სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი: "ცუდია, თუ მერაბიშვილმა სააკაშვილს ზურგი შეაქცია"
ირაკლი ღარიბაშვილი: "ცუდია, თუ მერაბიშვილმა სააკაშვილს ზურგი შეაქცია"

სა­ქარ­თვე­ლო­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ერთ-ერთი საკ­ვან­ძო უწყე­ბაა, შე­სა­ბა­მი­სად, შს მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. მის მი­მართ ყუ­რა­დღე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო დღე­ებ­ში გა­მახ­ვილ­და. ლა­პა­რა­კი იყო იმა­ზე, მო­ა­ხერ­ხებ­და თუ არა შსს იმის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის 19 აპ­რი­ლის აქ­ცი­ას ექ­სცე­სე­ბის გა­რე­შე ჩა­ევ­ლო. სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბი­ა­ნად დას­რულ­და და პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და თბი­ლი­სის მერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ პო­ლი­ცი­ე­ლებს მად­ლო­ბაც გა­და­უ­ხა­დეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ სწო­რედ 19 აპ­რი­ლის აქ­ცი­ის შე­ფა­სე­ბით და­ვი­წყეთ.

- 19 აპ­რი­ლის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია იყო და­მარ­ცხე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის აქ­ცია. ყვე­ლამ კარ­გად იცის, რა გზე­ბით და მე­თო­დე­ბით შეძ­ლო "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ამ ხალ­ხის რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მოყ­ვა­ნა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ან­გა­რე­ბით იყო მი­სუ­ლი. 19 აპ­რი­ლის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე პო­ლი­ცი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ქარ­თველ ხალ­ხს აჩ­ვე­ნა თა­ვი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის მი­მართ - ის, რომ პო­ლი­ცია არის დე­პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი და არა­სო­დეს ჩა­ე­რე­ვა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში, რო­გორც ეს ადრე ხდე­ბო­და. სა­ქარ­თვე­ლოს დღეს ჰყავს სრუ­ლი­ად დე­პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, ამას ვამ­ბობ და­ბე­ჯი­თე­ბით და ეს ჩემი უწყე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­თა საქ­ცი­ე­ლი­თაც დას­ტურ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და ქა­ლა­ქის მერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­და­უ­ხა­დეს ჩემს უწყე­ბას მად­ლო­ბა 19 აპ­რი­ლის აქ­ცი­ის მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­ტა­რე­ბის გამო, ეს უბ­რა­ლოდ, რე­ა­ლო­ბის აღი­ა­რე­ბაა. ასე­თი რამ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მხრი­დან იშ­ვი­თად ხდე­ბა და მარ­თლაც გა­საკ­ვი­რია. მაგ­რამ, ვი­მე­ო­რებ - რე­ა­ლო­ბა იყო ასე­თი და მათ სხვა გზა არც ჰქონ­დათ. აქ­ცია რომ მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­ტარ­და, ეს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი კულ­ტუ­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

- 19 აპ­რი­ლამ­დე ერთი დღით ადრე სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რმა გო­კა გა­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თით­ქოს თქვე­ნი სი­მამ­რი თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სის მძღო­ლებ­ზე ახ­დენ­და ზე­მოქ­მე­დე­ბას და ეუბ­ნე­ბო­და - აქ­ცი­ა­ზე ნუ წახ­ვალ­თო, თუ და­ინ­ტე­რეს­დით ამ ფაქ­ტე­ბით?

- ამ გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც გოკა გა­ბაშ­ვილ­მა თუ უმ­ცი­რე­სო­ბის სხვა წევ­რებ­მა გა­ა­კე­თეს, რე­ა­ლო­ბას­თან კავ­ში­რი არა აქვს და მსგავს სი­სუ­ლე­ლე­ებ­ზე კო­მენ­ტარს არ გა­ვა­კე­თებ.

- თქვე­ნი სი­მამ­რის ყო­ფილ­მა თანა­მე­საკ­ნემ გა­ნა­ცხა­და, რომ პრე­ზი­დენ­ტმა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მა­შინ­დელ მი­ნის­ტრ ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძეს თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის ლიკ­ვი­და­ცია და­ა­ვა­ლა, მიმ­დი­ნა­რე­ობს თუ არა გა­მო­ძი­ე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

- რა თქმა უნდა, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­ტა­ნი­ლია სა­ჩი­ვა­რი და მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. მეტი კო­მენ­ტა­რი ამ ეტაპ­ზე არ მი­მაჩ­ნია მი­ზან­შე­წო­ნი­ლად. არ მინ­და ხელი შე­ვუ­შა­ლო გა­მო­ძი­ე­ბას. ჩემი სი­მამ­რის ად­ვო­კატ­მა შე­ი­ტა­ნა სარ­ჩე­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. გა­მო­ძი­ე­ბა იმი­ტომ კი არ მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ ის ჩემი ოჯა­ხის წევ­რია. ის რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქეა და კა­ნო­ნის წი­ნა­შე და­ცუ­ლი უნდა იყოს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევრ მსგავს ფაქტს აეხ­დე­ბა ფარ­და და ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც ზე­მოქ­მე­დებ­და არა მარ­ტო თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვილ­ზე, არა­მედ სხვა ბევრ უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ან­ზე, კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით და­ის­ჯე­ბა.

- თქვენს სა­კად­რო პო­ლი­ტი­კა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბაა, მა­გა­ლი­თად, არა­ერ­თხელ უთ­ქვამთ, რომ ადა­მი­ა­ნებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი პი­რე­ბი შსს-ში კვლავ მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე რჩე­ბი­ან, ან კი­დევ პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს აწი­ნა­უ­რე­ბენ.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არ იცის, რომ ორ­ჯერ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მეტი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბაა სა­ჭი­რო და ამ მცი­რე ხარ­ვეზს ნამ­დვი­ლად გა­მო­ვას­წო­რებ. მა­გა­ლი­თად, მი­ნის­ტრად რომ და­ვი­ნიშ­ნე, შსს-ში გან­ხორ­ცი­ელ­და სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ ჩა­ვა­ტა­რეთ და ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც არა­ნა­ი­რი და­ნა­შა­უ­ლი არ ჰქონ­და ჩა­დე­ნი­ლი და უშუ­ა­ლოდ არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში (რისი უფ­ლე­ბაც პო­ლი­ცი­ელს არა აქვს), არ დაგ­ვი­თხო­ვია სამ­სა­ხუ­რი­დან. ის ადა­მი­ა­ნე­ბი კი, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში და ჰქონ­დათ უპა­ტი­ე­ბე­ლი გა­დაც­დო­მე­ბი, რო­მელ­საც კა­ნო­ნი უკ­რძა­ლავს პო­ლი­ცი­ელს, ცხა­დია, გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლეთ. ეს იყო სა­კად­რო ცვლი­ლე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი. მე­ო­რე ეტაპ­ზე სის­ტე­მა­ში დავ­ტო­ვეთ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ნდო­ბა გა­ა­მარ­თლეს და კა­ნო­ნით და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას პირ­ნათ­ლად ას­რუ­ლებ­დნენ. ვინც ეს მო­თხოვ­ნე­ბი ვერ შე­ას­რუ­ლა, გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლეთ. სხვა­თა შო­რის, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლე პო­ლი­ცი­ის ბევ­რი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და მათ ად­გილ­ზე მო­ვიდ­ნენ ახა­ლი კად­რე­ბი. ასე­ვე, რე­გი­ო­ნებ­შიც შე­იც­ვალ­ნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დნენ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ მო­თხოვ­ნებს. სამ­სა­ხუ­რი­დან უკა­ნო­ნოდ, უსა­მარ­თლოდ არა­ვინ გა­მი­თა­ვი­სუფ­ლე­ბია და ასე­თი რამ არც მოხ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით სამ­სა­ხუ­რი­დან უსა­მარ­თლოდ და­თხოვ­ნილ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს, მათი სის­ტე­მა­ში დაბ­რუ­ნე­ბის პრო­ცე­სი და­წყე­ბუ­ლია და მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა. რა თქმა უნდა, გა­მო­ვი­ყე­ნებთ პრო­ფე­სი­ო­ნალ კად­რებს, მით უმე­ტეს, რომ ნამ­დვი­ლად არის კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი. ჩვენ უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ პრო­ფე­სი­ო­ნალ კად­რებს. ჩემი იდე­აა და ალ­ბათ, გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ - სის­ტე­მა­ში ახალ­გაზ­რდა კად­რე­ბი მი­ვი­ღო და მათი "გაზ­რდით" აღ­მოვ­ფხვრა სის­ტე­მა­ში კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი. აქ­ცენტს ახალ­გაზ­რდო­ბა­ზე, მო­მა­ვალ თა­ო­ბა­ზე გა­ვა­კე­თებ.

- იმ პი­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი, ვინც თქვენ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეთ სამ­სა­ხუ­რი­დან, თქვე­ნი­ვე და­ნიშ­ნუ­ლი იყო...

- მოკ­ლედ გე­ტყვით - არ ვი­ყა­ვი მათი მუ­შა­ო­ბით კმა­ყო­ფი­ლი.

- კო­ლა­გის ტრა­გე­დი­ის, ანუ 10 თვის ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე კვლავ ბუ­რუ­სით არის მო­ცუ­ლი. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლიც კი არ არ­სე­ბობს. სხვა­თა შო­რის, რა­ფა­ლი­ან­ცებ­მა ცოტა ხნის წინ გა­ნა­ცხა­დეს, რომ ქვევრში, რო­მელ­შიც პა­ტა­რა და­ი­ღუ­პა, აღ­მო­ა­ჩი­ნეს ცის­ფე­რი ჩან­თა. ისი­ნი ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუხს დღემ­დე ელო­დე­ბი­ან.

- ამ კონ­კრე­ტუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე კო­მენ­ტა­რის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უახ­ლო­ეს ხან­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბი - მო­ტი­ვიც და ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნის ვი­ნა­ო­ბაც.

- ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის, ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის, ბუტა რო­ბა­ქი­ძის და სხვა გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი დღემ­დე გა­უხ­სნე­ლია, ამ საქ­მე­ე­ბის გახ­სნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი დაკ­ვე­თაა. თუმ­ცა უკვე ბევ­რი მი­იჩ­ნევს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ჭი­ა­ნურ­დე­ბა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა მა­ტუ­ლობს.

- აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს პრო­კუ­რა­ტუ­რა. გარ­წმუ­ნებთ, ყვე­ლა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, რო­მე­ლიც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სხვა­დას­ხვა მი­ზეზ­თა გამო არ გა­მო­ი­ძია, ბო­ლომ­დე მივა, ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე, ვინც არ უნდა იყოს, კა­ნო­ნის წი­ნა­შე აგებს პა­სუხს.

- პრე­სა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ შსს-ს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ქვეყ­ნი­დან 2012 წლის ბო­ლოს კი არა, სულ ცოტა ხნის წინ წა­ვი­და. ამ ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, ახა­ლა­ია სა­მეგ­რე­ლო­ში იყო და მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის დახ­მა­რე­ბით შეძ­ლო.

- ამას ვერ და­გი­დას­ტუ­რებთ. არ ვფლობ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ კუდ-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი დათა ახა­ლა­ია სა­მეგ­რე­ლოს აფა­რებ­და თავს და მას სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი უწყობ­დნენ ხელს.

- დათა ახა­ლა­ი­ას სკან­და­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ზეც მინ­და გკი­თხოთ: მან ყო­ფილ პრე­მი­ერ ვანო მე­რა­ბიშ­ვილს არა­ერ­თი ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნა. მი­სი­ვე თქმით, კუდ-ის ყო­ფი­ლი შეფი მზად არის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი წა­რად­გი­ნოს. თუ თქვენ, რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს, ერ­თმა "დამ­ნა­შა­ვე" დათა ახა­ლა­ი­ამ მო­გა­წო­დათ "ათი მის­ნა­ი­რი დამ­ნა­შა­ვე მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის" შე­სა­ხებ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, უნდა ჰქონ­დეს თუ არა მას რა­ი­მე შე­ღა­ვა­თის იმე­დი?

- კარ­გი და სა­ინ­ტე­რე­სო შე­კი­თხვაა. დათა ახა­ლა­ია იყო კუდ-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი და მას ხელი მი­უწ­ვდე­ბო­და ბევრ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, ამი­ტომ ჩვენს უწყე­ბას­თან მისი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას შე­ღა­ვა­თიც გა­ვუ­წი­ოთ. თუ დათა ახა­ლა­ი­ას აქვს სურ­ვი­ლი, თა­ვის ქვე­ყა­ნა­სა და ხალ­ხს უთხრას სი­მარ­თლე, რა ხდე­ბო­და რე­ა­ლუ­რად და რა და­ვა­ლე­ბებს აძ­ლევ­დნენ მას, ეს და­ეხ­მა­რე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას იმ მრა­ვა­ლი საქ­მის გახ­სნა­ში, რომ­ლე­ბიც დღემ­დე ბუ­რუ­სი­თაა მო­ცუ­ლი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი ეს ქვე­ყა­ნას წა­ად­გე­ბა. არ გა­მოვ­რი­ცხავ მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, გა­მო­ძი­ე­ბი­სა და ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

- წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს სა­ტე­ლე­ფო­ნო მოს­მე­ნე­ბი რომ მა­სობ­რი­ად ხდე­ბო­და, ამა­ზე სა­უ­ბა­რი შორს წაგ­ვიყ­ვანს. თუმ­ცა დღე­საც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ეს პრობ­ლე­მა ბო­ლომ­დე მოგ­ვა­რე­ბუ­ლი არ არის.

- ის, რაც იყო წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, ანუ როცა ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს ვე­ღარ ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ მა­სობ­რი­ვი მოს­მე­ნე­ბის ში­შით, ის დრო და ეპო­ქა დას­რულ­და. არა მგო­ნია, დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ვინ­მემ გა­ბე­დოს მსგავ­სი უკა­ნო­ნო­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში მოს­მე­ნა მხო­ლოდ კა­ნო­ნი­ე­რად, სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ - სა­ბო­ლო­ოდ დას­რულ­და ის უკა­ნო­ნო­ბა, რაც იყო წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, როცა ოჯა­ხის წევ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს ვერ ელა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ. არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს კვლა­ვაც აქვთ მო­სას­მე­ნი აპა­რა­ტუ­რა და კვლავ უს­მე­ნენ მო­ქა­ლა­ქე­ებს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ რის­კი და ადა­მი­ა­ნე­ბის პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცია და­ცუ­ლი იყოს.

- ვი­სა­უბ­როთ კრი­მი­ნო­გე­ნულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეც. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ობის" წევ­რე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ბრალ­დე­ბა თქვენ მი­მართ ის არის, რომ ქვე­ყა­ნა­ში კრი­მი­ნა­ლი გა­ი­ზარ­და და პო­ლი­ცია უძ­ლუ­რია.

- ნო­ემ­ბერ­სა და დე­კემ­ბერ­ში გა­ი­ზარ­და ქურ­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, მოხ­და რამ­დე­ნი­მე ყა­ჩა­ღო­ბაც. იან­ვრი­დან კი მკვეთ­რად გა­მოს­წორ­და მდგო­მა­რე­ო­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გან­ხორ­ცი­ელ­და უპ­რე­ცე­დენ­ტო ამ­ნის­ტია, რის შე­დე­გა­დაც 11 ათა­სი პა­ტი­მა­რი გა­თა­ვი­სუფ­ლდა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა არ გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლა. მMეტიც - სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, ბევ­რად უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა: და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც მა­ღა­ლია. ასე რომ, და­ნა­შა­უ­ლის ზრდის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გან­ცხა­დე­ბე­ბი უსა­ფუძ­ლოა. ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მი­ზა­ნია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნონ და და­ა­ში­ნონ, ისე, რო­გორც ამას ადრე აკე­თებ­დნენ. ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­მხრივ სტა­ბი­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა.

- თქვენს ყო­ფილ კო­ლე­გა­ზეც მინ­და გკი­თხოთ. 19 აპ­რი­ლის აქ­ცი­ა­ზე პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას იქა­ურო­ბა და­ტო­ვა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა. რო­გორ ფიქ­რობთ, რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბობს და­პი­რის­პი­რე­ბა მე­რა­ბიშ­ვილ­სა და სა­ა­კაშ­ვილს შო­რის?

- პირ­ველ რიგ­ში, ვი­ტყვი იმას, რომ კარ­გია "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ", რო­მელ­მაც ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ზე­მოქ­მე­დე­ბა­სა და სიც­რუ­ე­ში აცხოვ­რა, 19 აპ­რილს მა­ინც რომ გა­იხ­სე­ნა ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და ნამ­დვი­ლი დე­მოკ­რა­ტია. ცუდი ტო­ნია, თუ პრე­ზი­დენტს მის­მა ყო­ფილ­მა შს მი­ნის­ტრმა მარ­თლაც შე­აქ­ცია ზურ­გი!

- მოკ­ლედ, იმე­დი უნდა გვქონ­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა არ გა­უ­რეს­დე­ბა. სხვა­თა შო­რის, პრე­სა­ში წე­რენ, რომ ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­სი გავ­ლე­ნის აღ­დგე­ნას ცდი­ლო­ბენ.

- არ და­ვუშ­ვებთ ქვე­ყა­ნა­ში მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას. კრი­მი­ნა­ლე­ბის, ბან­დი­ტე­ბის, ყა­ჩა­ღე­ბის და ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის ად­გი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იქ­ნე­ბა. ყვე­ლას მკაც­რად ვაფრ­თხი­ლებ, რომ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­თხვე­ვა­ში უმ­კაც­რე­სად და­ის­ჯე­ბი­ან.

და­რე­ჯან ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ირაკლი ღარიბაშვილი: "ცუდია, თუ მერაბიშვილმა სააკაშვილს ზურგი შეაქცია"

ირაკლი ღარიბაშვილი: "ცუდია, თუ მერაბიშვილმა სააკაშვილს ზურგი შეაქცია"

საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი საკვანძო უწყებაა, შესაბამისად, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მის მიმართ ყურადღება განსაკუთრებით ბოლო დღეებში გამახვილდა. ლაპარაკი იყო იმაზე, მოახერხებდა თუ არა შსს იმის უზრუნველყოფას, რომ ნაციონალების 19 აპრილის აქციას ექსცესების გარეშე ჩაევლო. საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თბილისის მერმა გიგი უგულავამ პოლიციელებს მადლობაც გადაუხადეს. შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ სწორედ 19 აპრილის აქციის შეფასებით დავიწყეთ.

- 19 აპრილის საპროტესტო აქცია იყო დამარცხებული პოლიტიკური პარტიის აქცია. ყველამ კარგად იცის, რა გზებით და მეთოდებით შეძლო "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ ხალხის რეგიონებიდან ჩამოყვანა. აქციის მონაწილეთა უმრავლესობა ანგარებით იყო მისული. 19 აპრილის საპროტესტო აქციაზე პოლიციამ საზოგადოებას და ქართველ ხალხს აჩვენა თავისი დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესების მიმართ - ის, რომ პოლიცია არის დეპოლიტიზებული და არასოდეს ჩაერევა პოლიტიკურ პროცესებში, როგორც ეს ადრე ხდებოდა. საქართველოს დღეს ჰყავს სრულიად დეპოლიტიზებული შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამას ვამბობ დაბეჯითებით და ეს ჩემი უწყების თანამშრომელთა საქციელითაც დასტურდება. რაც შეეხება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილმა და ქალაქის მერმა გიგი უგულავამ ოფიციალურად გადაუხადეს ჩემს უწყებას მადლობა 19 აპრილის აქციის მშვიდობიანად ჩატარების გამო, ეს უბრალოდ, რეალობის აღიარებაა. ასეთი რამ ნაციონალების მხრიდან იშვითად ხდება და მართლაც გასაკვირია. მაგრამ, ვიმეორებ - რეალობა იყო ასეთი და მათ სხვა გზა არც ჰქონდათ. აქცია რომ მშვიდობიანად ჩატარდა, ეს ქართული საზოგადოების მაღალი კულტურის დამსახურებაა.

- 19 აპრილამდე ერთი დღით ადრე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გო­კა გაბაშვილმა განაცხადა, რომ თითქოს თქვენი სიმამრი თამაზ თამაზაშვილი სამარშრუტო ტაქსის მძღოლებზე ახდენდა ზემოქმედებას და ეუბნებოდა - აქციაზე ნუ წახვალთო, თუ დაინტერესდით ამ ფაქტებით?

- ამ განცხადებას, რომელიც გოკა გაბაშვილმა თუ უმცირესობის სხვა წევრებმა გააკეთეს, რეალობასთან კავშირი არა აქვს და მსგავს სისულელეებზე კომენტარს არ გავაკეთებ.

- თქვენი სიმამრის ყოფილმა თანა­მესაკნემ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სასჯელაღსრულების მაშინდელ მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს თამაზ თამაზაშვილის ლიკვიდაცია დაავალა, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება ამ მიმართულებით?

- რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში შეტანილია საჩივარი და მიმდინარეობს გამოძიება. მეტი კომენტარი ამ ეტაპზე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. არ მინდა ხელი შევუშალო გამოძიებას. ჩემი სიმამრის ადვოკატმა შეიტანა სარჩელი პროკურატურაში. გამოძიება იმიტომ კი არ მიმდინარეობს, რომ ის ჩემი ოჯახის წევრია. ის რიგითი მოქალაქეა და კანონის წინაშე დაცული უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, ბევრ მსგავს ფაქტს აეხდება ფარდა და ყველა ის ადამიანი, ვინც ზემოქმედებდა არა მარტო თამაზ თამაზაშვილზე, არამედ სხვა ბევრ უდანაშაულო ადამიანზე, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.

- თქვენს საკადრო პოლიტიკაზე საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა, მაგალითად, არაერთხელ უთქვამთ, რომ ადამიანებზე ზემოქმედებაში ეჭვმიტანილი პირები შსს-ში კვლავ მაღალ თანამდებობებზე რჩებიან, ან კიდევ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ადამიანებს აწინაურებენ.

- საზოგადოებამ არ იცის, რომ ორჯერ განვახორციელე ფართომასშტაბიანი საკადრო ცვლილებები. ამ მიმართულებით მეტი ინფორმირებულობაა საჭირო და ამ მცირე ხარვეზს ნამდვილად გამოვასწორებ. მაგალითად, მინისტრად რომ დავინიშნე, შსს-ში განხორციელდა საკადრო ცვლილებები, რომელიც უმტკივნეულოდ ჩავატარეთ და ის ადამიანები, ვისაც არანაირი დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი და უშუალოდ არ მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესებში (რისი უფლებაც პოლიციელს არა აქვს), არ დაგვითხოვია სამსახურიდან. ის ადამიანები კი, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და ჰქონდათ უპატიებელი გადაცდომები, რომელსაც კანონი უკრძალავს პოლიციელს, ცხადია, გავათავისუფლეთ. ეს იყო საკადრო ცვლილების პირველი ეტაპი. მეორე ეტაპზე სისტემაში დავტოვეთ ის ადამიანები, რომელთაც ნდობა გაამართლეს და კანონით დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებდნენ. ვინც ეს მოთხოვნები ვერ შეასრულა, გავათავისუფლეთ. სხვათა შორის, თანამდებობიდან გავათავისუფლე პოლიციის ბევრი მაღალჩინოსანი და მათ ადგილზე მოვიდნენ ახალი კადრები. ასევე, რეგიონებშიც შეიცვალნენ ის ადამიანები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. სამსახურიდან უკანონოდ, უსამართლოდ არავინ გამითავისუფლებია და ასეთი რამ არც მოხდება. რაც შეეხება წინა ხელისუფლების მიერ პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან უსამართლოდ დათხოვნილ პოლიციის თანამშრომლებს, მათი სისტემაში დაბრუნების პროცესი დაწყებულია და მომავალშიც გაგრძელდება. რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ პროფესიონალ კადრებს, მით უმეტეს, რომ ნამდვილად არის კადრების დეფიციტი. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ პროფესიონალ კადრებს. ჩემი იდეაა და ალბათ, განვახორციელებ - სისტემაში ახალგაზრდა კადრები მივიღო და მათი "გაზრდით" აღმოვფხვრა სისტემაში კადრების დეფიციტი. აქცენტს ახალგაზრდობაზე, მომავალ თაობაზე გავაკეთებ.

- იმ პირების დიდი ნაწილი, ვინც თქვენ გაათავისუფლეთ სამსახურიდან, თქვენივე დანიშნული იყო...

- მოკლედ გეტყვით - არ ვიყავი მათი მუშაობით კმაყოფილი.

- კოლაგის ტრაგედიის, ანუ 10 თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმე კვლავ ბურუსით არის მოცული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილიც კი არ არსებობს. სხვათა შორის, რაფალიანცებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ ქვევრში, რომელშიც პატარა დაიღუპა, აღმოაჩინეს ცისფერი ჩანთა. ისინი ამ ფაქტთან დაკავშირებით ექსპერტიზის პასუხს დღემდე ელოდებიან.

- ამ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე კომენტარისგან თავს შევიკავებ. საზოგადოებისთვის უახლოეს ხანში გახდება ცნობილი გამოძიების შედეგები - მოტივიც და ამ დანაშაულის ჩამდენის ვინაობაც.

- ზურაბ ჟვანიას, სანდრო გირგვლიანის, ზურაბ ვაზაგაშვილის, ბუტა რობაქიძის და სხვა გახმაურებული საქმეები დღემდე გაუხსნელია, ამ საქმეების გახსნა საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი დაკვეთაა. თუმცა უკვე ბევრი მიიჩნევს, რომ გამოძიება ჭიანურდება. ამასთან დაკავშირებით გაღიზიანება მატულობს.

- აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს პროკურატურა. გარწმუნებთ, ყველა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც წინა ხელისუფლებამ სხვადასხვა მიზეზთა გამო არ გამოიძია, ბოლომდე მივა, ყველა დამნაშავე, ვინც არ უნდა იყოს, კანონის წინაშე აგებს პასუხს.

- პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შსს-ს კონსტიტუციური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ქვეყნიდან 2012 წლის ბოლოს კი არა, სულ ცოტა ხნის წინ წავიდა. ამ ვერსიის მიხედვით, ახალაია სამეგრელოში იყო და მოგვიანებით საქართველოს დატოვება სასულიერო პირების დახმარებით შეძლო.

- ამას ვერ დაგიდასტურებთ. არ ვფლობ ინფორმაციას, რომ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი დათა ახალაია სამეგრელოს აფარებდა თავს და მას სასულიერო პირები უწყობდნენ ხელს.

- დათა ახალაიას სკანდალურ განცხადებაზეც მინდა გკითხოთ: მან ყოფილ პრემიერ ვანო მერაბიშვილს არაერთი ბრალდება წაუყენა. მისივე თქმით, კუდ-ის ყოფილი შეფი მზად არის, ვანო მერაბიშვილის დანაშაულებრივი საქმიანობის დამამტკიცებელი დოკუმენტები წარადგინოს. თუ თქვენ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, ერთმა "დამნაშავე" დათა ახალაიამ მოგაწოდათ "ათი მისნაირი დამნაშავე მაღალჩინოსნის" შესახებ მტკიცებულებები, უნდა ჰქონდეს თუ არა მას რაიმე შეღავათის იმედი?

- კარგი და საინტერესო შეკითხვაა. დათა ახალაია იყო კუდ-ის ხელმძღვანელი და მას ხელი მიუწვდებოდა ბევრ ინფორმაციაზე, ამიტომ ჩვენს უწყებასთან მისი თანამშრომლობა საინტერესო იქნება. გამორიცხული არ არის, აქედან გამომდინარე, მას შეღავათიც გავუწიოთ. თუ დათა ახალაიას აქვს სურვილი, თავის ქვეყანასა და ხალხს უთხრას სიმართლე, რა ხდებოდა რეალურად და რა დავალებებს აძლევდნენ მას, ეს დაეხმარება გამოძიებას იმ მრავალი საქმის გახსნაში, რომლებიც დღემდე ბურუსითაა მოცული. საბოლოო ჯამში კი ეს ქვეყანას წაადგება. არ გამოვრიცხავ მასთან თანამშრომლობას, გამოძიებისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

- წინა ხელისუფლების დროს სატელეფონო მოსმენები რომ მასობრიად ხდებოდა, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. თუმცა დღესაც აღნიშნავენ, რომ ეს პრობლემა ბოლომდე მოგვარებული არ არის.

- ის, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს, ანუ როცა ადამიანები ერთმანეთს ვეღარ ესაუბრებოდნენ მასობრივი მოსმენების შიშით, ის დრო და ეპოქა დასრულდა. არა მგონია, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ვინმემ გაბედოს მსგავსი უკანონობა. საქართველოში მოსმენა მხოლოდ კანონიერად, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - საბოლოოდ დასრულდა ის უკანონობა, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს, როცა ოჯახის წევრები ერთმანეთს ვერ ელაპარაკებოდნენ. არსებობს ინფორმაცია, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს კვლავაც აქვთ მოსასმენი აპარატურა და კვლავ უსმენენ მოქალაქეებს. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რათა თავიდან ავიცილოთ რისკი და ადამიანების პირადი ინფორმაცია დაცული იყოს.

- ვისაუბროთ კრიმინოგენულ მდგომარეობაზეც. "ნაციონალური მოძრა­ობის" წევრების ერთ-ერთი მთავარი ბრალდება თქვენ მიმართ ის არის, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა და პოლიცია უძლურია.

- ნოემბერსა და დეკემბერში გაიზარდა ქურდობის შემთხვევები, მოხდა რამდენიმე ყაჩაღობაც. იანვრიდან კი მკვეთრად გამოსწორდა მდგომარეობა. აღსანიშნავია, რომ განხორციელდა უპრეცედენტო ამნისტია, რის შედეგადაც 11 ათასი პატიმარი გათავისუფლდა, ამის მიუხედავად, კრიმინოგენული მდგომარეობა არ გაუარესებულა. მMეტიც - სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, წინა წლებთან შედარებით, ბევრად უკეთესი მდგომარეობაა: დანაშაულის გახსნის მაჩვენებელიც მაღალია. ასე რომ, დანაშაულის ზრდის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა განცხადებები უსაფუძლოა. ნაციონალების მიზანია, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და დააშინონ, ისე, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ. ქვეყანაში ყოველმხრივ სტაბილური მდგომარეობაა.

- თქვენს ყოფილ კოლეგაზეც მინდა გკითხოთ. 19 აპრილის აქციაზე პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას იქა­ურობა დატოვა ვანო მერაბიშვილმა. როგორ ფიქრობთ, რეალურად არსებობს დაპირისპირება მერაბიშვილსა და სააკაშვილს შორის?

- პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ კარგია "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელმაც ქართული საზოგადოება ზემოქმედებასა და სიცრუეში აცხოვრა, 19 აპრილს მაინც რომ გაიხსენა ევროპული ღირებულებები და ნამდვილი დემოკრატია. ცუდი ტონია, თუ პრეზიდენტს მისმა ყოფილმა შს მინისტრმა მართლაც შეაქცია ზურგი!

- მოკლედ, იმედი უნდა გვქონდეს, რომ საქართველოში კრიმინოგენული მდგომარეობა არ გაურესდება. სხვათა შორის, პრესაში წერენ, რომ ე.წ. კანონიერი ქურდები საქართველოში თავისი გავლენის აღდგენას ცდილობენ.

- არ დავუშვებთ ქვეყანაში მდგომარეობის გაუარესებას. კრიმინალების, ბანდიტების, ყაჩაღების და ე.წ. კანონიერი ქურდების ადგილი საქართველოში არ იქნება. ყველას მკაცრად ვაფრთხილებ, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში უმკაცრესად დაისჯებიან.

დარეჯან ლიპარტელიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა