მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ გადაუხადა თაკო ჩხეიძემ 20 ათასი დიზაინერ ბესარიონს
რატომ არ გადაუხადა თაკო ჩხეიძემ 20 ათასი დიზაინერ ბესარიონს

მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში დას­რუ­ლე­ბუ­ლი მო­დის კვი­რე­უ­ლის შემ­დეგ, 23-26 აპ­რილს თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­უ­ლი გა­ი­მარ­თე­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მო­დის კვი­რე­უ­ლი თე­ბერ­ვალ­სა და სექ­ტემ­ბერ­ში ნიუ-იორკში, ლონ­დონ­ში, მი­ლან­სა და პა­რიზ­ში იმარ­თე­ბა. და­ნარ­ჩე­ნი ქვეყ­ნე­ბი, რო­მელ­თაც მო­და­ზე პრე­ტენ­ზია აქვთ, ძი­რი­თა­დად ამ პე­რი­ოდს ამ­თხვევს სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში მო­დის კვი­რე­უ­ლის გა­მარ­თვას. ოთხ ძი­რი­თად ქა­ლაქ­ში გა­მარ­თულ მო­დის კვი­რე­ულ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უც­ნო­ბი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლია, თუ ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭით არ გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. რთუ­ლია ისიც, რომ კვი­რე­ულ­ზე გა­მო­სუ­ლი ყვე­ლა დი­ზა­ი­ნე­რის ჩვე­ნე­ბა მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან მო­დურ არ­ხებ­ზე მოხ­ვდეს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბევ­რი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, წამ­ყვა­ნი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი­დან მო­დის ცნო­ბილ კვი­რე­უ­ლებ­ზე ვე­რა­ვინ მოხ­ვდა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­სულ ზა­ფხუ­ლამ­დე ორი მო­დის კვი­რე­უ­ლი იმარ­თე­ბო­და - თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­უ­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს მო­დის კვი­რე­უ­ლი, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის დიდი სურ­ვი­ლი­სა და მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვერც ეს ჩვე­ნე­ბე­ბი გა­შუქ­და მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან მო­დურ არ­ხებ­ზე.

ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­დის კვი­რე­ულს პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის და­ვით ბაქ­რა­ძის მე­უღ­ლე მაკა მეტ­რე­ვე­ლი ატა­რებ­და. მისი ღო­ნის­ძი­ე­ბა სპონ­სო­რე­ბის სი­უხ­ვით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ახ­ლა­ხან გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბით კი ისიც გა­ირ­კვა, რომ, სას­პონ­სო­რო თან­ხე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მაკა მეტ­რე­ვე­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბას ბი­უ­ჯე­ტიც აფი­ნან­სებ­და.

გა­სუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­დის კვი­რე­უ­ლი აღარ ტარ­დე­ბა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, და­ვით ბაქ­რა­ძეს მე­უღ­ლის­თვის უთ­ქვამს, რა დროს მო­დაა, არ­ჩევ­ნე­ბი მო­დის, კომ­პა­ნი­ებს ზედ­მე­ტად ნუ შე­ა­წუ­ხე­ბო.

თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­ულს უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია ატა­რებს ყო­ფი­ლი მო­დე­ლი თაკო ჩხე­ი­ძე. ჩვენს პა­ტა­რა და ეკო­ნო­მი­კუ­რად არ­ცთუ ძლი­ერ ქვე­ყა­ნა­ში ორი მო­დის კვი­რე­უ­ლის ერ­თდრო­უ­ლად არ­სე­ბო­ბა ბევ­რს აო­ცებ­და და ხში­რად ეს თემა სა­კა­მა­თოც ხდე­ბო­და. სპონ­სო­რე­ბი და მხარ­და­ჭე­რა არც თაკო ჩხე­ი­ძის მო­დის კვი­რე­ულს აკ­ლდა, ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი კი ორ ბა­ნა­კად იყო გა­ყო­ფი­ლი, ვინც თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­ულ­ზე გა­მო­დი­ო­და, სა­ქარ­თვე­ლოს მო­დის კვი­რე­ულ­ში აღარ მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩვე­ნე­ბებს, დი­ზა­ი­ნე­რე­ბის და­ბალ­ხა­რის­ხი­ა­ნი კო­ლექ­ცი­ე­ბის გარ­და, მსოფ­ლიო მო­დას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი, ინო­ვა­ცი­უ­რი ან ახა­ლი ხედ­ვა მა­ყუ­რე­ბელს თით­ქმის ვე­რა­ვინ შეს­თა­ვა­ზა. პრობ­ლე­მე­ბი იყო ჩვე­ნე­ბე­ბის დად­გმის და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ სა­კი­თხებ­შიც, ბევ­რი დი­ზა­ი­ნე­რი პო­დი­უმ­ზე გას­ვლამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე კუ­ლი­სებ­ში ამ­თავ­რებ­და კოს­ტი­უ­მებს. რის დამ­თავ­რე­ბა­საც ვერ ას­წრებ­და, ქინ­ძის­თა­ვე­ბით და­მაგ­რე­ბუ­ლი, ან უბ­რა­ლოდ დაბ­ლან­დუ­ლი გაჰ­ქონ­და პო­დი­უმ­ზე. ამის გამო დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პო­დი­უმ­ზე უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი მო­დე­ლე­ბიც იხი­ლა, რომ­ლებ­საც პირ­და­პირ პო­დი­უმ­ზე შე­მო­ერ­ღვათ სა­მო­სი.

ერთ-ერთი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის ჩვე­ნე­ბა თბი­ლი­სის მე­რი­ის ბი­უ­ჯეტ­მა და­ა­ფი­ნან­სა, რა­მაც სხვა დი­ზა­ი­ნე­რე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. ერთ-ერთ მო­დის კვი­რე­ულ­ზე კი ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბის და­პა­ტი­ჟე­ბაც გა­მორ­ჩათ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს. მოკ­ლედ, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მო­დის კვი­რე­უ­ლე­ბი ბო­ლოს იმ­დე­ნად უინ­ტე­რე­სო გახ­და, აღარც ქარ­თუ­ლი ბო­მონ­დი სტუმ­რობ­და, არც მე­დი­ა­ში შუქ­დე­ბო­და. ზოგ­ჯერ მო­დის ბევ­რი აქ­ტი­უ­რი მიმ­დე­ვა­რიც კი ვერ იგებ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­დის კვი­რე­უ­ლი ჩა­ტარ­და.

წელს თაკო ჩხე­ი­ძე კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი და თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­ულს კვლავ ატა­რებს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, თაკო ბიზ­ნეს­მენ სერ­გო აბა­ში­ძის რძა­ლი და დიპ­ლო­მატ რუს­ლან აბა­ში­ძის მე­უღ­ლეა. რუს­ლან აბა­ში­ძე ეს­ტო­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი გახ­ლავთ, მა­ნამ­დე სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე იყო. მუ­შა­ობ­და შვე­ი­ცა­რი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში კონ­სუ­ლად. 2006-2009 წლებ­ში რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე იყო.

რუს­ლან აბა­ში­ძის 2012 წელს შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, რომ თაკო ჩხე­ი­ძის 2011 წელს შპს "ჯეო მო­დელ­სის" დი­რექ­ტო­რად მუ­შა­ო­ბი­სას ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბულ­მა თან­ხამ 8 ლარი და 96 თეთ­რი შე­ად­გი­ნა. ეს კომ­პა­ნია მან 2007 წელს და­ა­ფუძნა. თაკო მე­ო­რე კომ­პა­ნი­ის "თაკო მო­დელ სტუ­დი­ოს" დი­რექ­ტო­რი და დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი­ცაა, რო­მე­ლიც 2006 წელს და­ა­არ­სა და სა­ი­და­ნაც 2011 წელს მისი შე­მო­სა­ვა­ლი 5602 ლარი იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში რუს­ლან აბა­ში­ძეს ფრი­ად წარ­მა­ტე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტის კა­რი­ე­რა ჰქონ­და, რო­გორც ამ­ბო­ბენ, თაკო ჩხე­ი­ძე გა­სუ­ლი წლის მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის წინ გა­აქ­ტი­ურ­და და "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გა­მო­ნათ­ქვა­მებ­სა და ფრა­ზებს არ იშუ­რებ­და.

წელს თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­უ­ლი მერ­ვედ გა­ი­მარ­თე­ბა. ქარ­თველ დი­ზა­ი­ნე­რებ­თან ერ­თად მოწ­ვე­უ­ლი არი­ან აი­ნურ ტუ­რის­ბე­კი ყა­ზა­ხე­თი­დან, ქსე­ნია შნა­ი­დე­რი უკ­რა­ი­ნი­დან და მარკ ბა­უ­ე­რი ამე­რი­კი­დან, რომ­ლე­ბიც რამ­დე­ნი­მე კოს­ტი­უმს წა­რად­გე­ნენ.

თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­ულ­ზე და­გეგ­მი­ლი იყო მოს­კოვ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის ბესო რაზ­მა­ძის, იმა­ვე ბე­სა­რი­ო­ნის სტუმ­რო­ბა და მას­თან აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. ბე­სა­რი­ონ­მა 1997 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­თულ ავან­გარ­დუ­ლი მო­დის ფეს­ტი­ვალ­ზე გრან-პრი მი­ი­ღო. 1999 თბი­ლის­ში "რუს­კი სი­ლუ­ე­ტის" შე­სარ­ჩევ კონ­კურ­სზე პირ­ვე­ლი ად­გი­ლი აიღო, პრი­ზად სლა­ვა ზა­ი­ცე­ვის მო­დის სახ­ლში სწავ­ლა გა­და­ე­ცა და მოს­კოვ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­და. იყო პირ­ვე­ლი რუ­სუ­ლი მი­უ­ზიკ­ლის "მეტ­როს" მსა­ხი­ო­ბე­ბის იმი­ჯმე­ი­კე­რი. რუ­სე­თის მთა­ვარ დი­ზა­ი­ნერ ვლა­დი­მერ იუ­დაშ­კინ­თან მუ­შა­ობ­და. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, სწო­რედ იუ­დაშ­კინ­მა შეს­ძი­ნა მას თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა. ამ­ჟა­მად ის "ა-სტუ­დი­ოს" იმი­ჯმე­ი­კე­რია. "რე­ი­ტინ­გის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­ულ­ზე მისი ჩა­მოყ­ვა­ნა 20 ათა­სი ლარი ჯდე­ბო­და, რის გა­მოც კვი­რე­უ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა თაკო ჩხე­ი­ძემ თავი შე­ი­კა­ვა. რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, მან ბე­სა­რი­ონს წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა, სა­დაც აც­ნო­ბა, რომ მის ჩა­მო­საყ­ვა­ნად ამ­ხე­ლა თან­ხას ვერ გა­და­იხ­დი­და.

თან­ხის ოდე­ნო­ბამ ჩვენც გაგ­ვაკ­ვირ­ვა და და­ვინ­ტე­რეს­დით, რა­ტომ სჭირ­დე­ბო­და ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის ჩა­მოყ­ვა­ნას ამ­ხე­ლა თან­ხა, თა­ნაც, ისიც შე­ვი­ტყვეთ, რომ თა­ვად დი­ზა­ი­ნერს ძა­ლი­ან უნ­დო­და თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლა და ოთხი თან­მხლე­ბი პი­რიც მოჰ­ყავ­და. მათ შო­რის ერთ-ერთი სა­ერ­თა­შო­რი­სო რან­გის რუსი მო­დე­ლი. ჩვენ ბე­სა­რი­ონს ინ­ტერ­ნე­ტით და­ვუ­კავ­შირ­დით:

- ბესო, ამ­ჟა­მად რაზე მუ­შა­ობთ?

- ახალ კო­ლექ­ცი­ა­ზე ვმუ­შა­ობ, ახა­ლი სე­ზო­ნის­თვის, გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლი 2014.

- პირ­ვე­ლად გეგ­მავ­დით ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას თქვე­ნი კო­ლექ­ცი­ით?

- დიახ, 14 წლის შემ­დეგ.

- რა კო­ლექ­ცია ჩა­მო­გ­ქონ­დათ თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­ულ­ზე?

- რა თქმა უნდა, შე­მოდ­გო­მა-ზამ­თა­რი 2013-2014.

- ვინ ჩა­მოგ­ყავ­დათ და რა შოუს დად­გმას აპი­რებ­დით?

- ვფიქ­რობ, ეს უკვე აღარ არის სა­ინ­ტე­რე­სო, ამას მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­ი­ტყობთ.

- რა­ტომ ვერ მო­ხერ­ხდა თქვე­ნი ჩა­მოყ­ვა­ნა?

- რო­გორც ჩანს, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ძა­ლი­ან ძვი­რი ვღირ­ვარ. ვფიქ­რობ, თქვენს ქვე­ყა­ნა­ში გაქვთ ენ­თუ­ზი­აზ­მი და არ გაქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­და­ი­ხა­დოთ ის ჰო­ნო­რა­რი, რო­მე­ლიც სჭირ­დე­ბა ჩემს ჩა­მოს­ვლას და ჩემს პრო­ექტს.

- რა მო­თხოვ­ნე­ბი გაქვთ ასე­თი?

- ეს არ გა­ნი­ხი­ლე­ბა, რად­გან კომ­პა­ნი­ის შიდა საქ­მე­ე­ბია.

- რო­გორც გა­ვი­გეთ, 20 ათა­სი ლარი უნდა და­ხარ­ჯუ­ლი­ყო თქვენს ჩა­მოყ­ვა­ნა­ზე, აქე­დან რის­თვის რამ­დე­ნი იყო გან­კუთ­ვნი­ლი?

- ეს შე­გიძ­ლი­ათ, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს ჰკი­თხოთ.

- ახლა თუ ვერ მო­ხერ­ხდა თქვე­ნი ჩა­მოყ­ვა­ნა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­ვად ხომ არ გეგ­მავთ პერ­სო­ნა­ლუ­რი ჩვე­ნე­ბის მო­წყო­ბას თბი­ლის­ში?

- ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ გი­პა­სუ­ხებთ ამ კი­თხვა­ზე. კომ­პა­ნია "ბე­სა­რი­ო­ნი" თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­ულს უსურ­ვებს სა­მო­მავ­ლო წარ­მა­ტე­ბებს და მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვას, მად­ლობთ ყუ­რა­დღე­ბის­თვის.

ბე­სა­რი­ო­ნის სა­ხე­ლის გა­გო­ნე­ბამ ძა­ლი­ან გა­ა­ღი­ზი­ა­ნა თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­უ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხე­ბი ვერც თაკო ჩხე­ი­ძის­გან მი­ვი­ღეთ.

- თაკო, გა­მარ­ჯო­ბა, ჟურ­ნალ "რე­ი­ტინ­გი­დან" გი­რე­კავთ, მო­დის კვი­რე­ულ­ზე ბე­სა­რი­ო­ნის ჩა­მოყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

- მე ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ, პი­არს და­ე­ლა­პა­რა­კეთ (სხვას აწ­ვდის პი­რად ტე­ლე­ფონს - ავტ.)

- გის­მენთ!

- მო­დის კვი­რე­ულ­ზე ბე­სა­რი­ო­ნის ჩა­მოყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით გვინ­და თქვე­ნი კო­მენ­ტა­რი.

- კი­თხვე­ბი გა­მოგ­ზავ­ნეთ.

- თქვე­ნი მე­ი­ლი დაგ­ვი­მე­სი­ჯეთ.

- ჩვე­ნი მე­ი­ლი თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­უ­ლის სა­იტ­ზე წე­რია. თქვენ მო­დის კვი­რე­უ­ლის გა­შუ­ქე­ბა

გინ­დათ თუ ბე­სა­რი­ო­ნის ჩა­მოყ­ვა­ნის?

- ამ­ჯე­რად ბე­სა­რი­ო­ნის ჩა­მოყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი რომ ჩა­ი­შა­ლა, იმა­ზე ვი­სა­უბ­როთ, მო­დის კვი­რე­უ­ლი რომ და­ი­წყე­ბა, შემ­დეგ მო­დის კვი­რე­ულს გა­ვა­შუ­ქებთ.

- ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის აკ­რე­დი­ტა­ცი­ე­ბი ორი კვი­რის წინ დამ­თავ­რდა.

- ანუ ჩვენ ვე­ღარ მო­ვას­წრებთ აკ­რე­დი­ტა­ცი­ის აღე­ბას?

- ვერა, დამ­თავ­რდა. აქამ­დე უნდა მო­გე­მარ­თათ.

- მი­ა­წო­დეთ ტე­ლე­ფო­ნი, ვი­საც და­ვუ­რე­კეთ.

- უკვე გი­პა­სუ­ხეთ.

ვუ­რე­კავთ ისევ თაკო ჩხე­ი­ძეს...

- თუ შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი მე­ი­ლი მოგ­ვე­ცით, შე­კი­თხვებს გა­მო­გიგ­ზავ­ნით, რომ თქვენ გვი­პა­სუ­ხოთ.

- მე ახლა ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ. ცოტა კულ­ტუ­რუ­ლად უნდა ელა­პა­რა­კოთ ჩვენს თა­ნამ­შრო­მელს.

- თუ უს­მენ­დით, თვი­თონ გვე­ლა­პა­რა­კა უხე­შად. ჩვენ უნდა გვცოდ­ნო­და, რომ აკ­რე­დი­ტა­ცი­ე­ბი დამ­თავ­რდა?

- თუ ჟურ­ნა­ლის­ტი ხართ, უნდა იცო­დეთ, რომ მო­დის კვი­რე­უ­ლი ტარ­დე­ბა.

- ეს ვი­ცით, მაგ­რამ აკ­რე­დი­ტა­ცი­ე­ბი რომ და­ამ­თავ­რეთ, სა­ი­დან უნდა გაგ­ვე­გო?

- თქვე­ნი სა­ხე­ლი და გვა­რი მი­თხა­რით...

- ზაზა გი­გა­უ­რი.

- რა გა­ინ­ტე­რე­სებთ, შე­მიძ­ლია, ახლა გი­პა­სუ­ხოთ.

- ბე­სა­რი­ო­ნის ჩა­მოყ­ვა­ნის დე­ტა­ლე­ბი, რა­ტომ სჭირ­დე­ბო­და 20 ათა­სი ლარი და რა­ტომ ვერ შედ­გა მო­ლა­პა­რა­კე­ბა?

- უნდა ჩა­მოგ­ვეყ­ვა­ნა და აღარ ჩა­მოგ­ვყავს, სულ ეს არის.

- მო­ლა­პა­რა­კე­ბის დე­ტა­ლებს ვერ გაგ­ვიმ­ხელთ?

- ვერა, ასე ბევრ რა­მეს ვგეგ­მავთ და ზოგი გა­მო­დის, ზოგი - არა. მო­დის კვი­რე­უ­ლი რომ დამ­თავ­რდე­ბა, მერე მო­ვიც­ლი და მოგ­ცემთ ინ­ტერ­ვი­უს, თუ გინ­დათ. ოღონდ არა ბე­სა­რი­ონ­ზე და მის ჩა­მოყ­ვა­ნა­ზე, სულ ეს არის.

- მო­დის კვი­რე­უ­ლი რომ დამ­თავ­რდე­ბა, ყვე­ლა ყვე­ლა­ფერს გა­ა­შუ­ქებს. ჩვენ მა­ნამ­დე ვწერთ, სა­ნამ სხვა გა­მო­ცე­მე­ბი და­ბეჭ­და­ვენ და ეს თემა ახლა გვა­ინ­ტე­რე­სებს. რო­გორც გა­ვი­გეთ, მისი ჩა­მოყ­ვა­ნა 20 ათა­სი ლარი გიჯ­დე­ბო­დათ და ამის გამო თქვით უარი?

- თქვენ მო­დის კვი­რე­უ­ლი გა­ინ­ტე­რე­სებთ თუ ბე­სა­რი­ო­ნის ჩა­მოყ­ვა­ნა?

- ამ­ჯე­რად ბე­სა­რი­ო­ნის ჩა­მოყ­ვა­ნა გვა­ინ­ტე­რე­სებს ორ­შა­ბა­თის ნომ­რის­თვის, შემ­დეგ, თუ სურ­ვი­ლი გექ­ნე­ბათ, მო­დის კვი­რე­ულ­საც გა­ვა­შუ­ქებთ, როცა და­ი­წყე­ბა. მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, დაგ­ვაგ­ვი­ან­და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის გავ­ლა.

ასე დას­რულ­და ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა, რო­გორც წესი, თუ ვინ­მე რა­ი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბას ატა­რებს, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით ადრე მე­დი­ას აც­ნო­ბებს, პრეს­რე­ლიზს უგ­ზავ­ნის, სა­დაც ატყო­ბი­ნებს, რას გეგ­მავს, ვისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის გავ­ლა­საც სთა­ვა­ზობს, თუმ­ცა თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­უ­ლის აკ­რე­დი­ტა­ცი­ე­ბი ისე და­ი­წყო და დამ­თავ­რდა, არა­ფე­რი გაგ­ვი­გია. სა­ვა­რა­უ­დოდ, თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­უ­ლი წელ­საც ტრა­დი­ცი­უ­ლად ვე­რაფ­რით გაგ­ვა­ო­ცებს და გულ­და­სა­წყვე­ტი არ იქ­ნე­ბა აკ­რე­დი­ტა­ცი­ის გა­რე­შე დარ­ჩე­ნა.

თა­კოს პი­არ­ზე კი, რო­მელ­მაც თა­ვად არ წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა თავი და ჯაბა სი­ხა­რუ­ლი­ძეა, ის გა­ვარ­კვი­ეთ, რომ ბევ­რი მე­ვა­ლე ჰყავს, რო­მელ­თაც აღარც ტე­ლე­ფონ­ზე პა­სუ­ხობს და არც ფულს უბ­რუ­ნებს. მის­მა მე­გო­ბარ­მა ისიც შეგ­ვახ­სე­ნა, ქუ­ჩა­ში ღა­მით მთვრა­ლი რო­გორ უყ­ვე­ბო­და, თაკო სა­ლა­ყა­ი­ას სა­ღა­მო­ზე ვი­ყა­ვი და მე და თაკო ტე­კი­ლით ჩა­ვი­თხლი­შე­თო.

ზაზა გი­გა­უ­რი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

რატომ არ გადაუხადა თაკო ჩხეიძემ 20 ათასი დიზაინერ ბესარიონს

რატომ არ გადაუხადა თაკო ჩხეიძემ 20 ათასი დიზაინერ ბესარიონს

მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დასრულებული მოდის კვირეულის შემდეგ, 23-26 აპრილს თბილისის მოდის კვირეული გაიმართება. როგორც ცნობილია, მოდის კვირეული თებერვალსა და სექტემბერში ნიუ-იორკში, ლონდონში, მილანსა და პარიზში იმართება. დანარჩენი ქვეყნები, რომელთაც მოდაზე პრეტენზია აქვთ, ძირითადად ამ პერიოდს ამთხვევს საკუთარ ქვეყანაში მოდის კვირეულის გამართვას. ოთხ ძირითად ქალაქში გამართულ მოდის კვირეულში მონაწილეობა უცნობი დიზაინერებისთვის ძალიან რთულია, თუ ისინი განსაკუთრებული ნიჭით არ გამოირჩევიან. რთულია ისიც, რომ კვირეულზე გამოსული ყველა დიზაინერის ჩვენება მსოფლიოს წამყვან მოდურ არხებზე მოხვდეს.

როგორც ცნობილია, ბევრი მცდელობის მიუხედავად, წამყვანი ქართველი დიზაინერებიდან მოდის ცნობილ კვირეულებზე ვერავინ მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გასულ ზაფხულამდე ორი მოდის კვირეული იმართებოდა - თბილისის მოდის კვირეული და საქართველოს მოდის კვირეული, ორგანიზატორების დიდი სურვილისა და მცდელობის მიუხედავად, ვერც ეს ჩვენებები გაშუქდა მსოფლიოს წამყვან მოდურ არხებზე.

ცნობილია, რომ საქართველოს მოდის კვირეულს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ბაქრაძის მეუღლე მაკა მეტრეველი ატარებდა. მისი ღონისძიება სპონსორების სიუხვით გამოირჩეოდა. ახლახან გამოქვეყნებული დოკუმენტებით კი ისიც გაირკვა, რომ, სასპონსორო თანხების მიუხედავად, მაკა მეტრეველის ღონისძიებას ბიუჯეტიც აფინანსებდა.

გასული გაზაფხულიდან საქართველოს მოდის კვირეული აღარ ტარდება. როგორც ამბობენ, დავით ბაქრაძეს მეუღლისთვის უთქვამს, რა დროს მოდაა, არჩევნები მოდის, კომპანიებს ზედმეტად ნუ შეაწუხებო.

თბილისის მოდის კვირეულს უკვე რამდენიმე წელია ატარებს ყოფილი მოდელი თაკო ჩხეიძე. ჩვენს პატარა და ეკონომიკურად არცთუ ძლიერ ქვეყანაში ორი მოდის კვირეულის ერთდროულად არსებობა ბევრს აოცებდა და ხშირად ეს თემა საკამათოც ხდებოდა. სპონსორები და მხარდაჭერა არც თაკო ჩხეიძის მოდის კვირეულს აკლდა, ქართველი დიზაინერების ძირითადი ნაწილი კი ორ ბანაკად იყო გაყოფილი, ვინც თბილისის მოდის კვირეულზე გამოდიოდა, საქართველოს მოდის კვირეულში აღარ მონაწილეობდა.

რაც შეეხება ჩვენებებს, დიზაინერების დაბალხარისხიანი კოლექციების გარდა, მსოფლიო მოდასთან გათანაბრებული, ინოვაციური ან ახალი ხედვა მაყურებელს თითქმის ვერავინ შესთავაზა. პრობლემები იყო ჩვენებების დადგმის და ორგანიზაციულ საკითხებშიც, ბევრი დიზაინერი პოდიუმზე გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე კულისებში ამთავრებდა კოსტიუმებს. რის დამთავრებასაც ვერ ასწრებდა, ქინძისთავებით დამაგრებული, ან უბრალოდ დაბლანდული გაჰქონდა პოდიუმზე. ამის გამო დამსწრე საზოგადოებამ პოდიუმზე უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი მოდელებიც იხილა, რომლებსაც პირდაპირ პოდიუმზე შემოერღვათ სამოსი.

ერთ-ერთი ქართველი დიზაინერის ჩვენება თბილისის მერიის ბიუჯეტმა დააფინანსა, რამაც სხვა დიზაინერების უკმაყოფილება გამოიწვია. ერთ-ერთ მოდის კვირეულზე კი ცნობილი სახეების დაპატიჟებაც გამორჩათ ორგანიზატორებს. მოკლედ, როგორც ამბობენ, მოდის კვირეულები ბოლოს იმდენად უინტერესო გახდა, აღარც ქართული ბომონდი სტუმრობდა, არც მედიაში შუქდებოდა. ზოგჯერ მოდის ბევრი აქტიური მიმდევარიც კი ვერ იგებდა, რომ საქართველოში მოდის კვირეული ჩატარდა.

წელს თაკო ჩხეიძე კონკურენციის გარეშეა დარჩენილი და თბილისის მოდის კვირეულს კვლავ ატარებს.

როგორც ცნობილია, თაკო ბიზნესმენ სერგო აბაშიძის რძალი და დიპლომატ რუსლან აბაშიძის მეუღლეა. რუსლან აბაშიძე ესტონეთში საქართველოს ელჩი გახლავთ, მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. მუშაობდა შვეიცარიაში საქართველოს საელჩოში კონსულად. 2006-2009 წლებში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო.

რუსლან აბაშიძის 2012 წელს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ თაკო ჩხეიძის 2011 წელს შპს "ჯეო მოდელსის" დირექტორად მუშაობისას ერთი წლის განმავლობაში მიღებულმა თანხამ 8 ლარი და 96 თეთრი შეადგინა. ეს კომპანია მან 2007 წელს დააფუძნა. თაკო მეორე კომპანიის "თაკო მოდელ სტუდიოს" დირექტორი და დამფუძნებელიცაა, რომელიც 2006 წელს დააარსა და საიდანაც 2011 წელს მისი შემოსავალი 5602 ლარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მთავრობის პერიოდში რუსლან აბაშიძეს ფრიად წარმატებული დიპლომატის კარიერა ჰქონდა, როგორც ამბობენ, თაკო ჩხეიძე გასული წლის მოახლოებული არჩევნების წინ გააქტიურდა და "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სააკაშვილის მთავრობის საწინააღმდეგო გამონათქვამებსა და ფრაზებს არ იშურებდა.

წელს თბილისის მოდის კვირეული მერვედ გაიმართება. ქართველ დიზაინერებთან ერთად მოწვეული არიან აინურ ტურისბეკი ყაზახეთიდან, ქსენია შნაიდერი უკრაინიდან და მარკ ბაუერი ამერიკიდან, რომლებიც რამდენიმე კოსტიუმს წარადგენენ.

თბილისის მოდის კვირეულზე დაგეგმილი იყო მოსკოვში მცხოვრები ქართველი დიზაინერის ბესო რაზმაძის, იმავე ბესარიონის სტუმრობა და მასთან აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. ბესარიონმა 1997 წელს საქართველოში გამართულ ავანგარდული მოდის ფესტივალზე გრან-პრი მიიღო. 1999 თბილისში "რუსკი სილუეტის" შესარჩევ კონკურსზე პირველი ადგილი აიღო, პრიზად სლავა ზაიცევის მოდის სახლში სწავლა გადაეცა და მოსკოვში საცხოვრებლად გადავიდა. იყო პირველი რუსული მიუზიკლის "მეტროს" მსახიობების იმიჯმეიკერი. რუსეთის მთავარ დიზაინერ ვლადიმერ იუდაშკინთან მუშაობდა. როგორც თავად ამბობს, სწორედ იუდაშკინმა შესძინა მას თავდაჯერებულობა. ამჟამად ის "ა-სტუდიოს" იმიჯმეიკერია. "რეიტინგის" ინფორმაციით, თბილისის მოდის კვირეულზე მისი ჩამოყვანა 20 ათასი ლარი ჯდებოდა, რის გამოც კვირეულის ორგანიზატორმა თაკო ჩხეიძემ თავი შეიკავა. როგორც შევიტყვეთ, მან ბესარიონს წერილი გაუგზავნა, სადაც აცნობა, რომ მის ჩამოსაყვანად ამხელა თანხას ვერ გადაიხდიდა.

თანხის ოდენობამ ჩვენც გაგვაკვირვა და დავინტერესდით, რატომ სჭირდებოდა ქართველი დიზაინერის ჩამოყვანას ამხელა თანხა, თანაც, ისიც შევიტყვეთ, რომ თავად დიზაინერს ძალიან უნდოდა თბილისში ჩამოსვლა და ოთხი თანმხლები პირიც მოჰყავდა. მათ შორის ერთ-ერთი საერთაშორისო რანგის რუსი მოდელი. ჩვენ ბესარიონს ინტერნეტით დავუკავშირდით:

- ბესო, ამჟამად რაზე მუშაობთ?

- ახალ კოლექციაზე ვმუშაობ, ახალი სეზონისთვის, გაზაფხული-ზაფხული 2014.

- პირველად გეგმავდით ამდენი წლის შემდეგ საქართველოში ჩამოსვლას თქვენი კოლექციით?

- დიახ, 14 წლის შემდეგ.

- რა კოლექცია ჩამოგქონდათ თბილისის მოდის კვირეულზე?

- რა თქმა უნდა, შემოდგომა-ზამთარი 2013-2014.

- ვინ ჩამოგყავდათ და რა შოუს დადგმას აპირებდით?

- ვფიქრობ, ეს უკვე აღარ არის საინტერესო, ამას მოგვიანებით შეიტყობთ.

- რატომ ვერ მოხერხდა თქვენი ჩამოყვანა?

- როგორც ჩანს, საქართველოსთვის ძალიან ძვირი ვღირვარ. ვფიქრობ, თქვენს ქვეყანაში გაქვთ ენთუზიაზმი და არ გაქვთ შესაძლებლობა, გადაიხადოთ ის ჰონორარი, რომელიც სჭირდება ჩემს ჩამოსვლას და ჩემს პროექტს.

- რა მოთხოვნები გაქვთ ასეთი?

- ეს არ განიხილება, რადგან კომპანიის შიდა საქმეებია.

- როგორც გავიგეთ, 20 ათასი ლარი უნდა დახარჯულიყო თქვენს ჩამოყვანაზე, აქედან რისთვის რამდენი იყო განკუთვნილი?

- ეს შეგიძლიათ, ორგანიზატორებს ჰკითხოთ.

- ახლა თუ ვერ მოხერხდა თქვენი ჩამოყვანა, მოგვიანებით თავად ხომ არ გეგმავთ პერსონალური ჩვენების მოწყობას თბილისში?

- ჯერჯერობით ვერ გიპასუხებთ ამ კითხვაზე. კომპანია "ბესარიონი" თბილისის მოდის კვირეულს უსურვებს სამომავლო წარმატებებს და მიზნების მიღწევას, მადლობთ ყურადღებისთვის.

ბესარიონის სახელის გაგონებამ ძალიან გააღიზიანა თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორი და კონკრეტული პასუხები ვერც თაკო ჩხეიძისგან მივიღეთ.

- თაკო, გამარჯობა, ჟურნალ "რეიტინგიდან" გირეკავთ, მოდის კვირეულზე ბესარიონის ჩამოყვანასთან დაკავშირებით.

- მე ძალიან დაკავებული ვარ, პიარს დაელაპარაკეთ (სხვას აწვდის პირად ტელეფონს - ავტ.)

- გისმენთ!

- მოდის კვირეულზე ბესარიონის ჩამოყვანასთან დაკავშირებით გვინდა თქვენი კომენტარი.

- კითხვები გამოგზავნეთ.

- თქვენი მეილი დაგვიმესიჯეთ.

- ჩვენი მეილი თბილისის მოდის კვირეულის საიტზე წერია. თქვენ მოდის კვირეულის გაშუქება

გინდათ თუ ბესარიონის ჩამოყვანის?

- ამჯერად ბესარიონის ჩამოყვანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები რომ ჩაიშალა, იმაზე ვისაუბროთ, მოდის კვირეული რომ დაიწყება, შემდეგ მოდის კვირეულს გავაშუქებთ.

- ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციები ორი კვირის წინ დამთავრდა.

- ანუ ჩვენ ვეღარ მოვასწრებთ აკრედიტაციის აღებას?

- ვერა, დამთავრდა. აქამდე უნდა მოგემართათ.

- მიაწოდეთ ტელეფონი, ვისაც დავურეკეთ.

- უკვე გიპასუხეთ.

ვურეკავთ ისევ თაკო ჩხეიძეს...

- თუ შეიძლება თქვენი მეილი მოგვეცით, შეკითხვებს გამოგიგზავნით, რომ თქვენ გვიპასუხოთ.

- მე ახლა ძალიან დაკავებული ვარ. ცოტა კულტურულად უნდა ელაპარაკოთ ჩვენს თანამშრომელს.

- თუ უსმენდით, თვითონ გველაპარაკა უხეშად. ჩვენ უნდა გვცოდნოდა, რომ აკრედიტაციები დამთავრდა?

- თუ ჟურნალისტი ხართ, უნდა იცოდეთ, რომ მოდის კვირეული ტარდება.

- ეს ვიცით, მაგრამ აკრედიტაციები რომ დაამთავრეთ, საიდან უნდა გაგვეგო?

- თქვენი სახელი და გვარი მითხარით...

- ზაზა გიგაური.

- რა გაინტერესებთ, შემიძლია, ახლა გიპასუხოთ.

- ბესარიონის ჩამოყვანის დეტალები, რატომ სჭირდებოდა 20 ათასი ლარი და რატომ ვერ შედგა მოლაპარაკება?

- უნდა ჩამოგვეყვანა და აღარ ჩამოგვყავს, სულ ეს არის.

- მოლაპარაკების დეტალებს ვერ გაგვიმხელთ?

- ვერა, ასე ბევრ რამეს ვგეგმავთ და ზოგი გამოდის, ზოგი - არა. მოდის კვირეული რომ დამთავრდება, მერე მოვიცლი და მოგცემთ ინტერვიუს, თუ გინდათ. ოღონდ არა ბესარიონზე და მის ჩამოყვანაზე, სულ ეს არის.

- მოდის კვირეული რომ დამთავრდება, ყველა ყველაფერს გააშუქებს. ჩვენ მანამდე ვწერთ, სანამ სხვა გამოცემები დაბეჭდავენ და ეს თემა ახლა გვაინტერესებს. როგორც გავიგეთ, მისი ჩამოყვანა 20 ათასი ლარი გიჯდებოდათ და ამის გამო თქვით უარი?

- თქვენ მოდის კვირეული გაინტერესებთ თუ ბესარიონის ჩამოყვანა?

- ამჯერად ბესარიონის ჩამოყვანა გვაინტერესებს ორშაბათის ნომრისთვის, შემდეგ, თუ სურვილი გექნებათ, მოდის კვირეულსაც გავაშუქებთ, როცა დაიწყება. მაგრამ, როგორც ჩანს, დაგვაგვიანდა აკრედიტაციის გავლა.

ასე დასრულდა ჩვენი საუბარი, თუმცა, როგორც წესი, თუ ვინმე რაიმე ღონისძიებას ატარებს, გარკვეული პერიოდით ადრე მედიას აცნობებს, პრესრელიზს უგზავნის, სადაც ატყობინებს, რას გეგმავს, ვისი მონაწილეობით და აკრედიტაციის გავლასაც სთავაზობს, თუმცა თბილისის მოდის კვირეულის აკრედიტაციები ისე დაიწყო და დამთავრდა, არაფერი გაგვიგია. სავარაუდოდ, თბილისის მოდის კვირეული წელსაც ტრადიციულად ვერაფრით გაგვაოცებს და გულდასაწყვეტი არ იქნება აკრედიტაციის გარეშე დარჩენა.

თაკოს პიარზე კი, რომელმაც თავად არ წარმოგვიდგინა თავი და ჯაბა სიხარულიძეა, ის გავარკვიეთ, რომ ბევრი მევალე ჰყავს, რომელთაც აღარც ტელეფონზე პასუხობს და არც ფულს უბრუნებს. მისმა მეგობარმა ისიც შეგვახსენა, ქუჩაში ღამით მთვრალი როგორ უყვებოდა, თაკო სალაყაიას საღამოზე ვიყავი და მე და თაკო ტეკილით ჩავითხლიშეთო.

ზაზა გიგაური

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება