პარტნიორები:

    თბილისში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით დაავადებულ ფეხმძიმე ქალს მკურნალობენ

    თბილისში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით დაავადებულ ფეხმძიმე ქალს მკურნალობენ

    თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით დაავადებულ ქალს მკურნალობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების გამგე ანა ლაღიძემ აცნობა, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით დაავადებული ფეხმძიმე ქალი ახალციხის რაიონიდან ჩამოიყვანეს, რომელსაც რეანიმაციული დახმარება უტარდება.

    ანა ლაღიძის ინფორმაციით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დაარსებიდან დღემდე ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების სამი შემთხვევაა მხოლოდ დაფიქსირებული.

    ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ადამიანებზე ცხოველების ტკიპებიდან გადადის. ინფიცირებულ პაციენტს სხეულზე სისხლჩაქცევები უვითარდება და ხშირ შემთხვევაში ლეტალურად სრულდება.

    საქართველოში აღწერილი შემთხვევებიდან, ექიმმა-ინფექციონისტებმა სამივე პაციენტის გადარჩენა მოახერხეს.

    "ინტერპრესნიუსი"

    ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

    ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"