სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით დარჩიაშვილი საქართველოში ტერორისტების მომზადებასთან დაკავშირებულ მასალას აბსურდს უწოდებს
დავით დარჩიაშვილი საქართველოში ტერორისტების მომზადებასთან დაკავშირებულ მასალას აბსურდს უწოდებს

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი და­ვით დარ­ჩი­აშ­ვი­ლი რუ­სულ გა­მო­ცე­მა "იზ­ვეს­ტი­ა­ში" გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში ტე­რო­რის­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით აბ­სურ­დულს უწო­დებს.

რო­გორც და­ვით დარ­ჩი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, გა­მო­ცე­მა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია პირ­და­პირ ურტყამს სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებს.

"ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი ძა­ლი­ან ლო­გი­კუ­რი გაგ­რძე­ლე­ბაა იმი­სა, რო­დე­საც ქვეყ­ნის შიგ­ნით, მათ შო­რის სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ინ­სტი­ტუ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით ყო­ველ­გვა­რი და­სა­ბუ­თე­ბის გა­რე­შე ხე­ლა­ღე­ბით ხდე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის გაჟ­ღე­რე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყო ტე­რო­რის­ტე­ბის ბუდე", - აცხა­დებს დარ­ჩი­აშ­ვი­ლი.

ბოს­ტო­ნის ტე­რაქ­ტის ერთ-ერთი მომ­წყო­ბი ტა­მერ­ლან ცარ­ნა­ე­ვი სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ ამე­რი­კე­ლებ­თან ერ­თად ჩა­ტა­რე­ბულ სე­მი­ნა­რებ­ზე გა­იწ­ვრთნა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა "იზ­ვეს­ტია" ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მა ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ხელ­ში ჩა­უ­ვარ­და სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ადას­ტუ­რებს, რომ ქარ­თუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "კავ­კა­სი­უ­რი ფონ­დი", ამე­რი­კულ არა­კო­მერ­ცი­ულ ორ­გა­ნი­ზა­ცია "ჯე­იმსთა­უნ­თან" თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის მცხოვ­რებ­თა აშშ-ისა და სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­ბი­რე­ბა­ზე მუ­შა­ობ­და.

"იზ­ვეს­ტი­ას" ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ჯე­იმსთა­უ­ნის" დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში "აშშ-ის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ერთ-ერთი იდე­ო­ლო­გი" ზბიგ­ნევ ბზე­ჟინ­სკი შე­დი­ო­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

დავით დარჩიაშვილი საქართველოში ტერორისტების მომზადებასთან დაკავშირებულ მასალას აბსურდს უწოდებს

დავით დარჩიაშვილი საქართველოში ტერორისტების მომზადებასთან დაკავშირებულ მასალას აბსურდს უწოდებს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი რუსულ გამოცემა "იზვესტიაში" გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში ტერორისტების მომზადებასთან დაკავშირებით აბსურდულს უწოდებს.

როგორც დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, გამოცემაში გავრცელებული ინფორმაცია პირდაპირ ურტყამს საქართველოს ინტერესებს.

"ეს განცხადებები ძალიან ლოგიკური გაგრძელებაა იმისა, როდესაც ქვეყნის შიგნით, მათ შორის სახალხო დამცველის ინსტიტუტის გამოყენებით ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ხელაღებით ხდება ინფორმაციის გაჟღერება, რომ საქართველო იყო ტერორისტების ბუდე", - აცხადებს დარჩიაშვილი.

ბოსტონის ტერაქტის ერთ-ერთი მომწყობი ტამერლან ცარნაევი საქართველოს სპეცსამსახურების მიერ ამერიკელებთან ერთად ჩატარებულ სემინარებზე გაიწვრთნა, - ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა "იზვესტია" ავრცელებს.

გამოცემა ირწმუნება, რომ ხელში ჩაუვარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ქართული ორგანიზაცია "კავკასიური ფონდი", ამერიკულ არაკომერციულ ორგანიზაცია "ჯეიმსთაუნთან" თანამშრომლობით, ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებთა აშშ-ისა და საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ გადაბირებაზე მუშაობდა.

"იზვესტიას" ინფორმაციით, "ჯეიმსთაუნის" დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში "აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი იდეოლოგი" ზბიგნევ ბზეჟინსკი შედიოდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა