პოლიტიკა
სამხედრო

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
Faceამბები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თენგიზ არჩვაძე - "სააკაშვილი თითქმის წასულია, მაგრამ ტანში მაზრიალებს, კუდი ცუდად არ მოიქნიოს"
თენგიზ არჩვაძე - "სააკაშვილი თითქმის წასულია, მაგრამ ტანში მაზრიალებს, კუდი ცუდად არ მოიქნიოს"

".. არ­სად ვჩან­დი, სი­ახ­ლო­ვეს არა­ვის ვი­კა­რებ­დი, არა­ვი­თა­რი ინ­ტერ­ვიუ... - რა­ტომ? კი­დევ ამას მე­კი­თხე­ბით!?... - ამ­ბობს თენ­გიზ არჩვა­ძე... მან დუ­მი­ლი და­არ­ღვია და ვრცელ და გუ­ლახ­დილ ინ­ტერ­ვი­უ­ზე დაგ­ვთან­ხმდა. თუ რა­ტომ არის უკი­დუ­რე­სად ცუდი წარ­მოდ­გე­ნის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე და ზო­გა­დად რო­გო­რი კაცი ჭირ­დე­ბა მისი აზ­რით ქვე­ყა­ნას, ამის შე­სა­ხებ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში შე­ი­ტყობთ.

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იმ­დე­ნად სა­ზა­რე­ლი არ­სე­ბაა, სა­ხე­ლიც ვერ მო­ვუ­ძებ­ნე. მისი გა­რე­მოც­ვა კი ას­პი­ტე­ბის ბუ­დეა. ცი­ხის კად­რე­ბი რომ ვნა­ხე, ერთი კვი­რა გიჟს ვგავ­დი. ყვე­ლა­ფერს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი კაცი თუ ამას ქარ­თველს აკად­რებ­და, არ მე­გო­ნა... ეს კო­ჰა­ბი­ტა­ცი­აც რა და­ცინ­ვაა. ჩვენ, ქარ­თვე­ლებს ახლა მო­რი­გი ომი გვაქვს მო­სა­გე­ბი - "კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ო­ნის­ტებ­თან". თუმ­ცა, მტე­რი ფა­სე­უ­ლი უნდა იყოს, რომ ეომო. ესე­ნი კი პან­ღუ­რით უნდა გა­ყა­რო.

- ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ ყო­ველ­თვის ასე კრი­ტი­კუ­ლად იყა­ვით გან­წყო­ბი­ლი?

- შე­ვარ­დნა­ძის დრო­ინ­დელ დამ­ყა­ყე­ბა­საც არ ვი­წო­ნებ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს ცოდ­ნა უნდა, სიფრ­თხი­ლე და თავ­და­ჭე­რი­ლო­ბა კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ხელ­მწი­ფოს მმარ­თვე­ლი­სათ­ვის. თავ­შე­უ­კა­ვებ­ლო­ბით ბევ­რი წა­ვა­გეთ. მწა­რე გაკ­ვე­თი­ლებ­მაც ვერ გვას­წავ­ლა ჭკუა და ჩვე­ნი­ვე უტვი­ნო­ბით სამ­ხრეთ ოსე­თი დავ­კარ­გეთ. სა­ერ­თოდ, სა­მა­ჩაბ­ლოს­თვის სამ­ხრეთ ოსე­თის დარ­ქმე­ვა ქვეყ­ნის წი­ნა­შე დიდი და­ნა­შა­უ­ლი იყო. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, ერ­თმა ადა­მი­ან­მა, დაგ­ვი­კარ­გა ქარ­თვე­ლებს სა­მა­ჩაბ­ლო. სი­მარ­თლე გი­თხრათ, აღარ მე­გო­ნა, აფხა­ზე­თის და­კარ­გვა­ზე ცუდი კი­დევ თუ რამე მოხ­დე­ბო­და, არა­და, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია" ბევ­რად უა­რე­სი აღ­მოჩ­ნდა ქვეყ­ნის­თვის.... თუმ­ცა, სა­ა­კაშ­ვი­ლი ბუ­ნე­ბის ისე­თი "მარ­გა­ლი­ტია", კი­დევ უა­რეს­საც უნდა ვე­ლო­დეთ. ხომ წა­სუ­ლია, მაგ­რამ ტან­ში მაზ­რი­ა­ლებს, კუდი ცუ­დად არ მო­იქ­ნი­ოს... მში­შა­რა კა­ცის­გან ყვე­ლა­ფე­რია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე მისი ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის (ჩა­რე­ცხი­ლე­ბი, მუ­მი­ე­ბი..) გამო ხომ არ ხართ ასე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი?

- არა, ეს სიბ­რიყ­ვით მო­უ­ვი­და... თუმ­ცა, არც იმ­დე­ნად ბრიყ­ვია. ძა­ლი­ან ვი­რეშ­მა­კაა სა­კუ­თა­რი თა­ვის სა­ხე­ი­როდ. მა­კ­კე­ინს და სხვებ­საც ფულს აძ­ლევ­და, სე­ნა­ტო­რე­ბის საწ­ვე­ლი ძრო­ხა გახ­და. დაქ­ცე­უ­ლი ქვეყ­ნით მათ აპუ­რებ­და. სა­მა­ჩაბ­ლო ტორ­ტი­ვით მი­არ­თვა რუ­სეთს... ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი ბრწყინ­ვა­ლე პი­როვ­ნე­ბაა, ეროვ­ნუ­ლი კა­ცია და ლა­მის მოკ­ლეს, კრემ­ლის დარ­ბაზ­ში რა­ტომ იმ­ღე­რაო. არა­და, რუ­სეთ­ში ყვე­ლა­ზე კარ­გი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი ეგაა და გნე­ბავთ, კრემ­ლის და­არ­ქვით და გნე­ბავთ - სტა­ლი­ნის.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

თენგიზ არჩვაძე - "სააკაშვილი თითქმის წასულია, მაგრამ ტანში მაზრიალებს, კუდი ცუდად არ მოიქნიოს"

თენგიზ არჩვაძე - "სააკაშვილი თითქმის წასულია, მაგრამ ტანში მაზრიალებს, კუდი ცუდად არ მოიქნიოს"

".. არსად ვჩანდი, სიახლოვეს არავის ვიკარებდი, არავითარი ინტერვიუ... - რატომ? კიდევ ამას მეკითხებით!?... - ამბობს თენგიზ არჩვაძე... მან დუმილი დაარღვია და ვრცელ და გულახდილ ინტერვიუზე დაგვთანხმდა. თუ რატომ არის უკიდურესად ცუდი წარმოდგენის მიხეილ სააკაშვილზე და ზოგადად როგორი კაცი ჭირდება მისი აზრით ქვეყანას, ამის შესახებ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში შეიტყობთ.

- მიხეილ სააკაშვილი იმდენად საზარელი არსებაა, სახელიც ვერ მოვუძებნე. მისი გარემოცვა კი ასპიტების ბუდეა. ციხის კადრები რომ ვნახე, ერთი კვირა გიჟს ვგავდი. ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ქართველი კაცი თუ ამას ქართველს აკადრებდა, არ მეგონა... ეს კოჰაბიტაციაც რა დაცინვაა. ჩვენ, ქართველებს ახლა მორიგი ომი გვაქვს მოსაგები - "კოჰაბიტაციონისტებთან". თუმცა, მტერი ფასეული უნდა იყოს, რომ ეომო. ესენი კი პანღურით უნდა გაყარო.

- ყოფილი ხელისუფლების მიმართ ყოველთვის ასე კრიტიკულად იყავით განწყობილი?

- შევარდნაძის დროინდელ დამყაყებასაც არ ვიწონებ, მაგრამ ყველაფერს ცოდნა უნდა, სიფრთხილე და თავდაჭერილობა კი აუცილებელია სახელმწიფოს მმართველისათვის. თავშეუკავებლობით ბევრი წავაგეთ. მწარე გაკვეთილებმაც ვერ გვასწავლა ჭკუა და ჩვენივე უტვინობით სამხრეთ ოსეთი დავკარგეთ. საერთოდ, სამაჩაბლოსთვის სამხრეთ ოსეთის დარქმევა ქვეყნის წინაშე დიდი დანაშაული იყო. მიხეილ სააკაშვილმა, ერთმა ადამიანმა, დაგვიკარგა ქართველებს სამაჩაბლო. სიმართლე გითხრათ, აღარ მეგონა, აფხაზეთის დაკარგვაზე ცუდი კიდევ თუ რამე მოხდებოდა, არადა, "ვარდების რევოლუცია" ბევრად უარესი აღმოჩნდა ქვეყნისთვის.... თუმცა, სააკაშვილი ბუნების ისეთი "მარგალიტია", კიდევ უარესსაც უნდა ველოდეთ. ხომ წასულია, მაგრამ ტანში მაზრიალებს, კუდი ცუდად არ მოიქნიოს... მშიშარა კაცისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

- მიხეილ სააკაშვილზე მისი ცნობილი გამონათქვამების (ჩარეცხილები, მუმიები..) გამო ხომ არ ხართ ასე გაბრაზებული?

- არა, ეს სიბრიყვით მოუვიდა... თუმცა, არც იმდენად ბრიყვია. ძალიან ვირეშმაკაა საკუთარი თავის სახეიროდ. მაკკეინს და სხვებსაც ფულს აძლევდა, სენატორების საწველი ძროხა გახდა. დაქცეული ქვეყნით მათ აპურებდა. სამაჩაბლო ტორტივით მიართვა რუსეთს... ჯემალ ჭკუასელი ბრწყინვალე პიროვნებაა, ეროვნული კაცია და ლამის მოკლეს, კრემლის დარბაზში რატომ იმღერაო. არადა, რუსეთში ყველაზე კარგი საკონცერტო დარბაზი ეგაა და გნებავთ, კრემლის დაარქვით და გნებავთ - სტალინის.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"