პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოჰყვება BMW-ს მეწველი ძროხა, ანუ ეროვნული ყიდვა-გაყიდვის თავისებურებანი
როგორ მოჰყვება BMW-ს მეწველი ძროხა, ანუ ეროვნული ყიდვა-გაყიდვის თავისებურებანი

მე მან­ქა­ნებ­ში ვერ ვერ­კვე­ვი, ისე ვერ ვერ­კვე­ვი, რომ ან­ტიფ­რი­ზი ცხვირ­ში ჩა­საწ­ვე­თე­ბე­ლი წა­მა­ლი რომ არ იყო, ორი კვი­რის წინ შე­ვი­ტყვე. ეს მა­შინ, რო­დე­საც ახ­ლო­ბელ­მა ინ­ტერ­ნეტ­ში მან­ქა­ნის მო­ძებ­ნა მთხო­ვა. ავ­ტო­მო­ბი­ლი ვერ მო­უ­ძებ­ნე, სა­მა­გი­ე­როდ ტრან­სპორ­ტის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის სა­ი­ტებ­ზე ისეთ გან­ცხა­დე­ბებს წა­ვა­წყდი, რომ სტა­ტია გა­მო­ვი­და:

  • "იყი­დე­ბა წი­თე­ლი "ნი­სა­ნი" 2.500 დო­ლა­რად. დამ­ტვრე­უ­ლია, თუმ­ცა იდე­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია".
  • "იყი­დე­ბა "მერ­სე­დე­სი" 4.000 დო­ლა­რად. გან­ბა­ჟე­ბუ­ლი და გერ­მა­ნი­ი­დან 20 დღის ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი, მან­ქა­ნა დამ­ტვრე­უ­ლია, ავა­რი­ამ­დე იდე­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო".
  • "იყი­დე­ბა "ჯიპ ჩე­რო­კი". არ ინა­ნებთ, იმ­დენს არ წვავს, რამ­დენ­საც ამ­ბო­ბენ. მან­ქა­ნას მოჰ­ყვე­ბა ბრი­ლი­ან­ტის ბე­ჭე­დი და 20-ლიტ­რი­ა­ნი ღვი­ნო".
  • "ჰონ­და პრე­ლუ­დის" ვყი­დი უმა­ტო­როდ. იდე­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ფული მჭირ­დე­ბა, თო­რემ მეც ჩა­ვა­ყე­ნებ­დი მა­ტორს".
  • "იყი­დე­ბა გან­ბა­ჟე­ბუ­ლი "ბე-ემ-ვე" 4.000 დო­ლა­რად. მოჰ­ყვე­ბა მეწ­ვე­ლი ძრო­ხა. ძრო­ხა­ზე მო­რი­გე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია".
  • "ზაქ­როს "ბე-ენ-ვე" ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის დროს არის გა­მოშ­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც ჯან­ზეა. უბ­რა­ლოდ "გლუ­ში­ტე­ლი" აქვს გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი, რად­გან ზაქ­რო ზამ­თარ­ში ბავ­შვს ცი­გით აბამ­და ავ­ტო­მო­ბილ­ზე. და­კარ­გუ­ლია მან­ქა­ნის გა­სა­ღე­ბი და და­ნით იქო­ქე­ბა. არ ეწე­ვა შუ­შე­ბი. არაა რა ცუდი მან­ქა­ნა, ივ­ლით, ბოლო-ბოლო "ბე-ენ-ვეა", ჩა­ვარ­დნი­ლი აქვს ტორ­მუ­ზის პე­და­ლი, მაგ­რამ ვა­ლე­რა გა­გი­კე­თებთ 20 ლა­რად".
  • "იყი­დე­ბა "აუდი". ქა­ლის ნა­ქო­ნი. თუმ­ცა ამან არ შე­გა­ში­ნოთ, რად­გან კა­ცი­ვით ხმა­რობ­და".

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ მოჰყვება BMW-ს მეწველი ძროხა, ანუ ეროვნული ყიდვა-გაყიდვის თავისებურებანი

როგორ მოჰყვება BMW-ს მეწველი ძროხა, ანუ ეროვნული ყიდვა-გაყიდვის თავისებურებანი

მე მანქანებში ვერ ვერკვევი, ისე ვერ ვერკვევი, რომ ანტიფრიზი ცხვირში ჩასაწვეთებელი წამალი რომ არ იყო, ორი კვირის წინ შევიტყვე. ეს მაშინ, როდესაც ახლობელმა ინტერნეტში მანქანის მოძებნა მთხოვა. ავტომობილი ვერ მოუძებნე, სამაგიეროდ ტრანსპორტის ყიდვა-გაყიდვის საიტებზე ისეთ განცხადებებს წავაწყდი, რომ სტატია გამოვიდა:

  • "იყიდება წითელი "ნისანი" 2.500 დოლარად. დამტვრეულია, თუმცა იდეალურ მდგომარეობაშია".
  • "იყიდება "მერსედესი" 4.000 დოლარად. განბაჟებული და გერმანიიდან 20 დღის ჩამოყვანილი, მანქანა დამტვრეულია, ავარიამდე იდეალურ მდგომარეობაში იყო".
  • "იყიდება "ჯიპ ჩეროკი". არ ინანებთ, იმდენს არ წვავს, რამდენსაც ამბობენ. მანქანას მოჰყვება ბრილიანტის ბეჭედი და 20-ლიტრიანი ღვინო".
  • "ჰონდა პრელუდის" ვყიდი უმატოროდ. იდეალურ მდგომარეობაში. ფული მჭირდება, თორემ მეც ჩავაყენებდი მატორს".
  • "იყიდება განბაჟებული "ბე-ემ-ვე" 4.000 დოლარად. მოჰყვება მეწველი ძროხა. ძროხაზე მორიგება შესაძლებელია".
  • "ზაქროს "ბე-ენ-ვე" ჩვენი წინაპრების დროს არის გამოშვებული, მაგრამ მაინც ჯანზეა. უბრალოდ "გლუშიტელი" აქვს გაფუჭებული, რადგან ზაქრო ზამთარში ბავშვს ციგით აბამდა ავტომობილზე. დაკარგულია მანქანის გასაღები და დანით იქოქება. არ ეწევა შუშები. არაა რა ცუდი მანქანა, ივლით, ბოლო-ბოლო "ბე-ენ-ვეა", ჩავარდნილი აქვს ტორმუზის პედალი, მაგრამ ვალერა გაგიკეთებთ 20 ლარად".
  • "იყიდება "აუდი". ქალის ნაქონი. თუმცა ამან არ შეგაშინოთ, რადგან კაცივით ხმარობდა".

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს