მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ედავება ნინი ბადურაშვილს ოცი გრან-პრის მფლობელი მომღერალი
რას ედავება ნინი ბადურაშვილს ოცი გრან-პრის მფლობელი მომღერალი

თბი­ლი­სის ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის მე­ო­რე სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ამ­თავ­რა. პა­რა­ლე­ლუ­რად პო­ლი­ტექ­ნი­კურ ინ­სტი­ტუ­ტში სა­მარ­თლის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და, თუმ­ცა იუ­რის­ტად არას­დროს უმუ­შა­ვია. ექი­მო­ბა სურ­და, მაგ­რამ ბო­ლოს სიმ­ღე­რამ სძლია. 33 წლის ტატო გო­დერ­ძიშ­ვილს იც­ნო­ბენ მოს­კოვ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, ის­რა­ელ­ში, მაგ­რამ არ იც­ნო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ოცამ­დე სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი არც ერთ ქარ­თულ მუ­სი­კა­ლურ ტე­ლეპ­რო­ექ­ტში არ მი­ი­ღეს. მი­ზე­ზი ყველ­გან ერთი იყო - ზედ­მე­ტად ძლი­ე­რი ხარ, შენ რომ მი­გი­ღოთ, პრო­ექტს აზრი და­ე­კარ­გე­ბაო, ეუბ­ნე­ბოდ­ნენ. 10 წელი სა­ქარ­თვე­ლო­დან შორს, მოს­კოვ­სა და უკ­რა­ი­ნა­ში გა­ა­ტა­რა. ამ­ბობს, რომ აქ სიმ­ღე­რით ოჯა­ხი ვერ არ­ჩი­ნა. სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულს იგი­ვე სი­ტუ­ა­ცია დახ­ვდა.

- მუ­სი­კას ოჯა­ხი­დან ვე­ზი­ა­რე. ცხო­ნე­ბუ­ლი პა­პა­ჩე­მი, ტა­რი­ე­ლი, ვისი მო­სა­ხე­ლეც გახ­ლა­ვართ და ბე­ბი­ა­ჩე­მი, ნა­თე­ლა, კარ­გი მუ­სი­კო­სე­ბი და მომ­ღერ­ლე­ბი იყ­ვნენ. მა­მა­ჩემ­საც თუ მო­უს­მენთ, აუ­ცი­ლებ­ლად იტყვით, რომ ჩემ­ზე უკეთ მღე­რის. ხში­რად უთ­ქვამს, მე რომ შენ­ნა­ი­რი პატ­რო­ნი მყო­ლო­და, შენ­ზე მა­გა­რი ვიქ­ნე­ბო­დიო. მღე­რის დე­დაც, ჩემი დაც. ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რით და­ვი­წყე მუ­სი­კას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ბე­ბი­ა­ჩე­მი მღე­რო­და ხალ­ხურ სიმ­ღე­რებს კარ­გად. მახ­სოვს მისი "იავ­ნა­ნაც". რო­გორც მე­უბ­ნე­ბი­ან, მხო­ლოდ მუ­სი­კით მა­წყნა­რებ­დნენ, როცა ვტი­რო­დი. მხო­ლოდ "იავ­ნა­ნით" ვი­ძი­ნებ­დი და თუკი შე­წყვეტ­და ბე­ბია სიმ­ღე­რას, მა­შინ­ვე ვიღ­ვი­ძებ­დი. ამ ამ­ბავს ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვიც ახ­ლავს. დე­და­ჩე­მის დედა გა­და­იც­ვა­ლა. დაკ­რძალ­ვის დღეს ტი­რი­ლი ამი­ტე­ხია. ბე­ბი­ა­ჩემს მო­ე­რი­და, იმ­დენ ხალ­ხში "იავ­ნა­ნას" ხომ ვერ მიმ­ღე­რებ­და. მა­მა­ჩემს უპო­ვია გა­მო­სა­ვა­ლი, ჩა­ვუს­ვი­ვართ მე და ბე­ბი­ა­ჩე­მი მან­ქა­ნა­ში, ჩა­ვუყ­ვა­ნი­ვართ ბა­კურ­ცი­ხე­ში. იქ უმ­ღე­რია ბე­ბი­ა­ჩემს, და­ვუ­ძი­ნე­ბი­ვარ და ისევ უკან წა­ვუყ­ვა­ნი­ვართ.

სიმ­ღე­რა და ლა­პა­რა­კი ერ­თდრო­უ­ლად და­ვი­წყე. 4 წლის ვი­ყა­ვი, როცა უკვე გა­მარ­თუ­ლად ვმღე­რო­დი. ოპე­რის სცე­ნა­ზე ბავ­შვთა ფეს­ტი­ვალ­ზე პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ავი­ღე. შემ­დეგ მო­რიგ კონ­ცერ­ტზე ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში რო­ბერტ ბარ­ძი­მაშ­ვილ­მა მო­მის­მი­ნა. მო­ვი­და კუ­ლი­სებ­ში და მი­თხრა, შენს მშობ­ლებ­თან მი­მიყ­ვა­ნეო. მა­შინ შე­მოგ­ვთა­ვა­ზა "ლახ­ტში" სიმ­ღე­რა. ამ ჯგუ­ფის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა წევ­რი ვი­ყა­ვი. მა­შინ ბინა არ გვქონ­და თბი­ლის­ში, 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კვი­რა­ში სამ­ჯერ ბა­კურ­ცი­ხი­დან დავ­დი­ო­დით თბი­ლის­ში რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ვი­გე სა­კავ­ში­რო ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, 3 ოქ­როს მედ­ლის მფლო­ბე­ლი, ლა­უ­რე­ა­ტი გახ­ლდით.

- რა პრო­ფე­სი­ის ხარ?

- იუ­რის­ტი. პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი და­ვამ­თავ­რე სა­მარ­თლის გან­ხრით, ოღონდ მშობ­ლე­ბის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით. მე ექი­მო­ბა მინ­დო­და. ბავ­შვო­ბა­ში ბა­ყა­ყებს ვფატ­რავ­დი და ვკე­რავ­დი. ერთხელ ჩემს და­საც გა­ვუ­კე­რე ფეხი. წა­იქ­ცა და პა­ტა­რა ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და. სა­კუ­თარ თავ­ზე ავი­ღე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ჩავ­თვა­ლე, რომ მცოდ­ნე, გა­მოც­დი­ლი ქი­რურ­გი ვი­ყა­ვი და ნემ­სი­თა და ძა­ფით გა­ვუ­კე­რე (იცი­ნის). სა­წყა­ლი, ხმას არ იღებ­და, ალ­ბათ ეგო­ნა, ასე იყო სა­ჭი­რო. მერე და­უ­ჩირ­ქდა და ნამ­დვი­ლი ქი­რურ­გის ჩა­რე­ვა გახ­და სა­ჭი­რო. ძლივს გა­და­ვურ­ჩი მშობ­ლებს.

- ტატო, სა­ქარ­თვე­ლო­ში ნაკ­ლე­ბად გიც­ნო­ბენ. რა­ტომ არ სცა­დე ბედი არც ერთ მუ­სი­კა­ლურ სა­ტე­ლე­ვი­ზიო კონ­კურ­სში?

- არ მიყ­ვარს ჩემი კო­ლე­გე­ბის აუ­გად მოხ­სე­ნი­ე­ბა, მაგ­რამ ზოგ­ჯერ იძუ­ლე­ბუ­ლი ვხდე­ბი, სი­მარ­თლე ვთქვა... 2001-დან 2010 წლის ჩათ­ვლით მოს­კოვ­ში ვცხოვ­რობ­დი, იქ ვმოღ­ვა­წე­ობ­დი, ჩემი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იყო სა­შუ­ა­ლე­ბა, სიმ­ღე­რით თავი გერ­ჩი­ნა და მით უმე­ტეს ოჯა­ხი. ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნა­ნა თო­და­ძემ მი­მიწ­ვია. მე, მა­ნა­ნა, ნუგ­ზარ კვა­შა­ლი, ბესო კა­ლან­და­ძე, ზურა კო­ბე­შა­ვი­ძე 5-6 წელი ერ­თად ვცხოვ­რობ­დით. უკ­რა­ი­ნა­შიც მო­მი­წია ცხოვ­რე­ბამ და მოღ­ვა­წე­ო­ბამ, და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი ვცხოვ­რობ­დი იქ. პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­მოვ­დი­ო­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში. მო­რი­გი ასე­თი ჩა­მოს­ვლის დროს, ჩემი დის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით, "ჯე­ოს­ტა­რის" კას­ტინგზე მი­ვე­დი. მო­ვამ­ზა­დე ორი სიმ­ღე­რა და ვიმ­ღე­რე. მა­რი­ნა ბე­რი­ძემ მი­თხრა, შენ იმ­დე­ნად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ხარ, აქ რა უნდა გა­ა­კე­თო, შენ რომ ამ კონ­კურ­სში მი­გი­ღოთ, აზრი და­ე­კარ­გე­ბა პრო­ექტსო. აქ იმი­ტომ მო­ვე­დი, რომ ჩემ­მა ქარ­თველ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა გა­მიც­ნოს, მაშ, რა გა­ვა­კე­თო, სად წა­ვი­დე-მეთ­ქი, ვუ­პა­სუ­ხე. ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­სარ­ჩევ ტუ­რებ­ზე ეთერ­შიც არ გა­უშ­ვეს.

- "ახალ ხმა­ში" რა­ტომ არ სცა­დე ბედი?

- ანა­ლო­გი­უ­რი რამ მოხ­და ამ პრო­ექ­ტშიც. ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ხარ და ვერ მი­გი­ღებ­თო, მი­თხრეს. ვინც გა­ი­მარ­ჯვა ამ პრო­ექ­ტში, არა­ნაკ­ლებ ძლი­ე­რი იყო, მაშ, არც ის უნდა მი­ე­ღოთ ამ ლო­გი­კით. ჩემი და მე­უბ­ნე­ბო­და, კარ­გად არ იმ­ღე­რო, ხარ­ვე­ზე­ბით იმ­ღე­რე, იქ­ნებ, გა­გიშ­ვან ბრმა კას­ტინგზეო (იცი­ნის). ვიმ­ღე­რე და წა­მო­ვე­დი. და­გი­კავ­შირ­დე­ბი­თო, მი­თხრეს. აღარ და­მი­კავ­შირ­დნენ. მერე თვი­თონ მი­ვა­კი­თხე. მი­თხრეს, ჩვენ არ ვწყვეტთ, ვინ გა­და­ვი­დეს და ვინ - არა, გა­და­ცე­მის ჰო­ლან­დი­ე­ლი პრო­დი­უ­სე­რი ჩა­მო­ვი­და ჰო­ლან­დი­ი­დან და იმან თქვა, ეს ისე­თი ძლი­ე­რია, რომ გა­და­ვი­დეს, პრო­ექტს აზრი და­ე­კარ­გე­ბაო. ეს იყო ზღა­პა­რი ჩემ­თვის, მაგ­რამ რას გა­ვა­წყობ­დი, წა­მო­ვე­დი...

- სა­მა­გი­ე­როდ, არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ხარ. სულ რამ­დენ კონ­კურ­სში სცა­დე ბედი?

- 20 სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვარ. არც ერთი მე­ო­რე ად­გი­ლი, გრან-პრი ავი­ღე ყველ­გან. ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დიპ­ლო­მე­ბი და პრი­ზე­ბი არ­სე­ბობს.

- რო­გორ იგებ­დი ამ კონ­კურ­სე­ბის შე­სა­ხებ?

- ჩემი მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, რომ­ლე­ბიც მოს­კოვ­ში, ვილ­ნი­უს­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, პო­ლო­ნეთ­ში ცხოვ­რო­ბენ, ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით. ბო­ლოს ვილ­ნი­უს­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი მო­ვი­გე - "იუ­როს შვენ­ტე", რო­მელ­საც დიდი ხნის ის­ტო­რია აქვს. დიდი გარ­ჯა დამ­ჭირ­და, რომ ეს გა­მარ­ჯვე­ბა ვინ­მეს გა­ე­შუ­ქე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­შუ­ქე­ბა, რომ­ლებ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ იც­ნობს, არ შე­იძ­ლე­ბა. მერე რა, რომ მან სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლი სა­ზღვრებს გა­რეთ გა­ი­ტა­ნა და ქვე­ყა­ნა ასა­ხე­ლა?! არა­და, დღეს ეს უც­ნო­ბი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო მაგ­რად მღე­რი­ან, ვიდ­რე ცნო­ბი­ლე­ბი. ყვე­ლას არ ვგუ­ლის­ხმობ, რა თქმა უნდა, მაგ­რამ ისე­თებ­საც ვიც­ნობ, ვინც ნო­ტებ­საც კი ვერ ცნობს, ჟი­უ­რი­ში ზის და ვარ­სკვლა­ვად მო­აქვს თავი. გულ­სატ­კე­ნია ნამ­დვი­ლად.

2007 წელს უკ­რა­ი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის ლა­უ­რე­ა­ტი რომ გავ­ხდი, მა­შინ მოხ­და სას­წა­უ­ლი და რამ­დე­ნი­მე ქარ­თულ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ამ გა­ა­შუ­ქა ეს ფაქ­ტი. ისიც ჩემი დიდი ძა­ლის­ხმე­ვით. ლიტ­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლიც ახ­ლობ­ლო­ბის ხათ­რით გა­შუქ­და.

- შენი კო­ლე­გე­ბის უმე­ტე­სო­ბა კლუბ­ში, რეს­ტო­რან­ში, ბარ­ში მღე­რის და ამით ირ­ჩენს თავს. შენ თუ გიც­დია ასეთ სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლა?

- ასე და­ვი­წყე მეც. 17 წლის ვი­ყა­ვი, კლუბ­ში მუ­შა­ო­ბა რომ შე­მომ­თა­ვა­ზეს. 7-8 თვე ვმღე­რო­დი ერთ-ერთ პო­პუ­ლა­რულ რეს­ტო­რან­ში. ამის წი­ნა­აღ­მდე­გი იყ­ვნენ ჩემი მშობ­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით მამა. არ უნ­დო­და, რეს­ტო­რან­ში მემ­ღე­რა. ნამ­დვი­ლი მსმე­ნე­ლი მინ­და გყავ­დე­სო, მე­უბ­ნე­ბო­და.

- უც­ნა­უ­რი კლი­ენ­ტე­ბი არ გყო­ლია, შე­ზარ­ხო­შე­ბულ­ნი უც­ნა­უ­რი თხოვ­ნე­ბით რომ მო­დი­ან ხოლ­მე?

- კი, იყ­ვნენ ასე­თე­ბიც. ერთხელ კლა­სი­კა ვიმ­ღე­რე. ერთ-ერთი მა­გი­დი­დან მა­მა­კა­ცი მო­ვი­და, მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­და და კი­დევ ერთხელ შეს­რუ­ლე­ბა მთხო­ვა. მე­ო­რე სუფ­რი­დან სხვა მა­მა­კა­ცი მო­ვი­და და ეს აღარ იმ­ღე­რო, კლა­სი­კა არ მიყ­ვარ­სო, მი­თხრა. აღარ ვი­ცო­დი, რა მექ­ნა. ბო­ლოს მა­ინც ვიმ­ღე­რე და აი, იქ და­ი­წყო, რაც და­ი­წყო. პირ­ვე­ლად ვნა­ხე მფრი­ნა­ვი თეფ­შე­ბი და ჩან­გლე­ბი. ჩემი სიმ­ღე­რის ფონ­ზე ამ ორი მა­გი­დის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ერ­თმა­ნეთ­ში ისე იჩხუ­ბეს... იმან, ვინც ჩემს სიმ­ღე­რა­ზე უარი თქვა, და­არ­ტყა კლა­სი­კის მოყ­ვა­რულს. ეს რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ცოლ­მა და­ი­ნა­ხა, ჩან­გა­ლი ჩა­არ­ტყა მო­ძა­ლა­დის მა­გი­დის წარ­მო­მად­გე­ნელს. ერთი სი­ტყვით, 45 ადა­მი­ა­ნი ურტყამ­და ერ­თმა­ნეთს ჩემი კლა­სი­კის ფონ­ზე. პო­ლი­ცია, დაც­ვა, ყვე­ლას ჩა­რე­ვა გახ­და სა­ჭი­რო.

- ძი­რი­თა­დად რა ჟანრს მღე­რი?

- მა­ყუ­რებ­ლის აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მივ­ხვდი, რომ კლა­სი­კა უფრო კარ­გად გა­მომ­დის. წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია, რაც ამ ჟანრ­ში მოვ­სინ­ჯე ძა­ლე­ბი და მივ­ხვდი, რომ ყვე­ლა­ზე უკეთ ეს შე­მიძ­ლია. ვმღე­რი სა­ესტრა­დო სიმ­ღე­რებ­საც, ფოლკ­ლორ­საც. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლია კლა­სი­კა­ში მუ­შა­ო­ბა, მა­ინც ვაგ­რძე­ლებ. მყავს მა­ესტრო, რო­მელ­თა­ნაც ვემ­ზა­დე­ბი. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ოპე­რა­ში გა­და­ვი­ნაც­ვლო. მე მიკრო­ფო­ნის მომ­ღე­რა­ლი არ ვარ. ამას წი­ნათ 12000-კა­ცი­ან დარ­ბაზ­ში ვიმ­ღე­რე მიკრო­ფო­ნის გა­რე­შე, ის­რა­ელ­ში. მე­სა­მედ ვი­ყა­ვი ჩა­სუ­ლი ის­რა­ელ­ში და ძა­ლი­ან თბი­ლად მი­მი­ღო მა­ყუ­რე­ბელ­მა. ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი კარ­გად მიც­ნო­ბენ - სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტარ­და კონ­კურ­სი იე­რუ­სა­ლიმ­ზე შეს­რუ­ლე­ბულ სიმ­ღე­რებ­ში და იქაც პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ავი­ღე.

- ტატო, შენ თქვი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან იმი­ტომ წახ­ვე­დი, არ გქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, შენი პრო­ფე­სი­ით ოჯა­ხი გერ­ჩი­ნა. რა შე­იც­ვა­ლა ახლა, რა­ტომ დაბ­რუნ­დი?

- პრინ­ციპ­ში, არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. უბ­რა­ლოდ, ჩემ­მა ამ­დენ­წლი­ან­მა მოღ­ვა­წე­ო­ბამ რუ­სეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში კარ­გი ნაც­ნო­ბო­ბა და სა­მე­გობ­რო წრე შემ­ძი­ნა. დღემ­დე მე­პა­ტი­ჟე­ბი­ან ამ ქვეყ­ნებ­ში სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ანა­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცია დამ­ხვდა.

- ჩვე­ნი მკი­თხვე­ლი, შენი კო­ლე­გე­ბი ამ ინ­ტერ­ვი­უს რომ გა­ეც­ნო­ბი­ან, იტყვი­ან, ეს სხვა ქვეყ­ნებ­ში მა­ინც მღე­რის და ჩვენ სა­ერ­თოდ სახ­ლში ვსხედ­ვართ, რა­ტომ არ არის მად­ლი­ე­რიო?

- აქეთ-იქით სი­ა­რუ­ლი კარ­გია, მაგ­რამ ის ნიჭი, რაც უფ­ლის წყა­ლო­ბით გა­მაჩ­ნია, ჩემს მსმე­ნელს, ჩემს ქარ­თველ ხალ­ხს მინ­და მო­ვახ­მა­რო. დღეს, სამ­წუ­ხა­როდ, ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მაქვს. მიც­ნო­ბენ მოს­კოვ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, სა­ბერ­ძნეთ­ში და არ მიც­ნო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს არის გულ­სატ­კე­ნი. კი­ევ­ში 2007 წელს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი მო­ვი­გე - "მორე დრუ­ზეი". უკ­რა­ი­ნუ­ლი სიმ­ღე­რა ვიმ­ღე­რე და გრან-პრის მფლო­ბე­ლი გავ­ხდი. ჩა­ნა­წე­რი არ­სე­ბობს, რო­გორ ტი­რი­ან უკ­რა­ი­ნე­ლი დე­დე­ბი ჩემს სიმ­ღე­რა­ზე. მე­ო­რე დღეს მა­ღა­ზი­ა­ში რომ გა­ვე­დი, მიც­ნეს, "ეტა ტი მალ­ჩიკ, კა­ტო­რიი პრა მამუ სპე­ლო", მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ და მე­ფე­რე­ბოდ­ნენ. იქა­უ­რი ტე­ლე­ვი­ზე­ბი მიწ­ვევ­დნენ, ავ­ტოგ­რა­ფებს მთხოვ­დნენ, ყვე­ლა გა­ზე­თი­სა და ჟურ­ნა­ლის გა­რე­კან­ზე ვი­ყა­ვი. აქ რომ ჩა­მო­ვე­დი, ფული მომ­თხო­ვეს, ეს ამ­ბა­ვი რომ გა­ე­შუ­ქე­ბი­ნათ პრე­სა­ში... ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბიც არ არის და­ცუ­ლი. ბი­ძა­ჩემ­მა, ნუგ­ზარ თუ­შიშ­ვილ­მა, 1997 წელს და­მი­წე­რა სიმ­ღე­რა "ფსო­უ­ზე მო­ნატ­რე­ბა". პირ­ველ­მა მე ვიმ­ღე­რე, კლი­პიც გა­და­ვი­ღე. ამ სიმ­ღე­რით სამი ფეს­ტი­ვა­ლი მაქვს მო­გე­ბუ­ლი. ერთხე­ლაც, ჩემი და მი­რე­კავს მოს­კოვ­ში და მე­უბ­ნე­ბა, შენს სიმ­ღე­რას ვი­ღაც პა­ტა­რა ბიჭი მღე­რი­სო. სო­ხუ­მე­ლი ყო­ფი­ლა ეს ბიჭი, ლტოლ­ვი­ლი, "ლახ­ტში" მღე­რო­და და ბა­ტონ რო­ბერტს ჩემი ალ­ბო­მი­დან უმ­ღე­რე­ბია ჩემი სიმ­ღე­რა. არა­ვინ არა­ფე­რი გვკი­თხა არც მე და არც ბი­ძა­ჩემს. რომ დავ­ბრუნ­დი, ამ ბავ­შვის მა­მას მი­ვა­კი­თხე, ბა­ტო­ნი რო­ბერ­ტი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. ერთი სი­ტყვით, ავუხ­სე­ნი, ჩემი სიმ­ღე­რაა და აღარ იმ­ღე­როთ-მეთ­ქი. წლე­ბის შემ­დეგ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­დან მი­ა­კი­თხეს ბი­ძა­ჩემს და უთხრეს, ეს სიმ­ღე­რა ნინი ბა­დუ­რაშ­ვილ­მა უნდა იმ­ღე­რო­სო. ბი­ძა­ჩემს უთ­ქვამს, ეს სიმ­ღე­რა ჩემს დის­შვილს, ტატო გო­დერ­ძიშ­ვილს და­ვუ­წე­რე და მას და­უ­რე­კეთ, ნე­ბარ­თვა სთხო­ვე­თო. კომ­პო­ზი­ტო­რი შენ ხარ და შენ ამი­ტომ გე­კი­თხე­ბი­თო, უთ­ქვამთ. მოკ­ლედ, ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლო, ნი­ნიმ იმ­ღე­რა ეს სიმ­ღე­რა.

- მო­გე­წო­ნა მისი შეს­რუ­ლე­ბით?

- ნინი მომ­წონს, რო­გორც მომ­ღე­რა­ლი, პი­როვ­ნუ­ლა­დაც კარ­გი ადა­მი­ა­ნია, თუმ­ცა ამ სიმ­ღე­რას, ჩემი აზ­რით, მა­მა­კა­ცის ხმა უფრო მო­უხ­დე­ბო­და.

- ტატო, რამ­დე­ნი წლის ხარ?

- 33-ის. სხვა­თა შო­რის, წელს, 5 ოქ­ტომ­ბერს, ის­რა­ელ­ში უფ­ლის საფ­ლავ­ზე შევ­ხვდი ჩემს და­ბა­დე­ბის დღეს, 33 წლის შევ­სრულ­დი. ჩვენ­მა მას­პინ­ძელ­მა ის­რა­ელ­ში, ბა­ტონ­მა მოშე ბო­თე­რაშ­ვილ­მა გა­მი­კე­თა ეს სა­ჩუ­ქა­რი, ავ­ტო­ბუ­სით წაგ­ვიყ­ვა­ნა უფ­ლის საფ­ლავ­ზე. ძა­ლი­ან სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ოჯა­ხი აქვს ბა­ტონ მო­შეს და გვერ­დით უდ­გას ქარ­თველ მომ­ღერ­ლებს ყო­ველ­თვის, რის­თვი­საც მად­ლო­ბის მეტი არა­ფე­რი გვეთ­ქმის.

- ტატო, ოჯა­ხი გაქვს?

- კი, მე­უღ­ლე და 2 შვი­ლი. უფ­რო­სი გო­გო­ნა 2 წლი­საა, ბიჭი ახ­ლა­ხან შეგ­ვე­ძი­ნა, სამი კვი­რის არის სულ. ძა­ლი­ან მი­წყობს ხელს ჩემი მე­უღ­ლე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სულ გას­ტროლ­ზე ვარ და ხში­რად ვე­ნატ­რე­ბი, ერ­თგუ­ლად მიდ­გას გვერ­დით.

- სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე რას მე­ტყვი?

- მინ­და, რამე ღი­რე­ბუ­ლი გა­ვა­კე­თო. არა, ღი­რე­ბუ­ლი რო­გორ არ გა­მი­კე­თე­ბია, ამას წი­ნათ მე და ზურა დო­ი­ჯაშ­ვილ­მა, სა­ნამ მოს­კოვ­ში წა­ვი­დო­და, ჩავ­წე­რეთ დუ­ე­ტი, ნო­დარ ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლის იტა­ლი­უ­რი სიმ­ღე­რა. "ნა­ნუ­კას შო­უ­ში" იყო პრე­ზენ­ტა­ცია. "იუ­მო­რი­ნა­შიც" ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. მაგ­რამ მინ­და, ჩემს ქვე­ყა­ნა­ში უფრო ხში­რად ვიმ­ღე­რო, ჩემ­მა ხალ­ხმა გა­მიც­ნოს და ის ნიჭი, რაც უფ­ლის მად­ლით მაქვს, სწო­რედ ჩემს ქვე­ყა­ნა­ში და­ფას­დეს.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რას ედავება ნინი ბადურაშვილს ოცი გრან-პრის მფლობელი მომღერალი

რას ედავება ნინი ბადურაშვილს ოცი გრან-პრის მფლობელი მომღერალი

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სასწავლებელი დაამთავრა. პარალელურად პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამართლის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა იურისტად არასდროს უმუშავია. ექიმობა სურდა, მაგრამ ბოლოს სიმღერამ სძლია. 33 წლის ტატო გოდერძიშვილს იცნობენ მოსკოვში, უკრაინაში, ისრაელში, მაგრამ არ იცნობენ საქართველოში. ოცამდე საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული არც ერთ ქართულ მუსიკალურ ტელეპროექტში არ მიიღეს. მიზეზი ყველგან ერთი იყო - ზედმეტად ძლიერი ხარ, შენ რომ მიგიღოთ, პროექტს აზრი დაეკარგებაო, ეუბნებოდნენ. 10 წელი საქართველოდან შორს, მოსკოვსა და უკრაინაში გაატარა. ამბობს, რომ აქ სიმღერით ოჯახი ვერ არჩინა. საქართველოში დაბრუნებულს იგივე სიტუაცია დახვდა.

- მუსიკას ოჯახიდან ვეზიარე. ცხონებული პაპაჩემი, ტარიელი, ვისი მოსახელეც გახლავართ და ბებიაჩემი, ნათელა, კარგი მუსიკოსები და მომღერლები იყვნენ. მამაჩემსაც თუ მოუსმენთ, აუცილებლად იტყვით, რომ ჩემზე უკეთ მღერის. ხშირად უთქვამს, მე რომ შენნაირი პატრონი მყოლოდა, შენზე მაგარი ვიქნებოდიო. მღერის დედაც, ჩემი დაც. ხალხური სიმღერით დავიწყე მუსიკასთან ურთიერთობა. ბებიაჩემი მღეროდა ხალხურ სიმღერებს კარგად. მახსოვს მისი "იავნანაც". როგორც მეუბნებიან, მხოლოდ მუსიკით მაწყნარებდნენ, როცა ვტიროდი. მხოლოდ "იავნანით" ვიძინებდი და თუკი შეწყვეტდა ბებია სიმღერას, მაშინვე ვიღვიძებდი. ამ ამბავს ერთი საინტერესო ამბავიც ახლავს. დედაჩემის დედა გადაიცვალა. დაკრძალვის დღეს ტირილი ამიტეხია. ბებიაჩემს მოერიდა, იმდენ ხალხში "იავნანას" ხომ ვერ მიმღერებდა. მამაჩემს უპოვია გამოსავალი, ჩავუსვივართ მე და ბებიაჩემი მანქანაში, ჩავუყვანივართ ბაკურციხეში. იქ უმღერია ბებიაჩემს, დავუძინებივარ და ისევ უკან წავუყვანივართ.

სიმღერა და ლაპარაკი ერთდროულად დავიწყე. 4 წლის ვიყავი, როცა უკვე გამართულად ვმღეროდი. ოპერის სცენაზე ბავშვთა ფესტივალზე პირველი ადგილი ავიღე. შემდეგ მორიგ კონცერტზე ფილარმონიაში რობერტ ბარძიმაშვილმა მომისმინა. მოვიდა კულისებში და მითხრა, შენს მშობლებთან მიმიყვანეო. მაშინ შემოგვთავაზა "ლახტში" სიმღერა. ამ ჯგუფის ყველაზე პატარა წევრი ვიყავი. მაშინ ბინა არ გვქონდა თბილისში, 5 წლის განმავლობაში კვირაში სამჯერ ბაკურციხიდან დავდიოდით თბილისში რეპეტიციებზე. ამ წლების განმავლობაში მოვიგე საკავშირო ფესტივალები, 3 ოქროს მედლის მფლობელი, ლაურეატი გახლდით.

- რა პროფესიის ხარ?

- იურისტი. პოლიტექნიკური ინსტიტუტი დავამთავრე სამართლის განხრით, ოღონდ მშობლების დაჟინებული თხოვნით. მე ექიმობა მინდოდა. ბავშვობაში ბაყაყებს ვფატრავდი და ვკერავდი. ერთხელ ჩემს დასაც გავუკერე ფეხი. წაიქცა და პატარა ჭრილობა ჰქონდა. საკუთარ თავზე ავიღე პასუხისმგებლობა, ჩავთვალე, რომ მცოდნე, გამოცდილი ქირურგი ვიყავი და ნემსითა და ძაფით გავუკერე (იცინის). საწყალი, ხმას არ იღებდა, ალბათ ეგონა, ასე იყო საჭირო. მერე დაუჩირქდა და ნამდვილი ქირურგის ჩარევა გახდა საჭირო. ძლივს გადავურჩი მშობლებს.

- ტატო, საქართველოში ნაკლებად გიცნობენ. რატომ არ სცადე ბედი არც ერთ მუსიკალურ სატელევიზიო კონკურსში?

- არ მიყვარს ჩემი კოლეგების აუგად მოხსენიება, მაგრამ ზოგჯერ იძულებული ვხდები, სიმართლე ვთქვა... 2001-დან 2010 წლის ჩათვლით მოსკოვში ვცხოვრობდი, იქ ვმოღვაწეობდი, ჩემი პროფესიის ადამიანებისთვის გასაგები მიზეზების გამო. საქართველოში არ იყო საშუალება, სიმღერით თავი გერჩინა და მით უმეტეს ოჯახი. ქალბატონმა მანანა თოდაძემ მიმიწვია. მე, მანანა, ნუგზარ კვაშალი, ბესო კალანდაძე, ზურა კობეშავიძე 5-6 წელი ერთად ვცხოვრობდით. უკრაინაშიც მომიწია ცხოვრებამ და მოღვაწეობამ, დაახლოებით წელიწად-ნახევარი ვცხოვრობდი იქ. პერიოდულად ჩამოვდიოდი საქართველოში. მორიგი ასეთი ჩამოსვლის დროს, ჩემი დის დაჟინებული თხოვნით, "ჯეოსტარის" კასტინგზე მივედი. მოვამზადე ორი სიმღერა და ვიმღერე. მარინა ბერიძემ მითხრა, შენ იმდენად პროფესიონალი ხარ, აქ რა უნდა გააკეთო, შენ რომ ამ კონკურსში მიგიღოთ, აზრი დაეკარგება პროექტსო. აქ იმიტომ მოვედი, რომ ჩემმა ქართველმა მაყურებელმა გამიცნოს, მაშ, რა გავაკეთო, სად წავიდე-მეთქი, ვუპასუხე. ჩემი მონაწილეობა შესარჩევ ტურებზე ეთერშიც არ გაუშვეს.

- "ახალ ხმაში" რატომ არ სცადე ბედი?

- ანალოგიური რამ მოხდა ამ პროექტშიც. ძალიან ძლიერი ხარ და ვერ მიგიღებთო, მითხრეს. ვინც გაიმარჯვა ამ პროექტში, არანაკლებ ძლიერი იყო, მაშ, არც ის უნდა მიეღოთ ამ ლოგიკით. ჩემი და მეუბნებოდა, კარგად არ იმღერო, ხარვეზებით იმღერე, იქნებ, გაგიშვან ბრმა კასტინგზეო (იცინის). ვიმღერე და წამოვედი. დაგიკავშირდებითო, მითხრეს. აღარ დამიკავშირდნენ. მერე თვითონ მივაკითხე. მითხრეს, ჩვენ არ ვწყვეტთ, ვინ გადავიდეს და ვინ - არა, გადაცემის ჰოლანდიელი პროდიუსერი ჩამოვიდა ჰოლანდიიდან და იმან თქვა, ეს ისეთი ძლიერია, რომ გადავიდეს, პროექტს აზრი დაეკარგებაო. ეს იყო ზღაპარი ჩემთვის, მაგრამ რას გავაწყობდი, წამოვედი...

- სამაგიეროდ, არაერთი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული ხარ. სულ რამდენ კონკურსში სცადე ბედი?

- 20 საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული ვარ. არც ერთი მეორე ადგილი, გრან-პრი ავიღე ყველგან. ამის დამადასტურებელი დიპლომები და პრიზები არსებობს.

- როგორ იგებდი ამ კონკურსების შესახებ?

- ჩემი მეგობრების დახმარებით, რომლებიც მოსკოვში, ვილნიუსში, უკრაინაში, პოლონეთში ცხოვრობენ, ინტერნეტის საშუალებით. ბოლოს ვილნიუსში საერთაშორისო ფესტივალი მოვიგე - "იუროს შვენტე", რომელსაც დიდი ხნის ისტორია აქვს. დიდი გარჯა დამჭირდა, რომ ეს გამარჯვება ვინმეს გაეშუქებინა საქართველოში. სამწუხაროდ, ისეთი ნიჭიერი ადამიანების გაშუქება, რომლებსაც საზოგადოება არ იცნობს, არ შეიძლება. მერე რა, რომ მან საქართველოს სახელი საზღვრებს გარეთ გაიტანა და ქვეყანა ასახელა?! არადა, დღეს ეს უცნობი ნიჭიერი ადამიანები უფრო მაგრად მღერიან, ვიდრე ცნობილები. ყველას არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, მაგრამ ისეთებსაც ვიცნობ, ვინც ნოტებსაც კი ვერ ცნობს, ჟიურიში ზის და ვარსკვლავად მოაქვს თავი. გულსატკენია ნამდვილად.

2007 წელს უკრაინის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი რომ გავხდი, მაშინ მოხდა სასწაული და რამდენიმე ქართულმა ტელევიზიამ გააშუქა ეს ფაქტი. ისიც ჩემი დიდი ძალისხმევით. ლიტვის საერთაშორისო ფესტივალიც ახლობლობის ხათრით გაშუქდა.

- შენი კოლეგების უმეტესობა კლუბში, რესტორანში, ბარში მღერის და ამით ირჩენს თავს. შენ თუ გიცდია ასეთ სცენაზე გამოსვლა?

- ასე დავიწყე მეც. 17 წლის ვიყავი, კლუბში მუშაობა რომ შემომთავაზეს. 7-8 თვე ვმღეროდი ერთ-ერთ პოპულარულ რესტორანში. ამის წინააღმდეგი იყვნენ ჩემი მშობლები, განსაკუთრებით მამა. არ უნდოდა, რესტორანში მემღერა. ნამდვილი მსმენელი მინდა გყავდესო, მეუბნებოდა.

- უცნაური კლიენტები არ გყოლია, შეზარხოშებულნი უცნაური თხოვნებით რომ მოდიან ხოლმე?

- კი, იყვნენ ასეთებიც. ერთხელ კლასიკა ვიმღერე. ერთ-ერთი მაგიდიდან მამაკაცი მოვიდა, მადლობა გადამიხადა და კიდევ ერთხელ შესრულება მთხოვა. მეორე სუფრიდან სხვა მამაკაცი მოვიდა და ეს აღარ იმღერო, კლასიკა არ მიყვარსო, მითხრა. აღარ ვიცოდი, რა მექნა. ბოლოს მაინც ვიმღერე და აი, იქ დაიწყო, რაც დაიწყო. პირველად ვნახე მფრინავი თეფშები და ჩანგლები. ჩემი სიმღერის ფონზე ამ ორი მაგიდის წარმომადგენლებმა ერთმანეთში ისე იჩხუბეს... იმან, ვინც ჩემს სიმღერაზე უარი თქვა, დაარტყა კლასიკის მოყვარულს. ეს რომ დაზარალებულის ცოლმა დაინახა, ჩანგალი ჩაარტყა მოძალადის მაგიდის წარმომადგენელს. ერთი სიტყვით, 45 ადამიანი ურტყამდა ერთმანეთს ჩემი კლასიკის ფონზე. პოლიცია, დაცვა, ყველას ჩარევა გახდა საჭირო.

- ძირითადად რა ჟანრს მღერი?

- მაყურებლის აპლოდისმენტების საფუძველზე მივხვდი, რომ კლასიკა უფრო კარგად გამომდის. წელიწად-ნახევარია, რაც ამ ჟანრში მოვსინჯე ძალები და მივხვდი, რომ ყველაზე უკეთ ეს შემიძლია. ვმღერი საესტრადო სიმღერებსაც, ფოლკლორსაც. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია კლასიკაში მუშაობა, მაინც ვაგრძელებ. მყავს მაესტრო, რომელთანაც ვემზადები. არ არის გამორიცხული, ოპერაში გადავინაცვლო. მე მიკროფონის მომღერალი არ ვარ. ამას წინათ 12000-კაციან დარბაზში ვიმღერე მიკროფონის გარეშე, ისრაელში. მესამედ ვიყავი ჩასული ისრაელში და ძალიან თბილად მიმიღო მაყურებელმა. ქართველი ებრაელები კარგად მიცნობენ - საქართველოში ჩატარდა კონკურსი იერუსალიმზე შესრულებულ სიმღერებში და იქაც პირველი ადგილი ავიღე.

- ტატო, შენ თქვი, რომ საქართველოდან იმიტომ წახვედი, არ გქონდა საშუალება, შენი პროფესიით ოჯახი გერჩინა. რა შეიცვალა ახლა, რატომ დაბრუნდი?

- პრინციპში, არაფერი შეცვლილა. უბრალოდ, ჩემმა ამდენწლიანმა მოღვაწეობამ რუსეთში, უკრაინაში კარგი ნაცნობობა და სამეგობრო წრე შემძინა. დღემდე მეპატიჟებიან ამ ქვეყნებში სხვადასხვა ღონისძიებაზე. საქართველოში კი ანალოგიური სიტუაცია დამხვდა.

- ჩვენი მკითხველი, შენი კოლეგები ამ ინტერვიუს რომ გაეცნობიან, იტყვიან, ეს სხვა ქვეყნებში მაინც მღერის და ჩვენ საერთოდ სახლში ვსხედვართ, რატომ არ არის მადლიერიო?

- აქეთ-იქით სიარული კარგია, მაგრამ ის ნიჭი, რაც უფლის წყალობით გამაჩნია, ჩემს მსმენელს, ჩემს ქართველ ხალხს მინდა მოვახმარო. დღეს, სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა არ მაქვს. მიცნობენ მოსკოვში, უკრაინაში, საბერძნეთში და არ მიცნობენ საქართველოში. ეს არის გულსატკენი. კიევში 2007 წელს საერთაშორისო ფესტივალი მოვიგე - "მორე დრუზეი". უკრაინული სიმღერა ვიმღერე და გრან-პრის მფლობელი გავხდი. ჩანაწერი არსებობს, როგორ ტირიან უკრაინელი დედები ჩემს სიმღერაზე. მეორე დღეს მაღაზიაში რომ გავედი, მიცნეს, "ეტა ტი მალჩიკ, კატორიი პრა მამუ სპელო", მეუბნებოდნენ და მეფერებოდნენ. იქაური ტელევიზები მიწვევდნენ, ავტოგრაფებს მთხოვდნენ, ყველა გაზეთისა და ჟურნალის გარეკანზე ვიყავი. აქ რომ ჩამოვედი, ფული მომთხოვეს, ეს ამბავი რომ გაეშუქებინათ პრესაში... ჩვენს ქვეყანაში საავტორო უფლებებიც არ არის დაცული. ბიძაჩემმა, ნუგზარ თუშიშვილმა, 1997 წელს დამიწერა სიმღერა "ფსოუზე მონატრება". პირველმა მე ვიმღერე, კლიპიც გადავიღე. ამ სიმღერით სამი ფესტივალი მაქვს მოგებული. ერთხელაც, ჩემი და მირეკავს მოსკოვში და მეუბნება, შენს სიმღერას ვიღაც პატარა ბიჭი მღერისო. სოხუმელი ყოფილა ეს ბიჭი, ლტოლვილი, "ლახტში" მღეროდა და ბატონ რობერტს ჩემი ალბომიდან უმღერებია ჩემი სიმღერა. არავინ არაფერი გვკითხა არც მე და არც ბიძაჩემს. რომ დავბრუნდი, ამ ბავშვის მამას მივაკითხე, ბატონი რობერტი უკვე გარდაცვლილი იყო. ერთი სიტყვით, ავუხსენი, ჩემი სიმღერაა და აღარ იმღეროთ-მეთქი. წლების შემდეგ კულტურის სამინისტროდან მიაკითხეს ბიძაჩემს და უთხრეს, ეს სიმღერა ნინი ბადურაშვილმა უნდა იმღეროსო. ბიძაჩემს უთქვამს, ეს სიმღერა ჩემს დისშვილს, ტატო გოდერძიშვილს დავუწერე და მას დაურეკეთ, ნებართვა სთხოვეთო. კომპოზიტორი შენ ხარ და შენ ამიტომ გეკითხებითო, უთქვამთ. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ნინიმ იმღერა ეს სიმღერა.

- მოგეწონა მისი შესრულებით?

- ნინი მომწონს, როგორც მომღერალი, პიროვნულადაც კარგი ადამიანია, თუმცა ამ სიმღერას, ჩემი აზრით, მამაკაცის ხმა უფრო მოუხდებოდა.

- ტატო, რამდენი წლის ხარ?

- 33-ის. სხვათა შორის, წელს, 5 ოქტომბერს, ისრაელში უფლის საფლავზე შევხვდი ჩემს დაბადების დღეს, 33 წლის შევსრულდი. ჩვენმა მასპინძელმა ისრაელში, ბატონმა მოშე ბოთერაშვილმა გამიკეთა ეს საჩუქარი, ავტობუსით წაგვიყვანა უფლის საფლავზე. ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახი აქვს ბატონ მოშეს და გვერდით უდგას ქართველ მომღერლებს ყოველთვის, რისთვისაც მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

- ტატო, ოჯახი გაქვს?

- კი, მეუღლე და 2 შვილი. უფროსი გოგონა 2 წლისაა, ბიჭი ახლახან შეგვეძინა, სამი კვირის არის სულ. ძალიან მიწყობს ხელს ჩემი მეუღლე, მიუხედავად იმისა, რომ სულ გასტროლზე ვარ და ხშირად ვენატრები, ერთგულად მიდგას გვერდით.

- სამომავლო გეგმებზე რას მეტყვი?

- მინდა, რამე ღირებული გავაკეთო. არა, ღირებული როგორ არ გამიკეთებია, ამას წინათ მე და ზურა დოიჯაშვილმა, სანამ მოსკოვში წავიდოდა, ჩავწერეთ დუეტი, ნოდარ ნიკოლაიშვილის იტალიური სიმღერა. "ნანუკას შოუში" იყო პრეზენტაცია. "იუმორინაშიც" ვმონაწილეობდი. მაგრამ მინდა, ჩემს ქვეყანაში უფრო ხშირად ვიმღერო, ჩემმა ხალხმა გამიცნოს და ის ნიჭი, რაც უფლის მადლით მაქვს, სწორედ ჩემს ქვეყანაში დაფასდეს.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება