მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაჯავშნული რობოტი ბოსტონის პოლიციის სამსახურში
დაჯავშნული რობოტი ბოსტონის პოლიციის სამსახურში

19 აპ­რილს ბოს­ტო­ნის პო­ლი­ცია სპეც­რაზ­მი­სა და ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს ჯა­რის­კა­ცებ­თან ერ­თად ბოს­ტო­ნის ტე­რაქ­ტის ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის და­კა­ვე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მას­შტა­ბურ ოპე­რა­ცი­ა­ში სა­პო­ლი­ციო ჯავ­შან­მან­ქა­ნე­ბი, უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი, შვე­ულმფრე­ნე­ბი და რო­ბო­ტე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ერთ-ერთი მათ­გა­ნი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­თა დაც­ვას უზ­რუნ­ველ­ყოფ­და.

მუხ­ლუ­ხე­ბი­ა­ნი რო­ბო­ტი რო­გორც დის­ტან­ცი­უ­რად, ასე­ვე ხე­ლით იმარ­თე­ბა. ხე­ლით მარ­თვის რე­ჟი­მის­თვის რო­ბორ­ტს შე­სა­ბა­მი­სი პულ­ტი აქვს. ჩვე­უ­ლებ­რივ კონ­ფი­გუ­რა­ცი­ა­ში მას სა­ეჭ­ვო ნივ­თე­ბის შე­სა­მოწ­მებ­ლად, შე­ნო­ბე­ბის და­საზ­ვე­რად, გზი­დან დაბ­რკო­ლე­ბე­ბის მო­სა­შო­რებ­ლად იყე­ნე­ბენ. ამის­თვის რო­ბოტს კა­მე­რე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა აქვს. თუმ­ცა რო­ბორ­ტს კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ფუნ­ქცია აკის­რია.

პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის და­სა­ცა­ვად მას ფა­რის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლია. ამი­სათ­ვის, მა­სა­ჩუ­სეტ­სის პო­ლი­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შექ­მნილ რო­ბოტს გა­საშ­ლე­ლი ჯავ­შან­ფა­რე­ბი აქვს. მათი გაშ­ლი­სას წარ­მოქ­მნილ 2,5 მ-იან დამ­ცავ სა­ი­მე­დო სა­ფარს 4-5 კაცი თა­ვი­სუფ­ლად ეფა­რე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ჯავ­შან­ფა­რე­ბი ავ­ტო­მა­ტის ტყვი­ის მოხ­ვედ­რა­საც უძ­ლე­ბენ. ღა­მის პი­რო­ბებ­ში სა­მოქ­მე­დოდ, ჯავ­შან­ფა­რებ­ზე გა­რე­დან რამ­დე­ნი­მე პრო­ჟექ­ტო­რია და­ყე­ნე­ბუ­ლი. და­კე­ცილ კონ­ფი­გუ­რა­ცი­ა­ში ჯავ­შან­ფა­რე­ბი რო­ბოტ­ზე ზე­მო­დან ლაგ­დე­ბა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ popmech.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

დაჯავშნული რობოტი ბოსტონის პოლიციის სამსახურში

დაჯავშნული რობოტი ბოსტონის პოლიციის სამსახურში

19 აპრილს ბოსტონის პოლიცია სპეცრაზმისა და ფედერალური ბიუროს ჯარისკაცებთან ერთად ბოსტონის ტერაქტის ეჭვმიტანილის დაკავებაში მონაწილეობდა. მასშტაბურ ოპერაციაში საპოლიციო ჯავშანმანქანები, უპილოტო საფრენი აპარატები, შვეულმფრენები და რობოტებიც მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი მათგანი პოლიციის თანამშრომელთა დაცვას უზრუნველყოფდა.

მუხლუხებიანი რობოტი როგორც დისტანციურად, ასევე ხელით იმართება. ხელით მართვის რეჟიმისთვის რობორტს შესაბამისი პულტი აქვს. ჩვეულებრივ კონფიგურაციაში მას საეჭვო ნივთების შესამოწმებლად, შენობების დასაზვერად, გზიდან დაბრკოლებების მოსაშორებლად იყენებენ. ამისთვის რობოტს კამერები და შესაბამისი აღჭურვილობა აქვს. თუმცა რობორტს კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია აკისრია.

პირადი შემადგენლობის დასაცავად მას ფარის როლის შესრულება შეუძლია. ამისათვის, მასაჩუსეტსის პოლიციის მონაწილეობით შექმნილ რობოტს გასაშლელი ჯავშანფარები აქვს. მათი გაშლისას წარმოქმნილ 2,5 მ-იან დამცავ საიმედო საფარს 4-5 კაცი თავისუფლად ეფარება. სავარაუდოდ, ჯავშანფარები ავტომატის ტყვიის მოხვედრასაც უძლებენ. ღამის პირობებში სამოქმედოდ, ჯავშანფარებზე გარედან რამდენიმე პროჟექტორია დაყენებული. დაკეცილ კონფიგურაციაში ჯავშანფარები რობოტზე ზემოდან ლაგდება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ popmech.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე