ინტერნეტში კორპორაცია google-ს თანამშრომლების შიდა-ჩატის ჩანაწერები გავრცელდა. ჩანაწერებიდან ირკვევა, რა "საშინელ პირობებში" უწევთ მუშაობა კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს.
"იმის გამო, რომ საჭმელი შეუზღუდავია, ვსუქდები", "სასმელი სამზარეულოში არ არის საკმარისად ცივი, ამის შემდეგ როგორ ვიმუშაო?" - აი, ასეთი პრეტენზიები აქვთ google-ს თანამშრომლებს კომპანიის ხელმძღვანელობის მიმართ.
გთავაზობთ კორპორაციის რამდენიმე თანამშრომლის საჩივართა სიას.
1. "ძალიან დიდი გზის გავლა მიწევს სპორტდარბაზამდე. ჩემს კორპუსშიც უნდა გახსნათ ტრენაჟორები, რათა სიარულში დრო არ დავკარგო"
2. "ეს 100 დოლარიანი ყურსასმენები, რომლებიც უფასოდ გვირიგდება, ვარცხნილობას მიფუჭებს"
3. "ყოველთვის, როდესაც დილით მასაჟისტთან მივდივარ, (მასაჟისტი ”გუგლის” ოფისშია) მთელი დღე სახე დაწითლებული მაქვს ბალიშისგან"
4. "8-დან 5 უფასო მაისური, რომელიც წელს მაჩუქეს, შავია. მე ცისფერი მიყვარს. ძალიან მაღიზიანებს ეს ფაქტი"
5. "როდესაც პარაშუტით კორპორატიული ხტომა მოგვიწყვეს, გვითხრეს რომ თავისუფალი ვარდნა 50 წამს გაგრძელდებოდა, სინამდვილეში კი 41 წამს გაგრძელდა"
6. "ჩემი 30 დიუმიანი მონიტორი ხედით ტკბობის საშუალებას არ მაძლევს"
7. "მასაჟორი სკამის ფუნქციებს შორის განსხვავებას ვერ ვხვდები"
8. "ზოგჯერ, როდესაც სამზარეულოში რომელიმე სასმელის ასაღებად მივდივარ, აღმოჩნდება, რომ ის სულ ახლახან შეინახეს მაცივარში და შესაბამისად, გაციება ვერ მოასწრო. ამის შემდეგ როგორ ვიმუშაო?"
9. "დივანი ჩემს კაბინეტში არაა საკმარისად დიდი, რომ თავისუფლად დავწვე"
10. "იმის გამო, რომ google-ში კვირაში 14-ჯერ ვჭამ, ლამის ერთი წელია არაფერი მომიმზადებია და ამით ჩემი კულინარული უნარები დეგრადაციას განიცდის"
11. "სადილზე მთელი პიცა შეჭამეს და მე სტეიკის ჭამა მომიწია. რა საშინელებაა"
12. "კომპანია ყოველთვის უახლესი მოდელის ტელეფონებს გვაძლევს და მე ყოველ ჯერზე მათი შესწავლა მიწევს"
13. "ვსუქდები იმიტომ, რომ უფასო საკვები შეუზღუდავია"
14. "კორპორატიულ წვეულებაზე, ჰავაიზე, მზეზე წოლისას დავიწვი"
15. "სამსახურში საუზმის დროს ისე ვძღები, რომ სადილამდე წესიერად არც კი მშივდება"
16. "ჩვენს შენობაში სათამაშოების ოთახში ავტომატები შეზღუდულია, ამიტომ სათამაშოდ სხვა კორპუსში გადასვლა მიწევს”.
17. "ჩემი კაბინეტი ერთნაირადაა დაშორებული ორი სხვადასხვა სამზარეულოდან და ამიტომ ყოველ ჯერზე მიწევს იმის გადაწყვეტა, თუ რომელში მივირთვა"
აღსანიშნავია, რომ google ძალიან ანებივრებს თავის თანამშრომლებს. გარდა მაღალი ხელფასებისა, კორპორაციაში დასაქმებულ ადამიანებს მუშაობისა და დასვენებისთვის ყველანაირი კომფორტი აქვთ შექმნილი.
მომზადებულია kecuk.com-ის მიხედვით.