სამართალი
პოლიტიკა

20

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ყველაზე გემოვნებიანი პოლიტიკოსი ქალი?
ვინ არის ყველაზე გემოვნებიანი პოლიტიკოსი ქალი?

ყვე­ლა ქალს სურს გე­მოვ­ნე­ბით, კოხ­ტად და მოხ­დე­ნი­ლად ეც­ვას. ზოგს გა­მოს­დის, ზოგს ნაკ­ლე­ბად. ამ­ბო­ბენ, გე­მოვ­ნე­ბა­ზე არ და­ო­ბე­ნო, მაგ­რამ ხში­რად სწო­რედ გე­მოვ­ნე­ბა­ზე კა­მა­თო­ბენ: აინ­ტე­რე­სებთ, ვის რო­გო­რი და რა ფა­სი­ა­ნი სა­მო­სი აც­ვია. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სის სფე­როს კი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ. შე­ვე­ცა­დეთ დაგ­ვედ­გი­ნა, ვინ არის სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი პო­ლი­ტი­კო­სი ქალი. ყო­ფი­ლი თუ მოქ­მე­დი პო­ლი­ტი­კო­სი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის ათე­უ­ლი სამ სხვა­დას­ხვა დი­ზა­ი­ნერს ერ­თმა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­ვად­გე­ნი­ნეთ. პირ­ვე­ლი ად­გი­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა და­ი­კა­ვა.

1. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი

"ეს ქალ­ბა­ტო­ნი ყო­ველ­თვის გე­მოვ­ნე­ბი­თაა ჩაც­მუ­ლი. მისი გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე პა­რი­ზულ­მა მო­დამ, ევ­რო­პა­ში ცხოვ­რე­ბამ თა­ვი­სე­ბუ­რი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა. ყო­ველ­თვის კარ­გი სამ­კა­უ­ლი უკე­თია, ხში­რად დიდი ზო­მის, მაგ­რამ სა­მოს­თან შე­ხა­მე­ბუ­ლი".

"მისი სტი­ლი ყო­ველ­თვის დახ­ვე­წი­ლია. იცის სად და რო­გორ ჩა­იც­ვას. მახ­სოვს სპორ­ტულ სა­მოს­შიც, რაც ასე­ვე უხ­დე­ბო­და. უდა­ვოდ კარ­გი გე­მოვ­ნე­ბა აქვს, საკ­მა­ოდ მომ­ხიბ­ვლე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი­ცაა. ევ­რო­პუ­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბა ყო­ველ­თვის წეს­რიგ­ში აქვს, ემ­ჩნე­ვა, რომ თა­ვის მოვ­ლა უყ­ვარს"

2. ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე

"ყო­ველ­თვის ხა­რის­ხი­ა­ნი, ძვირ­ად ღი­რე­ბუ­ლი სა­მო­სი აც­ვია. მის ჩაც­მუ­ლო­ბა­ში იგ­რძნო­ბა მა­ღა­ლი მო­დის ტენ­დენ­ცი­ე­ბი. ვფიქ­რობ, რომ მას ამ სა­კი­თხში მრჩე­ვე­ლი ჰყავს და ეს ძა­ლი­ან კარ­გია."

"ნი­ნოს ინ­გლი­სუ­რი, მარ­გა­რეტ­ ტეტ­ჩე­რი­სე­უ­ლი სტი­ლი აქვს, რაც, ცოტა არ იყოს, ამო­ვარ­დნი­ლია ქარ­თუ­ლი სი­ნამ­დვი­ლი­დან. თუ ძველ ფო­ტო­ებს გა­დავ­ხე­დავთ, ვნა­ხავთ, რომ ნინო და­იხ­ვე­წა და უფრო გე­მოვ­ნე­ბი­ან სა­მოსს ირ­გებს. ვფიქ­რობ, რომ ამ სა­კი­თხში მას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან." "ბურ­ჯა­ნა­ძის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ვარ­ცხნი­ლო­ბაა, თუმ­ცა მის სტილ­საა მორ­გე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა აქ­სე­სუ­ა­რებს, მარ­გა­ლი­ტი მისი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია. სამ­კა­უ­ლი ყოვლთვის შე­ე­სა­ბა­მე­ბა მის დახ­ვე­წილ სა­მოსს. სტილს მორ­გე­ბუ­ლია სათ­ვა­ლეც, ფეხ­საც­მე­ლიც."

3. მა­რი­ამ სა­ჯა­ია

"რამ­დე­ნად კარ­გად ერ­კვე­ვა პო­ლი­ტი­კა­ში, არ ვიცი, მაგ­რამ გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ქალი ნამ­დვი­ლად არის, თუმ­ცა ცოტა დახ­ვე­წა აკ­ლია. ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი ჩაც­მის სტი­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლია, ნა­თე­ლი ფე­რე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი. სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რეგ­ნო­ბაც ხელს უწყობს, რომ გა­მო­ირ­ჩე­ო­დეს."

"გა­რეგ­ნო­ბა მისი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია. სტი­ლი კარ­გად აქვს მორ­გე­ბუ­ლი. ყო­ველ­თვის კარ­გი ფეხ­საც­მე­ლი აც­ვია."

4. თი­ნა­თინ ბო­კუ­ჩა­ვა

"გა­მო­ირ­ჩე­ვა ჩაც­მის კულ­ტუ­რით, ზუს­ტად იცის, რა უნდა ჩა­იც­ვას. მი­მაჩ­ნია, რომ თი­ნა­თი­ნი გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი პო­ლი­ტი­კო­სია. ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­მო­სი უხ­დე­ბა. ძა­ლი­ან დახ­ვე­წი­ლი და ქა­ლუ­რია"

"სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რეგ­ნო­ბა სი­მა­პთი­ით გან­გა­წყობს. მას­ზე ვერ ნა­ხავთ ვერც ერთ ზედ­მეტ აქ­სე­სუ­არს".

5. მაია ფან­ჯი­კი­ძე

"მისი ჩაც­მის სტი­ლი დახ­ვე­წი­ლია. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ჩაც­მუ­ლო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი ვერ იქ­ნე­ბა. აკა­დე­მი­უ­რია და მოხ­დე­ნი­ლი. ეტი­კეტს პა­სუ­ხობს.

იცის, რო­გორ შე­ი­მო­სოს შეხ­ვედ­რებ­ზე."

"ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი დიპ­ლო­მა­ტი გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, სიმ­პა­თი­უ­რი და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ქალ­ბა­ტო­ნია. შე­მიძ­ლია ვურ­ჩიო, რომ აქ­სე­სუ­ა­რე­ბი უფრო მე­ტად შე­უ­ხა­მოს სა­მოსს."

6. მა­რი­კა ვე­რუ­ლაშ­ვი­ლი

"მა­რი­კა გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ქა­ლია. ის ძა­ლი­ან ნაზი, ქა­ლუ­რი და მომ­ხიბ­ლა­ვია. მი­მაჩ­ნია, რომ მას კლა­სი­კუ­რი სტი­ლი უფრო უხ­დე­ბა."

7. ხა­თუ­ნა ხო­ფე­რია

"გა­მორ­ჩე­უ­ლად გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ქა­ლია,. ვერ ნა­ხავთ მო­უ­წეს­რი­გე­ბელს, უყ­ვარს ჰა­ე­რო­ვა­ნი კა­ბე­ბი. აქ­სე­სუ­ა­რებს დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს. ძა­ლი­ან უხ­დე­ბა კლა­სი­კუ­რი, საქ­მი­ა­ნი სა­მო­სი. გა­და­წე­უ­ლი თმა გან­სა­კუთ­რე­ბით შვე­ნის. ზუს­ტად იცის, რა უნდა ჩა­იც­ვას. ნამ­დვი­ლი ლე­დია. რო­დე­საც დი­ზა­ი­ნე­რე­ბი ჩვ­ენი პო­ლი­ტი­კო­სი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, ხა­თუ­ნას გე­მოვ­ნე­ბას ყო­ველ­თვის ვა­ქებთ".

8. თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი

"იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი კოხ­ტა, მომ­ხიბ­ვლე­ლი პო­ლი­ტი­კო­სია. შვე­ნის ქვე­და­კა­ბე­ბი. მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა და­უთ­მოს ვარ­ცხნი­ლო­ბას. იც­ვამს ზო­მი­ე­რად, ეტი­კე­ტის მი­ხედ­ვით. სა­სურ­ვე­ლია, თუ ღია ფე­რებს მი­ა­ნი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას. ლა­მა­ზი თვა­ლის ფერი აქვს და ეს უნდა გა­მოკ­ვე­თოს".

9. მაგ­და ანი­კაშ­ვი­ლი

"სა­ოც­რად დახ­ვე­წი­ლია, უხ­დე­ბა რო­გორც კლა­სი­კუ­რი, ასე­ვე სპორ­ტუ­ლი სტი­ლის სა­მო­სი. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ქა­ლია, კარ­გი აღ­ნა­გო­ბა აქვს. ქვე­და­კა­ბა და პი­ჯა­კი მისი სტი­ლია. მისი სამ­კა­უ­ლიც ყო­ველ­თვის ნაზი და სა­მოს­თან შე­ხა­მე­ბუ­ლია".

10. სან­დრა რუ­ლოვ­სი

მარ­თა­ლია, პირ­ვე­ლი ლედი პო­ლი­ტი­კო­სი არ არის, თუმ­ცა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­მა ის გე­მოვ­ნე­ბი­ან ქა­ლად მი­იჩ­ნი­ეს. "მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის გაზ­რდი­ლი, მთლი­ა­ნად მორ­გე­ბუ­ლია ქარ­თვე­ლი ქა­ლის სტან­დარტს. გა­რე­მოს შე­სა­ბა­მი­სად აც­ვია. და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ჩაც­მის სტი­ლი აქვს. გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარს შარ­ფე­ბი, რა­საც კარ­გად უხა­მებს თმი­სა და სა­ხის ფერს".

დი­ზა­ი­ნე­რე­ბი ურ­ჩე­ვენ:

ნუ მო­ირ­გე­ბენ სა­მოსს, რო­მე­ლიც მათ ფი­ზი­კურ ნაკლს შე­სამ­ჩნევს გახ­დის. აუ­ცი­ლე­ბე­ლი არაა, პარ­ლა­მენ­ტში მხო­ლოდ კოს­ტი­უ­მე­ბი­თა და თეთ­რი პე­რან­გე­ბით მი­ვიდ­ნენ. მეტი დრო და­უთ­მონ ვარ­ცხნი­ლო­ბას, თმის ფერს. ნუ ავი­წყდე­ბათ, რომ პირ­ველ რიგ­ში, მან­დი­ლოს­ნე­ბი არი­ან. ტან­საც­მე­ლი შე­არ­ჩი­ონ ფე­რის, ფაქ­ტუ­რი­სა და ხა­რის­ხის მიხდვით.

შე­ი­ძი­ნონ ხა­რის­ხი­ა­ნი და სა­მო­სის შე­სა­ბა­მი­სი ფეხ­საც­მე­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­ა­ნი­ჭონ სამ­კა­ულს: ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სი ქალი შე­უ­ფე­რებ­ლად გრძელ სა­ყუ­რე­ებს იკე­თებს, რაც და­უშ­ვე­ბე­ლია. როცა მა­მა­კა­ცუ­რად გაც­ვია, სა­ყუ­რე ქა­ლად ვერ გაქ­ცევს. მთა­ვა­რია მეტი ქა­ლუ­რო­ბა. პო­ლი­ტი­კო­სებ­მა უფრო მეტი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი უნდა გა­მო­ი­ჩი­ნონ. გარ­დე­რობს აუ­ცი­ლებ­ლად შე­მა­ტონ ქვე­და­კა­ბა და ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი, აქ­სე­სუ­ა­რიც არ და­ა­ვი­წყდეთ, და­ი­მახ­სოვ­რონ: მთა­ვა­რია არა მო­დუ­რი სა­მო­სი, არა­მედ ის, რაც გიხ­დე­ბა.

პო­ლი­ტი­კო­სი ქალი დახ­ვე­წი­ლი და ელე­გან­ტუ­რი უნდა იყოს. მი­უ­ღე­ბე­ლია სიმ­დიდ­რის ჩვე­ნე­ბა და ბრჭყვი­ა­ლა სამ­კა­უ­ლე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა. სა­ჭი­როა ზო­მი­ე­რე­ბა.

მარი მგე­ლა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

ვინ არის ყველაზე გემოვნებიანი პოლიტიკოსი ქალი?

ვინ არის ყველაზე გემოვნებიანი პოლიტიკოსი ქალი?

ყველა ქალს სურს გემოვნებით, კოხტად და მოხდენილად ეცვას. ზოგს გამოსდის, ზოგს ნაკლებად. ამბობენ, გემოვნებაზე არ დაობენო, მაგრამ ხშირად სწორედ გემოვნებაზე კამათობენ: აინტერესებთ, ვის როგორი და რა ფასიანი სამოსი აცვია. საზოგადოების ინტერესის სფეროს კი ცნობილი ადამიანები წარმოადგენენ. შევეცადეთ დაგვედგინა, ვინ არის საქართველოში ყველაზე გემოვნებიანი პოლიტიკოსი ქალი. ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსი ქალბატონების ათეული სამ სხვადასხვა დიზაინერს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შევადგენინეთ. პირველი ადგილი საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა დაიკავა.

1. სალომე ზურაბიშვილი

"ეს ქალბატონი ყოველთვის გემოვნებითაა ჩაცმული. მისი გემოვნების ჩამოყალიბებაზე პარიზულმა მოდამ, ევროპაში ცხოვრებამ თავისებური გავლენა მოახდინა. ყოველთვის კარგი სამკაული უკეთია, ხშირად დიდი ზომის, მაგრამ სამოსთან შეხამებული".

"მისი სტილი ყოველთვის დახვეწილია. იცის სად და როგორ ჩაიცვას. მახსოვს სპორტულ სამოსშიც, რაც ასევე უხდებოდა. უდავოდ კარგი გემოვნება აქვს, საკმაოდ მომხიბვლელი ქალბატონიცაა. ევროპული ვარცხნილობა ყოველთვის წესრიგში აქვს, ემჩნევა, რომ თავის მოვლა უყვარს"

2. ნინო ბურჯანაძე

"ყოველთვის ხარისხიანი, ძვირ­ად ღირებული სამოსი აცვია. მის ჩაცმულობაში იგრძნობა მაღალი მოდის ტენდენციები. ვფიქრობ, რომ მას ამ საკითხში მრჩეველი ჰყავს და ეს ძალიან კარგია."

"ნინოს ინგლისური, მარგარეტ­ ტეტჩერისეული სტილი აქვს, რაც, ცოტა არ იყოს, ამოვარდნილია ქართული სინამდვილიდან. თუ ძველ ფოტოებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ნინო დაიხვეწა და უფრო გემოვნებიან სამოსს ირგებს. ვფიქრობ, რომ ამ საკითხში მას პროფესიონალები ეხმარებიან." "ბურჯანაძის მთავარი პრობლემა ვარცხნილობაა, თუმცა მის სტილსაა მორგებული. რაც შეეხება აქსესუარებს, მარგალიტი მისი სავიზიტო ბარათია. სამკაული ყოვლთვის შეესაბამება მის დახვეწილ სამოსს. სტილს მორგებულია სათვალეც, ფეხსაცმელიც."

3. მარიამ საჯაია

"რამდენად კარგად ერკვევა პოლიტიკაში, არ ვიცი, მაგრამ გემოვნებიანი ქალი ნამდვილად არის, თუმცა ცოტა დახვეწა აკლია. ასაკიდან გამომდინარე, მისი ჩაცმის სტილი თავისუფალია, ნათელი ფერებით დატვირთული. სასიამოვნო გარეგნობაც ხელს უწყობს, რომ გამოირჩეოდეს."

"გარეგნობა მისი სავიზიტო ბარათია. სტილი კარგად აქვს მორგებული. ყოველთვის კარგი ფეხსაცმელი აცვია."

4. თინათინ ბოკუჩავა

"გამოირჩევა ჩაცმის კულტურით, ზუსტად იცის, რა უნდა ჩაიცვას. მიმაჩნია, რომ თინათინი გემოვნებიანი პოლიტიკოსია. ყველანაირი სამოსი უხდება. ძალიან დახვეწილი და ქალურია"

"სასიამოვნო გარეგნობა სიმაპთიით განგაწყობს. მასზე ვერ ნახავთ ვერც ერთ ზედმეტ აქსესუარს".

5. მაია ფანჯიკიძე

"მისი ჩაცმის სტილი დახვეწილია. საგარეო საქმეთა მინისტრის ჩაცმულობა თავისუფალი ვერ იქნება. აკადემიურია და მოხდენილი. ეტიკეტს პასუხობს.

იცის, როგორ შეიმოსოს შეხვედრებზე."

"ქვეყნის პირველი დიპლომატი გაწონასწორებული, სიმპათიური და გემოვნებიანი ქალბატონია. შემიძლია ვურჩიო, რომ აქსესუარები უფრო მეტად შეუხამოს სამოსს."

6. მარიკა ვერულაშვილი

"მარიკა გემოვნებიანი ქალია. ის ძალიან ნაზი, ქალური და მომხიბლავია. მიმაჩნია, რომ მას კლასიკური სტილი უფრო უხდება."

7. ხათუნა ხოფერია

"გამორჩეულად გემოვნებიანი ქალია,. ვერ ნახავთ მოუწესრიგებელს, უყვარს ჰაეროვანი კაბები. აქსესუარებს დიდ ყურადღებას აქცევს. ძალიან უხდება კლასიკური, საქმიანი სამოსი. გადაწეული თმა განსაკუთრებით შვენის. ზუსტად იცის, რა უნდა ჩაიცვას. ნამდვილი ლედია. როდესაც დიზაინერები ჩვ­ენი პოლიტიკოსი ქალბატონების ჩაცმულობაზე ვსაუბრობთ, ხათუნას გემოვნებას ყოველთვის ვაქებთ".

8. თეა წულუკიანი

"იუსტიციის მინისტრი კოხტა, მომხიბვლელი პოლიტიკოსია. შვენის ქვედაკაბები. მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ვარცხნილობას. იცვამს ზომიერად, ეტიკეტის მიხედვით. სასურველია, თუ ღია ფერებს მიანიჭებს უპირატესობას. ლამაზი თვალის ფერი აქვს და ეს უნდა გამოკვეთოს".

9. მაგდა ანიკაშვილი

"საოცრად დახვეწილია, უხდება როგორც კლასიკური, ასევე სპორტული სტილის სამოსი. ძალიან ლამაზი ქალია, კარგი აღნაგობა აქვს. ქვედაკაბა და პიჯაკი მისი სტილია. მისი სამკაულიც ყოველთვის ნაზი და სამოსთან შეხამებულია".

10. სანდრა რულოვსი

მართალია, პირველი ლედი პოლიტიკოსი არ არის, თუმცა პროფესიონალებმა ის გემოვნებიან ქალად მიიჩნიეს. "მიუხედავად იმისა რომ საქართველოში არ არის გაზრდილი, მთლიანად მორგებულია ქართველი ქალის სტანდარტს. გარემოს შესაბამისად აცვია. დამახასიათებელი ჩაცმის სტილი აქვს. გამორჩეულად უყვარს შარფები, რასაც კარგად უხამებს თმისა და სახის ფერს".

დიზაინერები ურჩევენ:

ნუ მოირგებენ სამოსს, რომელიც მათ ფიზიკურ ნაკლს შესამჩნევს გახდის. აუცილებელი არაა, პარლამენტში მხოლოდ კოსტიუმებითა და თეთრი პერანგებით მივიდნენ. მეტი დრო დაუთმონ ვარცხნილობას, თმის ფერს. ნუ ავიწყდებათ, რომ პირველ რიგში, მანდილოსნები არიან. ტანსაცმელი შეარჩიონ ფერის, ფაქტურისა და ხარისხის მიხდვით.

შეიძინონ ხარისხიანი და სამოსის შესაბამისი ფეხსაცმელი. განსაკუთრებული ყურადღება მიანიჭონ სამკაულს: ზოგიერთი პოლიტიკოსი ქალი შეუფერებლად გრძელ საყურეებს იკეთებს, რაც დაუშვებელია. როცა მამაკაცურად გაცვია, საყურე ქალად ვერ გაქცევს. მთავარია მეტი ქალურობა. პოლიტიკოსებმა უფრო მეტი ინდივიდუალიზმი უნდა გამოიჩინონ. გარდერობს აუცილებლად შემატონ ქვედაკაბა და ქუსლიანი ფეხსაცმელი, აქსესუარიც არ დაავიწყდეთ, დაიმახსოვრონ: მთავარია არა მოდური სამოსი, არამედ ის, რაც გიხდება.

პოლიტიკოსი ქალი დახვეწილი და ელეგანტური უნდა იყოს. მიუღებელია სიმდიდრის ჩვენება და ბრჭყვიალა სამკაულების დემონსტრირება. საჭიროა ზომიერება.

მარი მგელაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"