პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაზე ცუდი ქალაქების" სიიდან თბილისის ამოსაღებად საჭირო ხელმოწერები ვერ გროვდება
"ყველაზე ცუდი ქალაქების" სიიდან თბილისის ამოსაღებად საჭირო ხელმოწერები ვერ გროვდება

"სი­ე­ნენ თრე­ვე­ლის" მიერ შედ­გე­ნი­ლი "მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ცუდი ქა­ლა­ქე­ბის" სი­ი­დან, თბი­ლი­სის ამო­სა­ღე­ბად საკ­მა­რი­სი ხელ­მო­წე­რა ვერ გროვ­დე­ბა. ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ჭი­რო 10 000 ხელ­მო­წე­რის ნაც­ვლად ჯერ მხო­ლოდ 6 000-მდე ხელ­მო­წე­რაა შეგ­რო­ვი­ლი. ორი თვის წინ "სი­ე­ნენ თრე­ველ­ზე" ლა­უ­რა მო­რი­სო­ნის სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მელ­შიც მსოფ­ლი­ოს სა­ცხოვ­რებ­ლად უვარ­გის ქა­ლაქთა შო­რის თბი­ლი­სიც იყო და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი. სტა­ტი­ას ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი თა­მარ ხა­რე­ბა­ვა გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ტე­ლე­არხს სი­ი­დან თბი­ლი­სის ამო­ღე­ბა სთხო­ვა. გო­გო­ნამ შე­სა­ბა­მი­სი თხოვ­ნით პე­ტი­ცია change.org-ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა. პე­ტი­ცი­ას ამ დრო­ის­თვის 5,597 მხარ­დამ­ჭე­რი ჰყავს, და­მა­ტე­ბით კი­დევ 4,403 ხელ­მო­წე­რის შეგ­რო­ვე­ბაა სა­ჭი­რო.

"გთხოვთ, ამო­ი­ღოთ თბი­ლი­სი "სი­ე­ნენ თრე­ველ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ლა­უ­რა მო­რი­სო­ნის სტა­ტი­ის "მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ცუდი ქა­ლა­ქე­ბის" სი­ი­დან. თბი­ლის­ში სტა­ტი­ა­ში არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­დე­გად მოხ­ვდა და სავ­სე­ბით არ არის მსოფ­ლი­ოს "ყვე­ლა­ზე ცუდი" ქა­ლა­ქი. ვფიქ­რობთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თბი­ლის­ში არ არის ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, ის უცხო­ე­ლე­ბი, ვი­საც უმოგ­ზა­უ­რია თბი­ლის­ში, აღი­ა­რე­ბენ და აფა­სე­ბენ, რომ თბი­ლი­სი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქა­ლა­ქია.

ვი­მე­დოვ­ნებ, "სი­ე­ნენ­მა" იცის, რომ CIA-ს რე­ი­ტინ­გე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო გა­ნათ­ლე­ბის დო­ნით მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე დგას 99,7%-ით. თუ ავ­ტო­რის მიერ შედ­გე­ნი­ლი ქა­ლა­ქე­ბის ნუს­ხა "ბუ­ნებ­რივ გა­რე­მოს" ემ­ყა­რე­ბა, მა­შინ მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ თბი­ლი­სი თვალ­წარმ­ტა­ცია და შე­სა­ნიშ­ნა­ვი ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი აქვს. თბი­ლი­სი ასე­ვე ერთ-ერთი უსაფრ­თხო ქა­ლა­ქია.

შე­იძ­ლე­ბა თბი­ლი­სი ნიუ-იორ­კი არ არის, მაგ­რამ ის ბევ­რად უფრო სუფ­თაა, ვიდ­რე ნიუ-იორ­კი. შე­იძ­ლე­ბა არც პა­რი­ზია, მაგ­რამ თბი­ლი­სი სტუმ­რებს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გემ­რი­ელ კერ­ძებს სთა­ვა­ზობს", - ნათ­ქვა­მი იყო თა­მარ ხა­რე­ბა­ვას პე­ტი­ცი­ა­ში.

მას, ვი­საც "მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ცუდი ქა­ლა­ქე­ბის" სი­ი­დან თბი­ლი­სის ამო­ღე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი პე­ტი­ცი­ის მხარ­და­ჭე­რა სურს, change.org-ზე სა­კუ­თა­რი ხელ­მო­წე­რა უნდა და­ტო­ვოს.

იხი­ლეთ ასე­ვე: "ამე­რი­კე­ლი ქარ­თვე­ლი "სი­ე­ნენ თრე­ველს" თბი­ლი­სის "სა­ცხოვ­რებ­ლად ყვე­ლა­ზე უვარ­გი­სი ქა­ლა­ქე­ბის" სი­ი­დან ამო­ღე­ბას სთხოვს"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ყველაზე ცუდი ქალაქების" სიიდან თბილისის ამოსაღებად საჭირო ხელმოწერები ვერ გროვდება

"ყველაზე ცუდი ქალაქების" სიიდან თბილისის ამოსაღებად საჭირო ხელმოწერები ვერ გროვდება

"სიენენ თრეველის" მიერ შედგენილი "მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქალაქების" სიიდან, თბილისის ამოსაღებად საკმარისი ხელმოწერა ვერ გროვდება. ორი თვის განმავლობაში საჭირო 10 000 ხელმოწერის ნაცვლად ჯერ მხოლოდ 6 000-მდე ხელმოწერაა შეგროვილი. ორი თვის წინ "სიენენ თრეველზე" ლაურა მორისონის სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც მსოფლიოს საცხოვრებლად უვარგის ქალაქთა შორის თბილისიც იყო დასახელებული. სტატიას ამერიკაში მცხოვრები ქართველი თამარ ხარებავა გამოეხმაურა და ტელეარხს სიიდან თბილისის ამოღება სთხოვა. გოგონამ შესაბამისი თხოვნით პეტიცია change.org-ზე გამოაქვეყნა. პეტიციას ამ დროისთვის 5,597 მხარდამჭერი ჰყავს, დამატებით კიდევ 4,403 ხელმოწერის შეგროვებაა საჭირო.

"გთხოვთ, ამოიღოთ თბილისი "სიენენ თრეველზე" გამოქვეყნებული ლაურა მორისონის სტატიის "მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქალაქების" სიიდან. თბილისში სტატიაში არასწორი ინფორმაციის შედეგად მოხვდა და სავსებით არ არის მსოფლიოს "ყველაზე ცუდი" ქალაქი. ვფიქრობთ, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში არ არის ძალიან ცნობილი მსოფლიოს მასშტაბით, ის უცხოელები, ვისაც უმოგზაურია თბილისში, აღიარებენ და აფასებენ, რომ თბილისი შესანიშნავი ქალაქია.

ვიმედოვნებ, "სიენენმა" იცის, რომ CIA-ს რეიტინგების მიხედვით, საქართველო განათლების დონით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ საფეხურზე დგას 99,7%-ით. თუ ავტორის მიერ შედგენილი ქალაქების ნუსხა "ბუნებრივ გარემოს" ემყარება, მაშინ მინდა აღვნიშნო, რომ თბილისი თვალწარმტაცია და შესანიშნავი ბოტანიკური ბაღი აქვს. თბილისი ასევე ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქია.

შეიძლება თბილისი ნიუ-იორკი არ არის, მაგრამ ის ბევრად უფრო სუფთაა, ვიდრე ნიუ-იორკი. შეიძლება არც პარიზია, მაგრამ თბილისი სტუმრებს ერთ-ერთ ყველაზე გემრიელ კერძებს სთავაზობს", - ნათქვამი იყო თამარ ხარებავას პეტიციაში.

მას, ვისაც "მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქალაქების" სიიდან თბილისის ამოღება და შესაბამისი პეტიციის მხარდაჭერა სურს, change.org-ზე საკუთარი ხელმოწერა უნდა დატოვოს.

იხილეთ ასევე: "ამერიკელი ქართველი "სიენენ თრეველს" თბილისის "საცხოვრებლად ყველაზე უვარგისი ქალაქების" სიიდან ამოღებას სთხოვს"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"