­ლი­ან რთულ დრო­ში ვცხოვ­რობთ, რო­დე­საც ჩვენ მი­ვე­დით თით­ქმის უფსკრულ­თან და ამ უფსკრუ­ლი­დან გა­მოგ­ვა­ცი­ლა უფალ­მა, ამით მოგ­ვცა იმე­დი კე­თი­ლის­მყო­ფე­ლო­ბის.

პატ­რი­არ­ქმა მი­მარ­თა ახალ­გაზ­რდა პარ­ლა­მენ­ტა­რებს, რომ უნდა ის­წავ­ლონ ერ­თმა­ნე­თის მოს­მე­ნა, რად­გან ყვე­ლა­ზე დიდი ნაკ­ლი, რაც ქარ­თვე­ლებს გაქვს, არის ის, რომ ჩვე­ნი ნათ­ქვა­მი ერ­თა­დერთ ჭეშ­მა­რი­ტე­ბად მიგ­ვაჩ­ნია და სხვებს არ ვუს­მენთ.

"ჩვენ უნდა მო­ვუს­მი­ნოთ სხვებს და ვა­კე­თოთ ისე, რო­გორც ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია სა­ჭი­როდ. ამი­ტომ კი­დევ ერთხელ მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, იქო­ნი­ეთ კავ­ში­რი უფ­როს თა­ო­ბას­თან", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა.

პატ­რი­არ­ქმა გა­ნა­ცხა­და, რომ ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა ხში­რად აკ­რი­ტი­კებს მშობ­ლებს, ახ­ლობ­ლებს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მაგ­რამ რო­დე­საც თვი­თონ იწყებს ცხოვ­რე­ბას, ამ რთუ­ლი გზის გავ­ლას, თვი­თონ­ვე ხდე­ბა ისე­თი, რო­გორც მისი მშობ­ლე­ბი და უფ­რო­სი თა­ო­ბა იყო, თა­ვად ხდე­ბა მედ­რო­ვე. უწ­მინ­დეს­მა მი­ა­ნიშ­ნა ახალ­გაზ­რდებს, რომ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ფრთხი­ლად უნდა იყ­ვნენ.

"ბოლო დროს წინა პლან­ზე წა­მო­იჭ­რა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის როლი, იმ­დე­ნად და­უ­პი­რის­პირ­დნენ ეს პარ­ტი­ე­ბი ერ­თმა­ნეთს, რომ და­ა­ვი­წყდათ სა­ქარ­თვე­ლო. სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა და­საშ­ვე­ბია და ასეც უნდა იყოს, მაგ­რამ უნდა გახ­სოვ­დეთ, რომ ჩვენს უკან ჩვე­ნი ერი, ჩვე­ნი სამ­შობ­ლოა. მე მი­მაჩ­ნია, რომ ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბა ბრძე­ნია და უფრო ღრმად შე­ხე­დავს ამ პრობ­ლე­მას, რომ­ლის წი­ნა­შეც ვდგა­ვართ. ხში­რი შემ­თხვე­ვაა, რომ ადა­მი­ა­ნი, სა­ხელ­მწი­ფო ხში­რად გა­დად­გამს უკან ნა­ბიჯს, მაგ­რამ სულ უკან სვლა და­უშ­ვე­ბე­ლია, ჩვენ უნდა ვი­ა­როთ წინ, ეს არის ღვთის ნება. მა­ცხო­ვა­რი ჩვე­ნი ამ­ბობს: "იყა­ვით სრულ­ყო­ფი­ლი, ვი­თარ­ცა მამა თქვე­ნი სრულ­ყო­ფილ არს", ეს არის მი­თი­თე­ბა იმა­ზე, რომ სრულ­ყო­ფა და­უს­რუ­ლე­ბე­ლია, ადა­მი­ა­ნი ვე­რას­დროს ვერ გახ­დე­ბა ისე­თი, რო­გორც მა­მა­ზე­ცი­ე­რია, მაგ­რამ სრულ­ყო­ფა და­უს­რუ­ლე­ბე­ლია ორ­თავ სო­ფელ­სა შინა. მე გი­სურ­ვებთ, რომ გქონ­დეთ თქვენ მტკი­ცე სარ­წმუ­ნო­ე­ბა, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა ახალ­გაზ­რდა პარ­ლა­მენ­ტა­რებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე.

უწ­მინ­დეს­მა უსურ­ვა ახალ­გაზ­რდებს მშვი­დო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი, სი­ხა­რუ­ლი და თავ­მდაბ­ლო­ბა, რად­გა­ნაც, პატ­რი­არ­ქის თქმით, უფა­ლი თავ­მდა­ბალთ მი­ა­ნი­ჭებს მადლს.

პატ­რი­არ­ქმა ახალ­გაზ­რდა პარ­ლა­მენ­ტა­რებს სა­ჩუქ­რად მა­ცხოვ­რის ხატი და ღვთის­მშობ­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი მე­და­ლი­ო­ნე­ბი გა­დას­ცა.

2013 წლის მოწ­ვე­ვის სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გახ­სნა და პირ­ვე­ლი სხდო­მა 2 მა­ისს ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტში გა­ი­მარ­თე­ბა. მას პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი უმას­პინ­ძლებს.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ილია მეორე - პოლიტიკური პარტიები იმდენად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომ დაავიწყდათ საქართველო

ილია მეორე - პოლიტიკური პარტიები იმდენად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომ დაავიწყდათ საქართველო

სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები დასაშვებია, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს უკან ჩვენი ერი, ჩვენი სამშობლოა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების ახალგაზრდულ ცენტრში, ახალგაზრდული პარლამენტის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

უწმინდესმა ახალგაზრდები დალოცა და მათ ქადაგებით მიმართა.

"ნამდვილად ისტორიული დღეა, რომ ახალგაზრდა ადამიანების მიერ დაარსდა პარლამენტი", - აღნიშნა პატრიარქმა და მიმართა ახალგაზრდებს, რომ ეს მათთვის არა მარტო დიდი პატივი, არამედ დიდი პასუხისმგებლობაც არის ღვთისა და ერის წინაშე.

"ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ღვთის წყალობაზე, ღვთის ნებაზე. ამიტომ ჩვენი ენერგია უნდა დავუახლოვოთ ღვთის მადლს, ენერგიას, უნდა მოხდეს სინერგია. თუ ჩვენი ენერგია ღვთის ენერგიას დაშორდება, ჩვენ სიკეთეს კი არა, ბოროტებას მოვუტანთ ჩვენს ქვეყანას, ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ერთი დიდი მეცნიერი ამბობს, ჩვენ აღარ გვყავს ფილოსოფოსები, მხოლოდ კრიტიკოსები დარჩნენ. ადვილია კრიტიკა, მით უმეტეს სხვა ადამიანების. მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება თქვენს მოღვაწეობას, თუ თქვენ გექნებათ კავშირი უფროს თაობასთან", - აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქმა ბრძანა, რომ ჩვენ დღეს ძალიან რთულ დროში ვცხოვრობთ, როდესაც ჩვენ მივედით თითქმის უფსკრულთან და ამ უფსკრულიდან გამოგვაცილა უფალმა, ამით მოგვცა იმედი კეთილისმყოფელობის.

პატრიარქმა მიმართა ახალგაზრდა პარლამენტარებს, რომ უნდა ისწავლონ ერთმანეთის მოსმენა, რადგან ყველაზე დიდი ნაკლი, რაც ქართველებს გაქვს, არის ის, რომ ჩვენი ნათქვამი ერთადერთ ჭეშმარიტებად მიგვაჩნია და სხვებს არ ვუსმენთ.

"ჩვენ უნდა მოვუსმინოთ სხვებს და ვაკეთოთ ისე, როგორც ჩვენ მიგვაჩნია საჭიროდ. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, იქონიეთ კავშირი უფროს თაობასთან", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა თაობა ხშირად აკრიტიკებს მშობლებს, ახლობლებს, ხელისუფლებას, მაგრამ როდესაც თვითონ იწყებს ცხოვრებას, ამ რთული გზის გავლას, თვითონვე ხდება ისეთი, როგორც მისი მშობლები და უფროსი თაობა იყო, თავად ხდება მედროვე. უწმინდესმა მიანიშნა ახალგაზრდებს, რომ ამასთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა იყვნენ.

"ბოლო დროს წინა პლანზე წამოიჭრა პოლიტიკური პარტიების როლი, იმდენად დაუპირისპირდნენ ეს პარტიები ერთმანეთს, რომ დაავიწყდათ საქართველო. სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება დასაშვებია და ასეც უნდა იყოს, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენს უკან ჩვენი ერი, ჩვენი სამშობლოა. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ახალგაზრდობა ბრძენია და უფრო ღრმად შეხედავს ამ პრობლემას, რომლის წინაშეც ვდგავართ. ხშირი შემთხვევაა, რომ ადამიანი, სახელმწიფო ხშირად გადადგამს უკან ნაბიჯს, მაგრამ სულ უკან სვლა დაუშვებელია, ჩვენ უნდა ვიაროთ წინ, ეს არის ღვთის ნება. მაცხოვარი ჩვენი ამბობს: "იყავით სრულყოფილი, ვითარცა მამა თქვენი სრულყოფილ არს", ეს არის მითითება იმაზე, რომ სრულყოფა დაუსრულებელია, ადამიანი ვერასდროს ვერ გახდება ისეთი, როგორც მამაზეციერია, მაგრამ სრულყოფა დაუსრულებელია ორთავ სოფელსა შინა. მე გისურვებთ, რომ გქონდეთ თქვენ მტკიცე სარწმუნოება, მართლმადიდებელი", - ბრძანა უწმინდესმა ახალგაზრდა პარლამენტარებთან შეხვედრაზე.

უწმინდესმა უსურვა ახალგაზრდებს მშვიდობა, სიყვარული, სიხარული და თავმდაბლობა, რადგანაც, პატრიარქის თქმით, უფალი თავმდაბალთ მიანიჭებს მადლს.

პატრიარქმა ახალგაზრდა პარლამენტარებს საჩუქრად მაცხოვრის ხატი და ღვთისმშობლის გამოსახულებიანი მედალიონები გადასცა.

2013 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ოფიციალური გახსნა და პირველი სხდომა 2 მაისს ქუთაისის პარლამენტში გაიმართება. მას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უმასპინძლებს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"