ჟურნალ ტაბულას რადაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "მეცხრე არხის" მიერ გრანტის მოპოვების საკითხს "ფეისბუქით" ეხმაურება.
"ვაიმე - არც კი მიფიქრია არასდროს გრანტზე შეტანა, მეგონა ბოკერიას ცოლი რომ ვიყავი, არ მომცემდნენ და მეზარებოდა :)
მინდა ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს თვალებში ჩავხედო და ვუთხრა, რომ მათი ფული 90-იანი წლების რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქის ცოლს ხმარდება", - წერს ჩერგოლეიშვილი.
ტელეკომპანია "მეცხრე არხმა", "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" მიერ ორგანიზებულ შიდა ტენდერში გამარჯვების შედეგად გრანტი მოიპოვა, ტელედისკუსიების ორგანიზებისთვის.
ტენდერში ხუთი წამყვანი ტელეარხი მონაწილეობდა. გამარჯვებული ტელეკომპანია გრანტის მოცულობას არ ასახელებს.
"მე-9 არხი" პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს ეკუთვნის.