ლაგოდეხში შექმნილი საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც 10 -მდე ადგილობრივია გაწევრიანებული, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშილს განცხადებით მიმართავს. განცხადებაში საუბარია სასმელი წყლის დაბინძურებისა და სათავე-ნაგებობების მოუწესრიგებლობაზე. საინიციატივო ჯგუფი პრემიერს სთხოვს, გადაიხედოს ყველა იმ თანხის მიზნობრიობა, რომელიც წლების მანძილზე ადგილობრივი თვითმმართველობის და სხვადასხვა ფონდების მიერ პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყო.