მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩხრეკის ამსახველი ვიდეო გადასცეს
ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩხრეკის ამსახველი ვიდეო გადასცეს

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის N16 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ექთა­ნი ცი­ა­ლა კა­შია მი­ნის­ტრ სო­ზარ სუ­ბარს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმ­პცი­ის დარ­ღვე­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

ცი­ა­ლა კა­შია დღეს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტში და­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რეს. მან ჟურ­ნა­ლის­ტებს ვი­დე­ო­მა­სა­ლა გა­დას­ცა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის #16 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ცი­ა­ლა კა­შია ამავდრო­უ­ლად სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის უმ­ცროს ექი­მად მუ­შა­ობ­და და მის მი­მართ აღ­ძრულ საქ­მეს სწო­რედ ამ პე­რი­ოდს უკავ­ში­რებს.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სას­წრა­ფო­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ შიმ­ში­ლობ­და სას­წრა­ფოს და­ნარ­ჩენ სხვა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ ექიმ­თან ერ­თად და "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან" და­ახ­ლო­ე­ბულ არა­ერთ პირს ნი­ღა­ბი ჩა­მოხ­სნა, რის შემ­დე­გაც მას­ზე დევ­ნა და­ი­წყო და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში დარ­ჩე­ნილ­მა პი­რებ­მა, რომ­ლე­ბიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ინ­ტე­რე­სებს ატა­რე­ბენ, მას­ზე შური იძი­ეს.

კერ­ძოდ, რო­გორც ცი­ა­ლა კა­შია აცხა­დებს, მიმ­დი­ნა­რე წლის 12 აპ­რილს მი­ვი­და #16 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რა დრო­საც ჩა­უ­ტარ­და შე­მოწ­მე­ბა, თუმ­ცა კა­ნო­ნის უხე­ში დარ­ღვე­ვით. კერ­ძოდ, ცი­ა­ლა კა­ში­ას გან­ცხა­დე­ბით, იგი სა­ჩხრეკ ოთახ­ში შე­იყ­ვა­ნეს, ამოწ­მებ­დნენ, პრო­ცე­დუ­რუ­ლად ფეხ­საც­მე­ლი უნდა გა­ე­ხა­და, ამ დროს უკა­ნა ჯი­ბი­დან მო­ბი­ლუ­რი ამო­უ­ვარ­და, რო­მე­ლიც მა­გი­და­ზე დადო, რის შემ­დე­გაც და­ი­წყეს მისი გა­შიშ­ვლე­ბა და აპი­რებ­დნენ, რომ ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბა.

"ამ შე­მოწ­მე­ბას მი­ტა­რებ­და უცხო პირი, რო­მე­ლიც და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლად გა­მაც­ნეს - ქე­თე­ვან რა­მა­ზაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად კი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი არ იყო. კად­რებ­ში ნათ­ლად ჩანს, რომ კა­ნო­ნის უხე­ში დარ­ღვე­ვით მა­მოწ­მე­ბენ. მო­ბი­ლუ­რი სა­ჩხრეკ ოთახ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­მენ­ტია, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბრა­ლად წა­მი­ყე­ნეს ფა­რუ­ლად მო­ბი­ლუ­რის შე­ტა­ნის მცდე­ლო­ბა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. ქე­თე­ვან რა­მა­ზაშ­ვი­ლი ას­რუ­ლებ­და პრო­კუ­რორ ბა­კურ აბუ­ლა­ძის და­ვა­ლე­ბას, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან" და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რია, კერ­ძოდ, ქა­ლა­ქის პრო­კუ­რო­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე. პრო­კუ­რო­რი კი მოქ­მე­დებ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" და­ვა­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც ჩემ­ზე ან­გა­რიშს­წო­რე­ბას ცდი­ლო­ბენ სას­წა­რა­ფო­დან წა­მოს­ვლის შემ­დეგ მათ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო", - აცხა­დებს ცი­ა­ლა კა­შია.

მი­სი­ვე თქმით, ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რო­მე­ლიც დღეს მე­დი­ას გა­და­ე­ცა, ასა­ხავს, რო­გო­რიც უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვით ხდე­ბო­და მისი შე­მოწ­მე­ბა. ამას­თან, ცი­ა­ლა კა­ში­ას თქმით, პირი, რო­მე­ლიც ჩხრე­კას უტა­რებ­და, მის­თვის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ჩა­დე­ბას ცდი­ლობ­და.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ო­ფი­რის გამ­ჟღავ­ნე­ბას ბრალ­დე­ბის მხა­რე გვიკ­რძა­ლავ­და, თუმ­ცა დღეს ჟურ­ნა­ლის­ტებს მა­ინც გა­და­ვე­ცი იგი", - გა­ნა­ცხა­და ცი­ა­ლა კა­ში­ამ, რომ­ლის მი­მართ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ფა­რუ­ლად მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის შე­ტა­ნის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით საქ­მეა აღ­ძრუ­ლი, საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა 30 მა­ი­სის­თვის არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი.

ცი­ა­ლა კა­შია სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში დღეს უკვე მე­ო­რედ და­ი­ბა­რეს. რო­გორც ის ამ­ბობს, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტში კი­თხვებს იგი­ვე ბრალ­თან და­კავ­ში­რე­ბით უს­ვა­მენ, რაც უკვე წა­ყე­ნე­ბუ­ლი აქვთ და ვა­რა­უ­დობს, რომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტში მას და­მა­ტე­ბი­თი ბრა­ლის წარ­დგე­ნა ემუქ­რე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სო­ზარ სუ­ბა­რის მი­სა­მარ­თით ცი­ა­ლა კა­ში­ას გან­ცხა­დე­ბას, ბრალ­დე­ბულ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­აც­ნო მი­ნის­ტრის 13 აპ­რი­ლის ბრძა­ნე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ცი­ა­ლა კა­შია სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის #16 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან ფა­რუ­ლად მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის შე­ტა­ნის გამო თა­ვი­სუფ­ლდე­ბა.

"ეს არის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმ­პცი­ის დარ­ღვე­ვა იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა და გა­ნა­ჩე­ნი შე­სა­ბა­მი­სად არ დამ­დგა­რა. მი­ნის­ტრი კი ბრძა­ნე­ბით ამ­ტკი­ცებს, რომ ცი­ა­ლა კა­შია ბრალ­დე­ბუ­ლია", - გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა.

ცი­ა­ლა კა­ში­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, მის მი­მართ ზე­წო­ლა და ან­გა­რიშს­წო­რე­ბა და­ი­წყო იმ მო­ტი­ვით, რომ "ნი­ღა­ბი ჩა­მოხ­სნა სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის დი­რექ­ტორს კახა ჩიხ­რა­ძეს, ასე­ვე მის მო­ად­გი­ლე­ებს და­ვით სა­ლა­ღა­ი­ა­სა და ირმა ნერ­გა­ძეს, რომ­ლე­ბიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დაკ­ვე­თებს ას­რუ­ლებ­დნენ, მათ შო­რის, რო­გორც ცი­ა­ლა კა­შია ამ­ბობს, ირმა ნერ­გა­ძე "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ერთ-ერთი შტა­ბის თავ­მჯდო­მა­რე იყო".

"ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ას­რუ­ლებ­დნენ მა­მუ­კა ქა­ცა­რა­ვას და­ვა­ლე­ბებს და სწო­რედ მათი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ჩემ­ზე", - გა­ნა­ცხა­და ცი­ა­ლა კა­ში­ამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩხრეკის ამსახველი ვიდეო გადასცეს

ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩხრეკის ამსახველი ვიდეო გადასცეს

სასჯელაღსრულების N16 დაწესებულებიდან გათავისუფლებული ექთანი ციალა კაშია მინისტრ სოზარ სუბარს უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევაში ადანაშაულებს.

ციალა კაშია დღეს სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში დაკითხვაზე დაიბარეს. მან ჟურნალისტებს ვიდეომასალა გადასცა, რის საფუძველზეც სასჯელაღსრულების #16 დაწესებულებიდან გაათავისუფლეს. ციალა კაშია ამავდროულად სასწრაფო სამედიცინო დახმარების უმცროს ექიმად მუშაობდა და მის მიმართ აღძრულ საქმეს სწორედ ამ პერიოდს უკავშირებს.

როგორც მან აღნიშნა, სასწრაფოდან გათავისუფლების შემდეგ შიმშილობდა სასწრაფოს დანარჩენ სხვა გათავისუფლებულ ექიმთან ერთად და "ნაციონალებთან" დაახლოებულ არაერთ პირს ნიღაბი ჩამოხსნა, რის შემდეგაც მასზე დევნა დაიწყო და სასჯელაღსრულების სისტემაში დარჩენილმა პირებმა, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ატარებენ, მასზე შური იძიეს.

კერძოდ, როგორც ციალა კაშია აცხადებს, მიმდინარე წლის 12 აპრილს მივიდა #16 დაწესებულებაში, რა დროსაც ჩაუტარდა შემოწმება, თუმცა კანონის უხეში დარღვევით. კერძოდ, ციალა კაშიას განცხადებით, იგი საჩხრეკ ოთახში შეიყვანეს, ამოწმებდნენ, პროცედურულად ფეხსაცმელი უნდა გაეხადა, ამ დროს უკანა ჯიბიდან მობილური ამოუვარდა, რომელიც მაგიდაზე დადო, რის შემდეგაც დაიწყეს მისი გაშიშვლება და აპირებდნენ, რომ ჩაეტარებინათ გინეკოლოგიური შემოწმება.

"ამ შემოწმებას მიტარებდა უცხო პირი, რომელიც დაწესებულების თანამშრომლად გამაცნეს - ქეთევან რამაზაშვილი, რომელიც რეალურად კი დაწესებულების თანამშრომელი არ იყო. კადრებში ნათლად ჩანს, რომ კანონის უხეში დარღვევით მამოწმებენ. მობილური საჩხრეკ ოთახში ჩვეულებრივი მომენტია, თუმცა მიუხედავად ამისა, ბრალად წამიყენეს ფარულად მობილურის შეტანის მცდელობა დაწესებულებაში. ქეთევან რამაზაშვილი ასრულებდა პროკურორ ბაკურ აბულაძის დავალებას, რომელიც "ნაციონალებთან" დაახლოებული პირია, კერძოდ, ქალაქის პროკურორის ყოფილი მოადგილე. პროკურორი კი მოქმედებდა "ნაციონალების" დავალებით, რომლებიც ჩემზე ანგარიშსწორებას ცდილობენ სასწარაფოდან წამოსვლის შემდეგ მათზე გაკეთებული განცხადებების გამო", - აცხადებს ციალა კაშია.

მისივე თქმით, ვიდეომასალა, რომელიც დღეს მედიას გადაეცა, ასახავს, როგორიც უფლებების დარღვევით ხდებოდა მისი შემოწმება. ამასთან, ციალა კაშიას თქმით, პირი, რომელიც ჩხრეკას უტარებდა, მისთვის ნარკოტიკული საშუალების ჩადებას ცდილობდა.

"აღნიშნული ვიდეოფირის გამჟღავნებას ბრალდების მხარე გვიკრძალავდა, თუმცა დღეს ჟურნალისტებს მაინც გადავეცი იგი", - განაცხადა ციალა კაშიამ, რომლის მიმართ დაწესებულებაში ფარულად მობილური ტელეფონის შეტანის მცდელობის ბრალდებით საქმეა აღძრული, საქმის არსებითი განხილვა 30 მაისისთვის არის ჩანიშნული.

ციალა კაშია საგამოძიებო სამსახურში დღეს უკვე მეორედ დაიბარეს. როგორც ის ამბობს, სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში კითხვებს იგივე ბრალთან დაკავშირებით უსვამენ, რაც უკვე წაყენებული აქვთ და ვარაუდობს, რომ სასჯელაღსრულების საგამოძიებო დეპარტამენტში მას დამატებითი ბრალის წარდგენა ემუქრება.

რაც შეეხება სოზარ სუბარის მისამართით ციალა კაშიას განცხადებას, ბრალდებულმა "ინტერპრესნიუსს" გააცნო მინისტრის 13 აპრილის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ციალა კაშია სასჯელაღსრულების #16 დაწესებულებიდან ფარულად მობილური ტელეფონის შეტანის გამო თავისუფლდება.

"ეს არის უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლო პროცესები არ დასრულებულა და განაჩენი შესაბამისად არ დამდგარა. მინისტრი კი ბრძანებით ამტკიცებს, რომ ციალა კაშია ბრალდებულია", - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა.

ციალა კაშიას ინფორმაციით, მის მიმართ ზეწოლა და ანგარიშსწორება დაიწყო იმ მოტივით, რომ "ნიღაბი ჩამოხსნა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების დირექტორს კახა ჩიხრაძეს, ასევე მის მოადგილეებს დავით სალაღაიასა და ირმა ნერგაძეს, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთებს ასრულებდნენ, მათ შორის, როგორც ციალა კაშია ამბობს, ირმა ნერგაძე "ნაციონალების" ერთ-ერთი შტაბის თავმჯდომარე იყო".

"ეს ადამიანები ასრულებდნენ მამუკა ქაცარავას დავალებებს და სწორედ მათი ანგარიშსწორება ხორციელდება ჩემზე", - განაცხადა ციალა კაშიამ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ