მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შს მინისტრი არ გამორიცხავს, რომ დათა ახალაიას "შეღავათი გაუწიონ"
შს მინისტრი არ გამორიცხავს, რომ დათა ახალაიას "შეღავათი გაუწიონ"

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნელ დათა ახა­ლა­ი­ას "შე­ღა­ვა­თი გა­უ­წი­ონ". ამის შე­სა­ხებ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი "ყვე­ლა სი­ახ­ლეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს.

"დათა ახა­ლა­ია იყო კუდ-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი და მას ხელი მი­უწ­ვდე­ბო­და ბევრ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, ამი­ტომ ჩვენს უწყე­ბას­თან მისი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას შე­ღა­ვა­თიც გა­ვუ­წი­ოთ. თუ დათა ახა­ლა­ი­ას აქვს სურ­ვი­ლი, თა­ვის ქვე­ყა­ნა­სა და ხალ­ხს უთხრას სი­მარ­თლე, რა ხდე­ბო­და რე­ა­ლუ­რად და რა და­ვა­ლე­ბებს აძ­ლევ­დნენ მას, ეს და­ეხ­მა­რე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას იმ მრა­ვა­ლი საქ­მის გახ­სნა­ში, რომ­ლე­ბიც დღემ­დე ბუ­რუ­სი­თაა მო­ცუ­ლი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი ეს ქვე­ყა­ნას წა­ად­გე­ბა. არ გა­მოვ­რი­ცხავ მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, გა­მო­ძი­ე­ბი­სა და ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე", - აცხა­დებს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.

გარ­და ამი­სა, ინ­ტერ­ვი­უ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ 19 აპ­რილს გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზეც სა­უბ­რობს და ფიქ­რობს, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ან­გა­რე­ბით იყო მი­სუ­ლი.

"19 აპ­რი­ლის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია იყო და­მარ­ცხე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის აქ­ცია. ყვე­ლამ კარ­გად იცის, რა გზე­ბით და მე­თო­დე­ბით შეძ­ლო "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ამ ხალ­ხის რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მოყ­ვა­ნა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ან­გა­რე­ბით იყო მი­სუ­ლი", - გან­მარ­ტავს ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, "ცუდი ტონი იყო, რომ პრე­ზი­დენტს მის­მა ყო­ფილ­მა შს მი­ნის­ტრმა აქ­ცი­ა­ზე ზურ­გი შე­აქ­ცია" და სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას იქა­უ­რო­ბა და­ტო­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

შს მინისტრი არ გამორიცხავს, რომ დათა ახალაიას "შეღავათი გაუწიონ"

შს მინისტრი არ გამორიცხავს, რომ დათა ახალაიას "შეღავათი გაუწიონ"

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის შემთხვევაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელ დათა ახალაიას "შეღავათი გაუწიონ". ამის შესახებ ღარიბაშვილი "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში აცხადებს.

"დათა ახალაია იყო კუდ-ის ხელმძღვანელი და მას ხელი მიუწვდებოდა ბევრ ინფორმაციაზე, ამიტომ ჩვენს უწყებასთან მისი თანამშრომლობა საინტერესო იქნება. გამორიცხული არ არის, აქედან გამომდინარე, მას შეღავათიც გავუწიოთ. თუ დათა ახალაიას აქვს სურვილი, თავის ქვეყანასა და ხალხს უთხრას სიმართლე, რა ხდებოდა რეალურად და რა დავალებებს აძლევდნენ მას, ეს დაეხმარება გამოძიებას იმ მრავალი საქმის გახსნაში, რომლებიც დღემდე ბურუსითაა მოცული. საბოლოო ჯამში კი ეს ქვეყანას წაადგება. არ გამოვრიცხავ მასთან თანამშრომლობას, გამოძიებისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

გარდა ამისა, ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 19 აპრილს გამართულ აქციაზეც საუბრობს და ფიქრობს, რომ აქციის მონაწილეთა უმრავლესობა რუსთაველის გამზირზე ანგარებით იყო მისული.

"19 აპრილის საპროტესტო აქცია იყო დამარცხებული პოლიტიკური პარტიის აქცია. ყველამ კარგად იცის, რა გზებით და მეთოდებით შეძლო "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ ხალხის რეგიონებიდან ჩამოყვანა. აქციის მონაწილეთა უმრავლესობა ანგარებით იყო მისული", - განმარტავს ღარიბაშვილი.

მისივე შეფასებით, "ცუდი ტონი იყო, რომ პრეზიდენტს მისმა ყოფილმა შს მინისტრმა აქციაზე ზურგი შეაქცია" და სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას იქაურობა დატოვა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ