პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკული გამოცემა - სააკაშვილის პარტია რელევანტურობას ეძებს თავისივე შექმნილ ქვეყანაში
ამერიკული გამოცემა - სააკაშვილის პარტია რელევანტურობას ეძებს თავისივე შექმნილ ქვეყანაში

"სა­ა­კაშ­ვი­ლის პარ­ტია რე­ლე­ვან­ტუ­რო­ბას ეძებს თა­ვი­სი­ვე შექ­მნილ ქვე­ყა­ნა­ში", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა The Christian Science Monitor პოლ რიმპლის სტა­ტი­ას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე".

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" წა­მო­წყე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლახ­ლა ფორ­მი­რე­ბი­დან თით­ქმის ათწლე­უ­ლის შემ­დეგ, პარ­ტია კი­დევ ერთხელ ქუ­ჩი­დან ეძებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის გზებს. 10 წლის შემ­დეგ მი­ხე­ილ სა­აკშ­ვი­ლი და მისი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ისევ იქ აღ­მოჩ­ნდნენ, სა­ი­და­ნაც და­ი­წყეს - ოპო­ზი­ცი­ა­ში.

გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან" გა­დამ­წყვე­ტი მარ­ცხის შემ­დეგ პირ­ვე­ლად,"ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" რამ­დე­ნი­მე დღის წინ თბი­ლის­ში დე­მონ­სტრა­ცია გა­მარ­თა, - აღ­ნიშ­ნავს პოლ რიმპლი.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მა­შინ, როცა აქ­ცი­ა­ზე მისი მხარ­დამ­ჭე­რი 10 ათა­სი ადა­მი­ა­ნი მი­ვი­და, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მთე­ლი ძა­ლით ცდი­ლობს იმის დამ­ტკი­ცე­ბას, რომ კვლა­ვაც ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი ძა­ლაა და იმ სკან­და­ლე­ბის წი­ნა­ღო­ბა, რო­მე­ლიც მის­სა­ვე შექ­მნილ ახალ სა­ქარ­თვე­ლო­ში მის რე­ლე­ვან­ტუ­რო­ბას ემუქ­რე­ბა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში 2003 წელს მო­ექ­ცა, - წერს პოლ რიმპლი, - როცა ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი გა­მო­იყ­ვა­ნა გა­ყალ­ბე­ბუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად, მერე კი მშვი­დო­ბი­ა­ნად და­ამ­ხო ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის მთავ­რო­ბა, რა­საც "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია" ეწო­და. 2004 წლის იან­ვარ­ში ქა­რიზ­მა­ტუ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლი ხმე­ბის 94%-ით პრე­ზი­დენ­ტი გახ­და.

"სა­ა­კაშ­ვი­ლის ახალ­გაზ­რდა, რე­ვო­ლუ­ცი­ურ­მა გუნ­დმა ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბით სწრა­ფად და­ი­წყო იმის აღ­დგე­ნა, რა­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის მა­შინ­დელ­მა ელჩმა რი­ჩარდ მა­ილსმა "არ­შემ­დგა­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა" უწო­და. ამ რე­ფორ­მებ­მა კი აშშ-ის პრე­ზი­დენტ ჯორჯ ბუშს, 2005 წელს თბი­ლის­ში ვი­ზი­ტი­სას, უბიძ­გა გა­ნე­ცხა­დე­ბი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო "დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რაა". 2006 და 2008 წლებ­ში მსოფ­ლიო ბან­კმა სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლი­ოს მთა­ვარ რე­ფორ­მა­ტო­რად და­ა­სა­ხე­ლა", - ნათ­ქვან­მია ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მის სტა­ტი­ა­ში. თუმ­ცა, გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის­თვის უცხო­ე­თის მხრი­დან მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ა­კაშ­ვი­ლი ერ­თობ არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც 2004 წლი­დან უმუ­შევ­რო­ბა 13-დან 17%-მდე მერ­ყე­ობს.

"მან გა­აძ­ლი­ე­რა სა­ხელ­მწი­ფო სწრა­ფი რე­ფორ­მე­ბით, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა რე­ფორ­მა­ტო­რი ენ­თუ­ზი­აზ­მით იწყებს, რაც ცოტა ხანს გრძელ­დე­ბა, რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ კი იმედ­გაც­რუ­ე­ბას ვა­წყდე­ბით", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი პო­ლი­ტი­კის კვლე­ვის ინ­სტი­ტუ­ტის თა­ნა­დი­რექ­ტო­რის გი­ორ­გი თარ­ხან-მო­უ­რა­ვის კო­მენ­ტარს.

სა­ნამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეფექ­ტი­ა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი პროგ­რე­სი გა­ა­ტა­რა, ქარ­თვე­ლე­ბი ხე­დავ­დნენ, რომ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის ხელ­ში იყო და იმა­საც გრძნობ­დნენ, რომ ად­გი­ლი ჰქონ­და შერ­ჩე­ვით სა­მარ­თალს. გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი 2007 წლის ნო­ემ­ბერ­ში დად­გა, როცა სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმმა ოპო­ზი­ცი­ის პრო­ტეს­ტი ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით და­შა­ლა, - წერს პოლ რიმპლი.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე ცი­ტი­რებს გია ნო­დი­ას სი­ტყვებს, რო­მელ­მაც მას­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი იდე­ა­ლის­გან შორს იყო, თუმ­ცა ნო­დია ირ­წმუ­ნე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პროგ­რე­სი უნდა შე­ფას­დეს იმით, თუ სად იმ­ყო­ფე­ბო­და ქვე­ყა­ნა რამ­დე­ნი­მე წლის წინ და არა - აბ­სო­ლუ­ტუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით.

რო­გორც გია ნო­დია პოლ რიმპლთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, სა­ა­კაშ­ვილ­მა შექ­მნა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მო­ლო­დი­ნე­ბის პრე­ცე­დენ­ტი, რი­თიც ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო მთავ­რო­ბა შე­ფას­დე­ბა. მი­სი­ვე თქმით, პროგ­რე­სის გან­მსა­ზღვრე­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ა­სა" და ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს შო­რის სხვა­ო­ბაა. პირ­ვე­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რე­ვო­ლუ­ცი­ის გზით შე­იც­ვა­ლა, მე­ო­რეს შემ­თხვე­ვა­ში კი - კონ­სტი­ტუ­ცი­ის.

"დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის სა­უ­კე­თე­სო ტეს­ტი სწო­რედ ის გახ­ლავთ, თუ რო­გორ შე­იც­ვლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი გია ნო­დი­ას სი­ტყვებს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა აღი­ა­რა სა­კუ­თა­რი პარ­ტი­ის მარ­ცხი, პლუ­რა­ლიზ­მის პრო­ცე­სი ვარ­დის­ფე­რის­გან ერ­თობ შორს იყო, - წერს პოლ რიმპლი, - სა­ა­კაშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტად ოქ­ტომ­ბრამ­დე დარ­ჩე­ბა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" კი პარ­ლა­მენ­ტში კვლა­ვაც ინარ­ჩუ­ნე­ბის მან­და­ტე­ბის ერთ მე­სა­მედს. თუმ­ცა, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" იმ სკან­და­ლე­ბი­სა და ბრალ­დე­ბე­ბის­გან უწევს თავ­დაც­ვა, რა­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხრი­დან აწყდე­ბა.

"ახა­ლი მთავ­რო­ბის ზო­გი­ერთ წევ­რს შო­რის ისე­თი გან­ცდა არ­სე­ბობს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" სა­ხი­ფა­თო და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ქვეყ­ნის დესტრუქ­ცი­ა­ზე, და აღარ უნდა და­უშ­ვან, რომ ეს კვლავ გან­მე­ორ­დეს", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ანა­ლი­ტი­კო­სის მარკ მუ­ლე­ნის სი­ტყვებს.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ათო­ბით მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და­ა­კა­ვეს თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბის­თვის. სა­ა­კაშ­ვი­ლის უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვის რამ­დე­ნი­მე წარ­მო­მად­გენ­ლის, მათ შო­რის თბი­ლი­სის მე­რის, საქ­მე­ებს გა­მო­ძი­ე­ბა გა­ნი­ხი­ლავს. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა რუ­სეთ­თან 2008 წლის კონ­ფლიქ­ტის გა­მო­ძი­ე­ბა მო­ი­თხო­ვა. სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა კი წარ­მო­ად­გი­ნა სამ­ხი­ლი, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა გა­სულ წლის აგ­ვის­ტო­ში მომ­ხდა­რი შე­ტა­კე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ვერ­სი­ას, რომ­ლის დრო­საც 11 დი­ვერ­სან­ტი და 3 ქარ­თვე­ლი ძა­ლო­სა­ნი და­ი­ღუ­პა. გარ­და ამი­სა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ წარ­მო­ად­გი­ნა ხარჯთაღ­რი­ცხვის დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ხელ­მწი­ფო ხა­ზი­ნი­დან ათა­სო­ბით დო­ლა­რი იხარ­ჯე­ბო­და ფუ­ფუ­ნე­ბით დას­ვე­ნე­ბა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­ჩუქ­რებ­სა და პრე­ზი­დენ­ტის ვა­ჟე­ბის კერ­ძო გა­ნათ­ლე­ბა­ზე.

"ივა­ნიშ­ვილ­მა ბევ­რის გა­ნად­გუ­რე­ბა შეძ­ლო. გვე­გო­ნა, მის­სა­ვე ინ­ტე­რე­სებ­ში იქ­ნე­ბო­და ერ­თად თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, მაგ­რამ ყვე­ლას ამ საქ­მე­ში ჩათ­რე­ვა, დი­ა­ლო­გის შე­უძ­ლებ­ლო­ბას ქმნის", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი პრე­ზი­დენ­ტის მრჩევ­ლის, რა­ფა­ელ გლუკს­მა­ნის სი­ტყვებს.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", რო­მე­ლიც პრო­ევ­რო­პულ პარ­ტი­ად იქცა და ბევ­რი ის­წავ­ლა სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე, - წერს პოლ რიმპლი. იგი აცხა­დებს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი პრო­რუ­სუ­ლი ლი­დე­რია, რო­მელ­საც იმ ყვე­ლაფ­რის გა­ნად­გუ­რე­ბა უნდა, რაც მათ აა­შე­ნეს, თუმ­ცა ამა­ში ხალ­ხის დარ­წმუ­ნე­ბა რთუ­ლი იქ­ნე­ბა. მარ­ტის კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის პარ­ტი­ას 60%-იანი მხარ­და­ჭე­რა აქვს მა­შინ, როცა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას 10% უჭერს მხარს.

ზო­გი­ერ­თი ფიქ­რობს, რომ უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა, თუ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის აღ­დგე­ნის­თვის იბ­რძვის, ამას სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­რე­შე გა­ა­კე­თებს, - აღ­ნიშ­ნავს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

სა­ერ­თა­შო­რი­სო კრი­ზი­სე­ბის ჯგუ­ფის კავ­კა­სი­ის პრო­ექ­ტის დი­რექ­ტო­რი ლო­უ­რენს სკოტ შით­სი სტა­ტი­ის ავ­ტორ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ მო­დერ­ნი­ზა­ტო­რი იყო და არა - დე­მოკ­რა­ტი, პო­ლი­ტი­კუ­რი მო­მა­ვა­ლი არ არ­სე­ბობს.

"მისი მემ­კვიდ­რე­ო­ბა მისი უმ­თავ­რე­სი მიღ­წე­ვაა, რო­მე­ლიც იმ დღეს უკავ­შირ­დე­ბა, როცა მან სა­კუ­თა­რი მარ­ცხი აღი­ა­რა", - ცი­ტი­რებს პოლ რიმპლი ლო­უ­რენს სკოტ შით­სის სი­ტყვებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Christian Science Monitor-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ამერიკული გამოცემა - სააკაშვილის პარტია რელევანტურობას ეძებს თავისივე შექმნილ ქვეყანაში

ამერიკული გამოცემა - სააკაშვილის პარტია რელევანტურობას ეძებს თავისივე შექმნილ ქვეყანაში

"სააკაშვილის პარტია რელევანტურობას ეძებს თავისივე შექმნილ ქვეყანაში", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა The Christian Science Monitor პოლ რიმპლის სტატიას მიხეილ სააკაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობაზე".

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ "ვარდების რევოლუციის" წამოწყებისა და საქართველოს ხელახლა ფორმირებიდან თითქმის ათწლეულის შემდეგ, პარტია კიდევ ერთხელ ქუჩიდან ეძებს ხელისუფლებაში მოსვლის გზებს. 10 წლის შემდეგ მიხეილ სააკშვილი და მისი "ნაციონალური მოძრაობა" ისევ იქ აღმოჩნდნენ, საიდანაც დაიწყეს - ოპოზიციაში.

გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" გადამწყვეტი მარცხის შემდეგ პირველად,"ნაციონალურმა მოძრაობამ" რამდენიმე დღის წინ თბილისში დემონსტრაცია გამართა, - აღნიშნავს პოლ რიმპლი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მაშინ, როცა აქციაზე მისი მხარდამჭერი 10 ათასი ადამიანი მივიდა, "ნაციონალური მოძრაობა" მთელი ძალით ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ კვლავაც ანგარიშგასაწევი ძალაა და იმ სკანდალების წინაღობა, რომელიც მისსავე შექმნილ ახალ საქართველოში მის რელევანტურობას ემუქრება.

"ნაციონალური მოძრაობა" ყურადღების ცენტრში 2003 წელს მოექცა, - წერს პოლ რიმპლი, - როცა ათასობით ადამიანი გამოიყვანა გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების გასაპროტესტებლად, მერე კი მშვიდობიანად დაამხო ედუარდ შევარდნაძის მთავრობა, რასაც "ვარდების რევოლუცია" ეწოდა. 2004 წლის იანვარში ქარიზმატული სააკაშვილი ხმების 94%-ით პრეზიდენტი გახდა.

"სააკაშვილის ახალგაზრდა, რევოლუციურმა გუნდმა ანტიკორუფციული რეფორმებით სწრაფად დაიწყო იმის აღდგენა, რასაც საქართველოში აშშ-ის მაშინდელმა ელჩმა რიჩარდ მაილსმა "არშემდგარი ხელისუფლება" უწოდა. ამ რეფორმებმა კი აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს, 2005 წელს თბილისში ვიზიტისას, უბიძგა განეცხადებინა, რომ საქართველო "დემოკრატიის შუქურაა". 2006 და 2008 წლებში მსოფლიო ბანკმა საქართველო მსოფლიოს მთავარ რეფორმატორად დაასახელა", - ნათქვანმია ამერიკული გამოცემის სტატიაში. თუმცა, გატარებული რეფორმებისთვის უცხოეთის მხრიდან მაღალი შეფასების მიუხედავად, სააკაშვილი ერთობ არაპოპულარული გახდა საქართველოში, სადაც 2004 წლიდან უმუშევრობა 13-დან 17%-მდე მერყეობს.

"მან გააძლიერა სახელმწიფო სწრაფი რეფორმებით, თუმცა საქართველოში ყველა რეფორმატორი ენთუზიაზმით იწყებს, რაც ცოტა ხანს გრძელდება, რამდენიმე წლის შემდეგ კი იმედგაცრუებას ვაწყდებით", - ციტირებს სტატიის ავტორი პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის თანადირექტორის გიორგი თარხან-მოურავის კომენტარს.

სანამ ხელისუფლებამ ეფექტიანი ეკონომიკური პროგრესი გაატარა, ქართველები ხედავდნენ, რომ გადაჭარბებული ძალაუფლება რამდენიმე ადამიანის ხელში იყო და იმასაც გრძნობდნენ, რომ ადგილი ჰქონდა შერჩევით სამართალს. გარდამტეხი მომენტი 2007 წლის ნოემბერში დადგა, როცა სპეცდანიშნულების რაზმმა ოპოზიციის პროტესტი ძალადობრივი გზით დაშალა, - წერს პოლ რიმპლი.

სტატიის ავტორი ასევე ციტირებს გია ნოდიას სიტყვებს, რომელმაც მასთან საუბარში განაცხადა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება დემოკრატიული იდეალისგან შორს იყო, თუმცა ნოდია ირწმუნება, რომ საქართველოს დემოკრატიული პროგრესი უნდა შეფასდეს იმით, თუ სად იმყოფებოდა ქვეყანა რამდენიმე წლის წინ და არა - აბსოლუტური ღირებულებებით.

როგორც გია ნოდია პოლ რიმპლთან საუბარში აცხადებს, სააკაშვილმა შექმნა საზოგადოებრივი მოლოდინების პრეცედენტი, რითიც ყოველი მომდევნო მთავრობა შეფასდება. მისივე თქმით, პროგრესის განმსაზღვრელი მაჩვენებელი "ვარდების რევოლუციასა" და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს შორის სხვაობაა. პირველის შემთხვევაში, ხელისუფლება რევოლუციის გზით შეიცვალა, მეორეს შემთხვევაში კი - კონსტიტუციის.

"დემოკრატიისთვის საუკეთესო ტესტი სწორედ ის გახლავთ, თუ როგორ შეიცვლება ხელისუფლება", - ციტირებს სტატიის ავტორი გია ნოდიას სიტყვებს.

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა აღიარა საკუთარი პარტიის მარცხი, პლურალიზმის პროცესი ვარდისფერისგან ერთობ შორს იყო, - წერს პოლ რიმპლი, - სააკაშვილი პრეზიდენტად ოქტომბრამდე დარჩება, "ნაციონალური მოძრაობა" კი პარლამენტში კვლავაც ინარჩუნების მანდატების ერთ მესამედს. თუმცა, არჩევნების შემდეგ, "ნაციონალურ მოძრაობას" იმ სკანდალებისა და ბრალდებებისგან უწევს თავდაცვა, რასაც "ქართული ოცნების" მხრიდან აწყდება.

"ახალი მთავრობის ზოგიერთ წევრს შორის ისეთი განცდა არსებობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სახიფათო და პასუხისმგებელია ქვეყნის დესტრუქციაზე, და აღარ უნდა დაუშვან, რომ ეს კვლავ განმეორდეს", - ციტირებს სტატიის ავტორი დამოუკიდებელი ანალიტიკოსის მარკ მულენის სიტყვებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, "ნაციონალური მოძრაობის" ათობით მაღალჩინოსანი დააკავეს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებისთვის. სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის რამდენიმე წარმომადგენლის, მათ შორის თბილისის მერის, საქმეებს გამოძიება განიხილავს. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან 2008 წლის კონფლიქტის გამოძიება მოითხოვა. სახალხო დამცველმა კი წარმოადგინა სამხილი, რომელიც ეწინააღმდეგება გასულ წლის აგვისტოში მომხდარი შეტაკების ოფიციალურ ვერსიას, რომლის დროსაც 11 დივერსანტი და 3 ქართველი ძალოსანი დაიღუპა. გარდა ამისა, ხელისუფლებამ წარმოადგინა ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ხაზინიდან ათასობით დოლარი იხარჯებოდა ფუფუნებით დასვენებაზე, განსაკუთრებულ საჩუქრებსა და პრეზიდენტის ვაჟების კერძო განათლებაზე.

"ივანიშვილმა ბევრის განადგურება შეძლო. გვეგონა, მისსავე ინტერესებში იქნებოდა ერთად თანამშრომლობა, მაგრამ ყველას ამ საქმეში ჩათრევა, დიალოგის შეუძლებლობას ქმნის", - ციტირებს სტატიის ავტორი პრეზიდენტის მრჩევლის, რაფაელ გლუკსმანის სიტყვებს.

"ნაციონალური მოძრაობა", რომელიც პროევროპულ პარტიად იქცა და ბევრი ისწავლა საკუთარ შეცდომებზე, - წერს პოლ რიმპლი. იგი აცხადებს, რომ ივანიშვილი პრორუსული ლიდერია, რომელსაც იმ ყველაფრის განადგურება უნდა, რაც მათ ააშენეს, თუმცა ამაში ხალხის დარწმუნება რთული იქნება. მარტის კვლევებმა აჩვენა, რომ ივანიშვილის პარტიას 60%-იანი მხარდაჭერა აქვს მაშინ, როცა "ნაციონალურ მოძრაობას 10% უჭერს მხარს.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ უმჯობესი იქნება, თუ "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც საკუთარი ძალების აღდგენისთვის იბრძვის, ამას სააკაშვილის გარეშე გააკეთებს, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის კავკასიის პროექტის დირექტორი ლოურენს სკოტ შითსი სტატიის ავტორთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სააკაშვილისთვის, რომელიც აცხადებს, რომ მოდერნიზატორი იყო და არა - დემოკრატი, პოლიტიკური მომავალი არ არსებობს.

"მისი მემკვიდრეობა მისი უმთავრესი მიღწევაა, რომელიც იმ დღეს უკავშირდება, როცა მან საკუთარი მარცხი აღიარა", - ციტირებს პოლ რიმპლი ლოურენს სკოტ შითსის სიტყვებს.

მომზადებულია The Christian Science Monitor-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა