საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიამ როინიშვილი - "როგორც ყველა წყვილი, ჩვენც ვკამათობთ, თუმცა დათმობაში მე უფრო ყოჩაღი ვარ"
მარიამ როინიშვილი - "როგორც ყველა წყვილი, ჩვენც ვკამათობთ, თუმცა დათმობაში მე უფრო ყოჩაღი ვარ"

გა­საკ­ვი­რი არაა, რომ ხე­ლო­ვა­ნე­ბის ოჯახ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლი კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კი­თაა გა­ტა­ცე­ბუ­ლი და კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სწო­რედ ამ გან­ხრით სწავ­ლობს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყო­ველ­თვის მღე­რო­და, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მისი დე­დის­თვის, თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძის­თვის, მა­ინც მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა. წელს მა­რი­ა­მი მა­გის­ტრა­ტუ­რას ამ­თავ­რებს და ლა-სკა­ლას აკა­დე­მი­ა­ში გეგ­მავს სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას. მა­რი­ამს 2 წლის ელე­ნე ჰყავს, რო­მელ­საც, მი­უ­ხე­და­ვად ასა­კი­სა, დე­დას­თან ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს და ამ­ბებს მე­გო­ბარ ბი­ჭებ­ზეც უყ­ვე­ბა.

- დღის რე­ჟი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩემ­თვის დილა საკ­მა­ოდ ადრე იწყე­ბა, ცხრა სა­ათ­ზე უკვე ფეხ­ზე ვარ და ამა­ში წვლი­ლი ელე­ნე­საც მი­უ­ძღვის. სა­უზ­მეს არას­დროს მი­ვირ­თმევ, ვიცი, ეს კარ­გი არ არის, მაგ­რამ დი­ლას ყა­ვით ვი­წყებ. სახ­ლი­დან გას­ვლამ­დე ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი დრო გა­ვა­ტა­რო ელე­ნეს­თან, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სწავ­ლა დიდ დროს მო­ი­თხოვს, ამის გამო ბავ­შვთან ყოფ­ნის დე­ფი­ციტს გან­ვიც­დი, თუმ­ცა იმა­საც ვერ ვი­ტყვი, რომ შვილს სა­თა­ნა­დო დროს ვერ ვუთ­მობ. როცა გა­სუ­ლი ვარ, ელე­ნე ძი­ძა­სა­თან რჩე­ბა.

დი­ლის გან­რი­გი და ეფექ­ტუ­რი დი­ე­ტა...

... ყვე­ლას უნდა ში­ნი­დან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი გა­ვი­დეს და არც მე ვარ გა­მო­ნაკ­ლი­სი, მაგ­რამ ხან­და­ხან ისე მეჩ­ქა­რე­ბა, ბევ­რი რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბას ვერ ვას­წრებ, მხო­ლოდ ჰი­გი­ე­ნურ პრო­ცე­დუ­რებს ვი­ტა­რებ და გავ­რბი­ვარ. სა­ერ­თოდ, იშ­ვი­ა­თად ვი­ღე­ბე­ბი, ფან­ქა­რი და ტუში ჩემი მა­კი­ა­ჟის მაქ­სი­მუ­მია. არ ვტრა­ბა­ხობ, მაგ­რამ გე­ნე­ტი­კუ­რად კარ­გი სა­ხის კანი გვაქვს, ჩემს ბე­ბი­ას - ლი­ზი­კოს, დე­დას, დე­ი­დებს ამ მხრივ არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ აქვთ და მეც ასე ვარ, შე­სა­ბა­მი­სად, ნიღ­ბებს არ ვი­ყე­ნებ, ერ­თა­დერ­თი, დი­ლით ვის­ვამ და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბელ კრემს, ისიც იმი­ტომ, რომ ონ­კა­ნის წყა­ლი სა­ხის კანს მიშ­რობს. სხვა მხრივ კა­ნის პრობ­ლე­მე­ბი არ მა­წუ­ხებს, წლებ­თან ერ­თად დად­გე­ბა ალ­ბათ ამის სა­ჭი­რო­ე­ბაც და მერე მივ­მარ­თავ სხვა­დას­ხვა დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა თმას, საკ­მა­ოდ გრძე­ლი და სქე­ლი თმა მაქვს, რაც ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლი არ არის, გან­სა­კუთ­რე­ბით ზამ­თარ­ში მი­ჭირს მისი მოვ­ლა, ფე­ნით გაშ­რო­ბა­საც კი დიდი დრო სჭირ­დე­ბა, რაც დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნის. გარ­და ამი­სა, ბუ­ნებ­რი­ვად ხვე­უ­ლი თმა მაქვს, წლე­ბია ვის­წო­რებ და ამის გამო ვცდი­ლობ, ნიღ­ბე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნო, რათა თმის ხა­რის­ხი არ გა­ფუჭ­დეს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ბო­ლო­ე­ბი მა­ინც მი­ფუჭ­დე­ბა და მოჭ­რა სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ მგო­ნი ეს ყვე­ლას ემარ­თე­ბა.

...სა­ნამ გავ­თხოვ­დე­ბო­დი და ელე­ნე მე­ყო­ლე­ბო­და, სულ მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლით დავ­დი­ო­დი, რა­ზეც მე­გობ­რე­ბი დამ­ცი­ნოდ­ნენ, მაგ­რამ მა­ინც ვერ გა­მახ­დე­ვი­ნეს მაღ­ლე­ბი. ორ­სუ­ლო­ბის დროს კი ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად და­ბალ­ძი­რი­ან ფეხ­საც­მელ­ზე გა­და­ვე­დი და მას შემ­დეგ მივ­ხვდი, რა­ო­დენ სა­სი­ა­მოვ­ნო ყო­ფი­ლა ქუს­ლე­ბი­დან "ჩა­მოქ­ვე­ი­თე­ბა", ძა­ლი­ან კარ­გი შეგ­რძნე­ბაა თა­ვი­სუფ­ლად სი­ა­რუ­ლი. დღეს­დღე­ო­ბით, თუ კონ­ცერ­ტი, გა­და­ღე­ბა და ან რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი შეხ­ვედ­რა არ მაქვს, ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მელს ვერ ვიც­ვამ, ყო­ველ­დღი­უ­რად დაბ­ლე­ბით დავ­დი­ვარ. ისე, მე­უღ­ლე­საც თა­ვი­სუ­ფალ სტილ­ში ჩაც­მუ­ლი უფრო მოვ­წონ­ვარ, თუმ­ცა არც კლა­სი­კურ სა­მოს­ზე აქვს გარ­თუ­ლე­ბა.

...მთე­ლი ცხოვ­რე­ბა წო­ნის პრობ­ლე­მა მაქვს და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სულ დი­ე­ტა­ზე ვარ. სა­შინ­ლად გურ­მა­ნი ვარ, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჭამა, მაგ­რამ სულ მი­წევს თა­ვის შე­ზღუდ­ვა, ხში­რად ვამ­ბობ, ჩემ­თვის დიდი სას­ჯე­ლია, რომ არ შე­მიძ­ლია ვიკ­ვე­ბო ისე, რო­გორც მინ­და-მეთ­ქი. რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე კი­ლოგ­რა­მის სწრა­ფად დაკ­ლე­ბა მინ­და, მივ­მარ­თავ დი­ე­ტას, რომ­ლი­თაც პი­რა­დად მე კმა­ყო­ფი­ლი ვარ, მაგ­რამ ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო არ უნდა იყოს. ერთ ქილა მა­წონ­ში უნდა აუ­რი­ოთ ერთი ჩაის კოვ­ზი უნა­ლე­ქო ყავა, ერთი სუფ­რის კოვ­ზი თაფ­ლი და მხო­ლოდ ეს ჭა­მოთ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, რჩე­ვის სა­ხით მინ­და გი­თხრათ, რომ სამ დღე­ზე მეტ­ხანს ამის გა­კე­თე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის, სამ დღე­ში კი 3-4 კი­ლოს და­იკ­ლებთ. შე­დე­გის უცებ მი­სა­ღე­ბად ეს დი­ე­ტა ეფექ­ტუ­რია, მაგ­რამ ზო­გა­დად, ყვე­ლა­ზე კარ­გი რა­ცი­ო­ნი­დან ცო­მე­უ­ლის ამო­ღე­ბა და ექ­ვსი სა­ა­თის მერე კვე­ბის შე­ზღუდ­ვაა. ძა­ლი­ან ძნე­ლია ამის შეს­რუ­ლე­ბა, თუნ­დაც გრა­ფი­კის გამო, მაგ­რამ, ჩემი აზ­რით, ყვე­ლა­ზე ჯან­სა­ღი ექ­ვსი სა­ა­თის შემ­დეგ ჭა­მა­ზე უა­რის თქმაა.

ესტრა­დი­დან კლა­სი­კურ მუ­სი­კა­ში

... კლა­სი­კურ­მა მუ­სი­კამ ძა­ლი­ან გა­მი­ტა­ცა და ამ სფე­რო­ში თავს კარ­გად ვგრძნობ. ესტრა­დას დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას არად­როს ვა­ნი­ჭებ­დი, რად­გან არას­დროს მდგა­რა მუ­სი­კის ეს მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა შე­სა­ბა­მის სი­მაღ­ლე­ზე, არას­დროს მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­და ის, რა­საც ვის­მენ­დი და ვუ­ყუ­რებ­დი, შე­სა­ბა­მი­სად, არ მქო­ნია სცე­ნა­ზე დგო­მის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა. ალ­ბათ ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად იმა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა, რომ სახ­ლში ყო­ველ­თვის ვმღე­რო­დით და სიმ­ღე­რის დე­ფი­ციტს არ გან­ვიც­დი­დი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ ვა­პი­რებ­დი, გავ­ყო­ლო­დი სიმ­ღე­რას, მე­დი­ცი­ნის­კენ უფრო ვიხ­რე­ბო­დი, ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებ­და და ახ­ლაც მა­ინ­ტე­რე­სებს ეს სფე­რო, თუმ­ცა ერთ მშვე­ნი­ერ დღეს გარ­და­ტე­ხა მოხ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და ვთქვი, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში უნდა ჩა­ვა­ბა­რო-მეთ­ქი, რა­მაც დედა ძა­ლი­ან გა­ა­ო­ცა. ერთ წე­ლი­წად­ში მა­სა­ლა ვის­წავ­ლე და კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სტუ­დენ­ტი გავ­ხდი. ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­და ოპე­რა, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც მოვ­ხვდი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პე­და­გო­გის დოდო დი­ა­სა­მი­ძის ხელ­ში, ეს გრძნო­ბა უფრო გა­მიღ­ვივ­და. წელს ვამ­თავ­რებ მა­გის­ტრა­ტუ­რას და ვფიქ­რობ ლა-სკა­ლას აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ბა­რე­ბა­ზე, ვნა­ხოთ, რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი. თუ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, ელე­ნეს თან წა­ვიყ­ვან, არ ვა­პი­რებ შვი­ლის გა­რე­შე სად­მე წას­ვლას, ამ მხრივ ჩემი ოჯა­ხი ყვე­ლა­ნა­ი­რად მხარ­ში მიდ­გას.

ის, რაც მემ­კვიდ­რე­ო­ბით არ ერგო...

... რაღა და­გი­მა­ლოთ და სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის­თვის ნაკ­ლე­ბად ვიც­ლი, მაგ­რამ როცა მჭირ­დე­ბა, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვუ­ყუ­რებ დე­დას და ბე­ბი­ას, რომ­ლე­ბიც სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლის დროს დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას იღე­ბენ და ეს მათ გა­კე­თე­ბულ კერ­ძებ­ზეც აი­სა­ხე­ბა, ნა­ხე­ლა­ვი ყო­ველ­თვის გემ­რი­ე­ლი გა­მოს­დით. მე რა­ტომ­ღაც ეს მემ­კვიდ­რე­ო­ბით არ მერ­გო, დი­დად არ მიყ­ვარს და სი­ა­მოვ­ნე­ბას არ მა­ნი­ჭებს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სი, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა, ოდეს­მე ამ საქ­მის მი­მარ­თაც გა­მიჩ­ნდეს ინ­ტე­რე­სი. თა­ნაც, მე და ჩემი მე­უღ­ლე მარ­ტო­ნი არ ვცხოვ­რობთ და დი­დად არც მი­წევს სა­დი­ლე­ბის კე­თე­ბა.

დედა-შვი­ლი

... ვცდი­ლობ, გიჟი დედა არ ვიყო, რად­გან ზედ­მე­ტი არა­ფე­რი მიყ­ვარს, არაა სა­ჭი­რო ზედ­მე­ტი ყუ­რა­დღე­ბის გა­მო­ჩე­ნა, მაგ­რამ არის მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც ზო­მი­ე­რე­ბას ვერ იცავ და ვერ ხვდე­ბი, სად გა­დის სა­ზღვა­რი. ელე­ნე ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი გახ­და, რა­საც ვა­კე­თებ, მის­თვის ვა­კე­თებ და სულ მის გარ­შე­მო ვტრი­ა­ლებ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პა­ტა­რაა, ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს შვილ­თან. სა­სა­ცი­ლო გო­გოა, ეზო­დან ამო­სუ­ლი ამ­ბებს მიყ­ვე­ბა, ბიჭი მე­გობ­რე­ბი ჰყავს და მე ვეჭ­ვი­ა­ნობ ხოლ­მე (იცი­ნის). იმ დღეს გა­მო­მი­ცხა­და, პა­ტა­რა ან­დრი­ამ ლო­ყა­ზე მა­კო­ცაო, სულ 2 წლი­საა ელე­ნე და რა გა­საკ­ვი­რია, რომ ეს ფაქ­ტი არ მომ­წო­ნე­ბო­და. სხვა­თა შო­რის, ბავ­შვს ძა­ლი­ან კარ­გი სმე­ნა აქვს და ხან­და­ხან ორ ხმა­ში ვმღე­რით. ვფიქ­რობ, რომ ჩემს შვილს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მხი­ა­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა აქვს. სა­ნამ ჩემ­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ვეც­დე­ბი, ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბით ვა­ცხოვ­რო, მაგ­რამ რო­დე­საც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გახ­დე­ბა, მა­შინ ნაკ­ლე­ბად ჩა­ვე­რე­ვი მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში. ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ და ახ­ლო­საა ჩემ­თან, მაგ­რამ რო­დე­საც გი­ორ­გი შე­მო­დის, ვხვდე­ბი, მამა-შვილს სრუ­ლი­ად სხვა ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. ჩემ­თან უფრო მეტს ბე­დავს, მა­მას­თან - ნაკ­ლებს, ეტყო­ბა მისი რიდი აქვს. დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა მათი ურ­თი­ერ­თო­ბის ყუ­რე­ბა.

ცალ­კე თე­მაა თამ­რი­კოს და გიას და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ელე­ნეს მი­მართ. თამ­რი­კოს სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი ელე­ნეს მი­მართ უსა­ზღვროა, ის ყო­ველ­თვის თბი­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი დედა იყო, შვი­ლიშ­ვი­ლი­სად­მი კი ეს გრძნო­ბა გა­უ­ას­მაგ­და, ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბო­და. რომ კარ­გი ბე­ბია იქ­ნე­ბო­და, რად­გან თამ­რი­კო არა მარ­ტო ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის, არა­მედ უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მარ­თაც კი დიდ სით­ბოს გა­მო­ხა­ტავს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ელე­ნე ფი­ზი­კუ­რად არ მგავს, ჩემი მშობ­ლე­ბი ხში­რად ამ­ბო­ბენ, შენს ბავ­შვო­ბას გვა­გო­ნებს, მი­მი­კებ­ში ვი­ჭერთ შენ­თან მსგავ­სე­ბა­სო. გი­ა­საც ძა­ლი­ან უყ­ვარს ელე­ნე, ხში­რად დაჰ­ყავს სა­სე­ირ­ნოდ. ახლა ჩემი მშობ­ლე­ბი ჩემი ძმის მხრი­დან მე­ო­რე შვი­ლიშ­ვილს ელო­დე­ბი­ან და უკვე გა­მოც­დი­ლი ბე­ბია-ბა­ბუა იქ­ნე­ბი­ან.

ცო­ლის ამ­პლუ­ა­ში...

... იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ორი­ვე ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ, გა­სარ­თო­ბად ნაკ­ლე­ბად გვრჩე­ბა დრო, თუმ­ცა ვცდი­ლობთ ასე­თი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც და­ვუშ­ვათ. გი­ორ­გი ახლა თა­ვი­სუ­ფალ თე­ატ­რში სპექ­ტაკ­ლებ­ში თა­მა­შობს, იმავდრო­უ­ლად სე­რი­ალ "შუა ქა­ლაქ­ში" ას­რუ­ლებს ეპი­ზო­დურ როლს. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ, მის სპექ­ტაკ­ლებ­ზე ვი­ა­რო და არ გა­მოვ­ტო­ვო.

... რო­გორც ყვე­ლა წყვი­ლი, ჩვენც ვკა­მა­თობთ, ხან მივ­დი­ვართ შე­თან­ხმე­ბამ­დე, ხან ვერა, რად­გან გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გვაქვს. დათ­მო­ბა­ში მე უფრო ყო­ჩა­ღი ვარ, შე­მიძ­ლია პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა, თუმ­ცა ისიც მო­დის ხოლ­მე "შე­სა­რი­გებ­ლად".

მე­გობ­რე­ბი და გარ­თო­ბა...

... მეც არ ვიცი რო­გორ, მაგ­რამ რა­ღაც­ნა­ი­რად ვა­ხერ­ხებ მე­გობ­რებ­თან ერ­თად დრო­ის გა­ტა­რე­ბას, შე­იძ­ლე­ბა, ორი-სამი დღე არ ვნა­ხოთ ერ­თმა­ნე­თი, მაგ­რამ ყო­ველ­დღი­უ­რი კავ­ში­რი ინ­ტერ­ნე­ტით ან ტე­ლე­ფო­ნით მა­ინც გვაქვს. სა­ერ­თოდ, კლუ­ბებ­ში სი­ა­რუ­ლი არ მიყ­ვარს, ჩემ­თვის და ჩემი მე­გობ­რე­ბის­თვის უფრო სა­სი­ა­მოვ­ნოა თე­ატ­რში, კონ­ცერ­ტზე ან სხვა წყნარ ად­გი­ლას წას­ვლა, სა­დაც მშვი­დად შევ­ძლებთ სა­უ­ბარს. ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ უნდა ვთქვა, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში წიგ­ნე­ბის­თვის ნაკ­ლე­ბად ვიც­ლი და ეს ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, მალე ისევ შევ­ძლებ კი­თხვის­გან სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბას.

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

მარიამ როინიშვილი - "როგორც ყველა წყვილი, ჩვენც ვკამათობთ, თუმცა დათმობაში მე უფრო ყოჩაღი ვარ"

მარიამ როინიშვილი - "როგორც ყველა წყვილი, ჩვენც ვკამათობთ, თუმცა დათმობაში მე უფრო ყოჩაღი ვარ"

გასაკვირი არაა, რომ ხელოვანების ოჯახში დაბადებული მარიამ როინიშვილი კლასიკური მუსიკითაა გატაცებული და კონსერვატორიაში სწორედ ამ განხრით სწავლობს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მღეროდა, ეს გადაწყვეტილება მისი დედისთვის, თამრიკო ჭოხონელიძისთვის, მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. წელს მარიამი მაგისტრატურას ამთავრებს და ლა-სკალას აკადემიაში გეგმავს სწავლის გაგრძელებას. მარიამს 2 წლის ელენე ჰყავს, რომელსაც, მიუხედავად ასაკისა, დედასთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვს და ამბებს მეგობარ ბიჭებზეც უყვება.

- დღის რეჟიმიდან გამომდინარე, ჩემთვის დილა საკმაოდ ადრე იწყება, ცხრა საათზე უკვე ფეხზე ვარ და ამაში წვლილი ელენესაც მიუძღვის. საუზმეს არასდროს მივირთმევ, ვიცი, ეს კარგი არ არის, მაგრამ დილას ყავით ვიწყებ. სახლიდან გასვლამდე ყველანაირად ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო ელენესთან, კონსერვატორიაში სწავლა დიდ დროს მოითხოვს, ამის გამო ბავშვთან ყოფნის დეფიციტს განვიცდი, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი, რომ შვილს სათანადო დროს ვერ ვუთმობ. როცა გასული ვარ, ელენე ძიძასათან რჩება.

დილის განრიგი და ეფექტური დიეტა...

... ყველას უნდა შინიდან მოწესრიგებული გავიდეს და არც მე ვარ გამონაკლისი, მაგრამ ხანდახან ისე მეჩქარება, ბევრი რაღაცის გაკეთებას ვერ ვასწრებ, მხოლოდ ჰიგიენურ პროცედურებს ვიტარებ და გავრბივარ. საერთოდ, იშვიათად ვიღებები, ფანქარი და ტუში ჩემი მაკიაჟის მაქსიმუმია. არ ვტრაბახობ, მაგრამ გენეტიკურად კარგი სახის კანი გვაქვს, ჩემს ბებიას - ლიზიკოს, დედას, დეიდებს ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ აქვთ და მეც ასე ვარ, შესაბამისად, ნიღბებს არ ვიყენებ, ერთადერთი, დილით ვისვამ დამატენიანებელ კრემს, ისიც იმიტომ, რომ ონკანის წყალი სახის კანს მიშრობს. სხვა მხრივ კანის პრობლემები არ მაწუხებს, წლებთან ერთად დადგება ალბათ ამის საჭიროებაც და მერე მივმართავ სხვადასხვა დამხმარე საშუალებას.

რაც შეეხება თმას, საკმაოდ გრძელი და სქელი თმა მაქვს, რაც ადვილი მოსავლელი არ არის, განსაკუთრებით ზამთარში მიჭირს მისი მოვლა, ფენით გაშრობასაც კი დიდი დრო სჭირდება, რაც დისკომფორტს მიქმნის. გარდა ამისა, ბუნებრივად ხვეული თმა მაქვს, წლებია ვისწორებ და ამის გამო ვცდილობ, ნიღბები გამოვიყენო, რათა თმის ხარისხი არ გაფუჭდეს. დროთა განმავლობაში ბოლოები მაინც მიფუჭდება და მოჭრა სჭირდება, მაგრამ მგონი ეს ყველას ემართება.

...სანამ გავთხოვდებოდი და ელენე მეყოლებოდა, სულ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დავდიოდი, რაზეც მეგობრები დამცინოდნენ, მაგრამ მაინც ვერ გამახდევინეს მაღლები. ორსულობის დროს კი ძალაუნებურად დაბალძირიან ფეხსაცმელზე გადავედი და მას შემდეგ მივხვდი, რაოდენ სასიამოვნო ყოფილა ქუსლებიდან "ჩამოქვეითება", ძალიან კარგი შეგრძნებაა თავისუფლად სიარული. დღესდღეობით, თუ კონცერტი, გადაღება და ან რაიმე სერიოზული შეხვედრა არ მაქვს, ქუსლიან ფეხსაცმელს ვერ ვიცვამ, ყოველდღიურად დაბლებით დავდივარ. ისე, მეუღლესაც თავისუფალ სტილში ჩაცმული უფრო მოვწონვარ, თუმცა არც კლასიკურ სამოსზე აქვს გართულება.

...მთელი ცხოვრება წონის პრობლემა მაქვს და შეიძლება ითქვას, სულ დიეტაზე ვარ. საშინლად გურმანი ვარ, ძალიან მიყვარს ჭამა, მაგრამ სულ მიწევს თავის შეზღუდვა, ხშირად ვამბობ, ჩემთვის დიდი სასჯელია, რომ არ შემიძლია ვიკვებო ისე, როგორც მინდა-მეთქი. როდესაც რამდენიმე კილოგრამის სწრაფად დაკლება მინდა, მივმართავ დიეტას, რომლითაც პირადად მე კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ უნდა იყოს. ერთ ქილა მაწონში უნდა აურიოთ ერთი ჩაის კოვზი უნალექო ყავა, ერთი სუფრის კოვზი თაფლი და მხოლოდ ეს ჭამოთ მთელი დღის განმავლობაში, რჩევის სახით მინდა გითხრათ, რომ სამ დღეზე მეტხანს ამის გაკეთება რეკომენდებული არ არის, სამ დღეში კი 3-4 კილოს დაიკლებთ. შედეგის უცებ მისაღებად ეს დიეტა ეფექტურია, მაგრამ ზოგადად, ყველაზე კარგი რაციონიდან ცომეულის ამოღება და ექვსი საათის მერე კვების შეზღუდვაა. ძალიან ძნელია ამის შესრულება, თუნდაც გრაფიკის გამო, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე ჯანსაღი ექვსი საათის შემდეგ ჭამაზე უარის თქმაა.

ესტრადიდან კლასიკურ მუსიკაში

... კლასიკურმა მუსიკამ ძალიან გამიტაცა და ამ სფეროში თავს კარგად ვგრძნობ. ესტრადას დიდ მნიშვნელობას არადროს ვანიჭებდი, რადგან არასდროს მდგარა მუსიკის ეს მიმდინარეობა შესაბამის სიმაღლეზე, არასდროს მაკმაყოფილებდა ის, რასაც ვისმენდი და ვუყურებდი, შესაბამისად, არ მქონია სცენაზე დგომის მოთხოვნილება. ალბათ ეს გარკვეულწილად იმანაც განაპირობა, რომ სახლში ყოველთვის ვმღეროდით და სიმღერის დეფიციტს არ განვიცდიდი. სიმართლე გითხრათ, არ ვაპირებდი, გავყოლოდი სიმღერას, მედიცინისკენ უფრო ვიხრებოდი, ძალიან მაინტერესებდა და ახლაც მაინტერესებს ეს სფერო, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს გარდატეხა მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ვთქვი, კონსერვატორიაში უნდა ჩავაბარო-მეთქი, რამაც დედა ძალიან გააოცა. ერთ წელიწადში მასალა ვისწავლე და კონსერვატორიის სტუდენტი გავხდი. ყოველთვის მიყვარდა ოპერა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოვხვდი არაჩვეულებრივი პედაგოგის დოდო დიასამიძის ხელში, ეს გრძნობა უფრო გამიღვივდა. წელს ვამთავრებ მაგისტრატურას და ვფიქრობ ლა-სკალას აკადემიაში ჩაბარებაზე, ვნახოთ, როგორ წარიმართება მოვლენები. თუ ყველაფერი კარგად იქნება, ელენეს თან წავიყვან, არ ვაპირებ შვილის გარეშე სადმე წასვლას, ამ მხრივ ჩემი ოჯახი ყველანაირად მხარში მიდგას.

ის, რაც მემკვიდრეობით არ ერგო...

... რაღა დაგიმალოთ და საოჯახო საქმეებისთვის ნაკლებად ვიცლი, მაგრამ როცა მჭირდება, ყველაფერს ვაკეთებ. მთელი ცხოვრება ვუყურებ დედას და ბებიას, რომლებიც სამზარეულოში ტრიალის დროს დიდ სიამოვნებას იღებენ და ეს მათ გაკეთებულ კერძებზეც აისახება, ნახელავი ყოველთვის გემრიელი გამოსდით. მე რატომღაც ეს მემკვიდრეობით არ მერგო, დიდად არ მიყვარს და სიამოვნებას არ მანიჭებს სამზარეულოში ფუსფუსი, თუმცა შეიძლება, ოდესმე ამ საქმის მიმართაც გამიჩნდეს ინტერესი. თანაც, მე და ჩემი მეუღლე მარტონი არ ვცხოვრობთ და დიდად არც მიწევს სადილების კეთება.

დედა-შვილი

... ვცდილობ, გიჟი დედა არ ვიყო, რადგან ზედმეტი არაფერი მიყვარს, არაა საჭირო ზედმეტი ყურადღების გამოჩენა, მაგრამ არის მომენტები, როდესაც ზომიერებას ვერ იცავ და ვერ ხვდები, სად გადის საზღვარი. ელენე ჩემთვის ყველაფერი გახდა, რასაც ვაკეთებ, მისთვის ვაკეთებ და სულ მის გარშემო ვტრიალებ. მიუხედავად იმისა, რომ პატარაა, ძალიან მეგობრული დამოკიდებულება მაქვს შვილთან. სასაცილო გოგოა, ეზოდან ამოსული ამბებს მიყვება, ბიჭი მეგობრები ჰყავს და მე ვეჭვიანობ ხოლმე (იცინის). იმ დღეს გამომიცხადა, პატარა ანდრიამ ლოყაზე მაკოცაო, სულ 2 წლისაა ელენე და რა გასაკვირია, რომ ეს ფაქტი არ მომწონებოდა. სხვათა შორის, ბავშვს ძალიან კარგი სმენა აქვს და ხანდახან ორ ხმაში ვმღერით. ვფიქრობ, რომ ჩემს შვილს ძალიან საინტერესო და მხიარული ცხოვრება აქვს. სანამ ჩემზე იქნება დამოკიდებული, ვეცდები, ყოველთვის საინტერესო ცხოვრებით ვაცხოვრო, მაგრამ როდესაც დამოუკიდებელი გახდება, მაშინ ნაკლებად ჩავერევი მის გადაწყვეტილებებში. ძალიან ვუყვარვარ და ახლოსაა ჩემთან, მაგრამ როდესაც გიორგი შემოდის, ვხვდები, მამა-შვილს სრულიად სხვა ურთიერთობა აქვს. ჩემთან უფრო მეტს ბედავს, მამასთან - ნაკლებს, ეტყობა მისი რიდი აქვს. დიდი სიამოვნებაა მათი ურთიერთობის ყურება.

ცალკე თემაა თამრიკოს და გიას დამოკიდებულება ელენეს მიმართ. თამრიკოს სითბო და სიყვარული ელენეს მიმართ უსაზღვროა, ის ყოველთვის თბილი და ყურადღებიანი დედა იყო, შვილიშვილისადმი კი ეს გრძნობა გაუასმაგდა, ეჭვიც არ მეპარებოდა. რომ კარგი ბებია იქნებოდა, რადგან თამრიკო არა მარტო ოჯახის წევრებისთვის, არამედ უცხო ადამიანების მიმართაც კი დიდ სითბოს გამოხატავს. მიუხედავად იმისა, რომ ელენე ფიზიკურად არ მგავს, ჩემი მშობლები ხშირად ამბობენ, შენს ბავშვობას გვაგონებს, მიმიკებში ვიჭერთ შენთან მსგავსებასო. გიასაც ძალიან უყვარს ელენე, ხშირად დაჰყავს სასეირნოდ. ახლა ჩემი მშობლები ჩემი ძმის მხრიდან მეორე შვილიშვილს ელოდებიან და უკვე გამოცდილი ბებია-ბაბუა იქნებიან.

ცოლის ამპლუაში...

... იქიდან გამომდინარე, რომ ორივე ძალიან დაკავებულები ვართ, გასართობად ნაკლებად გვრჩება დრო, თუმცა ვცდილობთ ასეთი გამონაკლისებიც დავუშვათ. გიორგი ახლა თავისუფალ თეატრში სპექტაკლებში თამაშობს, იმავდროულად სერიალ "შუა ქალაქში" ასრულებს ეპიზოდურ როლს. ყველანაირად ვცდილობ, მის სპექტაკლებზე ვიარო და არ გამოვტოვო.

... როგორც ყველა წყვილი, ჩვენც ვკამათობთ, ხან მივდივართ შეთანხმებამდე, ხან ვერა, რადგან გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. დათმობაში მე უფრო ყოჩაღი ვარ, შემიძლია პირველი ნაბიჯის გადადგმა, თუმცა ისიც მოდის ხოლმე "შესარიგებლად".

მეგობრები და გართობა...

... მეც არ ვიცი როგორ, მაგრამ რაღაცნაირად ვახერხებ მეგობრებთან ერთად დროის გატარებას, შეიძლება, ორი-სამი დღე არ ვნახოთ ერთმანეთი, მაგრამ ყოველდღიური კავშირი ინტერნეტით ან ტელეფონით მაინც გვაქვს. საერთოდ, კლუბებში სიარული არ მიყვარს, ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის უფრო სასიამოვნოა თეატრში, კონცერტზე ან სხვა წყნარ ადგილას წასვლა, სადაც მშვიდად შევძლებთ საუბარს. ჩემდა სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ბოლო პერიოდში წიგნებისთვის ნაკლებად ვიცლი და ეს ძალიან მაწუხებს, მაგრამ იმედი მაქვს, მალე ისევ შევძლებ კითხვისგან სიამოვნების მიღებას.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება