შსს-მ პოლიციელის დაკავებაზე განცხადება გაავრცელა

შსს-მ პოლიციელის დაკავებაზე განცხადება გაავრცელა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში პოლიციელის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის კაპიტანი, 1981 წელს დაბადებული დემურ დ. გამოავლინეს.

დემურ დ-მ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, რომლის მიმართაც ინტერპოლი გადამოწმებას აწარმოებდა, 500 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ დახმარება აღუთქვა.

ქრთამის ასაღებად დემურ დ.-მ მეგობარი დაიხმარა. შსს-ს გენერალური ინსპექციის მოკვლევის საფუძველზე დაკავებულია ქრთამის აღებაში ბრალდებული პირიც და მისი მეგობარიც.

სისხლის სამართლის საქმე 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ